12.23.2008

ვაშლი ხართ, მსხალი თუ ბანანი?




ქალის ფიგურები ერთმანეთისაგან მათი ფორმით განსხვავდება. სარკე და კრიტიკული მიდგომა დანახულისადმი – დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რომელ ტიპს განეკუთვნებით. თუ ამჩნევთ, რომ წელის გარშემო ცხიმია დაგროვილი, თქვენს ფიგურას "ვაშლი" ეწოდება. ხოლო თუ ცხიმები პირდაპირ თეძოებზე და ბარძაყებზეა, ესეიგი, თქვენ "მსხალი" ბრძანდებით. ძალიან გამხდრები კი, რომლებიც ოცნებობენ მომხიბვლელი ფორმები ჰქონდეთ, მიეკუთვნებიან "ბანანის" კატეგორიას.

ქალი – "ვაშლი"

ამ ტიპის ქალის ყურებისას თვალი ცდილობს წელი საჭირო ადგილას იპოვოს, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ მუცელი ხშირადაა გამოწეული წინ. სხვა დანარჩენში კი ეს ფიგურა განსაკუთრებულ შენიშვნებს არ იმსახურებს. ფიგურის ასეთი ტიპი ართულებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის ქალებმა ყოველდღიურ რაციონში უნდა გაზარდონ იმ საკვების რაოდენობა, რომელიც უხეშ უჯრედისს შეიცავს – 30 გრამამდე. შედარებისათვის: კივის ნაყოფი შეიცავს 4 გრამ უჯრედისს, ხოლო ნახევარი ჭიქა ლობიო – 2 გრამს.

"ვაშლებმა" დღე ფაფით და ცოცხალი ხილით უნდა დაიწყონ. მათ უნდა შეამცირონ ცხოველური ცხიმების გამოყენება, განსაკუთრებით მათი, რომლებსაც გამომცხვარი კერძები შეიცავენ. სასარგებლოა სოიოს პროდუქტები, თევზი, კაკალი – ყველა ეს პროდუქტი კარგად იცავს ასევე გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისაგან.

თუ საღამოს პირზე "ვაშლებს" სუფრაზე მოხვედრა უწევთ, მათ არ უნდა გამოტოვონ საუზმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად შეიძლება მიიღოთ საპირისპირო ეფექტი – ვიზიტი ზედმეტი საკვების მიღებით დამთავრდება. სუფრაზე უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულის კერძებს და ხილის დესერტს.

წელი

"ვაშლებისათვის" თუნდაც რაიმენაირი წელის შენარჩუნებისათვის აუცილებელი პირობაა – ჯანმრთელი კვება. ორგნიზმს უნდა მიეწოდებოდეს თანაბარი რაოდენობის ბალასტური ნივთიერებები და წყალი. სასურველია, რომ იმ სითხის ნაწილი, რომელსაც სვავთ დღის განმავლობაში, შედგებოდეს ბალახეულის ან ხილის ჩაისაგან.

ჩაი შლაკების გამოსადევნად: დააქუცმაცეთ ხელის თითის ფრჩხილის ზომა ....ჯანჯაფილის ნატეხი. გამოწურეთ ლიმონის წვენი. დაასხით მდუღარე წყალი წვენს და იმბირს, დაუმატეთ გემოვნებით ცოტაოდენი წიწაკა.

მუცლის პრესის ვარჯიში ასტიმულირებს ცხიმების წვას წელის მიდამოში. საწყისი მდგომარეობა: დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ, ხელები – თავს უკან შემოდეთ, იდაყვები განზე გაწეული უნდა იყოს. სხეულის ზედა ნაწილით ნელ–ნელა წამოიწიეთ და შემდეგ დაუშვით, მაგრამ ნუ წამოწვებით! გაიმეორეთ 15–ჯერ.

ფიგურის ნაკლს დამალავს კაბის სწორად შერჩეული ფასონი. პატარა მუცელს დაფარავს ოდნავ ფართო(თეძოებამდე სიგრძის) სამოსის ზედა ნაწილი. წელში გამოყვანილი კაბები ასეთი ფიგურის მქონე ქალებმა უმჯობესია დაივიწყონ. მათ საერთოდ არ მოუხდებათ შარვლები, რომლებსაც წელთან ნაკეცები აქვთ. უფრო დახვეწილ სილუეტს შეგიქმნით ელასტიური ქვედა საცვლები.

ქალი – "მსხალი"

ამ ტიპის ფიგურა იშვიათობას არ წარმოადგენს. ითვლება, რომ ასეთი აგებულება უფრო დამახასიათებელია ქალისათვის. "მსხლები" ადვილად იმატებენ წონაში, ამიტომ ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ კალორიულ კერძებთან მიმართებაში. მოერიდეთ ისეთ საკვებს, რომელიც მდიდარია სახამებლით. ასევე ყურედღებით იყავით უცხიმო საკვების გამოყენებისას, რადგან ბევრი მსგავსი გაუცხიმოვნებული პროდუქტი ძალიან ბევრ ცილებს და ნახშირწყლებს შეიცავს.

"მსხლებისათვის" არაა რეკომენდებული ისეთი წვენების მიღება, რომლებიც არ იწვევენ ნაყროვანების გრძნობას, მაგრამ შეიცავენ შაქრის დიდ რაოდენობას. უმჯობესია წვენები ცოცხალი ხილით შეცვალოთ.

მოატყუეთ თქვენი მომთხოვნი კუჭი დაბალკალორიული წვნიანებით. თუ ყველაფერზე უარს იტყვით, მშიერი დარჩებით. ჩართეთ რაციონში ნაკლებად კალორიული პროდუქტების მნიშვნელოვანი პორციები.

