1.16.2009

რა არის სიყვარული?



ეს გრძნობა ყოველთვის უდროო დროს ეწვევა ხოლმე ადამიანს, შეიჭრება მის ჩვეულ ცხოვრებაში, აურევს გეგმებს, თავგზას, გრძნობებს. სიყვარული ავადმყოფობას ჰგავს: აგატკიებთ გულს, სხეულს, თავს...იგი ადამიანს ისე ცვლის, რომ საკუთარი დედ–მამა ვეღარ ცნობს ხანდახან და თქვენი საქციელი უკვე აღარ ექვემდებარება ლოგიკას. მაშ რა არის სიყვარული და რაში გვჭირდება იგი?

სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.

შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, ვიღაცისთვის 1–2 წელი. ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ, თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს .

მაშ რაში გვჭირდება იგი, იკითხავთ თქვენ, თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? შობადობისათვის? მაგრამ სიყვარულის გარეშეც შეიძლება გამრავლება. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა, რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები, ხოლო მისი სიყვარული მარადიული იქნება და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს.

ათასწლეულების უკანაც კი ადამიანები ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ სასიყვარულო განცდების ბუნებაში და რაობაში(რატომ მოაქვს სიყვარულს ერთი ადამიანისათვის ბედნიერება, ხოლო მეორისათვის – იმედგაცრუება და მწუხარება?) და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიყვარული სხვადასხვაგვარი არსებობს. თუმცა ადამიანები მას ერთი სიტყვით – სიყვარულით მოვიხსენიებთ, მაგრამ განცდები და მდგომარეობა ამ დროს სულ სხვადასხვანაირია: ვნება, გატაცება, აღფრთოვანება, პატივისცემა და ა.შ.

ალბათ გქონიათ ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა დაცინვით იხსენებდით თუ როგორ სიგიჟემდე გიყვარდათ სკოლაში და გეჩვენებოდათ, რომ ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა. ასევე გაგეცინებათ თქვენს ახლანდელ სიყვარულზე 20 წლის შემდეგ. ხოლო ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სიყვარული პირობითად შეიძლება რამდენიმე ტიპად დავყოთ: სიყვარული–დრამა, სიყვარული–შეპყრობა, სექსუალური ვნება და სიყვარული–პატივისცემა.

პრინციპში, ყოველმა ქალმა შეიძლება განიცადოს ყველა ეს განსხვავებული გრძნობათა გამა საკუთარ გამოცდილებაზე. მაგრამ რა თქმა უნდა არა ყველა ერთად, არამედ ეტაპობრივად. მაგალითად, მოზარდთა სიყვარული სიყვარული–დრამის კატეგორიას განეკუთვნება, რადგან მისთვის დამახასიათებელია ბრმა ნდობა და თავისი სასიყვარულო ობიექტის გაღმერთება, ისევე, როგორც საკუთარი თავის. ხოლო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ პირველი სიყვარული – ეს კონკრეტული ადამიანის მიმართ სიყვარული კი არ არის, არამედ უფრო საკუთარი თავის მიმართ.

როგორც წესი, იგი ხშირად წარუმატებელია და ეს უფრო მტკივნეული ხდება. ეს ხომ თქვენი პირველი გამოცდილებაა და თუ მან იმედგაცრუება მოგიტანათ, ამან შეიძლება დიდი ხნით გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან, დაკარგოთ ნდობა ადამიანების მიმართ. ამ სიყვარულის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადატანის საშუალებაა – მიიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. რა თქმა უნდა გამოცდილი მეგობრის გარეშე(მაგალითად, დედის) გაგიჭირდებათ.

სიყვარულის მეორე კატეგორიაა – სიყვარული–ვნება. იგი შედარებით გვიან მოდის – 18–22 წლის ასაკში. ეს არის სურვილი, ფლობდეთ მას მთლიანად. ასეთი სიყვარული უფრო თვითდამკვიდრებისათვის არის საჭირო, ვიდრე სიამოვნებისათვის. კიდევ, ამ ასაკში ხშირად ამბობენ: ‘’მას ყავს თეთრი მერსედესი და აქვს სახლი საზღვარგარეთ’’, ანუ პირველ რიგში ფასდება ადამიანის მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ შეცდომა იმაშია, რომ ამ ასაკში იშვიათად მიუგდებენ ხოლმე ყურს შეგრძნებებს. უბრალოდ ეძებენ კონკრეტულ ადამიანს და მეტი არაფერი. თქვენ კი შეეკითხეთ საკუთარ თავს, რას გრძნობთ ამ ადამიანის მიმართ: სიყვარულს, თუ უბრალოდ ეს ის ადამიანია, რომელსაც აქვს მატერიალური კეთილდღეობა, რომელიც გაწყობთ თქვენ?

ხოლო თუ ეს შესანიშნავი გრძნობა 25–29 წლის ასაკში გეწვიათ, მაშინ ეს საკუთარი თავის სიყვარულის სხვა სახეობაა, მაგრამ უკვე უფრო ობიექტურ თვითშეფასებაზეა დაფუძნებული. ანუ ამ ასაკში მამაკაცის მიმართ გარეგნული უნდობლობის მიუხედავად ქალი შინაგანად რჩება ადამიანად, რომალსაც სწამს წმინდა და სუფთა სიყვარული. უბრალოდ, მამაკაცების გარდა იგი საკუთარი თავის შემჩნევასაც იწყებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს იტანჯება კაცი, რადგან პირველ რიგში თქვენ საკუთარ თავზე ხართ ჩაციკლული, საკუთარ ცხოვრებაზე და განცდებზე და არა ადამიანზე, რომელიც გიყვართ.

30 წლის შემდეგ, პირიქით, იკლებს სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. ქალს ეჩვენება, რომ მას უკვე აღარავინ შეიყვარებს და რომ მან თავის დროზე გაუშვა ეს შანსი. აღმოცენდება უნდობლობა და ეჭვები უცებ გამოჩენილი მამაკაცის მიმართ: თუ იგი ამ ასაკში ჯერ კიდევ არ დაქორწინებულა – ნიშნავს, რომ რაღაც ისე ვერ არის(ან ჯანმრთელობის მხრივ, ან ხასიათის გამო). ხოლო თუ განქორწინებულია – კარგი ვინმეც ყოფილა, თუ ცოლმა ვერ გაუძლო. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ გიყვართ, თქვენი აზრით ეს მნიშვნელოვანი არგუმენტები გადაწონის ხოლმე.

ხოლო ნამდვილი სიყვარული 40 წლის ასაკისათვის მოდის. სიყვარული ყველაზე მეტად სიყვარულს სწორედ ამ ასაკში ჰგავს. მისი დამტკიცება არავისთვისაა საჭირო – ორმოცი წლის ქალმა შესანიშნავად იცის, რომ თუ დასამტკიცებელია რამე, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა. გიყვართ უკვე არა გარეგნობისათვის, არა ფულისათვის, არა ძლიერებისათვის – საერთოდ არაფრისათვის, უბრალოდ გიყვართ და ამას ყოველი უჯრედით გრძნობთ. თქვენ უბრალოდ ტკბებით იმის გამო, რომ ხედავთ და შეიგრძნობთ ამ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვართ და რომელსაც ნამდვილად უყვარხართ. იწყება ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. კომპლექსები უკვე ნაკლებად გაწუხებთ, არ გაქვთ მარტო დარჩენის პანიკური შიში.

როგორც ხედავთ, სიყვარული მრავალსახიანია და ვერავინ გეტყვით ზუსტად, თუ როდის და ვინ შეგიყვარდებათ და რომელი სიყვარული გეწვევათ ზემოთ ჩამოთვლიდან. მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ

მოდური კალოშები



ნორვეგიულმა ფირმა Swims_მა წარმოებაში გაუშვა მოდური კალოშები, რომელმაც ბევრი მოდის მოყვარული ადამიანი მიიზიდა. ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია. ამ მოდურ კალოშებს ატარებენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც. კალოშები იცმევა ფეხსაცმელებზე წვიმისაგან თავის დასაცავად. ადრე ისისნი პოპულარული იყო სოფლებში იმიტომ, რომ ტალახიან გზებზე კალოშებით გადადგილება უფრო მოსახერხებელი იყო. თანამედროვე კალოშები მათგან თანამედროვე დიზაინით განსხვავდებიან და ამასთანავე მშვენივრადაც გამოიყურებიან ფეხებზე. დიზაინერები მათ კოსტიუმზე ჩაცმასაც გვირჩევენ.












რა საჩუქარი უნდა გაუკეთოთ 2009 წელში ზოდიაქოს თვითოეულ ნიშანს?





როგორ უნდა გამოხატოთ სიყვარული ყველაზე საყვარელი ადამიანის მიმართ ხარის წელში? რა თქმა უნდა საჩუქრის სახით. ხოლო თუ რა უნდა აჩუქოთ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს, ეს უკვე სხვა საკითხია.

ვერძი

2009 წლის ახალი წლის ღამეს მამაკაც-ვერძს უმჯობესია გაუკეთოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ძალას და მამაკაცურობას. ეს შეიძლება იყოს პისტოლეტი, ავტომანქანა (შეიძლება სათამაშო მანქანაც, მაგრამ საყვარელი მოდელი), ცივი იარაღი ან ბოქსიორის ‘’მსხალი’’, რომელიც ყოველთვის გამოადგება იმპულსურ და ემოციურ ვერძს.

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს შეგიძლიათ მშვიდად დაუდოთ ახალი წლის ღამეს ბალიშის ქვეშ ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები, სასიამოვნო პარფიუმი ან მოსაწვევი ბარათი ცნობილი ადამიანების წვეულებაზე. ქალბატონი ვერძი აღმერთებს ყურადღებას საკუთარი პერსონის მიმართ ნებისმიერი ფორმით.

