Showing posts with label ეს საინტერესოა. Show all posts
Showing posts with label ეს საინტერესოა. Show all posts

3.21.2010

Geography of Woman… and Man



Geography of Woman

Between 18 and 22, a woman is like AFRICA
….half discovered, half wild, fertile and naturally beautiful.

Between 23 and 30, a woman is like EUROPE
….well developed and open to trade, especially for someone of real value.

Between 31 and 35, a woman is like SPAIN
….very hot, relaxed, and convinced of her own beauty.

Between 36 and 40, a woman is like GREECE
….gently aging but still a warm and desirable place to visit.

Between 41 and 50, a woman is like GREAT BRITAIN
….with a glorious and all conquering past.

Between 51 and 60, a woman is like ISRAEL
….has been through war, doesn’t make the same mistakes twice, takes care of business.

Between 61 and 70, a woman is like CANADA
….self-preserving, but open to meeting new people.

After 70, she becomes TIBET
….wildly beautiful, with a mysterious past and the wisdom of the ages, an adventurous spirit and a thirst for spiritual knowledge.

Geography of Man

Between 1 and 90, a man is like IRAN
….ruled by nuts.

3.07.2010

სვასტიკის მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომამდე 卐



Swastika



შენობა კალიფორნიაში, რომელსაც "სვასტიკის" ფორმა აქვს. აშენდა იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შეიქმნებოდა "Google Earth"_ი , რომლის საშუალებითაც ყველას ექნებოდა საშუალება შენობა ზემოდან ეხილა. მოცემული კომპიუტერული პროგრამის წყალობით, ამერიკული საზღვაო ძალების კუთვნილებაში მყოფ მოცემული შენობის მფლობელებს საკმაო პრობლემები შეექმნათ და მათ დახარჯეს 600 000 დილარზე მეტი, რათა შენობის ზემოთა ხედი ისე შეეცვალათ, რომ ის "სვასტიკას" აღარ მსგავსებოდა.

2.02.2010

ქუთაისური ენა -დიალექტები


იმერული დიალექტი ყველაზე მსხვილი ერთეულია ( ქართლურის შემდეგ) და მოიცავს ხარაგაულის, საჩხერის,თერჯოლის, ზესტაფონის, ვანის, სამტრედიის, ბაღდადის, ხონის, ქუთაისის, აგრეთვე ჭიათურის ტყიბულისა და წყალტუბოს ტერიტორიებს.იმერლები სახლობენ ( გარდაბნის, ბოლნისის, ლაგოდეხის, ყვარლის , ახალციხის და სხვ.) რაიონებშიც.
იმერულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში. მისი თავისებურებანი გამოყენებული აქვთ, ძირითადად, პერსონაჟთა მეტყველებაში ა.წერეთელს, დ.კლდიაშვილს, გ. წერეთელს, ნ. ლორთქიფანიძეს, კ.ლორთქიფანიძეს, ო. იოსელიანს და სხვ.
ქუთაისი თითქმის წმინდა ქართული ქალაქია, რადგან აქ მოსახლეობის 91% ქართველია, ხოლო დანარჩენ 9%-ს რუსები, ებრაელები, ასირიელები, სომხები, ბერძნები და უკრაინელები შეადგენენ.
ქუთაისში ქართულის შემდეგ ყველაზე გავრცელებულ ენად რუსული ითვლება.
8 წლის ბავშვის გამონათქვამი, რომელსაც რუსი ეროვნების დედა ჰყავს და რუსულ სკოლაში სწავლობს: პერემენაზე ქეთიმ ლინეიკა მომთხოვა და გამიტეხა. შენიშვნა: აქ გამოყენებულია ქუთაისის დიალექტოლოგიის სამეცნიერო_კვლევითი ინსტიტუტის მასალები.
სოფლიდან ქუთაისში ჩამოსულ მოსახლეობას თავისი კუთხური მეტყველება დღესაც არა აქვს დავიწყებული. მაგ.: გუუშვი ბაღანე კარში ( გაუშვი ბავშვი გარეთ).
მშობლებისათვის დამახასიათებელი ეს მოვლენა და ლექსიკა ქუთაისურმა არ მიიღო ( ისინი გამონაკლისის სახით გვხვდება.)
ქუთაისურში დასტურდება ქართული სალიტერატურო ენის ყველა ხმოვანი.
საერთოდ, ქართული ენის დიალექტებში ხმოვანთა სისტემა საერთო ქართულია. აქ, დამატებით დადასტურებულია - მოკლე ხმოვნები, გრძელი ხმოვნები და ა. შ.
აქედან ქუთაისურში გვხვდება გრძელი ხმოვანი, რომელიც მიიღება ხმოვნის გამიზნული დაგრძელებით. მაგ.: არ მოდიხარ, ხო, ვნახავ მაგითი რასაც მეიგეფ.
თანხმოვნის დაკარგვა გავრცელებული მოვლენაა ქუთაისში. იგი დასტურდება ყველა ასაკისა თუ თაობის წარმომადგენლებთან, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.
სისტემებრ იკარგვის_თან თანდებულის თ, როცა ფუძეხმოვნიან სახელს დაერთვის:ხესთან_ხესან,
მამასთან_მამასან.
ფონეტიკურ პროცესებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისური მეტყველების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს როგორც ქართული ენის დიალექტები( კერძოდ, დასავლური). ასევე, სალიტერატურო ენა, ხოლო თვითონ ქუთაისური არცერთი მათგანის თანხვდენილი არ არის.
სახელის ბრუნების თვალსაზრისით ქუთაისური მეტყველება სალიტერატურო ნორმას უფრო მისდევს, ვიდრე დიალექტურს.
მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები _ მა და _მ ისევეა განაწილებული ქუთაისურში, როგორც სალიტერატურო ენაში. თანხმოვანზე ფუძედაბოლავებულ სახელებთან გვაქვს_მა: ბოვშმა მეისმინა ჩვენი ლაპარაკი თურმე და ყველაფერი მოუყვა მამამის. ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებთან კი _მ.როცა ფუძისეული და ფორმანტისეული ორი _ მ ხვდება ერთმანეთს, ისმის ერთი _მ, ოღონდ უფრო ხანგრძლივი დაყოვნებით: ჩემა გოგომ ხუთიანი მიიღო მაგის გამოცთაზე.
ქუთაისურში სახელობითი ბრუნვის ნიშანი _ი ჩვეულებრივ ჩნდება თანხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებთან: კაცი მოვიდა, ბოვში(ბავშვი) არ წეიყვანო. ხოლო ხმოვანფუძიანი სახელები ჩვეულებრივ, სახელობითი ბრუნვის ნიშანს არ დაირთავენ: კარქი ღვინო ძაან მიყვარს;
მიცემითი ბრუნვის ნიშნად,ისევე როგორც სალიტერატურო ქართულში,ყოველთვის გვაქვს_ს :წოუღე ბოვშს ცოტა ლეღვი.
ნათესაობითსა და მოქმედებითში ბრუნვის ნიშნები ხან კვეცენ და კუმშავენ ფუძეს, ხან კი_ვერა. ქუთაისური ამ მხრივაც სალიტერატურო ნორმას მიჰყვება და იქ სადაც კუმშვა ან კვეცაა მოსალოდნელი თითქმის ყოველთვის დასტურდება ეს მოვლენა. თუმცა, გვხვდება გამონაკლისებიც. ისიც უფრო ხშირად გარეუბნებში და შედარებით ახალჩამოსულებთან. მაგ: ამას წყალის (წყლის) დამატება უნდა; ჩემი ქმარის (ქმრის) მოსვლა არც გამიგია.
უკვეცელ სახელებთან კი ყოველთვის გვაქვს _სი და _თიდაბოლოებები: მაგ.ოქროთი საზღვრავს მა საწყალი ყველაფერს.
ქუთაისურში ვითარებითი ბრუნვის ნიშანი უმეტეს შემთხვევაში წარმოდგენილია როგორც _ათ (ად),_თ(დ). ფუძეთადაბოლოების მიხედვით ისინი ისეა განაწილებული, როგორც სალიტერატურო ქართულში_იან სუფიქსით გართულებულ ფუძეებთან ქუთაისურ მეტყველებაში შეინიშნება ვითარებითი ბრუნვის ნიშნად_ა_ს გამოყენება. მაგ: ჩამეეთრევა ახლა ცოლშვილიანა და დამიჯდება მე სარჩენათ; თავისი ძაღლებიანა ერთ ლოგინში ძინავთ ყველას.
წოდებით ბრუნვაში ქუთაისურში სახელი გვევლინება ან ფუძის სახით, ან დაირთავს ო_ს. მაგ: წამო, კაცო სახში.
ქუთაისურისათვის დამახასიათებელია თანხმოვანფუძიანი სახელების ხმოვანფუძიან სახელებად ქცევა. ვახტანგიამ მითხრა ხვალ გამოვალო; ნოდარიას უთხარი ჩემი მანქანა ამეიყვანოს; თამაზიამ ჩემთან ერთათ ჩამოდი ზღვაზეო.
ქუთაისურ მეტყველებაში ძალიან გავრცელებულია მამის სახელით მიმართვის არაქართული (რუსული) ფორმა, როგორიცაა: დავითიჩ, ნესტორიჩ, დავიდოვნა, შალვოვნა, ივანოვნა და ა.შ.
მიმართვის ეს სახეობა თავაზიან ფორმად ითვლება. ასე მიმართავენ უმეტესად თანამდებობის პირებს, უფროსებს და ხშირად დედამთილებს, მამამთილებს, სიდედრებსა და სიმამრებს, თანაც პირისპირ საუბრის დროს: დავითიჩ, ერთი წუთით, თუ შეიძლება, მობრძანდით და ა.შ.
ახალგაზრდებთან გავრცელებული მიმართვის ფორმაა: ბიჯო, მოდი აქანე ვიქნები მე .ელგუჯია, ბიჯო, რა ქენი ეგი?
ქუთაისურში მრავლობით რიცხვში პარალელურად დასტურდება ესენი და ეგენი ფომები.მაგ. ესენი დღეს არ მიდიან.
ნათესაობით ბრუნვაში ქუთაისურში გვაქვს რასი(უკვეცელი ფორმა): რასი გეშინია? რასი ხმაა?
კითხვითი ნაცვალსახელი როგორი ქუთაისურში თანდათან იფართოვებს მოხმარების არეს. მის პარალელურად გვხვდება რავარი. როგორი უმეტესად განათლებულ ადამიანთა მეტყველებაში იხმარება: როგორი ღვინოა? რავარი მჟავე მაქ გაკეთებული?
ქუთაისურ მეტყველებაში ვიღაცა და რაღაცა ნაცვალსახელები მრავლობით რიცხვში ყოველთვის ვიღაცეები, რაღაცეები ფორმით არიან წარმოდგენილი: გამეიხედე ერთი, ვიღაცეები იძახიან; მეიტანეს რაღაცეები და ასე გონიათ საქმე გააკეთეს.
ქუთაისურ მეტყველებაში ასევე გვხვდება: ის კაცი თავისას თხოულოფს(ითხოვს); მაგის დედა დღემდე ჩივა (ჩივის), მარა ვერაფერს გახთა; ბოვშებს შეეშინდათ და გასუსდენ(გაისუსენ)მე კარქათ ვცურავარ. ნუ დაგორავხარ,ბიჭო და ა.შ. ეს პროცესი განსაკუთრებით გავრცელებულია დიალექტებში.
სალიტერატურო ენაში მხოლობითში დგას შემასმენელი მაშინაც, როცა მხოლობით რიცხვში დასმული ქვემდენარე კრებითი სახელია. ქუთაისური მეტყველება ასეთ დროს ხშირად არღვევს სალიტერატურო ნორმას და შემასმენელი მრავლობით რიცხვში გვევლინება. მაგ. ხალხი შემოვარდნენ, დეიწყეს კივილი, ყვირილი. მთელი სტუდენტობა იდგენ და უყურებდენ ამ ამბავს; ნათესაობა ჩემ მხარეზე იყვნენ, მარა მაგან იმდენი ტყვილები ელაპარაკა, გადარია ყველა.
ქვემდებარის მრავლობითობა ზმნაში ყოველთვის აღინიშნება, როცა ეს უკანასკნელი პირველ ან მეორე პირში დგას. მაგ: ცოტა მეიცადეთ და ჩვენც მოვდივართ; დაგვიცადეთ თუ შეიძლება; წამო, წევიდეთ ლაშაიასთან; მოდი, ჩვენც გავაკეთოთ რაცხა, იქნება კი გაგვიმართლოს; წამო, გევიქცეთ უცეფ და ვიყიდოთ პური.
ქუთაისურში კავშირები უმეტესწილად სახეცვლილია, მაგრამ მათ არავითარი ცვლილება არ შეაქვთ წინადადების სტრუქტურაში.
მარა(მაგრამ): კი წევიდა მარა რა გააკეთა.
რაფერაც(როგორც): რაფერაც გინდა ისე მეიქეცი.
რავარც(როგორც): რავარც გინდა, ისე ქენი.
საცხა(სადაც): საცხა გინდა,იქანე წადი.
როცხა(როდესაც): როცხა იქნება,ხო გააკეთეფს.
ქუთაისში გავრცელებული ახალგაზრდული ჟარგონული მეტყველება ძირითადად ვაჟებისთვისაა დამახასიათებელი. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისელი ახალგაზრდა ვაჟების 60_70% ძირითადად, ჟარგონებით მეტყველებს, ხოლო გოგონები მხოლოდ რამდენიმე, ძალიან გავრცელებულ ჟარგონულ სიტყვებს გამოიყენებენ ხოლმე. ასეთებია, მაგ. პონტი, მევასება, ქაჯი, გოიმი და ა.შ. მხოლოდ გამონაკლისის სახით შეიძლება შეგვხვდეს გოგონა, რომელიც ჩვეულებრივ, როგორც ბიჭი, ჟარგონებით მეტყველებს.
ახალგაზრდულ ჟარგონში ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ქართული წარმომავლობის სიტყვები,შემდეგ რუსული და სხვა ენების ლექსიკიდან შემოსული ერთეულები. აღსანიშნავია, რომ დღეს თანდათანობით ფეხს იკიდებს ინგლისური სიტყვები, მაგალითად, ქართული ლექსიკიდან: ნიკაია, წამეიყვანე სიმონ, ასწორებს გიტარაზე რო უკრავს .შენც რავა გოიმივით ავარდი, ბიჭო. ბიჭო, გიმტკიცეფ და შენ მაინც შენსას აწვები.
რუსული ლექსიკიდან : რა ბაბნიკია, ბექაია, სიმონ, სულ ქალებშია. რა ბაგაჟის პატრონია, არ ეტყობა ლაპარაკში? რამდენს ბლატაოფ, არ მოგწყინდა ამდენი ლაპარაკი?
ქუთაისური მეტყველება წარმოადგენს ერთი მხრივ გარკვეული ადგილობრივი „ქალაქის კილოს“ რეალიზაციას, ხოლო,მეორე მხრივ, სალიტერატურო ენის რეალიზაციას. ქუთაისისათვის დამახასიათებელია, მჭიდრო მომიჯნავე დიალექტების მეტყველებასთან, მაგრამ ქუთაისური მეტყველება არც ერთი ქართული ენის კილოს თანხვდენილი არ არის. ბევრი დიალექტიკური მოვლენა კი ქუთაისურის მიერ მთლიანად ნიველირებულია.
ქუთაისელთა მეტყველებაში ერთდროულად თანაარსებობს სალიტერატურო და დიალექტური ფორმები.
საერთოდ, ახალგაზრდების ერთი ნაწილი, მაგალითად თანამდებობის პირები უმეტესად სალიტერატურო ფორმებს იყენებს, ხოლო დაბალი და ქვედა ფენის წარმომადგენლები თითქმის ყველა შემთხვევაში_დიალექტურს. საშუალო ფენის წარმომადგენლები საგარეო სტილით მეტყველებისას სალიტერატუროს, საოჯახოთი კი დიალექტურს. ე.ი. ქუთაისურში დასტურდება როგორ აქ, იქ, როგორ, რამდენჯერ, ასევე აქანე, იქანე, რავარ, რამდენჯელ.
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქუაისელთა მეტყველებაში ჟარგონსა და არგოს.

