2009 წელში ყველაფერი ტრადიციული და ტრივიალური იქნება – სამსახური, ოჯახი, სამშობლო – ეს არის ყველაფრის ახლებურად გააზრების პერიოდი. ვიღაცისთვის მშვიდი, ვიღაცისთვის არც ისე... და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წინ 2012 წელია და მისთვის რამდენიმე წლით ადრეა საჭირო მომზადება.
ჩინური წელიწადი მზის დაბნელებით იწყება, ეს კი განსაზღვრულ ფატალურობაზე მიუთითებს. ამ წელიწადში კიდევ 5 დაბნელება იქნება და ხარის მშვიდობისმოყვარე ხასიათის მიუხედავად ზოგირთს საკუთარი გზიდან ყველაფრის წალეკვის სურვილი დაეუფლება...
ჩინელები 2009 წელს ასე აღწერენ: სამუშაო ყველასათვის დამღლელი იქნება – გააშენეთ ბაღი, იყიდეთ ფერმა, ან გააუმჯობესეთ ის, რომელიც უკვე გაქვთ. ხელსაყრელი წელია სოფლის მეურნეობისათვის. არ იქნება არც სეტყვა, არც გვალვა, არც ნესტი, არც კალიების შემოსევა. გლეხს შეუძლია მშვიდად იძინოს! ზამთარში დაბადებულ ხარს ნაკლები მუშაობა მოუწევს...
მომავალი წლით კმაყოფილი იქნება ის, ვინც თავად ხარის წელშია დაბადებული (1961,1949), ასევე მამლისა (1981,1969...) და მაიმუნის (1980,1968) წელში დაბადებული ადამიანები. მათ ბევრი სამუშაო ელოდებათ, მაგრამ თუ ყველაფერს გაართმევენ თავს, წლის ბოლოს დამსახურებულ ჯილდოს მიიღებენ. ხოლო ხარები თავს ყველგან თავისუფლად იგრძნობენ. ვარსკვლავები გპირდებიან ხელსაყრელ ნაცნობობასა და თანამშრომლობას.
თუმცაღა ხარები ხანდახან თვალსაზრისს შეიცვლიან. წარმატების სისრულისათვის შესაძლოა მათ არ ეყოთ მოთმინება და სიზუსტე და ზოგიერთ ჩანაფიქრზე შეიძლება უარის თქმა მოუწიოთ.
მაიმუნი გამოიყენებს შუამავალს და გამოძვრება კრიტიკული სიტუაციიდან. ამ წელს ენერგიები მეგობრულნი არიან...მაიმუნი მოაწესრიგებს პირად ცხოვრებას, გამოვა ეჭვების ნისლიდან და მოწყენილობიდან, ერთხელ და სამუდამოდ დააღწევს თავს ყველა გაუგებრობას. გადაწყდება ყველა საკითხი, როგორიც არ უნდა იყოს იგი. მაიმუნი სავსე იქნება ენერგიით და თანაც არ იქნება მარტოობაში. წარმატება, წინსვლა, კარგი ჯანმრთელობა და სიყვარული – ამ წელში გარანტირებული აქვს მაიმუნს.
მამალი ბედნიერი იქნება, ზეიმის წელიწადია მისთვის...თუ მუშაობა მოუწევს, არ შეშინდება, იგი ამას მიჩვეულია და შეუძლია კიდეც. 2009 წელი ყვითელი ხარის წელიწადია და ეს წელი მას ბევრ შესაძლებლობებს მოუტანს, რაც მამლებს განუმტკიცებს საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნებას. დგება დრო, როცა მათ არ უნდა დააყოვნონ საკუთარი პროექტების გაშვება, მთავარია იგრძნონ მომენტი და სჯეროდეთ საკუთარი წარმატების.