კურო

ამ წელს მამაკაც კუროს აჩუქეთ რაიმე ისეთი, რასაც ნიშვნელოვანი ფასეულობა გააჩნია და თანაც ადვილად შეიძლება იქცეს ფულის ერთეულად. ეს შეიძლება იყოს მანქანის ან სიცოცხლის დაზღვევა, ოქროს ან პლატინის ზოდი. თუ თქვენს საყვარელ მამაკაც-კუროს ჯერ კიდევ არ აქვს სუპერ-საიმედო სეიფი, მაშინ გირჩევთ ცოტა მეტი ფული დახარჯოთ და გაუკეთოთ ეს შესანიშნავი საჩუქარი. გპირდებით, იგი მას ღირსეულად შეაფასებს.

ქალი-კუროსათვის წელს საუკეთესო საჩუქარი იქნება ოქროს და პლატინის საიუველირო ნაწარმი, სადეპოზიტო ანგარიში ბანკში ან თქვენი საკრედიტო ბარათი. ლამაზი ჭურჭელი ან სამაგიდო კოვზების ნაკრები. თუმცა, კარგი არომატის მქონე საპნების ან შამპუნების ნაკრებსაც სიხარულით მიიღებენ. ყველაზე უკანასკნელ ვარიანტში გამოდგება დისკიც რაიმე მხიარული ფილმით.

ტყუპები

მამაკაცი-ტყუპებისათვის ახალ წელს საუკეთესო საჩუქარი იქნება ან ახალი კომპიუტერი, ან ნოუთბუქი, ან რომელიმე ინტელექტუალური ტექნიკა.

ქალ-ტყუპსაც შეგიძლიათ ნოუთბუქი აჩუქოთ, ასევე დისკები მისი საყვარელი სერიალებით.

ორივე სქესის ტყუპი ღირსეულად შეაფასებს წიგნს: ეს მათთვის ნამდვილად საუკეთესო საჩუქარი იქნება, მაგრამ წიგნი აუცილებლად უნდა აირჩიოთ თქვენი საყვარელი ტყუპის მიდრეკილების მიხედვით.

კიბრჩხიბი

მამრობითი სქესის კიბრჩხიბისათვის კი საუკეთესო საჩუქარი - სექსია. ეს ვნებიანი, ემოციური და სექსუალური ნატურა მსგავს საჩუქარს ყველაზე მაღალ შეფასებას მისცემს. თუმცა, სექსი უმჯობესია თავისი სოუსით მიართვათ: მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და დახვეწილი, ეროტიული საცვლებით. ჟურნალი ‘’ფლეიბოიც’’ გამოდგება, თუმცა იგი ოცნებობს საკუთარ სახლზე ტბის ნაპირას და თეთრ იახტაზე.

ქალ-კიბრჩხიბს უმჯობესია "აჩუქოთ" სახლის საქმეებისაგან და საახალწლო დღესასწაულის ხლაფორთებისაგან თავდაღწევის საშუალება. თქვენი საყვარელი ქალი რომ გაახაროთ, საჭმელი რესტორანში შეუკვეთეთ. კიდევ მისი გახარება შეგიძლიათ ახალი სამოსით და დელიკატური სუნამოთი.

ლომი

მამაკაც-ლომს ხარის წელიწადში აჩუქეთ ტკბილი სიტყვების დიდი პორცია, კომპლიმენტები ისე აუმაღლებს მას გუნება-განწყობილებას, როგორც ვერც ერთი სხვა საჩუქარი. მაგრამ კომპლიმენტები საკმაოდ დახვეწილი და ნატურალური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოველთა მეფე გაბრაზდება. მას შეგიძლიათ ასევე აჩუქოთ პერანგი და ჰალსტუხი. საქმიანი პიჯაკი არმანისაგან - ეს ოცნებების მწვერვალია ახალგაზრდა ლომებისათვის. მაგრამ მოზრდილ ლომებს უფრო რენტაბელური და ძვირფასი საჩუქარი უნდა აჩუქოთ. დეკორატიული ხმლები, დანები, ცხოველების ნატურალური ტყავები - ასეთი საჩუქრებისაგან ნებისმიერი მამაკაცი-ლომის გული შეფრთხიალდება, რომლისთვისაც საომარი ხელოვნება სულერთი არ არის. თუმცა, არც სპორტული ტრენაჟორი იქნებოდა ურიგო.

ქალ-ლომს ხარის წელიწადში უმჯობესია აჩუქოთ ოქროსი და პლატინის საიუველირო ნაწარმი, დეპოზიტები ბანკებში, რენტაბელური ბიზნესი, ავტომობილი, ნატურალური ბეწვის ქურქი. შეგიძლიათ აჩუქოთ ნებისმიერი საჩუქარი, რომელიც ასე თუ ისე აამაღლებს მის სოციალურ სტატუსსა და რეიტინგს. ასევე კარგი იქნება არც იმდენად ძვირფასი საჩუქარი, რამდენადაც უჩვეულო და საინტერესო საგნები. ამ საქმეში მთავარია ლამაზი შეფუთვა და თვალშისაცემი შესაკრავი ლენტები.

ქალწული

ქალწულის ნიშნით დაბადებულ მამაკაცს აჩუქეთ რაიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რაიმე ავტომობილისათვის, სახლისა ან ბაღისათვის. პრინციპში იგი უარს არ იტყვის არც ქაღალდის კონვერტზე, რომელშიც დევს ფული ან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ერთი-ორი აქცია.

იგივე ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალისათვის კარგი საჩუქარი იქნება ლამაზი და ძვირფასი საწოლის თეთრეული. დიდი და თბილი პლედი, ფაიფურის სერვიზი ან მოდური საქმიანი კოსტიუმი ასევე გაახარებს თქვენს საყვარელ ქალწულს.

სასწორი

მამაკაც-სასწორს ახალ წელს სასურველია აჩუქოთ ძვირფასი ტყავის საფულე ან სავიზიტო ბარათების ჩასადები. ასევე საქმიანი პორთფელი ან მოდური ჰალსტუხი.

ხოლო სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს ყველაზე მეტად გაახარებს ბევრი ფული და შემდეგ ის უკვე თვითონ დახარჯავს მას მაღაზიებში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისათვის.

სასწორებისათვის ყველაზე მთავარია იცოდნენ, რომ ისინი უყვართ, ამიტომ, აუცილებლად უთხარით მათ სასიყვარულო სიტყვები საახალწლო ღამეს.

მორიელი

მამაკაც-მორიელს აჩუქეთ ელექრული შადრევანი ორი დელფინით ან სხვა ლამაზი დიზაინით და უთხრათ, რომ თუ იგი ამ ფანტანს აღმოსავლეთის მხარეს მდებარე ფანჯრის რაფაზე დადებს, მის ცხოვრებაში ფინანსური წარმატება გარანტირებული იქნება.
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს შეგიძლიათ აჩუქოთ თანამედროვე დიზაინის ჩაის სერვიზი, მისი საყვარელი ყავის ან ჩაის კრებული ან ასევე საყვარელი კონიაკის და მარტინის ბოთლი.

აუცილებლად აჩუქეთ თქვენს მორიელს რაიმე, რაც წყალს შეიცავს: იქნება ეს შამპანური, არაყი, ლუდი, წითელი ღვინო თუ ახლადგამოწურული წვენი.

მშვილდოსანი

რა არის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი ორივე სქესის მშვილდოსანისათვის? რა თქმა უნდა, მოგზაურობა! აჩუქეთ თქვენს საყვარელ მშვილდოსანს საახალწლო ტურის საგზური ფინეთში, პრაღაში, ჩეხეთში, ეგვიპტეში, პარიზში ან ინდოეთის კუნძულებზე სამოგზაუროდ. ამასთანავე, ნუ დაგავიწყდებათ მოამარაგოთ იგი საკრედიტო ბარათით, რომელზეც მნიშვნელოვანი თანხა იქნება ჩარიცხული, რათა თქვენმა მშვილდოსანმა საახალწლო დღეებში საკუთარ თავს არაფერზე უთხრას უარი. ასევე გაახარებთ მოულოდნელი, ორიგინალური და სასიამოვნო სიურპრიზით.

თხის რქა

მამაკაც-თხის რქას ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ აჩუქოთ გიტარა, მუსიკალური ცენტრი ან სინთეზატორი. გამოდგება მოსახერხებული სვიტერი და სპორტული კოსტიუმიც.

ქალ-თხის რქას კი უმჯობესია აჩუქოთ ძვირფასი პროფესიონალური კოსმეტიკა. ასევე გაახარებს მას ლამაზი და მოდური ხელჩანთა ან ტყავის ქურთუკი.

მერწყული

მამაკაც-მერწყულს აუცილებლად აჩუქეთ რაიმე გიჟური და უხამსი, მაგალითად, წიგნი ‘’კამასუტრა სურათებით’’. ასევე კარგი იქნება ველოსიპედი ან მოტოციკლი.

ქალ-მერწყულს აჩუქეთ მოგზაურობა პარიზში ორ კაცზე, ახალი მობილური ტელეფონი ან ძალიან ლამაზი ქვედა საცვლების კომპლექტი. თუმცა, საცურაო კოსტიუმიც ძალიან გაუხარდება.

თევზები

მამაკაც-თევზებს ახალი წლის ღამეს აჩუქეთ ლამაზი ჩარჩო სურათისათვის, შეგიძლიათ აჩუქოთ სტელაჟი წიგნებისათვის ან დისკებისათვის, აჩუქოთ რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან მუსიკალური ტექნიკა - ყურსასმენები, ფლეერი, ტელევიზორი. ასევე ძალიან გაუხარდება ლამაზი ნახატი ან იუმორისტული წიგნი.

ქალ-თევზებს უმჯობესია აჩუქოთ...შთაგონება, შექმნის სურვილი, წიგნის დაწერის ან ხატვის სურვილი. ხოლო შემდეგ - შესაძლებლობა, რომ მან შეძლოს საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება ან პერსონალური გამოფენის მოწყობა.