1.08.2010

Google_ის ბევრი ხრიკი


ჩვენ საყვარელ Google-ს აქვს ისეთი შესაძლებლობები, ბევრი ვერც კი ხვდება, ამ სტატიაში იქნება Google-ს ძებნის რამოდენიმე მაგალითი:

1) იმისთვის რომ, ვეძებოთ ჩვენთვის საჭირო ფაილის ტიპი ძებნაში უნდა ავკრიფოთ: filename filetype:format (სადაც “filename” – იმ ფაილის სახელი რომელსაც ეძებთ, ხოლო “format” – საჭირო ფაილის ტიპი). მაგალითად, “წიგნი filetype:pdf”.
2) თუ გსურთ მოძებნოთ ზუსტი ფრაზა რომელიმე კონკრეტულ საიტზე, მაშინ უნდა დაამატოთ ბოლოში site:საიტის დასახელება.
მაგალითი: “antivirus” site:google.ge
3) იმისთვის რომ რაიმე ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა, თარგმანი ვიპოვოთ ავკრიფოთ: define:word (სადაც “word” – სიტყვაა რომლის მნიშვნელობას ვეძებთ). მაგალითად, “define:home”.
4) აგრეთვე შეგვიძლია გავიგოთ ამინდი, ეს ძირითადად ამერიკის ქვეყნებისთვის არის , სწერთ “new york weather”. აგრეთვე შესაძლებელია ქალაქის სახელის მაგივრად საფოსტო ინდექსის დაწერა.
5) აგრეთვე არის კალკულატორი მოხმარების შესაძლებლობა. მაგალითად, “5 + 4″ ან “9 * 2″. ან ასეც შეიძლება: “12 + 34 – 56 * 7 / 8″
6) შესაძლებელია ვალუტის კურსის გაგება. მაგალითად დავწეროთ”1 USD in EUR” დოლარის კურს გვიჩვენებს ევროს გავლენით.
7) ვალუტის კონვენტორი. ძაან სასარგებლოა მაგალითად დავწეროთ, “1500 usd to euro” და ვნახავთ რამდენი ევრო იქნება 1500$.
8) ტემპერატურის კონვენტორი, მაგალითად დავწეროთ “30 C to F” და Googleგვაჩვენებს რამედი ფარენგეითი იქნება 30 ცელსიუსი.
9) მანძილის კონვენტორი, ნახეთ “500 kilometers to miles” ამას ჩავწერთ და Google გვანახებს რამდენი მილი იქნება 500 კილომეტრი.
10) შესაძლებელია ვნახოთ რომელიმე საიტი Google ს ქაშში, მაგალითად “cache:www.arn.ro”
11) თუ გსურთ მოძებნოთ რამე სიტყვა და მისი სინონიმიც, მაშინ ვწერთ ასე: “საძიებო სიტყვა” ~პროფესიონალი.
12) თუ გსურთ მოძებნოთ ეს ან ის, აუცილებელია ასე დაწეროთ: ინტერნეტი OR რეკლამა.
13) თუ გსურთ მოძებნოთ რომელიმე ტელეფონის ნომრის მფლობელი შეგვყვავს ესე: phonebook:355-44-44
14) თუ გსურთ მოძებნოთ ისეთ რამ, რაც მოხდა ორ თარიღს შორის, მაშინ შეგვყავს ესე: ომი 1812…2000
15) თუ გსურთ გამორიცხოთ რომელიმე სიტყვა ძებნიად, აუცილებელია უბრალოდ დაამატეთ მოთხოვნილ სიტყვას, რომელიც გსურთ გამორიცხოთ პლიუს დეფისი.
მაგალითად: “ინტერნეტ მარკეტინგი – რეკლამა”.
ამ შემთხვევაში გამოვრიცხეთ სიტყვა “რეკლამა”
16) ზუსტი ფრაზის მოსაძებნად აუცილებელია ჩასვათ იგი ბრჭყალებში.
მაგალითად: “ინტერნეტ-მარკეტინგი”.

P.S სხვა შემთხვევაში გარდა ბოლოსი ბრჭყალები არ არის აუცილებელი.



5.22.2009

იცით თუ არა რომ:


იცით თუ არა რომ:


1. საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანები.

2. ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე.

3. “Reastaurant” არის სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად წერენ შეცდომით საძიებო სისტემებში(სხვათაშორის ერთ-ერთ ჩემ საიტზე გადავამოწმე და მეც შეცდომით მეწერა ეს სიტყვა).

4. მობილური ტელეფონის შესაქმნელად საჭიროა 75 კილოგრამი დაუმუშავებელი მასალა.

5. პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო ასეთი: “Pablito Diego Jose Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno Crispin Crispiniano de los Remedios Cipriano de la Santisima Trinidad Ruiz Blasco y Picasso Lopez”.

6. ციფრი “0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.

7. “Volks-Wagen” ნიშნავს ხალხის მანქანას და მის შექმნას ხელი შეუწყო ადოლფ ჰიტლერმა, ამ მარკის მანქანებს თავიდან ეწოდებოდა “Beetle”.

8. ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.

9. Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” ანუ ქართულად “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”.

10. თავად სიტყვა Yahoo კი ნიშნავს პირუტყვს.

5.16.2009

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი...

♦ მობილური ტელეფონი ჯანმრთელობას არ ავნებს, მაგრამ ხანგრძლივი საუბარი ლოყას 3 გრადუსით ახურებს. ეს იმით აიხსნება, რომ მუშაობის მომენტში ტელეფონის აკუმულატორი 6 გრადუსით ცხელდება.

♦ ანტარქტიდის თავზე ოზონის ხვრელის ფართობმა 27,3 მილიონ კვკმ-ს მიაღწია, რაც რუსეთის ფართობზე ერთნახევარჯერ მეტია.

♦ იაპონურმა კომპანია “პანასონიკმა” დაუწყო უთხელესი ბატარიების გამოშვება. ის ერთ გრამზე ნაკლებს იწონის და განკუთვნილი საათებისთვის, ელექტორნული მეხსიერების მქონე ბარათებისთვის.

♦ ”ფეხზე მდგომთა” თათბირს “მჯდომთა” თათბირზე სამჯერ ნაკლები დრო ჭირდება, მაგრამ “ფეხზე მდგომები” არანაკლებ გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ-დაასკვნეს მისურის შტატის მენეჯმენტის სპეციალისტებმა.

♦ ინტერნეტში ყოველდღე 2300 გაზეთის ნახვა შეიძლება. მათი 54% ინგლისურენოვანია.

♦ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ დარიშხანის უმცირესი დოზა კურნავს ლეიკემიის ზოგიერთ ფორმას.ეს აღმოჩენა აშშ-ში გამოცადეს და გამართლდა.

♦კუბის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტმა გამოიყვანეს სოკო, რომელიც ტარაკნებს ანადგურებს. ლაბორატორიის პირობებში ის ამ ულვაშა მუქთახორების 70% ერევა. ბუნებრივ პირობებში, მაგალითად სახლში 90%-საც კი ანადგურებს. მთავარია სოკო შეჭამოს.

5.14.2009

Selgas Cano ოფისი-იდეალური სამუშაო გარემო



ეს პატარა სამოთხე მადრიდთან ახლოსაა და არქიტექტურულ ფირმა Selgas Cano-ს ეკუთვნის, შენობაც შესაბამისად მათმიერაა შექმნილი. პროექტი მართლაც კრეატიული და ნოვატორულია და ალბათ ბევრია ნაფიქრი იმაზე რათა საუკეთესო გარემო პირობები შეექმნათ იქ მომუშავე ადამიანებისთვის.


შენობა წაგრძელებული ფორმისაა და მთლიანად შუშითაა დაფარული . არის ძალიან ვიწრო რათა მაქსიმალურად მოხდეს გარე და შიდა გარემოს-ინტერირისა და ექსტერიერის შერწყმა. ბუნების სილამაზემ და ამ უცნაურმა გარემოცვამ კი უფრო მეტად გაახალისოს იქ მომუშავე ადამიანების განწყობაილება და შესაბამისად მუშაობის ხარისხი.

ერთი შეხედვით ნაგებობა ძალიან პრიმიტიული ფორმისაა, სინამდვილეში კი რასაც გარედან ხედავთ მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უზარმაზარი შენობისა, რომელიც მიწის ქვეშაა აგებული. ასეთ სამყაროში მუშაობას ნამდვილად ვერავინ იტყოდა უარს , თუნდაც უკიდურესად ზარმაცი ადამიანი..

იხილეთ სქრინები:

1.16.2009

რა არის სიყვარული?