ბევრად გაუჭირდებათ მათ, ვინც გველის (1977,1965...) წელში დაიბადა. იგი ძალიან გაზარმაცდება ხარის წელში. თუმცა ვარსკვლავები დაეხმარებიან მას ფარული რესურსების გამოყენებაში, რომლებიც არამარტო პირად ცხოვრებასა და სახლში მოუტანენ სარგებელს. 2009 წელში გაუძლიერდებათ გველისათვის დამახასიათებელი თანგრძნობის გრძნობა. ისინი მეტისმეტად დაიცავენ სხვებს და საკუთარ მხრებზე აიკიდებენ ძალიან მძიმე ფინანსურ ან სხვა ტვირთს. ამიტომ, ვიდრე ვინმეს დახმარებას შესთავაზებდეთ, დარწმუნდით, ბოროტად ხომ არ გიყენებენ.
ცხვრებს(ან თხებს: 1979,1967..) გაუჭირდებათ მიჩვევა იმ დაძაბულ სამუშაო რიტმთან, რომელიც ხარის წელისთვისაა დამახასიათებელი. მათ არ უყვართ მძიმე და ოფლისმღვრელი სამუშაო, რადგან ძალიან ბოჰემურები არიან ამისათვის. ცხვრები გააკეთებენ ყველაფერს, რათა კარგად და კომფორტულად იცხოვრონ, იმის მაგივრად, რომ ფული გამოიმუშაონ და სოციალურ საფეხურზე ზევით გადაადგილდნენ. იუპიტერს წარმატება მოაქვს მათთვის სასიყვარულო და ფინანსურ საქმეებში. მაგრამ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ფული წვრილმანებში იყოს დახარჯული.
ვირთხის წელში დაბადებულებს (1972,1960...) შეუძლიათ დაისვენონ ხლაფორთებისაგან. ვირთხებს მუშაობა არ უყვართ და ამიტომ ყველაფერი, რაც წინა წლებში დააგროვეს, შეუძლიათ ხარის წელში გამოიყენონ. ისინი არ შეეჯახებიან რაიმე სერიოზულ პრობლემებს. პირიქით, ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ წარმატებულნი იქნებიან საქმიანობის მრავალ სფეროში, თუ გონიერების შენარჩუნებას შეძლებენ. სიყვარულის სფეროში მათ წარმოუდგენელი თავგადასავლები ელოდებათ. გამბედაობა და ენერგიულობა დაეხმარება ვირთხებს გაიმყარონ მდგომარეობა და ნდობა საკუთარი თავის მიმართ სხვების მხრიდან. უნდა ითქვას, რომ საქმიანობის სფეროს შეცვლა ერთობ სასარგებლო იქნება.
ახალ მდგომარეობას კარგად შეეგუებიან ღორის წელში დაბადებული ადამიანები (1971,1959...), ოღონდ იმ პირობით, რომ დაუფიქრებელ ნაბიჯებს ნაკლებად გადადგამენ, რის გამოც შეიძლება არასასურველი მოვლენები მოხდეს. ეს ადამიანები კარგად ერგებიან ყველაფერს და იღებენ ღრმა სიამოვნების გრძნობას ცხოვრების მრავალ სფეროში. მაგრამ ეს არ იქნება ისეთი სიამოვნებები, რომლებსაც მნიშვნელოვანი გადატრიალებების მოხდენა შეუძლიათ. თავისი რაინდული საქციელით ტახები სხვა ადამიანების აღფრთოვანებას შეძლებენ. 2009 წელში ვარსკვლავების განლაგება ამ წელიწადში დაბადებულ ადამიანებში გააღვიძებს ცხოვრების წესის შეცვლას, მათ აგრძნობინებენ, რომ ბედნიერება ფულში არ არის.