თხის რქა




თხის რქა

(22 დეკემბერი - 20 იანვარი)

  • პლანეტა: სატურნი/მარსი
  • სიმბოლო: ვაცი, კიბე, კოშკის საათი.
  • ფერები: მუქი მწვანე, შავი, მორუხო-ფერფლისფერი, ლურჯი, ღია ყვითელი, მუქი ყავისფერი და ყველა მუქი ფერები.
  • ქვები: ბადახში, ონიქსი, ძოწი, მთვარის ქვა, ლაზურითი.
  • ლითონი: ტყვია.
  • ყვავილები: თეთრი მიხაკი, შავი ყაყაჩო, სურო.
  • თილისმა: შავი კატა, ეშმაკი
  • იღბლიანი დღე: სამშაბათი, შაბათი.
  • უიღბლო დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი.
  • იღბლიანი რიცხვები: 3, 5, 7, 8 (ყველა რიცხვი, რომელიც 8-ზე იყოფა), 14.


22 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დაბადებულები იუპიტერის გავლენით -მშვიდი, სისტემატური ბუნების არიან. იძენენ ქონებას და წარმატებას, მაგრამ გააჩნით გაკოტრების რისკი.
3-დან 13 იანვრამდე დაბადებულები მარსის გავლენით - ოჯახური მოწყენილობით გამოირჩევიან, ცუდ გავლენას ახდენენ გარშემომყოფებზე.
14-დან 20 იანვრამდე დაბადებულები მზის გავლენით -შრომისუნარიანები არიან, აქვთ სიცოცხლის ძალა, ვნებიანობით, წინააღმდეგობრიობით გამოირჩევიან, აქვთ მიდრეკილება სასოწარკვეთილობისკენ.

ტემპერამენტი და ხასიათი

ბედის, სამყაროს დასაწყისის, ფილოსოფიის, შურისძიების, დროის უმოწყალობის ნიშანია, რომელიც ინსტინქტებს უკავშირდება, ის იყენებს ზომიერებას და თავშეკავებულობას თვითშენარჩუნების შინაგანი სისტემის სახით. მთლიანობაში ის არ ზრუნავს მიმზიდველობაზე, იშვიათად საუბრობს საკუთარ თავზე და თვლის, რომ შარმის გამოყენება არ ეკადრება მის ღირსებას. ისინი არ ახდენენ თავიანთი ღირსებების დემონსტირებას, რის გამოც სუსტ შთაბეჭდილებას ახდენენ ან საერთოდ არ ახდენენ მას. უყვართ სუსტად განათებული ოთახები. ისევე როგორც სხვა ნიშნებში, არჩევენ დაბალ, საშუალო და მაღალ ტიპს, მაგრამ ყოველი მათგანი მიისწრაფვის სულიერ ან ცხოვრებისეულ მწვერვალზე ასვლისკენ. ამის მისაღწევად ყველას არ აქვს სასიცოცხლო ძალის მარაგი _ გამძლეობა, მოთმენა, მიუხედავად დიდი სიმტკიცისა, რომელიც თხის რქის ძირითად ნიშანს წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი _ კლდე არის, რომელიც წინ ეღობება მძიმე სიტუაციას, ზოგი კი, ქალწულის მსგავსად, _ `მუშა ფუტკარს~ წააგავს, არ იღლებიან მომენტალური გადაწყვეტილების ძებნაში ან კუროს სიჯიუტით წყვეტენ პრობლემას, სანამ არ იპოვიან სწორ და საბოლოო პასუხს, სანამ ტყვიას ოქროდ არ აქცევენ. შეუძლიათ იყონ ცივსისხლიანი ბიზნესმენები ან პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ გარიგების ნიჭი. ისინი მომთმენი, სამართლიანი, მოსიყვარულე, თუმცა მკაცრი მამები არიან, რომლებიც არ ახდენენ თავიანთი სიყვარულის დემონსტრირებას. შარმის და მიმზიდველობის უგულვებელყოფა აისახება თხის რქის ჩაცმულობაში. მამაკაცების და ქალების ძირითადი მოტივებია _ უბრალოება, ზომიერება, გაწონასწორებულობა, სიდინჯე. ხშირად არ მისდევენ მოდას. ბევრ მათგანს უბრალოდ სძულს ტანსაცმელზე ფულის დახარჯვა. ახალგაზრდობაში ასკეტურები, მერე უცებ ექტრავაგენტურები ხდებიან. ერთადერთი მოტივი, რომელიც აიძულებს მათ ჩაცმულობისთვის თუნდაც მცირე ყურადღების დათმობას, არის ამბიცია. ურჩევნიათ კორექტულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე გამოიწვიონ სხვების ინტერესი.

პროფესიები

ახალგაზრდობაში ორ ტიპად იყოფიან: ერთნი ადრე ხვდებიან თუ რა უნდათ ცხოვრებაში და 3-5 წლის ასაკში უკვე აღარ არიან ბავშვები, მეორენი კი _ ვერ წყვეტენ, თუ როდის უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რაც შეიძლება დიდი ხნით ცდილობენ მის გადადებას. სწავლობს და იზრდება ძალიან ნელა და მშობლებზე დამოკიდებული რჩება 30-40 წლამდე, როდესაც უკვე პარაზიტულად უუნაროა რაიმე ძალისხმევისთვის. თხის რქის უმრავლესობა მიეკუთვნება პირველ ტიპს, მათ არ ეშინიათ მძიმე სამუშაოსი, ხშირად დიდ დროს ანდომებენ მის დაწყებას. შესაძლებელია არ გამოირჩეოდნენ თავიანთი იდეების და იმპროვიზაციების სიუხვით, მომთმენნი და პუნქტუალურები არიან, შეუძლიათ იმუშაონ ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე, არ აწუხებთ არც შიმშილი, არც წყურვილი, არც ერთფეროვნება. უფრო კარგად მუშაობენ მარტო. მათ სჭირდებათ პირადი კაბინეტი ხმაურისაგან, ადამიანებისგან და კონტაქტებისგან თავის დასაცავად . ან მუშაობენ სუფთა ჰაერზე ქალაქგარეთ. სუსტად აქვთ განვითარებული კოლექტივიზმის გრძნობა, ურჩევნიათ სამუშაო პროცესის ყველა ეტაპი დამოუკიდებლად შეასრულონ იმ არქიტექტორის მსგავსად, რომელიც მარტო იშენებს თავის ტაძარს. კორექტულები არიან და დისტანციას იცავენ ქვეშევრდომებთან, იციან როგორ ჩააბან ისინი მუშაობის პროცესში. ხშირად პატივისცემას შთააგონებენ მათ, იშვიათად ერთგულებას. თავადაც პატივისცემით ეპყრობიან უფროსობას, მაგრამ დისტანციას იცავენ, იშვიათად იცვლიან სამსახურს, ხშირად შეუცვლელი თანამშრომლები არიან. თხის რქა კარგი მწყემსი, ფერმერი, ჭის მთხრელი, გზების და სახლების მშენებელი, კონსტრუქტორი, მესაათე, იურისტი, გეოგრაფი, აგრონომი, არქიტექტორი, ფარმაცევტი, ინჟინერი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ადმინისტრატორი, პოლიტიკოსი არის.

სიყვარული

წითელი ღვინის მსგავსად, ასაკის მატებასთან ერთად უკეთესები ხდებიან, როცა დასძლევენ შინაგან შებოჭილობას. თავიდან ისინი უცხონი არიან ადამიანებისთვის, ინსტინქტებთან შორეული კავშირის გამო. ისინი გატაცების წინააღმდეგი არიან, დაკარგვის და ტანჯვის შიშის გამო. მათ სიამოვნების მინიმუმი აკმაყოფილებს ტკივილის მინიმუმის გამო, მაგრამ ყინულოვანი გულგრილობის მიღმა შეიძლება იმალებოდეს ყველაზე აღტყინებული ვნებები, რომლებსაც ისინი მალავენ, რათა არ დაემორჩილონ მათ. როგორც შედეგი _ სხვადასხვა ფორმის მოშლილობები.
ზოგიერთნი ცდილობენ შინაგანი სიცარიელის შევსებას ძალაუფლების წყურვილით და კოლექციონირებით. ზოგიერთნი კი დუმილს არჩევენ ან ნერვულ ახირებას და ხდება ისე, რომ ფიზიკურად ავადდებიან ეგოიზმისა და სიძუნწის უდაბნოში. ზოგიერთნი ეგუებიან რა ასეთ ბედს, უბედურად ცხოვრობენ მარტოობაში, თითქოსდა გულგრილობა წარმოადგენდეს ბუნებრივ ადამიანურ მდგომარეობას ან თვალთმაქცობენ, რომ ბედს შეეგუვნენ და თავიანთ მარტოობას თავიანთი სულიერი ღირსებების დასტურად აცხადებენ, მათი ყალბი სიკეთის ქვეშ იმალება დოგმატიზმი. ბევრ მათგანს შეუძლია ეულად ცხოვრება სიყვარულის გარეშე თითქმის 40-50 წლამდე, შემდეგ კი ისინი იხსნებიან, ემორჩილებიან ყველაფერს, რის წინააღმდეგაც იბრძოდნენ და რასაც უარყოფდნენ და მთლიანად უძღვნიან საკუთარ თავს ყოველივე ამას.
ბევრი მამააცი – ქალთმოძულე არის და ბებერი მარტოხელა ხდება, თუ უყურებენ კიდეც ქალს, ეძებენ მასში პატიოსნებას, საიმედოობას, სრულყოფას, ჩვეულებრივ, ეს კოლეგების წრეში ხდება. ხშირად უპირატესობას მათზე უფროს ფულიან ქალს ანიჭებენ, არა ჭირვეულს, რომელიც უწრუნველყოფს წესრიგს და ცოტას დახარჯავს. არ უყვართ სკანდალები, განქორწინებები, ცოლი ვერასოდეს ვერ გაიგებს მათი გულის ტოლის შესახებ. მეორეს მხრივ, ხანდაზმულ ასაკში მასზე უკეთესი კომპანიონი არ არსებობს ქალისთვის. ქალი-თხის რქა ზოგჯერ ძალიან გულქვა არის, მას სძულს დიასახლისის როლი, ურჩევნია კარიერის კეთება და დამოუკიდებლობის მოპოვება, ვიდრე მაცდური რომანით გატაცება. ხშირად ისინი პარტნიორის მკლავებშიც ცივები რჩებიან, ქორწინდებიან ფინანსური და სოციალური მიზეზების გამო, ზოგ მათგანს აქვს `კონკიას~ კომპლექსი. მათ უნდათ, რომ ისინი უყვარდეთ, რადგან საკუთარ თავს საკმარისად მიმზიდველად თვლიან. ზოგიერთნი მშვიდი და მიმზიდველი ცოლები არიან, თუ მიჯნურ თხის რქას არ უმართლებს, მას შეუძლია ამასთან შეგუება, მის შინაგან იარაღს შორეული ინსტინქტები წარმოადგენს. თხის რქა სხვა ნიშნებზე ნაკლებად იტანჯება.
თხის რქა ეწყობა კუროს, ქალწულს, მორიელს, განსაკუთრებით კარგია თანამეგობრობა მორიელთან, თავი უნდა აარიდოს ტყუპებს და კირჩხიბს.