ეს გრძნობა ყოველთვის უდროო დროს ეწვევა ხოლმე ადამიანს, შეიჭრება მის ჩვეულ ცხოვრებაში, აურევს გეგმებს, თავგზას, გრძნობებს. სიყვარული ავადმყოფობას ჰგავს: აგატკიებთ გულს, სხეულს, თავს...იგი ადამიანს ისე ცვლის, რომ საკუთარი დედ–მამა ვეღარ ცნობს ხანდახან და თქვენი საქციელი უკვე აღარ ექვემდებარება ლოგიკას. მაშ რა არის სიყვარული და რაში გვჭირდება იგი?

სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.

შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, ვიღაცისთვის 1–2 წელი. ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ, თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს .

მაშ რაში გვჭირდება იგი, იკითხავთ თქვენ, თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? შობადობისათვის? მაგრამ სიყვარულის გარეშეც შეიძლება გამრავლება. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა, რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები, ხოლო მისი სიყვარული მარადიული იქნება და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს.

ათასწლეულების უკანაც კი ადამიანები ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ სასიყვარულო განცდების ბუნებაში და რაობაში(რატომ მოაქვს სიყვარულს ერთი ადამიანისათვის ბედნიერება, ხოლო მეორისათვის – იმედგაცრუება და მწუხარება?) და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიყვარული სხვადასხვაგვარი არსებობს. თუმცა ადამიანები მას ერთი სიტყვით – სიყვარულით მოვიხსენიებთ, მაგრამ განცდები და მდგომარეობა ამ დროს სულ სხვადასხვანაირია: ვნება, გატაცება, აღფრთოვანება, პატივისცემა და ა.შ.

ალბათ გქონიათ ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა დაცინვით იხსენებდით თუ როგორ სიგიჟემდე გიყვარდათ სკოლაში და გეჩვენებოდათ, რომ ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა. ასევე გაგეცინებათ თქვენს ახლანდელ სიყვარულზე 20 წლის შემდეგ. ხოლო ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სიყვარული პირობითად შეიძლება რამდენიმე ტიპად დავყოთ: სიყვარული–დრამა, სიყვარული–შეპყრობა, სექსუალური ვნება და სიყვარული–პატივისცემა.

პრინციპში, ყოველმა ქალმა შეიძლება განიცადოს ყველა ეს განსხვავებული გრძნობათა გამა საკუთარ გამოცდილებაზე. მაგრამ რა თქმა უნდა არა ყველა ერთად, არამედ ეტაპობრივად. მაგალითად, მოზარდთა სიყვარული სიყვარული–დრამის კატეგორიას განეკუთვნება, რადგან მისთვის დამახასიათებელია ბრმა ნდობა და თავისი სასიყვარულო ობიექტის გაღმერთება, ისევე, როგორც საკუთარი თავის. ხოლო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ პირველი სიყვარული – ეს კონკრეტული ადამიანის მიმართ სიყვარული კი არ არის, არამედ უფრო საკუთარი თავის მიმართ.

როგორც წესი, იგი ხშირად წარუმატებელია და ეს უფრო მტკივნეული ხდება. ეს ხომ თქვენი პირველი გამოცდილებაა და თუ მან იმედგაცრუება მოგიტანათ, ამან შეიძლება დიდი ხნით გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან, დაკარგოთ ნდობა ადამიანების მიმართ. ამ სიყვარულის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადატანის საშუალებაა – მიიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. რა თქმა უნდა გამოცდილი მეგობრის გარეშე(მაგალითად, დედის) გაგიჭირდებათ.

სიყვარულის მეორე კატეგორიაა – სიყვარული–ვნება. იგი შედარებით გვიან მოდის – 18–22 წლის ასაკში. ეს არის სურვილი, ფლობდეთ მას მთლიანად. ასეთი სიყვარული უფრო თვითდამკვიდრებისათვის არის საჭირო, ვიდრე სიამოვნებისათვის. კიდევ, ამ ასაკში ხშირად ამბობენ: ‘’მას ყავს თეთრი მერსედესი და აქვს სახლი საზღვარგარეთ’’, ანუ პირველ რიგში ფასდება ადამიანის მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ შეცდომა იმაშია, რომ ამ ასაკში იშვიათად მიუგდებენ ხოლმე ყურს შეგრძნებებს. უბრალოდ ეძებენ კონკრეტულ ადამიანს და მეტი არაფერი. თქვენ კი შეეკითხეთ საკუთარ თავს, რას გრძნობთ ამ ადამიანის მიმართ: სიყვარულს, თუ უბრალოდ ეს ის ადამიანია, რომელსაც აქვს მატერიალური კეთილდღეობა, რომელიც გაწყობთ თქვენ?

ხოლო თუ ეს შესანიშნავი გრძნობა 25–29 წლის ასაკში გეწვიათ, მაშინ ეს საკუთარი თავის სიყვარულის სხვა სახეობაა, მაგრამ უკვე უფრო ობიექტურ თვითშეფასებაზეა დაფუძნებული. ანუ ამ ასაკში მამაკაცის მიმართ გარეგნული უნდობლობის მიუხედავად ქალი შინაგანად რჩება ადამიანად, რომალსაც სწამს წმინდა და სუფთა სიყვარული. უბრალოდ, მამაკაცების გარდა იგი საკუთარი თავის შემჩნევასაც იწყებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს იტანჯება კაცი, რადგან პირველ რიგში თქვენ საკუთარ თავზე ხართ ჩაციკლული, საკუთარ ცხოვრებაზე და განცდებზე და არა ადამიანზე, რომელიც გიყვართ.

30 წლის შემდეგ, პირიქით, იკლებს სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. ქალს ეჩვენება, რომ მას უკვე აღარავინ შეიყვარებს და რომ მან თავის დროზე გაუშვა ეს შანსი. აღმოცენდება უნდობლობა და ეჭვები უცებ გამოჩენილი მამაკაცის მიმართ: თუ იგი ამ ასაკში ჯერ კიდევ არ დაქორწინებულა – ნიშნავს, რომ რაღაც ისე ვერ არის(ან ჯანმრთელობის მხრივ, ან ხასიათის გამო). ხოლო თუ განქორწინებულია – კარგი ვინმეც ყოფილა, თუ ცოლმა ვერ გაუძლო. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ გიყვართ, თქვენი აზრით ეს მნიშვნელოვანი არგუმენტები გადაწონის ხოლმე.

ხოლო ნამდვილი სიყვარული 40 წლის ასაკისათვის მოდის. სიყვარული ყველაზე მეტად სიყვარულს სწორედ ამ ასაკში ჰგავს. მისი დამტკიცება არავისთვისაა საჭირო – ორმოცი წლის ქალმა შესანიშნავად იცის, რომ თუ დასამტკიცებელია რამე, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა. გიყვართ უკვე არა გარეგნობისათვის, არა ფულისათვის, არა ძლიერებისათვის – საერთოდ არაფრისათვის, უბრალოდ გიყვართ და ამას ყოველი უჯრედით გრძნობთ. თქვენ უბრალოდ ტკბებით იმის გამო, რომ ხედავთ და შეიგრძნობთ ამ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვართ და რომელსაც ნამდვილად უყვარხართ. იწყება ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. კომპლექსები უკვე ნაკლებად გაწუხებთ, არ გაქვთ მარტო დარჩენის პანიკური შიში.

როგორც ხედავთ, სიყვარული მრავალსახიანია და ვერავინ გეტყვით ზუსტად, თუ როდის და ვინ შეგიყვარდებათ და რომელი სიყვარული გეწვევათ ზემოთ ჩამოთვლიდან. მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ

რა საჩუქარი უნდა გაუკეთოთ 2009 წელში ზოდიაქოს თვითოეულ ნიშანს?





როგორ უნდა გამოხატოთ სიყვარული ყველაზე საყვარელი ადამიანის მიმართ ხარის წელში? რა თქმა უნდა საჩუქრის სახით. ხოლო თუ რა უნდა აჩუქოთ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს, ეს უკვე სხვა საკითხია.

ვერძი

2009 წლის ახალი წლის ღამეს მამაკაც-ვერძს უმჯობესია გაუკეთოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ძალას და მამაკაცურობას. ეს შეიძლება იყოს პისტოლეტი, ავტომანქანა (შეიძლება სათამაშო მანქანაც, მაგრამ საყვარელი მოდელი), ცივი იარაღი ან ბოქსიორის ‘’მსხალი’’, რომელიც ყოველთვის გამოადგება იმპულსურ და ემოციურ ვერძს.

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს შეგიძლიათ მშვიდად დაუდოთ ახალი წლის ღამეს ბალიშის ქვეშ ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები, სასიამოვნო პარფიუმი ან მოსაწვევი ბარათი ცნობილი ადამიანების წვეულებაზე. ქალბატონი ვერძი აღმერთებს ყურადღებას საკუთარი პერსონის მიმართ ნებისმიერი ფორმით.

კურო

ამ წელს მამაკაც კუროს აჩუქეთ რაიმე ისეთი, რასაც ნიშვნელოვანი ფასეულობა გააჩნია და თანაც ადვილად შეიძლება იქცეს ფულის ერთეულად. ეს შეიძლება იყოს მანქანის ან სიცოცხლის დაზღვევა, ოქროს ან პლატინის ზოდი. თუ თქვენს საყვარელ მამაკაც-კუროს ჯერ კიდევ არ აქვს სუპერ-საიმედო სეიფი, მაშინ გირჩევთ ცოტა მეტი ფული დახარჯოთ და გაუკეთოთ ეს შესანიშნავი საჩუქარი. გპირდებით, იგი მას ღირსეულად შეაფასებს.

ქალი-კუროსათვის წელს საუკეთესო საჩუქარი იქნება ოქროს და პლატინის საიუველირო ნაწარმი, სადეპოზიტო ანგარიში ბანკში ან თქვენი საკრედიტო ბარათი. ლამაზი ჭურჭელი ან სამაგიდო კოვზების ნაკრები. თუმცა, კარგი არომატის მქონე საპნების ან შამპუნების ნაკრებსაც სიხარულით მიიღებენ. ყველაზე უკანასკნელ ვარიანტში გამოდგება დისკიც რაიმე მხიარული ფილმით.

ტყუპები

მამაკაცი-ტყუპებისათვის ახალ წელს საუკეთესო საჩუქარი იქნება ან ახალი კომპიუტერი, ან ნოუთბუქი, ან რომელიმე ინტელექტუალური ტექნიკა.

ქალ-ტყუპსაც შეგიძლიათ ნოუთბუქი აჩუქოთ, ასევე დისკები მისი საყვარელი სერიალებით.

ორივე სქესის ტყუპი ღირსეულად შეაფასებს წიგნს: ეს მათთვის ნამდვილად საუკეთესო საჩუქარი იქნება, მაგრამ წიგნი აუცილებლად უნდა აირჩიოთ თქვენი საყვარელი ტყუპის მიდრეკილების მიხედვით.

კიბრჩხიბი

მამრობითი სქესის კიბრჩხიბისათვის კი საუკეთესო საჩუქარი - სექსია. ეს ვნებიანი, ემოციური და სექსუალური ნატურა მსგავს საჩუქარს ყველაზე მაღალ შეფასებას მისცემს. თუმცა, სექსი უმჯობესია თავისი სოუსით მიართვათ: მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და დახვეწილი, ეროტიული საცვლებით. ჟურნალი ‘’ფლეიბოიც’’ გამოდგება, თუმცა იგი ოცნებობს საკუთარ სახლზე ტბის ნაპირას და თეთრ იახტაზე.

ქალ-კიბრჩხიბს უმჯობესია "აჩუქოთ" სახლის საქმეებისაგან და საახალწლო დღესასწაულის ხლაფორთებისაგან თავდაღწევის საშუალება. თქვენი საყვარელი ქალი რომ გაახაროთ, საჭმელი რესტორანში შეუკვეთეთ. კიდევ მისი გახარება შეგიძლიათ ახალი სამოსით და დელიკატური სუნამოთი.

