♦ მობილური ტელეფონი ჯანმრთელობას არ ავნებს, მაგრამ ხანგრძლივი საუბარი ლოყას 3 გრადუსით ახურებს. ეს იმით აიხსნება, რომ მუშაობის მომენტში ტელეფონის აკუმულატორი 6 გრადუსით ცხელდება.
♦ ანტარქტიდის თავზე ოზონის ხვრელის ფართობმა 27,3 მილიონ კვკმ-ს მიაღწია, რაც რუსეთის ფართობზე ერთნახევარჯერ მეტია.
♦ იაპონურმა კომპანია “პანასონიკმა” დაუწყო უთხელესი ბატარიების გამოშვება. ის ერთ გრამზე ნაკლებს იწონის და განკუთვნილი საათებისთვის, ელექტორნული მეხსიერების მქონე ბარათებისთვის.
♦ ”ფეხზე მდგომთა” თათბირს “მჯდომთა” თათბირზე სამჯერ ნაკლები დრო ჭირდება, მაგრამ “ფეხზე მდგომები” არანაკლებ გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ-დაასკვნეს მისურის შტატის მენეჯმენტის სპეციალისტებმა.
♦ ინტერნეტში ყოველდღე 2300 გაზეთის ნახვა შეიძლება. მათი 54% ინგლისურენოვანია.
♦ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ დარიშხანის უმცირესი დოზა კურნავს ლეიკემიის ზოგიერთ ფორმას.ეს აღმოჩენა აშშ-ში გამოცადეს და გამართლდა.
♦კუბის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტმა გამოიყვანეს სოკო, რომელიც ტარაკნებს ანადგურებს. ლაბორატორიის პირობებში ის ამ ულვაშა მუქთახორების 70% ერევა. ბუნებრივ პირობებში, მაგალითად სახლში 90%-საც კი ანადგურებს. მთავარია სოკო შეჭამოს.
No comments:
Post a Comment