მერწყული



მერწყული
(21 იანვარი - 20 თებერვალი
)

  • პლანეტა: სატურნი
  • სიმბოლო: მერწყული, ვერცხლის ხელები, ფრთები, ჩიტების და თვითმფრინავის ფრენა, ზიგ- ზაგი, ახალგაზრდობა, ბრძენი.
  • ფერები: რუხი, იისფერი, მოლურჯო-მომწვანო, ლილისფერი (შავი ფერი უიღბლოა).
  • ქვები: ძოწი, ცირკონი, ღია საფირონი, ოპალი, ამეთვისტო, ლაზურიტი.
  • ყვავილები: ია, მურტი, ნარგიზი.
  • ლითონი: კალა.
  • თილისმა: გასაღები, ხატი.
  • იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი, შაბათი.
  • უიღბლო დღეები: კვირა.
  • იღბლიანი რიცხვები: 2, 4 (ყველა რიცხვი, რომელიც 4-ზე იყოფა), 8, 9, 11, 13.

21 იანვრიდან 1 თებერვლამდე დაბადებულები ვენერის გავლენით - მოკრძალებული და დელიკატურები არიან. სიყვარულში მელანქოლიური და დახვეწილები.
2-დან 12 თებერვლამდე დაბადებულები მერკურის გავლენით -ნაზი, ჭკვიანი, ცოტათი პატივმოყვარე, ზნეობრივნი არიან, გააჩნიათ იუმორის გრძნობა.
12-დან 20 თებერვლამდე დაბადებულები მთვარის გავლენით -იმედგაცრუებული, თავშეკავებული, მოკრძალებული, მგრძნობიარე, სამართ¬ლი¬ა¬ნი, უდრეკი, სასიამოვნოები არიან.

ტემპერამენტი და ხასიათი.

არჩევენ სუსტ და ძლიერ მერწყულს. საერთოდ ეს ანგელოზის და ეშმაკის ერთობლიობაა. მათ სძულთ თეატრალურობა, არ უყვართ ეფექტის მოხდენა, იმპოზანტურობა, მაგრამ არ არიან შოკირების წინააღმდეგ. სურთ სიამოვნების მინიჭება, მაგრამ ძირითადად საკუთარი თავისთვის. არ უყვართ პირობითობა საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ ოჯახურ საქმეებში ძველმოდურები არიან. არ უნდათ ვინმეს დაემსგავსონ, მაგრამ სურთ, რომ ყველას უყვარდეთ. სურთ იყონ თავისუფალნი მატერიალური სამყაროს სიმძიმისაგან, მაგრამ ისწრაფვიან ძალაუფლების, მდგომარეობის, პრესტიჟისკენ.
ცნობისმოყვარენი არიან, მათ იზიდავს ყოველივე ახალი, სანამ არ მობეზრდებათ, სანამ არ ეზიარებიან ჭეშმარიტებას. იშვიათად ებმებიან რამეში. მათ შეუძლიათ ცხოვრების განჭვრეტა, არიან სულით მდიდარნი. მერწყულში შეიძლება იყოს რაღაც ნატიფი, ნაზი. ისინი მერყეობენ ინსტიქტსა და გონივრულობას შორის. მათთვის შეიძლება თითქმის უცხო იყოს საკუთარი ემოციები.
უმრავლესობა რელიგიულია, მისტიკური, ესმით ბუნების, ვეგეტარია¬ნე¬ლე¬ბ¬ი¬¬¬ არიან, ყველასადმი კეთილი ზრახვებით აღსავსენი, არ იციან რა არის სიძულვილი. მათი ზრდილობა უბრალოებაშია, ზოგიერთნი მიმდობნი არიან, ზოგჯერ მეტისმეტად. არ არიან შორს მჭვრეტელნი, ცოტათი გულუბრყვილონი არიან. აკლიათ მონანიების, ბრალეულობის გრძნობა, ზოგიერთნი კი პირიქით ბოჭავენ თავიანთ მგრძნობიარობას, მალავენ გრძნობებს. ყურადღებას მომავალზე ამახვილებენ, აღწევენ უმაღლეს მიზნებს. მათ სხვაზე მაღლა სურთ ყოფნა, არ მოსწონთ, როცა უთითებენ თუ რა აკეთონ, შეუძლიათ გახდნენ ეჭვიანი, არაკეთილმოსურნე, უგულისყურო, უყურადღებო და წამოაყენონ ლოზუნგი: "აკეთეთ, როგორც ვამბობ და არა ისე, როგორც მე ვაკეთებ".
ჩაცმის გემოვნება ნაირფეროვანი აქვთ, წინააღმდეგობრივი, ქალები არჩევენ ორიგინალურობას. ზოგიერთ მათგანს შეუძლია მაცდუნებელი ეფექტის შექმნა, ძვირფასეულობისა და სამკაულების არქონისას ფერების გემოვნებით შერჩევის გზით. ზოგიერთების ორიგინალურობა ექტრავაგანტურობამდე და ექსცენტრულობამდე მიდის, ისინი შოკისმომგვრელ და სკანდალურ, რაღაც იშვიათს, უნიკალურს ეძებენ, არიან ულტრამოდურებიც.

პროფესიები

არ გააჩნიათ ნაადრევი ლტოლვა კარიერასა და ამბიციისადმი. ადამინური ნოტი შეაქვთ ყველაფერში, რასაც აკეთებენ. პროფესიას შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭიროს მათ ცხოვრებაში. შეუძლიათ იყონ მაღალი შეგნების, დისციპლინირებულნი, პასუხისმგებლიანები. სიტყვის პატრონები არიან. აკეთებენ იმას, რაც მათ მოეთხოვებათ.
კოლექტივიზმის შესანიშნავი გრძნობა აქვთ, კარგად ავლენენ თავს საზოგადოებრივ სამსახურში. არ არიან შურიანები და ანგარიშიანები, ყოველთვის მზად არიან გაითვალისწინონ სხვისი აზრი, აქვთ კარგი გემოვნება და შესანიშნავი ურთიერთობები უფროსობასთან, ხშირად მათ მოულოდნელად აწინაურებენ. იციან თუ როგორ უნდა გასცენ ბრძანებები, როგორ აუხსნან, თუ რა არის გასაკეთებელი, მათზე უკეთესად ვერავინ გააცნობს ახალბედას მუშაობის არსს.
ისინი პოულობენ გზას, რომლითაც შესაძლებელია საკუთარი იდეების განხორციელება, თუმცა რაოდენობა ხშირად ზიანს აყენებს ხარისხს.
გამოყენების საუკეთესო სფეროა ხელოვნება, ყველაფერი, რაც შეეხება რადიოს, კინოს, ტელევიზიას, პედაგოგიკას, განათლებას, გამომგონებლობას, სტუარდესების სამუშაოს, სასულიერო მოძღვრებას, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, საზოგადოებრივ სამსახურს, იურუსპრუდენციას, აერონავთიკას, საინჟინრო საქმეს.
ფული მათ იშვიათად აინტერესებს, ზოგიერთები სულელურად გაურბიან ფულს. ცნობილ მერწყულთა უმრავლესობა ღრმა სიღარიბეში გარდაიცვალა. ფულის შოვნა არ წარმოადგენს ერთ-ერთ მიზანს, მათ იშვიათად სურთ ფუფუნება, უბრალოებას არჩევენ, ზომიერებას, რომელიც დაიცავს მათ `გასუქებისაგან~ _ ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ.
ისინი ყველაზე ცუდი მესაკუთრეები არიან, ვერ იტანენ ანგარიშის შემოწმებას. მათ დახარჯვა ურჩევნიათ დაგროვებას.
მაგრამ სხვანაირი მერწყულებიც არიან, რომელთაც ურანი მართავს, ისინი უცნაურ, ჟინიან, ზოგჯერ ტანჯულ ცხოვრებას ეწევიან, რომელიც შეიძლება რომანტიკულად მოგვეჩვენოს და იყოს აღსავსე დარღვევებითა და არაჩვეულებრივი მოვლენებით, მოულოდნელი განცდებით, წარმატებებითა და წარუმატებლობებით. მათ შეუძლიათ სიღარიბეში უფრო ბედნიერად იგრძნონ თავი, ვიდრე ფუფუნებაში.