სტუმრად წასვლის წინ მიირთვით ცოტა ხილი. თეთრი პურის მაგივრად აიღეთ შავი, მაგრამ ცოტა. დაიმახსოვრეთ, რომ შვედურ სუფრაზე ადამიანები 60%–ით მეტს მიირთმევენ, ვიდრე ჩვეულებრივ. იმისათვის, რომ "მსხლის" გვერდებმა რამდენიმე სანტიმეტრით არ მოიმატონ, უნდა აარჩიონ სამი კერძი თავისი გემოვნების მიხედვით. თუ პატარ–პატარა ულუფებით ყველაფერს გასინჯავთ, აშკარად ზედმეტი მოგივათ.

თეძოები

ეს "მსხლების" ყველაზე პრობლემური ზონაა. რეგულარული ვარჯიშები დაგეხმარებათ მოიშოროთ ზედმეტი ცხიმი სხეულის ამ ნაწილში. მასაჟი ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას და ლიმფებს, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე: ფეხები და დუნდულები კარგად დაიზილეთ ხელებით ქვემოდან ზემო მიმართულებით, ან გამოიყენეთ მასაჟორი. ანტიცელულიტური კრემები გამოიყენეთ მასაჟის დროს ან მისი დამთავრების შემდეგ.

ვარჯიში ფეხებისა და დუნდულებისათვის: დადექით ოთხზე(საყრდენი უნდა იყოს იდაყვებში მოხრილი ხელები). თავი და ტანი ერთ ხაზზე გაასწორეთ. მუხლში მოხრილი ფეხი ჯერ აწიეთ, შემდეგ დაუშვით ისე, რომ იატაკს არ შეეხოთ. გაიმეორეთ 15–ჯერ. შემდეგ გადადით მეორე ფეხზე.

კანის სიქორფეს თეძოს მიდამოებში შეგინარჩუნებთ ტომატი. პომიდორი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც კანის რეგენერაციას ეხმარებიან. მისი წვენი აუმჯობესებს გაცვლით პროცესებს ორგანიზმში, ამიტომ იგი რეკომენდებულია "ბანანის" ტიპის ქალებისთვისაც.

ქალი – "ბანანი"

"ბანანის" მიმართ ხშირად უჩნდებათ შურის გრძნობა დაქალებს "მსხლებს" და "ვაშლებს", რადგან მათ შეუძლიათ მიირთვან პრაქტიკულად ყველაფერი და წონაში ერთი გრამითაც კი არ მოიმატონ. მაგრამ ცოტაოდენი ქალური სილუეტის მიმატება თავისი სპორტული ტანისათვის სულაც არ არის ადვილი მათთვის. მთვარია, "ბანანებმა" რეალური მიზნები დაისახონ.

ნუ მიეძალებით ყველანაირ ცხიმს – გამოიყენეთ უფრო ჯანმრთელი კალორიული მცენარეული ცხიმი. ჩანთაში ყოველთვის იქონიეთ თხილი ან კაკალი. ასევე კარგია თქვენთვის ცხიმიანი ყველი. წვნიანს თამამად დაუმატეთ არაჟანი ან ნაღები.

თუ სიმაძღრის გრძნობა მალე დგება, მიირთვით ცოტ–ცოტა და მალ–მალე. დასაშვებია საკვების მიღების შუალედებში შოკოლადის ფილის ან ხილის ჩირის ჭამა.

თუ მოგწყურდებათ, მიირთვით 100%–ით ნატურალური წვენები. თქვენთვის სასარგებლოა ასევე კოქტეილები იოგურტისაგან და ბანანისაგან, კენკრისაგან, რომელსაც დამატებული ექნება ხილის სიროფი, წვენი ან თაფლი. სადღესასწაულო დღეებში კერძები თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ – ნურაფერზე ეტყვით უარს საკუთარ თავს.

მკლავები და მკერდი

სარჯევე ჯირკვლები ფორმას მკერდის დიდი კუნთის მეშვეობით ინარჩუნებენ. თუ მას გაავარჯიშებთ, იგი სარძევე ჯირკვლებს არ მისცემს ჩამოკიდების საშუალებას. მაშ ასე: დადექით სწორად, შეატყუპეთ ხელის გულები მკერდის სიმაღლეზე, მთელი ძალის გამოყენებით დააჭირეთ ერთმანეთს და ასეთ მდგომარეობაში გაჩერდით 5 წამი. გაიმეორეთ 15–ჯერ.

გრილი შხაპი კანს ელასტიურობას მატებს, ხოლო კონტრასტული – შესანიშნავი საშუალებაა ძარღვებისათვის. მონაცვლეობითი შეისხურეთ ცივი და თბილი შხაპი წრიული მოძრაობებით მკერდზე. პროცედურა ცივი შხაპით დაასრულეთ. შემდეგ წაისვით სპეციალური დამატენიანებელი საშუალება. ვიზუალურად მკერდის გაზრდაში სპეციალური ბიუსტჰალტერები დაგეხმარებათ.

არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცებს წონის მომატებაში ან გახდომაში ხელს უშლით სუსტი მოტივაცია – მათთვის ძალიან ძნელია აიძულონ საკუთარ თავი, რომ უკეთ გამოიყურებოდნენ. ეს ამბავი ქალებს არ ეხება.

და კიდევ – მეტი იცინეთ, მეტი იძინეთ და იყავით ბედნიერები! ნუ დაგაკომპლექსებთ თქვენი ფიგურა, ქალის ყველანაირი სხეული მშვენიერია!

1 comment:

  1. ეს პოსტი მომეწონა, მაგრამ მე რომელ კატეგორიას მივეკუთვნები, ვერ მივხვდი, მგონი მარტო ეს კატეგორიები არ იქნება, ხო? თუ აქაც გამონაკლისი ვარ? :))))

    ReplyDelete


ShoutMix chat widget