ლომი

მამაკაც-ლომს ხარის წელიწადში აჩუქეთ ტკბილი სიტყვების დიდი პორცია, კომპლიმენტები ისე აუმაღლებს მას გუნება-განწყობილებას, როგორც ვერც ერთი სხვა საჩუქარი. მაგრამ კომპლიმენტები საკმაოდ დახვეწილი და ნატურალური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოველთა მეფე გაბრაზდება. მას შეგიძლიათ ასევე აჩუქოთ პერანგი და ჰალსტუხი. საქმიანი პიჯაკი არმანისაგან - ეს ოცნებების მწვერვალია ახალგაზრდა ლომებისათვის. მაგრამ მოზრდილ ლომებს უფრო რენტაბელური და ძვირფასი საჩუქარი უნდა აჩუქოთ. დეკორატიული ხმლები, დანები, ცხოველების ნატურალური ტყავები - ასეთი საჩუქრებისაგან ნებისმიერი მამაკაცი-ლომის გული შეფრთხიალდება, რომლისთვისაც საომარი ხელოვნება სულერთი არ არის. თუმცა, არც სპორტული ტრენაჟორი იქნებოდა ურიგო.

ქალ-ლომს ხარის წელიწადში უმჯობესია აჩუქოთ ოქროსი და პლატინის საიუველირო ნაწარმი, დეპოზიტები ბანკებში, რენტაბელური ბიზნესი, ავტომობილი, ნატურალური ბეწვის ქურქი. შეგიძლიათ აჩუქოთ ნებისმიერი საჩუქარი, რომელიც ასე თუ ისე აამაღლებს მის სოციალურ სტატუსსა და რეიტინგს. ასევე კარგი იქნება არც იმდენად ძვირფასი საჩუქარი, რამდენადაც უჩვეულო და საინტერესო საგნები. ამ საქმეში მთავარია ლამაზი შეფუთვა და თვალშისაცემი შესაკრავი ლენტები.

ქალწული

ქალწულის ნიშნით დაბადებულ მამაკაცს აჩუქეთ რაიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რაიმე ავტომობილისათვის, სახლისა ან ბაღისათვის. პრინციპში იგი უარს არ იტყვის არც ქაღალდის კონვერტზე, რომელშიც დევს ფული ან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ერთი-ორი აქცია.

იგივე ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალისათვის კარგი საჩუქარი იქნება ლამაზი და ძვირფასი საწოლის თეთრეული. დიდი და თბილი პლედი, ფაიფურის სერვიზი ან მოდური საქმიანი კოსტიუმი ასევე გაახარებს თქვენს საყვარელ ქალწულს.

სასწორი

მამაკაც-სასწორს ახალ წელს სასურველია აჩუქოთ ძვირფასი ტყავის საფულე ან სავიზიტო ბარათების ჩასადები. ასევე საქმიანი პორთფელი ან მოდური ჰალსტუხი.

ხოლო სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს ყველაზე მეტად გაახარებს ბევრი ფული და შემდეგ ის უკვე თვითონ დახარჯავს მას მაღაზიებში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისათვის.

სასწორებისათვის ყველაზე მთავარია იცოდნენ, რომ ისინი უყვართ, ამიტომ, აუცილებლად უთხარით მათ სასიყვარულო სიტყვები საახალწლო ღამეს.

მორიელი

მამაკაც-მორიელს აჩუქეთ ელექრული შადრევანი ორი დელფინით ან სხვა ლამაზი დიზაინით და უთხრათ, რომ თუ იგი ამ ფანტანს აღმოსავლეთის მხარეს მდებარე ფანჯრის რაფაზე დადებს, მის ცხოვრებაში ფინანსური წარმატება გარანტირებული იქნება.
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს შეგიძლიათ აჩუქოთ თანამედროვე დიზაინის ჩაის სერვიზი, მისი საყვარელი ყავის ან ჩაის კრებული ან ასევე საყვარელი კონიაკის და მარტინის ბოთლი.

აუცილებლად აჩუქეთ თქვენს მორიელს რაიმე, რაც წყალს შეიცავს: იქნება ეს შამპანური, არაყი, ლუდი, წითელი ღვინო თუ ახლადგამოწურული წვენი.

მშვილდოსანი

რა არის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი ორივე სქესის მშვილდოსანისათვის? რა თქმა უნდა, მოგზაურობა! აჩუქეთ თქვენს საყვარელ მშვილდოსანს საახალწლო ტურის საგზური ფინეთში, პრაღაში, ჩეხეთში, ეგვიპტეში, პარიზში ან ინდოეთის კუნძულებზე სამოგზაუროდ. ამასთანავე, ნუ დაგავიწყდებათ მოამარაგოთ იგი საკრედიტო ბარათით, რომელზეც მნიშვნელოვანი თანხა იქნება ჩარიცხული, რათა თქვენმა მშვილდოსანმა საახალწლო დღეებში საკუთარ თავს არაფერზე უთხრას უარი. ასევე გაახარებთ მოულოდნელი, ორიგინალური და სასიამოვნო სიურპრიზით.

თხის რქა

მამაკაც-თხის რქას ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ აჩუქოთ გიტარა, მუსიკალური ცენტრი ან სინთეზატორი. გამოდგება მოსახერხებული სვიტერი და სპორტული კოსტიუმიც.

ქალ-თხის რქას კი უმჯობესია აჩუქოთ ძვირფასი პროფესიონალური კოსმეტიკა. ასევე გაახარებს მას ლამაზი და მოდური ხელჩანთა ან ტყავის ქურთუკი.

მერწყული

მამაკაც-მერწყულს აუცილებლად აჩუქეთ რაიმე გიჟური და უხამსი, მაგალითად, წიგნი ‘’კამასუტრა სურათებით’’. ასევე კარგი იქნება ველოსიპედი ან მოტოციკლი.

ქალ-მერწყულს აჩუქეთ მოგზაურობა პარიზში ორ კაცზე, ახალი მობილური ტელეფონი ან ძალიან ლამაზი ქვედა საცვლების კომპლექტი. თუმცა, საცურაო კოსტიუმიც ძალიან გაუხარდება.

თევზები

მამაკაც-თევზებს ახალი წლის ღამეს აჩუქეთ ლამაზი ჩარჩო სურათისათვის, შეგიძლიათ აჩუქოთ სტელაჟი წიგნებისათვის ან დისკებისათვის, აჩუქოთ რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან მუსიკალური ტექნიკა - ყურსასმენები, ფლეერი, ტელევიზორი. ასევე ძალიან გაუხარდება ლამაზი ნახატი ან იუმორისტული წიგნი.

ქალ-თევზებს უმჯობესია აჩუქოთ...შთაგონება, შექმნის სურვილი, წიგნის დაწერის ან ხატვის სურვილი. ხოლო შემდეგ - შესაძლებლობა, რომ მან შეძლოს საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება ან პერსონალური გამოფენის მოწყობა.

1.14.2009

როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნებში




ახალი წელი ავსტრალიაში პირველი იანვრიდან იწყება, მაგრამ ზუსტად ამ დროს იქ ისეთი სიცხეა, რომ სანტა კლაუსი საჩუქრებს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი არიგებს.

იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან - ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს...იტალიელები თვლიან, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ მათ ახალი წელი.

ბრიტანეთის კუნძულების მაცხოვრებლები - ინგლისელები, საათის პირველ დარტყმაზე აღებენ უკანა კარს ძველი წლის გასაშვებად და უკანასკნელ დარტყმაზე აღებენ წინა კარს ახალი წლის "შემოსაშვებად’’. ინგლისში საახალწლო საჩუქარს განსაკუთრებულ დღეს ჩუქნიან: 28 დეკემბერს. ვის რომელი საჩუქარი შეხვდება, კენჭისყრა გადაწყვეტს. ეს ასე კეთდება: ქუდში ყრიან წარწერიან ქაღალდებს, რომელსაც ყველა დამსწრე იღებს. ინგლისელებს მოსწონთ მისალოცი ღია ბარათები. ისინი მათ ყველა ნაცნობს, მეგობარსა და ნათესავს უგზავნიან.

შოტლანდიელები შუაღამის დადგომამდე(ფერმებში) ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12-მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოკრავს. ამგვარად იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.

ესპანეთში ერთ-ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან - რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თვითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ "საცოლეებს, ხოლო გოგონები - "საქმროებს’’. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს: ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს - პრაქტიკული საჩუქრის.

ბარსელონაში, მადრიდში, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საახალწლო ღამეს სტუმრებისათვის ყიდდნენ ბილეთებს ორივე სქესის სახელებით და შემდეგ აერთებდნენ წყვილებად: ასე იქცეოდნენ "საქმროებად"და "საპატარძლოებად"მთელი საღამოს განმავლობაში. ხოლო მეორე დილით "საქმროს"უნდა მოენახულებინა "საცოლე"და მიეტანა საჩუქარი - ყვავილები და კანფეტები. ხანდახან ახალგაზრდა მამაკაცები საქმეს ისე აწყობდნენ, რომ "საცოლედ"საყვარელი ქალიშვილი შეხვედროდათ. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნამდვილი ქორწილით მთავრდებოდა.

ბელგიაში და ნიდერლანდებში გავრცელებულია "პირველი დღის მაგია’’, რისი აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის საქციელის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა იგი ახალი წლის პირველ დღეს, მსჯელობენ, როგორი იქნება ეს წელი მისთვის. ამიტომ, ცდილობენ ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი. ნიდერლანდებში და ბელგიაში უძველესი დროიდანაა გავრცელებული კიდევ ერთი სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული ჩვეულება - დღესასწაულზე ირჩევენ მეფეს. ამისათვის დიასახლისები აცხობენ ღვეზელს, რომელშიც დევს ცერცვის ან ლობიოს მარცვალი. ის, ვისაც შეხვდება ნაჭერი მარცვლით, მთელი დღესასწაულის მანძილზე მეფე იქნება. შემდეგ კი მეფე თავად ირჩევს თავისთვის დედოფალს, მასხარას და ა.შ.

რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში ახალი 4697 წელი თებერვალში დადგება, შემდეგ ახალ წელს იზეიმებენ ინდოეთში - იქ 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056-ე წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ - 21 ივნისს. ებრაელებისათვის ეს წელი 5760 -ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რუსეთშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც ახალი წელი 1 იანვარს გათენდება...

ბრაბანტში და ჩრდილოეთ ფლანდრიაში არსებობს მეფის არჩევის კიდევ ერთი წესი: ამზადებენ 16 ცალ ე.წ. "სამეფო"ღია ბარათს, რომლებზეც გამოხატულია მეფე, დედოფალი, მრჩეველი, მღვდელი, მომღერალი, მსახიობი, მზარეული და ა.შ. შემდეგ დამსწრეები სათითაოდ იღებენ ამ ბარათებს და ამგვარად ნაწილდება როლები სადღესასწაულო საღამოსათვის. მეფე და დედოფალი, რომლებსაც ოქროსფერი ქაღალდის გვირგვინს ადგამენ, ხელმძღვანელობენ ამ საღამოს და მათი "ხელმწიფება"გათენებამდე გრძელდება. ეს ყველაფერი საყოველთაო მხიარულებითა და ხუმრობებით მიმდინარეობს.

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ-ერთი ფორმაა გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში - ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.

ბულგარეთში ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდებიან. ახალი წლის დაწყებამდე ოჯახის წევრებიდან ყველაზე პატარა დგება ნაძვის ხესთან და მღერის დანარჩენებისათვის. მადლიერების ნიშნად კეთილი უფროსები მას საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე საინტერესო იწყება მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ ჩამოკრავს. ამ დროს სახლებში აქრობენ შუქს საახალწლო კოცნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ დიასახლისი იწყებს ღვეზელის დაჭრას მასში არსებული სიურპრიზებით: თუ მონეტა შეგხვდებათ - სიმდიდრეს უნდა ელოდოთ, თუ ვარდის ტოტი - სიყვარულს. ასეთივე სიურპრიზებიანი ღვეზელის ტრადიცია არსებობს რუმინეთში და ავსტრალიაში.

ავსტრიაში საახალწლო სჩუქრებისა და მილოცვების ჩვეულება გავრცელებული იყო უკვე მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში. ახლა მიღებულია ფიგურებისა და მისალოცი ღია ბარათების ჩუქება ტრადიციული ბედნიერების სიმბოლოთი, რასაც წარმოადგენს ბუხრის მწმენდავი, ოთხფურცლიანი სამყურა ბალახი და ღორი. 31 დეკემბრის სუფრა სავსე უნდა იყოს, რომ მთელ წელს კარგად იცხოვროთ. აუცილებელ კერძს წარმოადგენს გოჭის ან ღორის ხორცი. ითვლება, რომ თუ გსურთ ბედნიერი იყოთ, უნდა შეჭამოთ ღორის თავის ან დინგის ნაჭერი. ამას ეწოდებოდა "ღორულ ბედნიერებაში მონაწილეობის მიღება’’.