სიყვარული

ემოციურად მერწყული უფრო რთულად იხსნება, მისი მგრძნობელობა ერწყმის საკუთარ წარმოსახვას, არაჩვეულებრივზე ოცნებობენ განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, სიყვარულის ობიექტს მისტიკურ სამყაროში ათავსებენ, რომელიც იშვიათად შეესაბამება სინამდვილეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ხშირად ახდენენ რჩეულის იდეალიზირებას, შემდეგ უცრუვდებათ გული და უარყოფენ მეგობრულ სიყვარულს.
ზოგი მათგანი ჩერდება `შედარებით~ ბედნიერებაზე, სადაც უწინდელი სენტიმენტალური ნიშნები დაქვემდებარებულ როლს ასრულებენ, ზოგნი კი მალავენ შინაგან სისუსტეს მოჩვენებითი უხეშობის ქვეშ, ზოგს საზიზღარი ცინიკოსი შეუძლია გახდეს, მაგრამ ასე იშვიათად ხდება.
პრესტიჟის წყურვილი მახეა მერწყულისთვის, მცდარია წარმოდგენა, თითქოსდა მათ ადვილად ერეოდეს ცხოვრება, განსაკუთრებით სიყვარული. ჟინმა შეიძლება გაიაროს მათში, მაგრამ არ დაუმსხვრიოს გული. მას შეუძლია სტიმულირება, მაგრამ იშვიათად მიყავს იქით, სადაც მათ არ უნდათ წასვლა.
ისინი ისევ და ისევ უბრუნდებიან თავიანთი წყაროს სიწმინდეს _ მეგობრობასა და სიყვარულს. იშვიათად ავლენენ სიძულვილს, ტყუპებზე და სასწორებზე მეტად წყურიათ თავისუფლება, მათთვის აუტანელია ისეთი ურთიერთობები, როდესაც ისინი ემსგავსებიან `ჩიტს გალიაში~.
მერწყული იშვიათად ატარებს ნიშნობის ბეჭედს, თუ ისინი შეპყრობილნი არიან ურთიერთობებით, მხოლოდ გათავისუფლებაზე ფიქრობენ, რომელსაც ჩუმად ამზადებენ. მერწყულებში ყველაზე მაღალია განქორწინების პროცენტი. ისინი უფრო ადვილად უძღვნიან თავს კომპანიას, ვიდრე ერთ ადამიანს. მათ შეუძლიათ უცხო ადამიანს უფრო მეტი მისცენ, ვიდრე თავისი ოჯახის წევრებს.
სასიყვარულო საკითხებში ზოგ ქალთან შეუძლებელია მორიგება, ისინი არ აქცევენ ყურადღებას საზოგადოებრივ აზრს, რელიგიას, ეროვნებას. ისევე, როგორც მამაკაცებს, მათ სურთ თავისუფლება. ისინი ძალიან ქალურები, მგრძნობიარენი არიან. თუ მამაკაცისაგან იმედი გაუცრვდათ, მათი მგზნებარება ნელდება და შესაძლოა საერთოდაც გაქრეს, მაგრამთ ის შეეცდება მასზე კარგი აზრის აღდგენას, ქალი გააკეთებს ყოველივე შესაძლებელს, რათა დაეხმაროს მას, ვიდრე არ აღმართავს მას კვარცხლბეკზე. მერწყულისთვის გაკვეთილია: ნუ გაცვლით მეგობრობას სიყვარულში.
ქორწინების, მეგობრობის, თანამშრომლობისთვის მერწყულმა უნდა ეძებოს სასწორი, ლომი, თევზები, მშვილდოსანი, ტყუპები. თავი აარიდოს კუროს და მორიელს.

თევზები



თევზები
(21თებერვალი -20 მარტი)


  • პლანეტა: ვენერა/იუპიტერი.
  • სიმბოლო: ორი სხვადასხვა მხარეს მოცურავე თევზი, ნიჟარა, ტალღა.
  • ფერები: მეწამული, იისფერი, ზღვის სიმწვანის, ლურჯი, ლილისფერი, ზღვის ტალღის, ფოლადის.
  • ქვები: მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი, ზურმუხტი, საფირონი, მთვარის ქვა.
  • ყვავილები: ნარგიზი, კროკუსი, ჟასმინი, ია, ცისანა.
  • ლითონი: თუთია.
  • თილისმა: კვანძი, ნარგიზი.
  • ბედნიერი დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.
  • უიღბლო დღე: ოთხშაბათი:
  • იღბლინი რიცხვები: 6, 7 (ყველა რიცხვი რომელიც შვიდზე იყოფა),11,სრული
    მაგია- 3, 7, 9, 12.

21 თებერვლიდან 1 მარტამდე დაბადებულები, სატურნის გავლენით -ჭირვეულები არიან, აუსრულებელი ოცნებებით, მათ უყვართ ქალები, მარტოობა და ცვლილებები.
2-დან 11 მარტამდე დაბადებულებს, იუპიტერის გავლენით - უყვართ დიდება და სახელი, ისინი მგრძნობიარე და პატივმოყვარე, პატიოსანი და ზეიმის მოყვარულნი არიან.
12-დან 20 მარტამდე დაბადებულნი -პრანჭია, პრეტენციოზული, კონტაქტური, მგრძნობიარე, დაუზარელნი არიან, უყვართ კოლექტიური გართობები.

ტემპერამენტი და ხასიათი

ეს ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. თევზებს ჩვეულებრივ კარგად ესმით ყველასი და ყოველის, საკუთარი თავის გარდა. მთელი ცხოვრება შეუძლია ბრმად ეძებოს საკუთარი `მე~ და არ იცოდეს, როგორ აღიქვას ის. თევზებს მართავს ცხოვრების ფარული მხარე. ძნელია რაიმეთი მათი შებოჭვა, მათთვის ყოველ მომენტს თავისი ჭეშმარიტება ახლავს, ისინი მჟონავი აირივით არიან. თევზები დაღლილები იბადებიან, მათ არ გააჩნიათ ენერგია დაბრკოლებების გადასალახავად, წვრილმანი საზრუნავის მოსაგვარებლად, ყოველდღიური ძალისხმევისთვის. მათი ცხოვრება წააგავს სახლს ფანჯრის მინების გარეშე, ასეთ სახლში ნებისმიერი ქარი დაუბერავს.
ნებისმიერი ტკივილი, სიცხე, სიცივე – ყველაფერი მოქმედებს მათზე და მაშინათვე ვლინდება, ამ სახლის ღარიბი მობინადრე კიდევ უფრო ღარიბი და დაღლილი ხდება. სხვანი პირიქით ნერვიული, დიდი ენერგეტიკის მატარებელნი არიან, რომელსაც შეუძლია მათი შეკავება ფხიზელ მდგომარეობაში დღეების, კვირების განმავლობაში. ამ დროს, იწყებენ რა უამრავ დაუმთავრებელ საქმეს, პროექტებს, გეგმებს, მათ უმრავლესობას ძალა ეცლება, ხვალისთვის გადადებენ ამ საქმეებს და ა.შ. თევზების ძლიერი ტიპი მართავს საკუთარ თავს, მაგრამ უფრო რწმენით, შეთანხმებები, ვიდრე ძალით.
თევზები – სამყაროს მოქალაქენი არიან, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ისინი არიან ყველგან და არსად. იშვიათად გრძნობენ თავს სასურველ ადამიანებად, მათ მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა უთხრა, რომ გსურთ მათი ნახვა, მიპატიჟება, სანამ ისინი ამას დაიჯერებენ.
თევზებს ყველა და ყოველი აინტერესებს, მაგრამ ძალიან სპეციფიკურად, მათთვის არ არის არაფერი ნამდვილად ღირებული, მაგრამ არ არსებობს პოტენციურად შინაგანად უფრო მდიდარი ადამიანი, ვიდრე განვითარებული თევზები. მაგრამ ასეთები იშვიათია, ვინაიდან საკუთარ თავზე მუშაობისთვის საჭიროა კონცენტრირება, ძალისხმევა და ნებისყოფა. თევზები სადღაც შუაგზაზე არიან ნულსა და უსასრულობას შორის. ისინი მერყეობენ ცუდსა და დიადს შორის, მონასტერსა და ციხეს შორის, გულუბრყვილო თანხმობიდან – მაზოხისტურ განადგურებამდე, ადამიანური უბედურებისადმი თანაგრძნობიდან – საკუთარი თავის სიცოდვილში ფართხალამდე.
თევზები – საკუთარი თავის და სხვების მსხვერპლნი არიან. ისინი უცოდველი ბავშვები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე ნამდვილი საფრთხის წინაშე და ჩავარდნენ პანიკაში უმნიშვნელო რამის გამო.
შესაძლოა ეს ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ ზოდიაქოს ყველა ნიშანთაგან. თქვენ გსურთ თან წაიყვანოთ ისინი, შეუმსუბუქოთ მათ ტკივილი, დაეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში, ჩაჭიდოთ მათ ხელები, გამოიყვანოთ ბურუსიდან, მაგრამ ისინი იშვიათად გაძლევენ თქვენ ამის გაკეთების საშუალებას. ისინი ეკვრიან თავიანთ ტანჯვებს, რომელსაც თვლიან რეალობად. ჩვეულებრივ მათი `რეალობა~ იმარჯვებს და ითრევს დამხმარეს გაწბილების უდაბნოში. აი რატომ არიან თევზებს შორის ეგზომ ბევრი ფატალისტი ქალები. მისტიკა და ფანტაზია ჭარბობს მათში ტანსაცმლის შერჩევის დროს, ისინი ნაკლებად ზრუნავენ მოდის მოთხოვნებზე, ჩაცმულობაშიც კი შეუძლიათ გამოიჩინონ დაუდევრობა.
ქალისთვის უფრო ადვილია იყოს თევზები, ვიდრე მაკაცისთვის, იმიტომ, რომ მოთენთილ მეოცნებე, გაუბედავ ქალს საზოგადოება მომხიბვლელად მიიჩნევს და არ უწონებს ამ თვისებებს მამაკაცს.

პროფესიები

სამუშაოსთან დამოკიდებულება მეტადრე ინტუიციურია, ვიდრე რაციონალური, მათ საკუთარ რითმში უნდა იმუშაონ. ისინი კარგად რეაგირებენ არსებულ გარემოებებზე, თავს არ ახვევენ თავიანთ ძალაუფლებას, არ `აწვებიან~ და თავადაც თავს არიდებენ წნეხს ზემოდან. მნიშვნელოვანი და პირადი სამსახურის მიმართ თავგანწირვამდე ერთგულები არიან.
თევზები მეტისმეტად ნიჭიერები არიან – მათგან გამოდიან მწერლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები ანუ ხელოვნების წარმომადგენლები.
მათი მოქმედების სფეროებია: მედიცინა, პედაგოგიკა, კვლევითი სამუშაო, სასულიერო საქმე, გემთმშენებლობა, მეწაღეობა, მეთევზეობა, საბირჟო საქმე და აგრეთვე მათ შორის ხშირად არიან შულერები, თაღლითები, ყალთაბანდები.
ბევრი მათგანი ინტერესს იჩენს ყოველივე უჩვეულოსადმი: იოგა, ასტროლოგია, ქირომანტია, გადაგვარების თეორია და სხვა ოკულტური მეცნიერებები, მათგან კარგი მედიუმები გამოდიან.
ბევრი მათგანი წარმატებას აღწევს იქ, სადაც სხვები მარცხდებიან და თავად განიცდიან მარცხს იქ, სადაც სხვები იმარჯვებენ. ფულთან დამოკიდებულება იცვლება ცხოვრებაზე შეხედულებების მიხედვით.

