12.23.2008

10 საინტერესო ფაქტი ადამიანის შესახებ



10 საინტერესო ფაქტი ადამიანის შესახებ

ადამიანის სხეულში იმდენი ქლორის პოვნა შეიძლება, რომ 5 აუზის დეზინფექცას ეყოფოდა; იმდენი ფოსფორის, რომ შესაძლებელი იქნებოდა 20 ათასი ასანთის თავის დამზადება; იმდენი ცხიმის, რომ 10 ნაჭერი საპონი გამოვიდოდა; საკმარისი გოგირდია იმისათვის, რომ ძაღლს ტკიპები მოაშორო; საკმარისი გლიცერინი საარტილერიო ჭურვის ასაფეთქებლად, და ეს კიდევ ყველაფერი არ არის. ქვემოთ გაეცნობით სახალისო ფაქტებს ადამიანის სხეულის შესახებ.

10 ადგილზე:

ადამიანის სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ სხეულის ტემპერატურაზე: 32-41 გრადუსი ცელსიუსით. აბსოლუტურად ყველა ადამიანის ყურების ტემპერატურა დაბალია სხეულის ტემპერატურაზე 1,5-2 გრადუსით.

9 ადგილზე:

დღე-ღამის განმავლობაში ადამიანს გამოეყოფა 1 ლიტრამდე ნერწყვი, 3 ლ. კუჭის წვენი, 2 ლ. კუჭქვეშა წვენი, 3,5 ნაწლავური წვენი, 1 ლ. ნაღვლის წვენი. როცა ევროპა ევროზე გადადიოდა, მონეტების უსაფრთხოებას საგულდაგულოდ ამოწმებდნენ. ცდილობდნენ გაეგოთ, იხსნებოდა თუ არა იგი კუჭის წვენში. მონეტების დამტკიცებული ვარიანტი იყო აბსოლუტურად უხსნადი მასში (ბავშვების მიერ გადაყლაპული უცხო საგნების 80 პროცენტს მონეტები შეადგენს).

8 ადგილზე:

მარტოობა ყველაზე მძიმე გადასატანია 20-დან 22 საათამდე.

7 ადგილზე:

ფრჩხილებისა და თმების ზრდა ყველაზე ინტენსიურია 16-სა და 18 საათს შორის.

6 ადგილზე:

და მაინც, ადამიანს აქვს 6 გრძნობათა ორგანო: გემო, ყნოსვა, შეხება, მხედველობა, სმენა და წონასწორობის ორგანო. გემო, სმენა და ყნოსვა მეტნაკლებად გამძაფრებულია 17-სა და 19 საათს შორის.

5 ადგილზე:

გემოს შეგრძნება დამოკიდებულია საკვების ტემპერატურაზე. იგი უფრო მძაფრდება, როცა საკვების ტემპერატურა 24 გრადუსია ცელსიუსით.

4 ადგილზე:

ღვიძლი ალკოჰოლს მეტნაკლებად ეფექტურად დაშლის 18-დან 20 საათამდე. ცენტრალურ აფრიკაში მცხოვრები ფურების ხალხი ძალიან აფასებს ღვიძლს, რადგანაც ითვლება, რომ ადამიანის სული ღვიძლში სახლობს. აქედან გამომდინარე, ცხოველის ღვიძლის მირთმევით, ადამიანს საკუთარი სულის გაფართოება შეუძლია. ამ ტომის წარმომადგენლების თქმით, ქალებისათვის ღვიძლი აკრძალულია, რადგან ითვლება, რომ ქალს სული არა აქვს.

3 ადგილზე:

ადამიანის ორგანიზმიდან სითხის 6-8%-ის დაკარგვა იწვევს ნახევრად გულწასულ მდგომარეობას, 10%-ის დაკარგვა იწვევს ჰალუცინაციებს და ყლაპვის რეფლექსის მოშლას, 12%-ის – გულის გაჩერებას.

2 ადგილზე:

წარბები, წამწამები და იღლიის თმები 3-4 თვე ცოცხლობენ, თავის თმები 4-6 წელს. ტიბეტელ ექიმ-ლამებზე ლეგენდები დადიოდა: მხოლოდ ის, ვინც თმის ღერს შუაზე გაჭრიდა, შეიძლებოდა ყოფილიყო ქირურგის ასისტენტი, ხოლო ქირურგი რომ გამხდარიყო, გაჭრილი ღერი კიდევ ერთხელ უნდა გაეჭრა.

1 ადგილზე:

ფრანგი ნევროპათოლოგების გამოკვლევის თანახმად, მოტირალ ადამიანს უმუშავებს სახის 43 კუნთი, ხოლო მოცინარს – მხოლოდ 17. ასე რომ, ენერგეტიკულად სიცილი უფრო მომგებიანია, ვიდრე ტირილი.

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს.....))))
    შეგიძლია მასწავლო თოვლის ფიფქები როგორ გავაკეთო???.....)))) :user:

    ReplyDelete


ShoutMix chat widget