ვეფხვებისთვისაც (1974, 1962...) არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება. ერთ–ერთი პლანეტის მდებარეობა ითხოვს პასუხებს პრინციპიალურ შეკითხვებზე. იგი მოუწოდებს ვეფხვის წელიწადში დაბადებულ ყველა ადამიანს, რომ დრო დაუთმონ არამარტო საკუთარი თავის კრიტიკულ ანალიზს, არამედ საერთო სიტუაციასაც და სხვა ადამიანებთან ურთიერთობებსაც. ისინი ალღოს აუღებენ რამდენადმე მნიშვნელოვან სიტუაციებს და ამით საკუთარ არსებობას ახალ, ამაღლებულ მნიშვნელობას შემატებენ. მათ თავში ბევრი კარგი იდეა მოუვათ, ასევე ორიგინალური და ადვილად შესასრულებელი პროექტები. რადგან ხარის წელიწადი მათთვის ვექტორული წელიწადია, ვეფხვები უნდა უფრთხილდნენ მათ, ვისაც საიდუმლოებები გაანდეს: ვიღაცამ შეიძლება გამოიყენოს იგი საკუთარი გამორჩენის მიზნით, ხოლო ვეფხვი ამას ძალიან გვიან გაიგებს.
ძაღლებისათვის (1970, 1958...) ამ წელში უმჯობესი იქნება, თუ არ გარისკავენ. კარგი იქნებოდა, თუ ისინი მშვიდად ისხდებოდნენ და ყეფას არ დაიწყებდნენ. მათ გაუჩნდებათ შეთქმულების ორგანიზების სურვილი. რჩევა ძაღოლებს – უფლებას ნუ მისცემთ უსარგებლო წვრილმანებს, რომლებიც წარსულში დარჩნენ, ცხოვრება მოგიწამლონ. ეცადეთ მოიშოროთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით თავდაჯერებულ წინსვლაში, იყოთ უშუალო და მხიარული. ნუ დაივიწყებთ იმის შესახებ, რომ ბედნერება უკან კი არ დარჩა, არამედ წინ გელოდებათ! დადებითი ძვრები გელოდებათ პროფესიონალურ სფეროში. მოულოდნელად იპოვით განსაზღვრული პრობლემების გადაწყვეტის გზებს. ეს წელიწადი გადამწყვეტი იქნება სასიყვარულო ურთიერთობებში ან ჰარმონიის აღსადგენად საყვარელ ადამიანთან.
ცხენის წელში დაბადებულებს (1978,1966...) წამრატება ელოდებათ ბიზნესში. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შემდგომ გაფურჩქვნას გამოიწვევს: როგორც ცნობილია, ფული – დიდი დახმარებაა სიყვარულში და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას. ცხენების პირად ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი დადგება. ამას გარდა, გაიზრდება პრესტიჟი სამუშაო კოლექტივში და სოციალური სტატუსი საზოგადოებაში. მთავარია, რომ ისინი ებრძოლონ მათთვის დამახასიათებელ ეგოცენტრიზმს და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.
კატის წელში დაბადებულები (1975,1963...), გამოიყენებენ რა დიპლმატიას, გამოძვრებიან უსიამოვნო სიტუაციიდან საკუთარი თავისათვის ზარალის მიყენების გარეშე. კატების გზა ამ წელიწადში ვარდებით არ იქნება მოფენილი და მოულოდნელი წინააღმდეგობები შეანელებს მათი პროექტების განხორციელებას, მათ მოთმინებას სერიოზული გამოცდა ელოდება. ამას გარდა, ისინი ხშირად იქნებიან განწყობილნი საკუთარი თავის წინააღმდეგ, რადგან ძალიან დიდი და ბევრი ამბიცია აქვთ და საკუთარ თავს არ პატიობენ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს. სიყვარულის სფეროში, შემთხვევითი შეხვედრები იოლად შეიძლება გადაიზარდონ მტკიცე მეგობრობაში. ეს ურთიერთობები ძალიან შინაარსიანი იქნება, რადგან გარდა გრძნობითი ხასიათისა, ერთობლივი ინტელექტუალური გამოკვლევები მათ არასტანდარტულ ხასიათს მიანიჭებს...