სიყვარული

იმდენი ვარიაციაა, რამდენიც თევზია ზღვაში. მამაკაცი იცვლება დიაპაზონში დონჟუანიდან, რომელსაც ყველა ქალი სწადია (ზვიგენი სიყვარულის ოკეანეში) _ ტანჯულ მსხვერპლამდე.
ქალები რომანტიკული, მისტიკური, საბედისწერო ქალიდან _ რბილ, ერთგულ, თუმცა არც ისე მორჩილ ქალამდე, რომელიც ერთადერთ მამაკაცს ეკუთვნის მთლიანად და სამუდამოდ, თუმცა ის ზედმეტად კარგი ჩან,რომ ეს დავიჯეროთ.
არიან ისეთებიც, ვინც შორიდან ეტრფის თავის ღვთაებას და არავის უმხელს საკუთარ გრძნობებს, მით უფრო ვნების ობიექტს. სიყვარულს საპატიო ადგილი უჭირავს, მათ შეუძლიათ უყვარდეთ ყველაზე მაღალ ექზალტირებულ დონეზე, ან არ უყვარდეთ საერთოდ, დაიყვანონ სიყვარული უმდაბლეს დონემდე – ეს შესაძლებელია იყოს სამოთხე ან ჯოჯოხეთი.
არ არსებობს თევზის გულზე უფრო რთული გული – ის ფართოა, ამოუცნობი, მიუწვდომელი, როგორც ზღვა. მასში მრავალფეროვანი სწრაფვანი ბინადრობენ. სიყვარული თევზებთან მალულად მოდის და შეუმჩნევლად იზრდება. მათ თავად იშვიათად იციან, თუ სად დაიწყო ის და სად დამთავრდა. მოჩვენებითი ინდიფერენტულობა შინაგანი შებოჭილობით ან საკუთარი თავის ხანგრძლივად შებოჭვის შიშით აიხსნება. დიდხანს შეუძლიათ პლატონური ურთიერთობების შენარჩუნება და კენტად თავიანთი ვნების განცდა, საპასუხო გრძნობაში აშკარა მოთხოვნილების გარეშე, თუმცა ზოგიერთნი ადვილად ეძლევიან ვნებებს, მათი მგრძნობელობა ძლიერი და გადამდებია.
ისინი არ არიან დამპყრობლები, ურჩევნიათ თავად იყვნენ რჩეულნი, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ თქვენ მათ ანიჭებთ უპირატესობას და სხვა არავის. ისინი არ პაექრობენ მეტოქეებთან, უმალ გზიდან ჩამოეცლებიან და მოუსურვებენ ბედნიერებას სხვა ადამიანთან. მძიმე მსხვერპლის გაღება ურჩევნიათ, ვიდრე ეჭვიანობის სცენების მოწყობა. მთავარი სიძნელე – არ იცის როგორ დაიწყოს, როგორ შევიდეს ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ არც ის იცის თუ როგორ გაწყვიტოს ეს ურთიერთობები.
ვერ წყვეტენ, მიატოვონ თუ დაბრუნდნენ.
ზოგიერთ მათგანს უყვარდებათ ნაკლიანი ადამიანები, მორალური და ფიზიკური ხეიბრები, რომელთა ხსნას ცდილობენ თავიანთი სიყვარულით, რადგან სიყვარული ბევრი მათგანისთვის დახმარების ტოლფასია, ისინი თავს სასურველ და გამგებიან ადამიანებად უნდა გრძნობდნენ, მათი ბედნიერება ეჭვგარეშე უნდა იყოს და თუ ეს ასეა, არ არსებობს მათზე ერთგული, დამყოლი და მიმტევებელი პარტნიორი. გაკვეთილი თევზებისთვის: უნდა ისწავლონ, რომ დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს. თევზები ბედნიერები არიან ქალწულთან, კუროსთან, კირჩხიბთან და თხის რქასთან, უსიტყვოდ უგებენ მორიელს. თავი უნდა აარიდონ სასწორს და ტყუპებს.


ვერძი



ვერძი
(21 მარტი - 20 აპრილი
)


  • პლანეტა: მარსი, მზე.
  • ფერები: ხასხასა წითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, იასამნი-სფერი, მალინისფერი და ყველა ბრჭვიალა (მელნისფერი _ უიღბლოა).
  • ქვები: ალმასი, ბადახში, ამეთვისტო, მთვარის ქვა, აკვამარინი, ზურმუხტი,
  • ლითონი: რკინა, ფოლადი.
  • თილისმა: ურო, ოქროს საწმისი.
  • იღბლიანი რიცხვები: 4, 7, 9 (ყველა რიცხვი რომელიც 9-ზე იყოფა), 11.
  • იღბლიანი დღეები: სამშაბათი, კვირა.
  • უიღბლო დღეები: პარასკევი, შაბათი.



21 მარტიდან 31 მარტამდე მარსის გავლენით - იბადებიან გაბედული, აგრესიული, ძლიერი, არადისციპლინირებული, ვაჟკაცური, სიყვარულში ვნებიანი ადამიანები.
1-დან 11 აპრილამდე დაბადებულები მზის გავლენით - ამაყი, დიდსულოვანი, გაბედული, მბრძანებლობის უნარიანი, პატივმოყვარე ადამიანები არიან, მათ შეუძლიათ სიძნელეების გადალახვა. მათთვის სიყვარული დიდ გატაცებას წარმოადგენს.
12-დან 20 აპრილამდე დაბადებულები ვენერას გავლენით - ვნებიანი და ნაზი, მოხერხებული და იმპულსური, მუსიკისა და დახვეწილი ხელოვნების მოყვარულნი არიან.

ტემპერამენტი და ხასიათი.

ვერძები უფრო გრძნობენ, ვიდრე ფიქრობენ. მათ შეუძლიათ უკიდურესი დიდსულოვნების გამოვლენა და ძალიან უყვართ საჩუქრების კეთება, ეხერხებათ ბრძანებების გაცემა.
ვაჟკაცური, ორიგინალური იდეებით და ყოველივე ახლისადმი უშრეტი ცნობიმოყვარეობით აღსავსენი არიან.
ქალ-ვერძებს უყვართ მოდის გასწრება, აქვთ მიდრეკილება ექსტრავაგანტულობისაკენ, უპირატესობას ანიჭებენ ნათელ ფერებს: ყვითელს, მწვანეს, ლიმნისფერს, ნარინჯისფერს.
ვერძი ქალებიც და მამაკაცებიც _ პოტენციური გიჟებია, ისინი გმირები, დამპყრობლები არიან. უხეში ძალის გავლენით შეიძლება ჩამოყალიბდეს სულსწრაფი პიროვნება, რომელიც არ უწევს ანგარიშს სხვა ადამიანების გრძნობებს და გააფთრებული ხდება თუ მას ხელს უშლიან, უსამართლო და აგრესიულია სადიზმამდე და ნგრევამდე (თვითნგრევამდეც კი). ვერძს გააჩნია საკუთარი `მე~-ს, თვითდამკვიდრების, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობის, თვითდრამატიზების და თვითგარიყვის მომენტიც. ვერძთან არ ღირს კამათი.

პროფესიები

ვერძმა, ჩვეულებრივ, სკოლის მერხიდანვე იცის, თუ რა პროფესიას აირჩევს. მათგან გამყიდველები, კომივოიაჟერები, ლექტორები, დანტისტები, ვეტერინარები, ჯარისკაცები, პოლიციელები, ყასაბები, შესანიშნავი მექანიკოსები, ქირურგები, მოქანდაკეები გამოდიან. ისინი კარგად ეწყობიან ცეცხლს და ლითონს. ვერძის დაკუნთული სხეული სპორტულ კარიერას მოასწავებს. არჩეული პროფესიის მიუხედავად, ვერძს სურს იყოს საუკეთესო მებრძოლი, ის პირველობისკენ მიისწრაფის. ფულთან დამოკიდებულება - მარჯვეა ფულის შოვნაშიც და მის დახარჯვაშიც არა იმდენად გავლენის, რამდენადაც ძალაუფლების მოსაპოვებლად.

სიყვარული

მზად არის სიყვარულისა და სექსისათვის ადრეულ ასაკში, უფრო ადრე, ვიდრე ეს მიღებულია საზოგადოებაში, ამის გამო ვერძებს ახალგაზრდობაში ხშირად აქვთ ოჯახური კონფლიქტები. ზოგჯერ დიდი უსიამოვნება გადახვდებათ ხოლმე თავს, იმის გამო რომ ბიჭი-მამაკაცი ნებისმიერ წესებს არღვევს მისი პირველი სურვილების განსახორციელებლად. გოგო-ქალი კი შეგნებულად ჭირვეულობს და თავად გახდება მისი გაუპა-ტიურების მიზეზი. აქვთ ტენდენცია ყველა ასაკში ერთი შეხედვით შეყვარებისკენ. თუ შეუყვარდათ, ვერაფერი აღუდგება წინ მათ ვნებებს. მათ ხშირად იზიდავს აკრძალული ხილი, ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობენ მის მოპოვებას. სანაცვლოდ შეუძლიათ საკუთარი თავის გაღება. ისინი დიდსულოვანი, და ზოგჯერ ანგარიშიანები არიან. მამაკაცებში არის რაღაც მოჩვენებითი, თუმცა ქალებსაც უყვართ თავიანთი უპირატეს-ობების დემონსტრირება. შეუძლიათ იყონ ძალიან ერთგულნი, მაგრამ მხოლოდ დროებით, მანამ სანამ ურთიერთობებს გაარკვევენ. განმეორებადობის პირველი ნიშნისთანავე ისინი წყვეტენ ურთიერთობებს. ვერძი ვერ იტანს, როდესაც მას რამეში ზღუდავენ.
ვერძების ქორწინება უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის, ვიდრე სხვა ნიშნებისა.
ქორწინებასა და მეგობრობაში ვერძმა თავი უნდა აარიდოს კირჩხიბს, მორიელს, თევზებს. ის ეწყობა სასწორს, მშვილდოსანს, ლომს.