შვეიცარიაში (ავსტრიაშიც) ადამიანები ზეიმობენ წმინდა სილვესტრის დღეს. ეს დღესასწაული ეფუძნება ლეგენდას იმის შესახებ, რომ რომის პაპმა სილვესტრმა (314 წელი) დაიჭირა საშინელი ზღვის მონსტრი. ითვლებოდა, რომ 1000 წელს ეს ურჩხული თავს დააღწევდა ტყვეობას და გაანადგურებდა სამყაროს. ყველას გასახარად ეს არ მოხდა. მას შემდეგ შვეიცარიაში და ავსტრიაში ამ ისტორიას იხსენებნ ახალ წელს. ადამიანები იმოსებიან სამასკარადო სამოსში და საკუთარ თავს სილვესტრკლაუსებს უწოდებენ.

ახალი წელი უნგრეთში ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც შობა. თუმცა, ზოგიერთი საშობაო ჩვეულება და რწმენა ამ დროშიც არსებობს. მაგალითად, პირველი სტუმარი, ანუ, ჩვენებურად "მეკვლე’’, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქალი, რადგან მას უბედურება მოაქვს. ამიტომ, ცდილობენ ნათესავების სახლში სტუმრად ბიჭები გაუშვან. რის შემდეგაც უკვე ქალის სტუმრობაც აღარაა საშიში. ზოგიერთ ადგილას კი, დილით პირის დაბანისას წყლის მაგივრად ხელებს მონეტებით იწმენდენ, რათა მთელი წელი შემოსავლიანი იყოს.

იუგოსლავიაში ახალი წლის ღამეს ბევრს მკითხაობდნენ: მარილმოყრილი ხახვის 12 ნაწილით საზღვრავდნენ, თუ როგორი ამინდი იქნებოდა ამა თუ იმ თვეში. სლოვაკეთის ზოგიერთ ოლქში არსებობდა ასეთი მკითხაობა: მაგიდაზე დებდნენ ათ სხვადასხვა საგანს, მათ შორის - ფიჭვის ტოტს(ბედნიერება), ბეჭედს(ქორწილი), თოჯინა(ბავშვის დაბადებას), ფულს(სიმდიდრე) და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს აფარებდნენ ბეწვის ქუდს. ყოველ ადამიანს სამჯერ უნდა გამოეღო იქიდან რაიმე ნივთი და თუ სამივეჯერ ერთი და იგივე ნივთს ამოიღებდა, ეს ნიშნავდა, რომ წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდებოდა ამ ნივთის სიმბოლოსთან დაკავშირებული მოვლენა.

მუსულმანები იყენებენ მთვარის კალენდარს და ამიტომ, ყოველი ახალი წლის თარიღი 11 დღით წინ იწევს. ირანში (სპარსეთში) ახალ წელს 21 მარტს ხვდებიან. ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე ადამიანები თესენ ხორბალს პატარა თეფშზე. ახალი წლისათვის იზრდება ჯეჯილი, რაც გაზაფხულისა და ახალი წლის დაწყებად ითვლება.

ინდუსები ახალ წელს იმის მიხედვით აღნიშნავენ, თუ სად ცხოვრობენ ისინი. ჩრდილო ინდოეთის მცხოვრებნი საკუთარ თავს ვარდისფერი, წითელი, იისფერი ან თეთრი შეფერილობის ყვავილებით რთავენ. სამხრეთ ინდოეთში დედები ტკბილეულს, ყვავილებსა და საჩუქრებს პატარა ლანგარზე აწყობენ. ახალი წლის დილას შვილები თვალდახუჭული ელოდებიან, თუ როდის მიიყვანენ მათ ლანგართან. ცენტრალურ ინდოეთში შენობებზე გამოფენენ ფორთოხლისფერ დროშებს. ინდოეთის ჩრდილოეთით ახალ წელს ოქტომბრის ბოლოს აღნიშნავენ, სახლების სახურავებზე ანთებენ პატარა კოცონს. ახალ წელს ყველა ინდუსი ფიქრობს სიმდიდრის ღმერთზე - ლაქშმიზე.

ბირმაში ახალი წელი პირველ აპრილს იწყება, ყველაზე ცხელ დღებში. მთელი კვირის განმავლობაში ადამიანები გემრიელად წუწავენ ერთმანეთს წყლით. იწყება წყლის ფესტივალი - ტინჯანი.

ინდონეზიაში ახალი წელი ოქტომბერში დგება. ყველა ადამიანი გამოსასვლელ ტანსაცმელს იცვამს და ერთმანეთს პატიებას სთხოვს წინა წელში მიყენებული უსიამოვნებებისათვის.

ებრაელებისათვის ახალი წელი წმინდა დროა. ამ დროს ადამიანები ფიქრობენ ჩადენილ ცოდვებზე და პირობას დებენ, რომ ყველაფერს გამოასწორებენ კეთილი საქმეებით. ბავშვებს ახალ სამოსს ჩუქნიან. ებრაელები აცხობენ პურს და მიირთმევენ ხილს.

ვიეტნამური ახალი წელი 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორს დგება. დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად იცვლება. ვიეტნამელები ფიქრობენ, რომ ყოველ სახლში ცხოვრობს ღმერთი და ახალ წელს ღმერთი მიემგზავრება ცაში, რათა იქ ამცნოს, თუ როგორ გაატარა ეს წელი ოჯახის თვითოეულმა წევრმა. ოდესღაც ვიეტნამელები თვლიდნენ, რომ ღმერთი ერთ-ერთი თევზის - კობრის ზურგზე დაცურავს. ახლანდელ დროშიც ვიეტნამელები ყიდულობენ ცოცხალ კობრს, ხოლო შემდეგ უშვებენ მდინარეში ან ტბაში. ამ ქვეყანაში არსებობს აგრეთვე ჩვენებური "მეკვლეს"მსგავსი სტუმარი.

ჩინეთში ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარეობისას. ქუჩის პროცესიები - ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ათასობით ფანარი ინთება პროცესიის დროს. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტი სულებით. ამიტომ, ისინი პეტარდებითა და ხმაურით უნდა განდევნონ. ჩინეთში არააა მიღებული საათის ჩუქება, რადგან ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავალობასა და ყოფიერების ამაოებაზე.

საბერძნეთში ახალი წელი - ეს არის წმინდა ბასილის დღე. წმინდა ბასილი ცნობილი იყო თავისი სიკეთით. ბერძენი ბავშვები თავის ყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რომ მან ისინი საჩუქრებით აავსოს.

ახალი წლის ღამეს იაპონელები ქუჩაში შეღებილები და მორთულები გამოდიან. მათთან ძალიან პოპულარულია ნიღბები. განსაკუთრებით პატივსაცემია ლომის ნიღაბი. ადამიანი ლომის ნიღბით საღამოობით ქუჩაში დადის, თავს ესხმის ბავშვებს და "კბენს" მათ. იაპონელების რწმენით ასეთი რიტუალი ბავშვებს ბოროტი ძალებისაგან იცავს. ახალი წლის პირველ დღეს, დილით ადრე ისინი გადიან "ახალგაზრდობის წყლის"სათავესთან, დგებიან სახით აღმოსავლეთისაკენ, წარმოთქვამენ შელოცვის მსგავს სიტყვებს და სამჯერ შესვავენ წყალს. ამ ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს სულ რაღაც 200 წლის წინ დაიწყეს და მათთვის ყველაზე მთავარი იყო ახალი წლის დაწყებამდე ყველა საქმის მოსწრება. იაპონელები სახლის დალაგების პროცესს ჯერ კიდევ შუა დეკემბერში იწყებენ. მთელი ოჯახი ხელში იღებს ბამბუკის ცოცხებს, რომლებიც მხოლოდ ახალი წლისთვისაა განკუთვნილი (ეს საგნები ინახება ოჯახში მთელი წლის განმავლობაში და გამოიყენება მხოლოდ საახალწლოდ) და ერთად, სიცილითა და მხიარულებით ალაგებენ სახლს. იაპონიაში ახალი წლის ღამეს ჭამა არაა მიღებული და ადამიანები ადრევე იმისთვის ამზადებენ საჭმელს, რომ ახალი წლის პირველივე დღეებში არ მოუწიოთ მისი კეთება. ამ დღეებში, საერთოდ, არაა მიღებული მუშაობა, მზადება და მაღაზიებში სიარული.

12.23.2008

10 საინტერესო ფაქტი ადამიანის შესახებ



10 საინტერესო ფაქტი ადამიანის შესახებ

ადამიანის სხეულში იმდენი ქლორის პოვნა შეიძლება, რომ 5 აუზის დეზინფექცას ეყოფოდა; იმდენი ფოსფორის, რომ შესაძლებელი იქნებოდა 20 ათასი ასანთის თავის დამზადება; იმდენი ცხიმის, რომ 10 ნაჭერი საპონი გამოვიდოდა; საკმარისი გოგირდია იმისათვის, რომ ძაღლს ტკიპები მოაშორო; საკმარისი გლიცერინი საარტილერიო ჭურვის ასაფეთქებლად, და ეს კიდევ ყველაფერი არ არის. ქვემოთ გაეცნობით სახალისო ფაქტებს ადამიანის სხეულის შესახებ.

10 ადგილზე:

ადამიანის სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ სხეულის ტემპერატურაზე: 32-41 გრადუსი ცელსიუსით. აბსოლუტურად ყველა ადამიანის ყურების ტემპერატურა დაბალია სხეულის ტემპერატურაზე 1,5-2 გრადუსით.

9 ადგილზე:

დღე-ღამის განმავლობაში ადამიანს გამოეყოფა 1 ლიტრამდე ნერწყვი, 3 ლ. კუჭის წვენი, 2 ლ. კუჭქვეშა წვენი, 3,5 ნაწლავური წვენი, 1 ლ. ნაღვლის წვენი. როცა ევროპა ევროზე გადადიოდა, მონეტების უსაფრთხოებას საგულდაგულოდ ამოწმებდნენ. ცდილობდნენ გაეგოთ, იხსნებოდა თუ არა იგი კუჭის წვენში. მონეტების დამტკიცებული ვარიანტი იყო აბსოლუტურად უხსნადი მასში (ბავშვების მიერ გადაყლაპული უცხო საგნების 80 პროცენტს მონეტები შეადგენს).

8 ადგილზე:

მარტოობა ყველაზე მძიმე გადასატანია 20-დან 22 საათამდე.

7 ადგილზე:

ფრჩხილებისა და თმების ზრდა ყველაზე ინტენსიურია 16-სა და 18 საათს შორის.

6 ადგილზე:

და მაინც, ადამიანს აქვს 6 გრძნობათა ორგანო: გემო, ყნოსვა, შეხება, მხედველობა, სმენა და წონასწორობის ორგანო. გემო, სმენა და ყნოსვა მეტნაკლებად გამძაფრებულია 17-სა და 19 საათს შორის.

5 ადგილზე:

გემოს შეგრძნება დამოკიდებულია საკვების ტემპერატურაზე. იგი უფრო მძაფრდება, როცა საკვების ტემპერატურა 24 გრადუსია ცელსიუსით.

4 ადგილზე:

ღვიძლი ალკოჰოლს მეტნაკლებად ეფექტურად დაშლის 18-დან 20 საათამდე. ცენტრალურ აფრიკაში მცხოვრები ფურების ხალხი ძალიან აფასებს ღვიძლს, რადგანაც ითვლება, რომ ადამიანის სული ღვიძლში სახლობს. აქედან გამომდინარე, ცხოველის ღვიძლის მირთმევით, ადამიანს საკუთარი სულის გაფართოება შეუძლია. ამ ტომის წარმომადგენლების თქმით, ქალებისათვის ღვიძლი აკრძალულია, რადგან ითვლება, რომ ქალს სული არა აქვს.

3 ადგილზე:

ადამიანის ორგანიზმიდან სითხის 6-8%-ის დაკარგვა იწვევს ნახევრად გულწასულ მდგომარეობას, 10%-ის დაკარგვა იწვევს ჰალუცინაციებს და ყლაპვის რეფლექსის მოშლას, 12%-ის – გულის გაჩერებას.

