5.14.2009

ქართული ჟარგონები ძველ ქართულად :)



ყველას მოგვეხსენება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ დღეს-დღეისობით ჟარგონებით საუბარი ძალიან მოდურია ახალგაზრდულ წრეებში და თქვენ წარმოიდგინეთ არც უფროსი თაობის წარმომადგენლები ერიდებიან ზემოთ ხსენებული ტერმინების ხმარებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის კი არა და, ქართველ პოლიტიკოსებშიც კი ძალიან აქტიური გახდა საუბარო ჟარგონებით პოლიტიკურ მოწოდებებსა, თუ პირად საუბრებში, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მეტად მდიდარი ენაა და საკმაოდ გვაქვს სიტყვები იმისათვის, რომ აზრი მკაფიოდ და ყველასათვის გასაგებად გამოვთქვათ. მაგრამ, ალბათ, ჩვენს პოლიტიკოსებს მოსაზრება იმის შესახებ, რომ "პოლიტიკოსმა ხალხს მისთვის გასაგები ენით უნდა ესაუბროს" - ჟარგონებით საუბრად აქვს აღქმული.
კარგით, ჩვენს ისედაც ზედმეტად პოლიტიზირებულ ცხოვრებას კიდევ ნუ გადავტვირთავთ ზემოთ ხსენებული საკითხის განსჯით, ამ ყველაფერს მოვეშვათ და ისევ იმ თემას დავუბრუნდეთ, სადაც საუბარი იმის შესახებ იყო, რომ თანამედროვე ქართულში ბევრი ისეთი სიტყვაა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჟარგონებს ჩავუნაცვლოთ. . . თუ კარგად დავაკვირდებით, ძველ ქართულ ტერმინოლოგიასაც გადავხედავთ შევამჩნევთ, რომ ძველ ქართულშიც გვქონია უამრავი ისეთი სიტყვა, რომელიც ქართული ჟარგონების ჩანაცვლებაში შეიძლება დაგვეხმაროს. მე გთავაზობთ " ლექსიკონს" - ქართული ჟარგონები ძველქართულად. უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ საინტერესო და სახალისოა . . .

1 comment:


ShoutMix chat widget