კურო



კურო
(21 აპრილი-20 მაისი)


  • პლანეტა: ვენერა, მთვარე.
  • ფერები: ლიმნისფერი, ყვითელი, ღია ცისფერი,მუქი ნარინჯისფერი,
  • მომწვანო-მოლიმნისფრო (წითელი ფერი არ არის იღბლიანი).
  • ქვები: ფირუზი, საფირონი, გიშერი, ოპალი, ზურმუხტი, მწვანე მარმარილო.
  • ლითონი: სპილენძი.
  • თილისმა: ბუ, ოქროს კერპი.
  • ბედნიერი დღეები: ორშაბათი, პარასკევი.
  • უიღბლო დღე: სამშაბათი
  • ბედნიერი რიცხვები: 2, 4, 16 (ყველა რიცხვი, რომელიც 6-ზე იყოფა).



21 აპრილიდან 1 მაისამდე დაბადებულებს მერკურის გავლენით - გააჩნიათ დიდი გონებრივი შესაძლებლობები და მიდრეკილება კომერციული და სასოფლო-სამეუნრო საქმიანობისკენ. მელამქოლიურები არიან.
2 მაისიდან 11 მაისამდე დაბადებულნი მთვარის გავლენით - მეოცნებე, კეთილშობილი, გაუბედავები არიან, აქვთ მიდრეკილება პოლიტიკისა და ლიტერატურისადმი.
12-დან 20 მაისამდე დაბადებულები სატურნის გავლენით – ჩაკეტილები, პესიმისტები არიან, მათ ეშინიათ სიღარიბის და უყვართ მარტოობა.

ტემპერამენტი და ხასიათი

ვენერასა და მთვარის ორმაგი გავლენა კუროს მგრძნობიარესა და სენტიმენტალურს ხდის, მას უყვარს უბრალო, მაგრამ კარგად შეკერილი ტანისამოსი, არ უყვარს ყელსაბამი, უხეში საყელოები და ჰალსტუხები, უყვარს ნაზი სუნამოები. ტანსაცმელს დიდხანს ხმარობს, ერთსა და იმავე სტილს მიმართავს, თუ თვლის, რომ ის მას უხდება. ჩვეულებრივ, კუროები მშვიდობისმოყვარულნი და მომთმენნი არიან. აქვთ ჰარმონიის მოთხოვნა და ამის გამო ბევრ რამეს ურიგდებიან, მაგრამ საშინელებაა, როდესაც მათ მოთმინებას ბოლო ეღება. კუროებს არ უყვართ კამათი, განსაკუთრებით მაღალ ხმაზე და ვერ იტანენ დისჰარმონიულ ცხოვრებას. ენდობიან თავიანთ აღქმას, შინაგან რწმენას, რომელიც უფრო გრძნობებზეა დამყარებულ, ვიდრე მოსაზრებებზე. ფრთხილი დამკვირებელები არიან, არჩევენ კიდევ ერთხელ გაიხედონ წინ, ვიდრე გააკეთებენ დასკვნებს.
მათ უნდა დასძლიონ აზრი, თითქოსდა მთელი სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავდეს, უნდა ისწავლონ ლოიალურობა.
ისინი გულჩათხრობილნი არიან, როდესაც საკითხი მათ პირად საქმეებს ეხება, მაშინაც კი როდესაც კარგი მოსაუბრენი არიან.
დიდსულოვანი, მაგრამ ამავე დროს ძუნწები და მესაკუთრეები არიან. უნდა ისწავლონ სწორი ბალანსის გაკეთება: `გაცემა-მიღება~.
კუროებს საღი გონიერება და უბრალოება ახასიათებს, მათში გრძნობები უფრო მძაფრია, ვიდრე სხვა ნიშნის წარმომადგენლებში.

პროფესიები

ახალგაზრდობაში ბევრს ფიქრობენ პროფესიის არჩევაზე, სურთ იცოდნენ, რომ ყველაფერი კარგად გამოუვათ და შეძლებენ ყველაფრის კარგად გაკეთებას, ბევრის გამომუშვებას. ეგუებიან გარკვეულ რუტინულობას, განმეორებადობას, რომელიც სტაბილურობის შთაბეჭდილებას ქმნის. იცავენ წესებს და უყვართ წარმატება, არცერთი ნიშანი არ ხარჯავს ამდენ ძალას უმნიშვნელო რამეებზე.
ბიბლიური დროიდან კუროს ნიშანი ასოცირდება სიმდიდრესთან, ფულთან, რომელსაც კურო თავისკენ იზიდავს და რომლებიც უსხლტებათ უიღბლოებს.
ჩვეულებრივ, კუროებს კარგი ხელი აქვთ. მწერალი კუროები მანქანას ხელს არჩევენ, ხოლო თუ ბეჭდავენ _ მხოლოდ თვითონ.
კუროების საუკეთესო გამოყენება _ ყველაფერი რაც უზრუნველყოფს დაჯილდოვებას, გრძნობების დაკმაყოფილებას _ საფერმერო საქმიანობიდან ყვავილების მოშენებამდე, მეცხოველეობა, მზარეულობა, მცხობელობა, სარესტორნო საქმე (ცნობილი შეფ-მზარეულები უპირატესად კუროები არიან).
კარგად ავლენენ თავს ყველაფერში, რაც შეეხება კომფორტს სახლში: არქიტექტურა, შიდა ინტერიერი, მშენებლობა. კარგად არიან განწყობილნი მოდისადმი, საფეიქრო საქმიანობისადმი და ზრუნავენ სილამაზეზე. აქვთ პოეზიის, მწერლობის, პედაგოგიკის (განსაკუთრებით ენების), ფერწერის, მუსიკის, ეკონომიკის, საბირჟო საქმიანობის ნიჭი. როგორც წესი აპოლიტიკურები არიან (მათი შეხება პოლიტიკასთან არ სცდება ეკონომიკას, სოციოლოგიას, ბიოლოგიას, ანთროპოლოგიას).

სიყვარული

ახალგაზრდობაში სიყვარულზე ოცნებობენ, პირველი საყვარლი გაჩენამსე დიდი ხნით ადრე უყვარდებათ `სიყვარული~. როდესაც ეს ხდება, მათ სჭირდებათ დრო რათა გამოერკვიონ, გაიხსნან რეალობისა და სხვა პიროვნები წინაშე სანამ მათი პიროვნება გახდება სიყვარულის ობიექტი.
ვნება უფრო მოწიფულ ასაკშიც კი არ ჩნდება მოულოდნელად, ის ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იზრდება, მაგრამ თუ გრძნობები ალაპარაკდა, ამაზე მგრძნობიარე ნიშანი არ არსებობს, ის თავის არჩევანს არ ღალატობს.
კუროებისთვის გრძნობები და სურვილები _ ერთი და იგივეა. კუროების გატაცება სრულია: ის ბოლომდე მიდის, მიუხედავად იმისა, ტკბილი იქნება თუ მწარე დასასრული. სიყვარულში კუროს ვერ შეაჩერებს ვერც კრიტიკა, ვერც უხერხულობა, ვერც დისკომფორტი, თუმცა სხვა მიმართებაში კურო პრაქტიკულია.
კუროს მგრძნობელობა სექსუალურ აქტზე მაღლა დგას, ის ვლინდება ყველაფერში რაც საყვარელ ადამინას ეხება: ტასაცმელში, სახის ფერში, სუნში, ხმაში. კუროს სიყვარულში იმალება მზის ციალში უდაბური კუნძულის ინტიმურობა და მარტოობა, თბილი და ბნელი გამოქვაბულის მისტიკა. ის ძალიან შთამბეჭდავი და ნაზია, არ არის გართულებული და ხანგრძლივია.
კუროსთვის ძალას ინარჩუნებს მარადიული ერთგულების ძველმოდური რომანტიკული დაპირება,მზად არიან რომეოსა და ჯულიეტას მსგავსად სიკვდილისთვის, თუ მათ სიყვარულს ხელს შეუშლიან, ამასთან ეს დამახასიათებელია, როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრული კუროებისთვის, მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც.
მათ სურთ დაეუფლონ თავიანთ მიჯნურს და ბოლომდე ეკუთვნოდნენ მას. თუ სინამდვილე არ შეესაბამება იდეალს, კურო ეჭვიანობის, მოწყენილობის ჯოჯოხეთში იტანჯება, მას არ სურს არანაირი შეგუება და გულის გადაყოლება, ზოგჯერ შეიძლება მოკვდეს გატეხილი გულის გამო.მათ შეუძლიათ სხვა უკიდურესობებშიც ჩავარდნა _ `დონ ჟუანობა~, ალკოჰოლიზმი, მსუნაგობა, მაგრამ ეს შედარებით იშვიათად ხდება.
ქალი- კუროებისაგან ყველაზე საშინელი შინაბერები გამოდიან, მამაკაცი კურო მთლიანობაში უფრო თბილი, დაფიქრებული, ერთგული მიჯნურია, თუმცა მესაკუთრეა, მას სიამოვნებს თავისი რჩეულის ყველა მოთხოვნის დაკამყოფილება და ფუფუნებით განებივრება, ამით ისინი შეიძლება გადაიღალონ კიდეც, მაგრამ ისინი არ კონკურირებენ სხვა მამაკაცებთან თავიანთი მიჯნურის გამო, არ ინაწილებენ მას სხვებთან, არ მიდიან კომპრომისზე, არ ივიწყებენ და არ პატიობენ ღალატს და ტყუილს.
ქალი- კუროები მოითხოვენ მიჯნურებისგან ქედის მოხრას და მათი გრძნობების დამტკიცებას. დარწმუნდებიან თუ არა მათ გრძნობებში გაწონასწორებული, ალერსიანი, გამოცოცხლებულნი ხდებიან და სიამოვნებით ანებივრებენ მამაკაცს სხვადასხვა ხერხებით. ხშირად მათ იციან, როგორ უნდა შეაკავონ მამაკაცი.
ქალებიც და მამაკაცებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სასიყვარულო ურთიერთობების ფიზიოლოგიურ ასპექტს და ვერ ეგუებიან ფრიგიდულ პარტნიორებს.
კუროსთან კავშირი ნიშნავს რთულ მდგომარეობაში ჩავარდნას. ქორწინება კუროსთან არ ითვალისწინებს განქორწინებას და გათვლილია ჰარმონიაზე.
კუროებისაგან ნაზი, თბილი მშობლები გამოდიან, რომელნიც სიამოვნებით ზრუნავენ თავიანთ შვილებზე. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვერ იტანენ პარტნიორის ემოციურ სიახლოვეს შვილებთან.
კუროები ამყარებენ ჰარმონიას ოჯახში, ვერ იტანენ ჩხუბს, შეუძლიათ სუსტი დიქტატორობა გამოავლინონ ბავშვების მიმართ. თუ კურო დაძლევს ეჭვიანი მესაკუთრის თვისებებს , მასზე იდეალური მიჯნური არ არსებობს. სენტიმენტალური კურო და მორიელი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან.
კურო ეწყობა ქალწულს, თხის რქას, მერწყულს, ლომს (სიყვარულსა და მეგობრობაში), თუმცა ეს ურთიერთობა ყოველთვის წარმატებული არ არის. თავი უნდა აარიდოს თევზებს და კირჩხიბს..