2 ადგილზე:

წარბები, წამწამები და იღლიის თმები 3-4 თვე ცოცხლობენ, თავის თმები 4-6 წელს. ტიბეტელ ექიმ-ლამებზე ლეგენდები დადიოდა: მხოლოდ ის, ვინც თმის ღერს შუაზე გაჭრიდა, შეიძლებოდა ყოფილიყო ქირურგის ასისტენტი, ხოლო ქირურგი რომ გამხდარიყო, გაჭრილი ღერი კიდევ ერთხელ უნდა გაეჭრა.

1 ადგილზე:

ფრანგი ნევროპათოლოგების გამოკვლევის თანახმად, მოტირალ ადამიანს უმუშავებს სახის 43 კუნთი, ხოლო მოცინარს – მხოლოდ 17. ასე რომ, ენერგეტიკულად სიცილი უფრო მომგებიანია, ვიდრე ტირილი.

ვაშლი ხართ, მსხალი თუ ბანანი?




ქალის ფიგურები ერთმანეთისაგან მათი ფორმით განსხვავდება. სარკე და კრიტიკული მიდგომა დანახულისადმი – დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რომელ ტიპს განეკუთვნებით. თუ ამჩნევთ, რომ წელის გარშემო ცხიმია დაგროვილი, თქვენს ფიგურას "ვაშლი" ეწოდება. ხოლო თუ ცხიმები პირდაპირ თეძოებზე და ბარძაყებზეა, ესეიგი, თქვენ "მსხალი" ბრძანდებით. ძალიან გამხდრები კი, რომლებიც ოცნებობენ მომხიბვლელი ფორმები ჰქონდეთ, მიეკუთვნებიან "ბანანის" კატეგორიას.

ქალი – "ვაშლი"

ამ ტიპის ქალის ყურებისას თვალი ცდილობს წელი საჭირო ადგილას იპოვოს, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ მუცელი ხშირადაა გამოწეული წინ. სხვა დანარჩენში კი ეს ფიგურა განსაკუთრებულ შენიშვნებს არ იმსახურებს. ფიგურის ასეთი ტიპი ართულებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის ქალებმა ყოველდღიურ რაციონში უნდა გაზარდონ იმ საკვების რაოდენობა, რომელიც უხეშ უჯრედისს შეიცავს – 30 გრამამდე. შედარებისათვის: კივის ნაყოფი შეიცავს 4 გრამ უჯრედისს, ხოლო ნახევარი ჭიქა ლობიო – 2 გრამს.

"ვაშლებმა" დღე ფაფით და ცოცხალი ხილით უნდა დაიწყონ. მათ უნდა შეამცირონ ცხოველური ცხიმების გამოყენება, განსაკუთრებით მათი, რომლებსაც გამომცხვარი კერძები შეიცავენ. სასარგებლოა სოიოს პროდუქტები, თევზი, კაკალი – ყველა ეს პროდუქტი კარგად იცავს ასევე გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისაგან.

თუ საღამოს პირზე "ვაშლებს" სუფრაზე მოხვედრა უწევთ, მათ არ უნდა გამოტოვონ საუზმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად შეიძლება მიიღოთ საპირისპირო ეფექტი – ვიზიტი ზედმეტი საკვების მიღებით დამთავრდება. სუფრაზე უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულის კერძებს და ხილის დესერტს.

წელი

"ვაშლებისათვის" თუნდაც რაიმენაირი წელის შენარჩუნებისათვის აუცილებელი პირობაა – ჯანმრთელი კვება. ორგნიზმს უნდა მიეწოდებოდეს თანაბარი რაოდენობის ბალასტური ნივთიერებები და წყალი. სასურველია, რომ იმ სითხის ნაწილი, რომელსაც სვავთ დღის განმავლობაში, შედგებოდეს ბალახეულის ან ხილის ჩაისაგან.

ჩაი შლაკების გამოსადევნად: დააქუცმაცეთ ხელის თითის ფრჩხილის ზომა ....ჯანჯაფილის ნატეხი. გამოწურეთ ლიმონის წვენი. დაასხით მდუღარე წყალი წვენს და იმბირს, დაუმატეთ გემოვნებით ცოტაოდენი წიწაკა.

მუცლის პრესის ვარჯიში ასტიმულირებს ცხიმების წვას წელის მიდამოში. საწყისი მდგომარეობა: დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ, ხელები – თავს უკან შემოდეთ, იდაყვები განზე გაწეული უნდა იყოს. სხეულის ზედა ნაწილით ნელ–ნელა წამოიწიეთ და შემდეგ დაუშვით, მაგრამ ნუ წამოწვებით! გაიმეორეთ 15–ჯერ.

ფიგურის ნაკლს დამალავს კაბის სწორად შერჩეული ფასონი. პატარა მუცელს დაფარავს ოდნავ ფართო(თეძოებამდე სიგრძის) სამოსის ზედა ნაწილი. წელში გამოყვანილი კაბები ასეთი ფიგურის მქონე ქალებმა უმჯობესია დაივიწყონ. მათ საერთოდ არ მოუხდებათ შარვლები, რომლებსაც წელთან ნაკეცები აქვთ. უფრო დახვეწილ სილუეტს შეგიქმნით ელასტიური ქვედა საცვლები.

ქალი – "მსხალი"

ამ ტიპის ფიგურა იშვიათობას არ წარმოადგენს. ითვლება, რომ ასეთი აგებულება უფრო დამახასიათებელია ქალისათვის. "მსხლები" ადვილად იმატებენ წონაში, ამიტომ ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ კალორიულ კერძებთან მიმართებაში. მოერიდეთ ისეთ საკვებს, რომელიც მდიდარია სახამებლით. ასევე ყურედღებით იყავით უცხიმო საკვების გამოყენებისას, რადგან ბევრი მსგავსი გაუცხიმოვნებული პროდუქტი ძალიან ბევრ ცილებს და ნახშირწყლებს შეიცავს.

"მსხლებისათვის" არაა რეკომენდებული ისეთი წვენების მიღება, რომლებიც არ იწვევენ ნაყროვანების გრძნობას, მაგრამ შეიცავენ შაქრის დიდ რაოდენობას. უმჯობესია წვენები ცოცხალი ხილით შეცვალოთ.

მოატყუეთ თქვენი მომთხოვნი კუჭი დაბალკალორიული წვნიანებით. თუ ყველაფერზე უარს იტყვით, მშიერი დარჩებით. ჩართეთ რაციონში ნაკლებად კალორიული პროდუქტების მნიშვნელოვანი პორციები.

სტუმრად წასვლის წინ მიირთვით ცოტა ხილი. თეთრი პურის მაგივრად აიღეთ შავი, მაგრამ ცოტა. დაიმახსოვრეთ, რომ შვედურ სუფრაზე ადამიანები 60%–ით მეტს მიირთმევენ, ვიდრე ჩვეულებრივ. იმისათვის, რომ "მსხლის" გვერდებმა რამდენიმე სანტიმეტრით არ მოიმატონ, უნდა აარჩიონ სამი კერძი თავისი გემოვნების მიხედვით. თუ პატარ–პატარა ულუფებით ყველაფერს გასინჯავთ, აშკარად ზედმეტი მოგივათ.

თეძოები

ეს "მსხლების" ყველაზე პრობლემური ზონაა. რეგულარული ვარჯიშები დაგეხმარებათ მოიშოროთ ზედმეტი ცხიმი სხეულის ამ ნაწილში. მასაჟი ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას და ლიმფებს, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე: ფეხები და დუნდულები კარგად დაიზილეთ ხელებით ქვემოდან ზემო მიმართულებით, ან გამოიყენეთ მასაჟორი. ანტიცელულიტური კრემები გამოიყენეთ მასაჟის დროს ან მისი დამთავრების შემდეგ.

ვარჯიში ფეხებისა და დუნდულებისათვის: დადექით ოთხზე(საყრდენი უნდა იყოს იდაყვებში მოხრილი ხელები). თავი და ტანი ერთ ხაზზე გაასწორეთ. მუხლში მოხრილი ფეხი ჯერ აწიეთ, შემდეგ დაუშვით ისე, რომ იატაკს არ შეეხოთ. გაიმეორეთ 15–ჯერ. შემდეგ გადადით მეორე ფეხზე.

კანის სიქორფეს თეძოს მიდამოებში შეგინარჩუნებთ ტომატი. პომიდორი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც კანის რეგენერაციას ეხმარებიან. მისი წვენი აუმჯობესებს გაცვლით პროცესებს ორგანიზმში, ამიტომ იგი რეკომენდებულია "ბანანის" ტიპის ქალებისთვისაც.

ქალი – "ბანანი"

"ბანანის" მიმართ ხშირად უჩნდებათ შურის გრძნობა დაქალებს "მსხლებს" და "ვაშლებს", რადგან მათ შეუძლიათ მიირთვან პრაქტიკულად ყველაფერი და წონაში ერთი გრამითაც კი არ მოიმატონ. მაგრამ ცოტაოდენი ქალური სილუეტის მიმატება თავისი სპორტული ტანისათვის სულაც არ არის ადვილი მათთვის. მთვარია, "ბანანებმა" რეალური მიზნები დაისახონ.

ნუ მიეძალებით ყველანაირ ცხიმს – გამოიყენეთ უფრო ჯანმრთელი კალორიული მცენარეული ცხიმი. ჩანთაში ყოველთვის იქონიეთ თხილი ან კაკალი. ასევე კარგია თქვენთვის ცხიმიანი ყველი. წვნიანს თამამად დაუმატეთ არაჟანი ან ნაღები.

თუ სიმაძღრის გრძნობა მალე დგება, მიირთვით ცოტ–ცოტა და მალ–მალე. დასაშვებია საკვების მიღების შუალედებში შოკოლადის ფილის ან ხილის ჩირის ჭამა.

თუ მოგწყურდებათ, მიირთვით 100%–ით ნატურალური წვენები. თქვენთვის სასარგებლოა ასევე კოქტეილები იოგურტისაგან და ბანანისაგან, კენკრისაგან, რომელსაც დამატებული ექნება ხილის სიროფი, წვენი ან თაფლი. სადღესასწაულო დღეებში კერძები თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ – ნურაფერზე ეტყვით უარს საკუთარ თავს.

მკლავები და მკერდი

სარჯევე ჯირკვლები ფორმას მკერდის დიდი კუნთის მეშვეობით ინარჩუნებენ. თუ მას გაავარჯიშებთ, იგი სარძევე ჯირკვლებს არ მისცემს ჩამოკიდების საშუალებას. მაშ ასე: დადექით სწორად, შეატყუპეთ ხელის გულები მკერდის სიმაღლეზე, მთელი ძალის გამოყენებით დააჭირეთ ერთმანეთს და ასეთ მდგომარეობაში გაჩერდით 5 წამი. გაიმეორეთ 15–ჯერ.

გრილი შხაპი კანს ელასტიურობას მატებს, ხოლო კონტრასტული – შესანიშნავი საშუალებაა ძარღვებისათვის. მონაცვლეობითი შეისხურეთ ცივი და თბილი შხაპი წრიული მოძრაობებით მკერდზე. პროცედურა ცივი შხაპით დაასრულეთ. შემდეგ წაისვით სპეციალური დამატენიანებელი საშუალება. ვიზუალურად მკერდის გაზრდაში სპეციალური ბიუსტჰალტერები დაგეხმარებათ.

არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცებს წონის მომატებაში ან გახდომაში ხელს უშლით სუსტი მოტივაცია – მათთვის ძალიან ძნელია აიძულონ საკუთარ თავი, რომ უკეთ გამოიყურებოდნენ. ეს ამბავი ქალებს არ ეხება.

და კიდევ – მეტი იცინეთ, მეტი იძინეთ და იყავით ბედნიერები! ნუ დაგაკომპლექსებთ თქვენი ფიგურა, ქალის ყველანაირი სხეული მშვენიერია!

12.21.2008

2009 წლის ჰოროსკოპი ჩინური კალენდრის მიხედვით




2009 წელში ყველაფერი ტრადიციული და ტრივიალური იქნება – სამსახური, ოჯახი, სამშობლო – ეს არის ყველაფრის ახლებურად გააზრების პერიოდი. ვიღაცისთვის მშვიდი, ვიღაცისთვის არც ისე... და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წინ 2012 წელია და მისთვის რამდენიმე წლით ადრეა საჭირო მომზადება.

ჩინური წელიწადი მზის დაბნელებით იწყება, ეს კი განსაზღვრულ ფატალურობაზე მიუთითებს. ამ წელიწადში კიდევ 5 დაბნელება იქნება და ხარის მშვიდობისმოყვარე ხასიათის მიუხედავად ზოგირთს საკუთარი გზიდან ყველაფრის წალეკვის სურვილი დაეუფლება...