დრაკონებისთვის (1976, 1964...) ეს წელი ნეიტრალური იქნება. გამოიყებენ რა თავის საყვარელ სვლებს და მეთოდებს, ამ ნიშნის ადამიანები შეძლებენ მიაღწიონ სასურველს ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი წარმატებით გაუმკლავდებიან ყველაზე ფასეული პროექტების უმრავლესობას. თუმცაღა დროდადრო შეეჯახებიან მკვეთრ და მტკივნეულ საკითხებს, ამისაგან არავინაა დაცული, მითუმეტეს, რომ მიწიერი ხარის წელი – რეალობის წელიწადია. იუპიტერი მძიმე დარტყმას მიაყენებს დრაკონის ავტორიტეტსა და მსოფლმხედველობას, ასე რომ, მათაც მოუწევთ ფხიზელი თვალით შეხედონ სამყაროს.
აღსანიშნავია ასევე თვითონ ამ დღესასწაულის შესაძლებობები. ხარის წელი, ჩინური ჰოროსკოპისა და მთვარის კალენდრის მიხედვით დადგება 2009 წლის 26 იანვარს, თბილისის დროით დილის 11 საათსა და 56 წუთზე. დგება მაგიური მომენტი, როცა მიწისა და კოსმოსის ძალები ერთიანდებიან იმისათვის, რათა ნებისმიერი სურვილი შეასრულონ. ჩინური ახალი წლის დადგომის ეს პირველი წუთები ყველაზე საუკეთესო დროა სურვილების ჩასაფიქრებლად (მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენების სურვილი და ბოროტი ჩანაფიქრი), რომლებიც აუცილებლად შესრულდება.
საახალწლო სუფრაზე რა თქმა უნდა არ უნდა იყოს საქონლის ხორცი, ასევე, არ დაგავიწყდეთ ტრადიციული ბედნიერი ფერები სამოსში და აქსესუარებში – რადგანაც ეს არის მიწიერი ხარის წელიწადი, უმჯობესია ჩაიცვათ რაიმე ტერაკოტას ფერი ან ჩალისფერ–ნაცრისფერი, მაგრამ თუ გსურთ ტრადიციებს სერიოზული ძღვენი მიართვათ, ახალ წელს ოქროსფერ–წითელ ფერებში შეხვდით.
პირველი ადამიანი, რომელიც ახალი წლის დადგომისთანავე შეგხვდებათ და მისგან მოსმენილი სიტყვა - განსაზღვრავს მთელი მომავალი წლის მოვლენებს. ასევე კარგი იქნება, თუ ამავე დროს დაინახავთ მგალობელ ჩიტს.
ნუ შეხვდებით ხარის წელს საწოლში. ეს ცუდის ნიშანია, რომელიც მთელი 7 წლის განმავლობაში უბედურების მომტანი იქნება. ამიტომ, ავადმყოფებიც კი უნდა წამოდგნენ საწოლებიდან და ახალი წელი სხვებთან ერთად მისაღებ ოთახში იზეიმონ.
ახალი წლის პირველ დღეს არ შეიძლება დანის ან მაკრატლის ხმარება, რადგან ითვლება, რომ საკუთარ თავს წარმატებას აჭრით.
ხარის წელში დაბადებული ცნობილი ადამიანები:
მადლენ ოლბრაიტი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი, იოჰან სებასტიან ბახი, უორენ ბიტი, მენაჰემ ბეგინი, ჯონ ბონ ჯოვი, უილიამ ბლეიკი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ჯევ ბრიჯესი, რიჩარდ ბარტონი, ბარბარა ბუში, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი, ჩარლი ჩაპლინი, პრინცესა დიანა, უოლტ დისნეი, დასტინ ჰოფმანი, ენტონი ჰოპკინსი, სადამ ჰუსეინი, დონ ჯონსონი, ჯეინ ფონდა, ჯერალდ ფორდი, ადოლფ ჰიტლერი, ჯეკ ლემონი, ნორვეგიელი მეფე ჰაროლდი, იმპერატორი ჰიროჰიტო, ედი მერფი, ბენჟამინ ნათანიაჰუ, ჯესიკა ლანჟი, ჯავახარლალ ნერუ, პოლ ნიუმენი, ჯეკ ნიკოლსონი, რობერტ რეტფორდი, მერილ სტრიპი, მარგარეტ ტეტჩერი, ვინსენტ ვან გოგი და სხვ.
No comments:
Post a Comment