ჩინელები 2009 წელს ასე აღწერენ: სამუშაო ყველასათვის დამღლელი იქნება – გააშენეთ ბაღი, იყიდეთ ფერმა, ან გააუმჯობესეთ ის, რომელიც უკვე გაქვთ. ხელსაყრელი წელია სოფლის მეურნეობისათვის. არ იქნება არც სეტყვა, არც გვალვა, არც ნესტი, არც კალიების შემოსევა. გლეხს შეუძლია მშვიდად იძინოს! ზამთარში დაბადებულ ხარს ნაკლები მუშაობა მოუწევს...

მომავალი წლით კმაყოფილი იქნება ის, ვინც თავად ხარის წელშია დაბადებული (1961,1949), ასევე მამლისა (1981,1969...) და მაიმუნის (1980,1968) წელში დაბადებული ადამიანები. მათ ბევრი სამუშაო ელოდებათ, მაგრამ თუ ყველაფერს გაართმევენ თავს, წლის ბოლოს დამსახურებულ ჯილდოს მიიღებენ. ხოლო ხარები თავს ყველგან თავისუფლად იგრძნობენ. ვარსკვლავები გპირდებიან ხელსაყრელ ნაცნობობასა და თანამშრომლობას.

თუმცაღა ხარები ხანდახან თვალსაზრისს შეიცვლიან. წარმატების სისრულისათვის შესაძლოა მათ არ ეყოთ მოთმინება და სიზუსტე და ზოგიერთ ჩანაფიქრზე შეიძლება უარის თქმა მოუწიოთ.

მაიმუნი გამოიყენებს შუამავალს და გამოძვრება კრიტიკული სიტუაციიდან. ამ წელს ენერგიები მეგობრულნი არიან...მაიმუნი მოაწესრიგებს პირად ცხოვრებას, გამოვა ეჭვების ნისლიდან და მოწყენილობიდან, ერთხელ და სამუდამოდ დააღწევს თავს ყველა გაუგებრობას. გადაწყდება ყველა საკითხი, როგორიც არ უნდა იყოს იგი. მაიმუნი სავსე იქნება ენერგიით და თანაც არ იქნება მარტოობაში. წარმატება, წინსვლა, კარგი ჯანმრთელობა და სიყვარული – ამ წელში გარანტირებული აქვს მაიმუნს.

მამალი ბედნიერი იქნება, ზეიმის წელიწადია მისთვის...თუ მუშაობა მოუწევს, არ შეშინდება, იგი ამას მიჩვეულია და შეუძლია კიდეც. 2009 წელი ყვითელი ხარის წელიწადია და ეს წელი მას ბევრ შესაძლებლობებს მოუტანს, რაც მამლებს განუმტკიცებს საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნებას. დგება დრო, როცა მათ არ უნდა დააყოვნონ საკუთარი პროექტების გაშვება, მთავარია იგრძნონ მომენტი და სჯეროდეთ საკუთარი წარმატების.

ბევრად გაუჭირდებათ მათ, ვინც გველის (1977,1965...) წელში დაიბადა. იგი ძალიან გაზარმაცდება ხარის წელში. თუმცა ვარსკვლავები დაეხმარებიან მას ფარული რესურსების გამოყენებაში, რომლებიც არამარტო პირად ცხოვრებასა და სახლში მოუტანენ სარგებელს. 2009 წელში გაუძლიერდებათ გველისათვის დამახასიათებელი თანგრძნობის გრძნობა. ისინი მეტისმეტად დაიცავენ სხვებს და საკუთარ მხრებზე აიკიდებენ ძალიან მძიმე ფინანსურ ან სხვა ტვირთს. ამიტომ, ვიდრე ვინმეს დახმარებას შესთავაზებდეთ, დარწმუნდით, ბოროტად ხომ არ გიყენებენ.

ცხვრებს(ან თხებს: 1979,1967..) გაუჭირდებათ მიჩვევა იმ დაძაბულ სამუშაო რიტმთან, რომელიც ხარის წელისთვისაა დამახასიათებელი. მათ არ უყვართ მძიმე და ოფლისმღვრელი სამუშაო, რადგან ძალიან ბოჰემურები არიან ამისათვის. ცხვრები გააკეთებენ ყველაფერს, რათა კარგად და კომფორტულად იცხოვრონ, იმის მაგივრად, რომ ფული გამოიმუშაონ და სოციალურ საფეხურზე ზევით გადაადგილდნენ. იუპიტერს წარმატება მოაქვს მათთვის სასიყვარულო და ფინანსურ საქმეებში. მაგრამ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ფული წვრილმანებში იყოს დახარჯული.

ვირთხის წელში დაბადებულებს (1972,1960...) შეუძლიათ დაისვენონ ხლაფორთებისაგან. ვირთხებს მუშაობა არ უყვართ და ამიტომ ყველაფერი, რაც წინა წლებში დააგროვეს, შეუძლიათ ხარის წელში გამოიყენონ. ისინი არ შეეჯახებიან რაიმე სერიოზულ პრობლემებს. პირიქით, ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ წარმატებულნი იქნებიან საქმიანობის მრავალ სფეროში, თუ გონიერების შენარჩუნებას შეძლებენ. სიყვარულის სფეროში მათ წარმოუდგენელი თავგადასავლები ელოდებათ. გამბედაობა და ენერგიულობა დაეხმარება ვირთხებს გაიმყარონ მდგომარეობა და ნდობა საკუთარი თავის მიმართ სხვების მხრიდან. უნდა ითქვას, რომ საქმიანობის სფეროს შეცვლა ერთობ სასარგებლო იქნება.

ახალ მდგომარეობას კარგად შეეგუებიან ღორის წელში დაბადებული ადამიანები (1971,1959...), ოღონდ იმ პირობით, რომ დაუფიქრებელ ნაბიჯებს ნაკლებად გადადგამენ, რის გამოც შეიძლება არასასურველი მოვლენები მოხდეს. ეს ადამიანები კარგად ერგებიან ყველაფერს და იღებენ ღრმა სიამოვნების გრძნობას ცხოვრების მრავალ სფეროში. მაგრამ ეს არ იქნება ისეთი სიამოვნებები, რომლებსაც მნიშვნელოვანი გადატრიალებების მოხდენა შეუძლიათ. თავისი რაინდული საქციელით ტახები სხვა ადამიანების აღფრთოვანებას შეძლებენ. 2009 წელში ვარსკვლავების განლაგება ამ წელიწადში დაბადებულ ადამიანებში გააღვიძებს ცხოვრების წესის შეცვლას, მათ აგრძნობინებენ, რომ ბედნიერება ფულში არ არის.

ვეფხვებისთვისაც (1974, 1962...) არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება. ერთ–ერთი პლანეტის მდებარეობა ითხოვს პასუხებს პრინციპიალურ შეკითხვებზე. იგი მოუწოდებს ვეფხვის წელიწადში დაბადებულ ყველა ადამიანს, რომ დრო დაუთმონ არამარტო საკუთარი თავის კრიტიკულ ანალიზს, არამედ საერთო სიტუაციასაც და სხვა ადამიანებთან ურთიერთობებსაც. ისინი ალღოს აუღებენ რამდენადმე მნიშვნელოვან სიტუაციებს და ამით საკუთარ არსებობას ახალ, ამაღლებულ მნიშვნელობას შემატებენ. მათ თავში ბევრი კარგი იდეა მოუვათ, ასევე ორიგინალური და ადვილად შესასრულებელი პროექტები. რადგან ხარის წელიწადი მათთვის ვექტორული წელიწადია, ვეფხვები უნდა უფრთხილდნენ მათ, ვისაც საიდუმლოებები გაანდეს: ვიღაცამ შეიძლება გამოიყენოს იგი საკუთარი გამორჩენის მიზნით, ხოლო ვეფხვი ამას ძალიან გვიან გაიგებს.

ძაღლებისათვის (1970, 1958...) ამ წელში უმჯობესი იქნება, თუ არ გარისკავენ. კარგი იქნებოდა, თუ ისინი მშვიდად ისხდებოდნენ და ყეფას არ დაიწყებდნენ. მათ გაუჩნდებათ შეთქმულების ორგანიზების სურვილი. რჩევა ძაღოლებს – უფლებას ნუ მისცემთ უსარგებლო წვრილმანებს, რომლებიც წარსულში დარჩნენ, ცხოვრება მოგიწამლონ. ეცადეთ მოიშოროთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით თავდაჯერებულ წინსვლაში, იყოთ უშუალო და მხიარული. ნუ დაივიწყებთ იმის შესახებ, რომ ბედნერება უკან კი არ დარჩა, არამედ წინ გელოდებათ! დადებითი ძვრები გელოდებათ პროფესიონალურ სფეროში. მოულოდნელად იპოვით განსაზღვრული პრობლემების გადაწყვეტის გზებს. ეს წელიწადი გადამწყვეტი იქნება სასიყვარულო ურთიერთობებში ან ჰარმონიის აღსადგენად საყვარელ ადამიანთან.

ცხენის წელში დაბადებულებს (1978,1966...) წამრატება ელოდებათ ბიზნესში. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შემდგომ გაფურჩქვნას გამოიწვევს: როგორც ცნობილია, ფული – დიდი დახმარებაა სიყვარულში და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას. ცხენების პირად ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი დადგება. ამას გარდა, გაიზრდება პრესტიჟი სამუშაო კოლექტივში და სოციალური სტატუსი საზოგადოებაში. მთავარია, რომ ისინი ებრძოლონ მათთვის დამახასიათებელ ეგოცენტრიზმს და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

კატის წელში დაბადებულები (1975,1963...), გამოიყენებენ რა დიპლმატიას, გამოძვრებიან უსიამოვნო სიტუაციიდან საკუთარი თავისათვის ზარალის მიყენების გარეშე. კატების გზა ამ წელიწადში ვარდებით არ იქნება მოფენილი და მოულოდნელი წინააღმდეგობები შეანელებს მათი პროექტების განხორციელებას, მათ მოთმინებას სერიოზული გამოცდა ელოდება. ამას გარდა, ისინი ხშირად იქნებიან განწყობილნი საკუთარი თავის წინააღმდეგ, რადგან ძალიან დიდი და ბევრი ამბიცია აქვთ და საკუთარ თავს არ პატიობენ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს. სიყვარულის სფეროში, შემთხვევითი შეხვედრები იოლად შეიძლება გადაიზარდონ მტკიცე მეგობრობაში. ეს ურთიერთობები ძალიან შინაარსიანი იქნება, რადგან გარდა გრძნობითი ხასიათისა, ერთობლივი ინტელექტუალური გამოკვლევები მათ არასტანდარტულ ხასიათს მიანიჭებს...

დრაკონებისთვის (1976, 1964...) ეს წელი ნეიტრალური იქნება. გამოიყებენ რა თავის საყვარელ სვლებს და მეთოდებს, ამ ნიშნის ადამიანები შეძლებენ მიაღწიონ სასურველს ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი წარმატებით გაუმკლავდებიან ყველაზე ფასეული პროექტების უმრავლესობას. თუმცაღა დროდადრო შეეჯახებიან მკვეთრ და მტკივნეულ საკითხებს, ამისაგან არავინაა დაცული, მითუმეტეს, რომ მიწიერი ხარის წელი – რეალობის წელიწადია. იუპიტერი მძიმე დარტყმას მიაყენებს დრაკონის ავტორიტეტსა და მსოფლმხედველობას, ასე რომ, მათაც მოუწევთ ფხიზელი თვალით შეხედონ სამყაროს.

აღსანიშნავია ასევე თვითონ ამ დღესასწაულის შესაძლებობები. ხარის წელი, ჩინური ჰოროსკოპისა და მთვარის კალენდრის მიხედვით დადგება 2009 წლის 26 იანვარს, თბილისის დროით დილის 11 საათსა და 56 წუთზე. დგება მაგიური მომენტი, როცა მიწისა და კოსმოსის ძალები ერთიანდებიან იმისათვის, რათა ნებისმიერი სურვილი შეასრულონ. ჩინური ახალი წლის დადგომის ეს პირველი წუთები ყველაზე საუკეთესო დროა სურვილების ჩასაფიქრებლად (მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენების სურვილი და ბოროტი ჩანაფიქრი), რომლებიც აუცილებლად შესრულდება.

საახალწლო სუფრაზე რა თქმა უნდა არ უნდა იყოს საქონლის ხორცი, ასევე, არ დაგავიწყდეთ ტრადიციული ბედნიერი ფერები სამოსში და აქსესუარებში – რადგანაც ეს არის მიწიერი ხარის წელიწადი, უმჯობესია ჩაიცვათ რაიმე ტერაკოტას ფერი ან ჩალისფერ–ნაცრისფერი, მაგრამ თუ გსურთ ტრადიციებს სერიოზული ძღვენი მიართვათ, ახალ წელს ოქროსფერ–წითელ ფერებში შეხვდით.

პირველი ადამიანი, რომელიც ახალი წლის დადგომისთანავე შეგხვდებათ და მისგან მოსმენილი სიტყვა - განსაზღვრავს მთელი მომავალი წლის მოვლენებს. ასევე კარგი იქნება, თუ ამავე დროს დაინახავთ მგალობელ ჩიტს.

ნუ შეხვდებით ხარის წელს საწოლში. ეს ცუდის ნიშანია, რომელიც მთელი 7 წლის განმავლობაში უბედურების მომტანი იქნება. ამიტომ, ავადმყოფებიც კი უნდა წამოდგნენ საწოლებიდან და ახალი წელი სხვებთან ერთად მისაღებ ოთახში იზეიმონ.

ახალი წლის პირველ დღეს არ შეიძლება დანის ან მაკრატლის ხმარება, რადგან ითვლება, რომ საკუთარ თავს წარმატებას აჭრით.

ხარის წელში დაბადებული ცნობილი ადამიანები:
მადლენ ოლბრაიტი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი, იოჰან სებასტიან ბახი, უორენ ბიტი, მენაჰემ ბეგინი, ჯონ ბონ ჯოვი, უილიამ ბლეიკი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ჯევ ბრიჯესი, რიჩარდ ბარტონი, ბარბარა ბუში, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი, ჩარლი ჩაპლინი, პრინცესა დიანა, უოლტ დისნეი, დასტინ ჰოფმანი, ენტონი ჰოპკინსი, სადამ ჰუსეინი, დონ ჯონსონი, ჯეინ ფონდა, ჯერალდ ფორდი, ადოლფ ჰიტლერი, ჯეკ ლემონი, ნორვეგიელი მეფე ჰაროლდი, იმპერატორი ჰიროჰიტო, ედი მერფი, ბენჟამინ ნათანიაჰუ, ჯესიკა ლანჟი, ჯავახარლალ ნერუ, პოლ ნიუმენი, ჯეკ ნიკოლსონი, რობერტ რეტფორდი, მერილ სტრიპი, მარგარეტ ტეტჩერი, ვინსენტ ვან გოგი და სხვ.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო მენიუ?




ალბათ უკვე ფიქრობთ, თუ რა კერძები მოამზადოთ საახალწლო სუფრისთვის? ვეცდებით დაგეხმაროთ და შემოგთავაზოთ ქართული სუფრისათვის არატრადიციული კერძები: სალათი–კოქტეილი კრევეტებისაგან, კომბინირეული ცივი საუზმე, იხვი შტოშით და ტორტი "ჩიტის რძე".

სალათი–კოქტეილი კრევეტებისაგან

აუცილებელი პროდუქტები: კონსერვირებული კრევეტები – 100 გრ, კიტრი – 200 გრ, ვაშლი – 70 გრ, სტაფილო – 70 გრ, მაიონეზი 200 გრ და ფორთოხალი – 1 ცალი.

პორციის რაოდენობა: 4; მომზადების დრო – 20 წუთი.

კონსერვირებული კრევეტები გამოიყენეთ წინასწარი დამუშავების გარეშე. გაყინული კრევეტები გაალხვეთ მშრალად(უწყლოდ) და გარეცხვის შემდეგ ხარშეთ ადუღებულ, მარილიან წყალში 3–4 წუთი. მოხარშულ კრევეტებს მოაშორეთ კისერზე ბაკანი და ძარღვი. რამდენიმე კრევეტი დატოვეთ გასაფორმებლად, ხოლო დანარჩენი დაჭერით.

კიტრი, ვაშლი და სტაფილო დაჭერით წვრილ ჩხირებად.

ვაშლს შეასხურეთ ლიმონის წვენი, რათა არ გამუქდეს.

მაღალ ფუჟერში ჩაალაგეთ ფენებად კიტრი, სტაფილო, ვაშლი და კრევეტები. ფენებს შორის შეგიძლიათ დაუმატოთ თითო ჩაის კოვზი მაიონეზი (მორევის გარეშე). სალათს ზემოდან დაასხით მაოინეზი, მორთეთ მთლიანი კრევეტით, მწვანილის ერთი–ორი ღერით და ლიმონის ან ფორთოხლის რგოლით.

კომბინირებული ცივი საუზმე

აუცილებელი პროდუქტები: პური, პაშტეტი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, გამდნარი ყველი, მაგარი, გახეხილი ყველი, ნაღები, წითელი წიწაკა, ბრენდი, ქოქოსის ფხვნილი.

მომზადების დრო: 30 წუთი + გაცივება

ხვეულები პაშტეტით

დაჭერით თეთრი პური სიგრძეზე თხელ ფენებად. მოაშორეთ ქერქი და დააწყვეთ იგი ნესტიან პერგამენტის ქაღალდზე. წაუსვით პაშტეტის თხელი ფენა ყოველ ნაჭერს, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. დაახვიეთ ნაჭრები რულეტივით. შეახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში ერთი–ორი საათით. სუფრაზე მიტანის წინ დაჭერით თხელ რგოლებად.

გამოიყენეთ ჭვავისა და ხორბლის პური და სხვადასხვა გემოს მქონე პაშტეტი.

ყველის ბურთულები

აურიეთ ერთმანეთში მსგავსი პროპორციებით გამდნარი და დაფხვნილი ყველი. დაუმატეთ ცოტაოდენი ნაღები ან არაჟანი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. დაუმატეთ წითელი წიწაკა(ტკბილი) და ბრენდი გემოვნებით. ცოტა გააციეთ. გააკეთეთ ბურთულები და ამოავლეთ ისინი ქოქოსის ფხვნილში და ოხრახუშში. სუფრაზე მიტანამდე შეინახეთ მაცივარში.

შემწვარი იხვი შტოშით

აუცილებელი პროდუქტები: იხვი – 1 ცალი. მარილი, ბეკონი – 100 გრამი, ნაღების კარაქი – 50 გრ, თავიანი ხახვი – 50 გრ, მჟავე ვაშლი – 2 ცალი, პომიდორი – 2 ცალი, მიხაკი – 4 ცალი, შავი პილპილი – 6 მარცვალი, დაფნის ფოთოლი – 1 ცალი, წითელი ღვინო – 100 გრ, ხორბლის ფქვილი – 30 გრ, ახალი ან გაყინული შტოში – 2 ს.კ., ლიმონი – 1 ცალი.

პორციების რაოდენობა: 6. მომზადების დრო: 1 საათი და 30 წუთი.

იხვს წაუსვით მარილი შიგნიდან და გარედან.

სოუსისათვის გაადნეთ წვრილად დაჭრილი ბეკონი, დაუმატეთ კარაქი და შეწვით წვრილად დაჭრილი ხახვი. დაასხით ცოტაოდენი წყალი, დაუმატეთ კანგაცლილი, დაჭრილი ვაშლი და პომიდორი, სუნელები, ღვინო.

დადეთ იხვი სოუსიან ტაფაზე და შედგით ღუმელში, დაახურეთ თავსაფარი. როცა იხვი თითქმის დარბილდება, მოხადეთ თავსაფარი და შებრაწეთ ფრინველი.

გამზადებული იხვი გამოიღეთ, დაყავით პორციებად, სოუსში ჩაამატეთ ოდნავ მოხალული და წყალში გაზავებული ფქვილი და წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე. გაფილტრეთ, დაუმატეთ შტოში, შეაცხელეთ და ისევ ჩაუშვით მასში იხვი, მოთუშეთ 5–7 წუთი. სუფრაზე მიტანის წინ კერძის ყოველ პორციას დაუმატეთ ლიმნის ნაჭერი.

ტორტი "ჩიტის რძე"

აუცილებელი პროდუქტები: კვერცხი ბისკვიტისა და სუფლესათვის – 4 და 3(ცილა) ცალი, შაქარი ბისკვიტისა და სუფლესათვის – 40 გრ და 180 გრ, კაკაოს ფხვნილი – 5 გრ, ხორბლის ფქვილი – 50 გრ. ან სახამებელი – 60 გრ, კარაქი კრემისათვის – 300 გრ. შედედებული რძე შაქართან ერთად – 150 გრ, ვანილი, კონიაკი – ½ ჩ.კ, წყალი სიროფისათვის(სუფლე) და ჟელატინის დასასველებლად – 50 გრ. და 150 გრ, ჟელატინი – 15 გრ.

მომზადების დრო: 1 საათი + გაცივება

ბისკვიტისათვის კვერცხს და შაქარს ერთად თქვეფენ თავდაპირველი მასის 2–3 ჯერ მომატებამდე. ამის შემდეგ ამატებენ ხორბლის ან კარტოფილის ფქვილს, რომელსაც შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა კაკაო და სწრაფად შეაზილოთ ცომს.

ბისკვიტი გამოაცხვეთ კარაქწასმულ ფორმაში. მიღებული მასა უნდა ფარავდეს ფორმის ნახევარს. გამოცხობის ტემპერატურა – 220 გრადუსი, დრო – 20–25 წუთი(მომზადებული ბისკვიტი ხელის დაჭერისას ზამბარისებური უნდა იყოს). გააციეთ და დაჭერით 2–3 ფენად.

კრემისათვის ათქვიფეთ კარაქი, იგი ჰაეროვანი უნდა გახდეს. ნელ–ნელა დაუმატეთ შესქელებული რძე, ბოლოს – კონიაკი და ვანილი.

მოამზადეთ სუფლე. ოდნავ გააციეთ, დაუმატეთ იგი კრემის ¼ –ს და ფრთხილად მოურიეთ.

ბისკვიტის ნაჭრები შეართეთ დარჩენილი კრემით, ჩადეთ ფორმაში, ზემოდან მოასხით სუფლე, ზედაპირი მოასწორეთ და გააციეთ სანამ სუფლე გამაგრდება.

მიღებული ტორტი გაათავისუფლეთ ფორმისაგან, ნაპირებზე შემოაჭერით სუფლე და ზედაპირი და გვერდები მორთეთ 100 გრამი ორთქლზე გამდნარი შოკოლადით.


ფერების მნიშვნელობა

თეთრი:

უმანკოება, უბიწოება, სულიერება, გულწრფელობა, გულუხვობა, რწმენა და სიმართლე.

ვარდისფერი:


მღელვარება, მეგობრობა, მშვიდობა, ბედნიერება, სიხარული და სიყვარული.

წითელი:


ვნება, გულისთქმა, რომანტიკული სიყვარული, ძლიერება, სიმამაცე, გამბედაობა, სითბო, შეუპოვრობა და რეპუტაცია.

ნარინჯისფერი:


ენერგია, გართობა, მოტივაცია, სოციალიზაცია და კარგი გუნება-განწყობილება.

ყვითელი:


იმედიანობა, გახსნილობა, ერთგულება, დაცვა, დარწმუნება, მიმზიდველობა, თავდაჯერებულობა, კომუნიკაცია, მზე და სინათლე.

ოქროსფერი:


ელეგანტურობა, სიმდიდრე, ფუფუნება, ძალა, ხალისი, სხვებზე გავლენის მოხდენა და სიბრძნე.

მწვანე:


ფული, სიცოცხლე, სიდიდრე, ზრდა, წარმომავლობა, მკურნალობა, ხეები, ნაყოფიერება და ბუნება.

ლურჯი:


კრეატივი, ჭეშმარიტება, თვითგანვითარება, მყუდროება, გაგება, სიბრძნე, სულიერი ცოდნა, სიმშვიდე და ოკეანე.

იისფერი:


სიდიადე, სულიერება, სიბრძნე, ამბიცია, მოკრძალება, შორსმჭვრეტელობა და მშვიდობა

ყავისფერი:


მიწიერება, საიმედოობა, სითბო, ფლეგმატურობა, პრაქტიკულობა და დედამიწა.

შავი:


გამჭრიახობა, ჭკუა, სიყალბე, სრულყოფა, ღირსება, დაცულობა, ძალა, ძალადობა, უსაფრთხოება და მფარველობა.

ShoutMix chat widget