ტყუპები


ტყუპები
(
21 მაისი - 21 ივნისი
)

  • პლანეტა: მერკური
  • სიმბოლო: ტყუპები, ნიღაბი, ხელი, ვარსკვლავი
  • ფერები: მელნისფერი, ნაცრისფერი, ღია ყვითელი, მონაცისფრო-მოცისფრო, ნარინჯისფერი (მწვანე ფერი უიღბლოა).
  • ქვები: ქრიზოპრასი, ბივრილი, ძოწი, მთის ბროლი, გიშერი, იასპი.
  • ყვავილები: ზიზილა, ყაყაჩო, ბაია, ნარგიზი, ჟასმინი.
  • ლითონი: ოქრო, ამალგამა, ვერცხლი.
  • თილისმა: გველი, ნიღაბი.
  • იღბლიანი დღე: ოთხშაბათი, კვირა.
  • უიღბლო დღე: ხუთშაბათი
  • იღბლიანი რიცხვები: 3, 5, 12, 18

21-დან 31 მაისამდე დაბადებულები იუპიტერის გავლენით - გონიერები არიან, მათ გააჩნიათ ინტუიცია, აქვთ მიდრეკილება ხელოვნებისადმი, უანგარონი არიან, ისინი დიდებისა და ფულის უქონლობის გამო სიმშვიდეს რელიგიურ ფიქრებში პოულობენ.
1-დან 10 ივნისამდე დაბადებულების ხასიათი - მარსის გავლენით აგრესიულები არიან, ისინი დამცინავი და მოუსვენარნი, შეწუხებულები არიან.
11-დან 21 ივნისამდე დაბადებულები მზის გავლენით – თავაწყვეტილი, მბრძანებელი, ფიცხი, პატივმოყვარე და მოლაყბეები არიან.

ტემპერამენტი და ხასიათი

მხატვრების რთული ნიშანია, ჰაერის ნიშანი, რომელიც ცვალებადობს მერკურის გავლენით, გაორებულია. ინტელექტუალური, უშუალო, კარგი მოსაუბრე, ვაჟკაცური, ჰუმანური, მიმზიდველი გარეგნობის მქონე არის.
ტყუპები მხოლოდ მერკურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ინსტიქტურ გულგრილობას ნიშნავს, რომელიც დამცავ მექანიზმს წარმოადგენს კრიტიკის, ირონიის, ნებისმიერი ხუმრობის, ემოციური ზემოქმედების წინააღმდეგ.
მერკურის გავლენის ქვეშ დაბადებულები ისწრაფვიან განაგონ საკუთარი თავი, დაიცვან და მოაწყონ თავიანთი ცხოვრება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ისინი ეძებენ სიმარტივეს, მაგრამ ამას ხშირად ნევრასტენიამდე მიყავს ისინი. უყავრთ თამაში, აქვთ გამჭრიახი გონება. ცოცხალნი, მოხერხებულნი, ცოდნის მოყვარენი არიან, ზოგჯერ წარუმატებლობას განიცდიან ცვალებადობისა და დაბნეულობის გამო. განვითარებულ გონიერებას უნდა დაემატოს მტკივნეული მგრძნობელობა, ცვალებადობა და წვრილმანების გაზვიადებისკენ მიდრეკილება. ისინი გაუწონასწორებელნი, არათანმიმდევრულნი არიან, რამოდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებენ, მაგრამ ამავე დროს პრაქტიკულებიც არიან. მგრძნობიარობას, ეგოისტურობას, აგრეთვე მეწვრილმანეობას იჩენენ. ტყუპების არსებობა ყოველთვის ბოლომდე ბედნიერი არ არის. უიღბლობისა და საოჯახო საზრუნავის გამო ისინი ხან დოვლათით ტკბებიან, ხან კი სიღარიბეში იტანჯებიან. წარუმატებლობის მიზეზი ზოგჯერ ენერგიის არქონა და საქმეების თვითდინებაზე გაშვება ხდება. მათ ზიანს აყენებს ფატალიზმისა და ცვალებადობისკენ მიდრეკილება. თუ ძალისხმევას გამოიყენებენ, ტყუპებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ისინი მსუბუქი ხასიათის და ცვალებადი ბუნების არიან. ეს შინაგანი ინტელექტუალებია. მათ ცვალებადი ხასიათი აქვთ და ადვილად იტაცებენ ყველაფერს, სიგიჟემდე უყვართ კამათი და ქეიფი, გააჩნიათ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრების უნარი. ტყუპები ეგოცენტრულები, ხშირად ემოციურები, ცივები და ყოველთვის მერყევნი არიან. ასტრონომები ამას ხსნიან იმით, რომ მერკური- უსქესო პლანეტაა, ის გავლენას ახდენს ტყუპებსა და ქალწულზე, რომელთაც არ გააჩნიათ გრძნობები. ისინი მოხერხებულნი, შეუპოვარნი და საზრიანები არიან. სატურნის არახელსაყრელი მდებარეობისას მოუწესრიგებელი, უკონტაქტო ადამიანები იბადებიან. ტყუპები საყვარელი, ჭკვიანი, მსუბუქი, თავისუფალი, დამთმობი ადამიანები არიან, მათ უყვართ შეხვედრები, მოგზაურობა, შემთხვევითი კონტაქტები და კავშირები. ქალებს ჭრელი ტანსაცმლის ტარება მოსწონთ. ტყუპების ნიშანი მართავს ნერვულ სისტემას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებებულებს გააჩნიათ სწრაფი რეაქცია, ხშირად აქვთ ლიტერატურული ნიჭი. ნიჭიერი ტყუპების ნეგატიურ თვისებას წარმოადგენს ცვალებადობა. უზარმაზარია მათი შეწყობის უნარი ისევე, როგორც მიდრეკილება ტყუილისა და არაორგანიზებულობისკენ. არც ისე ძლიერებს, მათ ეშინიათ დაღლილობის, ვინაიდან მალე იღლებიან იმის გამო, რომ მათი სიმკვირცხლე აღემატება მათ ძალებს.

პროფესიები

ტყუპების ნიშნის ქვეშ იბადება ბევრი გონივრული შრომის ადამიანი. ტყუპები არჩევენ ისეთი სახის სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია შთაბეჭდილებების და საქმიანობის მუდმივ ცვლასთან: სარეკლამო სამსახურის აგენტები, მენეჯერები, ტელე- და რადიო რეპორტიორები. ტყუპებს შეუძლიათ იმუშაონ მსახიობებად, ჟურნალისტებად, გამომცემლებად, მდივნებად, საფოსტო მსახურებად, ბუღალტრებად, მწერლებად, წვრილ ვაჭრებად, მეცნიერებად. არსებობს მჭიდრო კავშირი ტყუპების თანავარსკვლავედსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის. პრაქტიკულად ყველა მათგანს გააჩნია სიტყვის ნიჭი და ფრაზების აგების უნარი. ისინი მარჯვედ ადგენენ მოხსენებებს, ანგარიშებს, დოკუმენტებს და სახელმძღვანელოებს, წერენ წიგნებს _ უმთავრესად რომანებს ან სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას. ტყუპები ძალიან იშვიათად წერენ მემუარებს და მიყავთ საკუთარი დღიური, მათ აქვთ ენების ათვისების უნარი, ამიტომ მათ შორის ხშირად გვხვდებიან პოლიგლოტები. საყვარელი ენა, ჩვეულებრივ, ფრანგულია. ტყუპების მეტყველების ნიჭი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი ვინმე დააჯერონ ნებისმიერ რამეში. ტყუპების ბაგეში ყველაზე აბსურდული იდეა გონივრულად ჟღერს, ხოლო სიცრუე – სიმართლეს ჰგავს. მსგავსი თვისება ზოგიერთ მათგანს უპატიოსნო გზისკენ უბიძგებს, მაგრამ ეს არც ისე ხშირად ხდება, რადგან სულის სიღრმეში ის იდეალისტია. და მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ნიჭს ხელების არაჩვეულებრივ მოხერხებულობასთან ერთად შეუძლია ისინი კრიმინალური მეცნიერების უბადლო ოსტატად აქციოს.
ტყუპებთან ძნელია შეჯიბრი მეწარმეობის დარგში. არიან რა ჭკუამხიარულები, მათ გააჩნია წარმოსახვა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარი.
მერკურის შეუძლია აქციოს ტყუპები როგორც გენიოსებად, ისე ავანტიურისტებად. სატურნი დადებით გავლენას ახდენს მერკურზე და თუ მას ტყუპებისთვის ხელსაყრელი მდებარეობა უჭორავს, მაშინ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ფილოსოფიისკენ, პედაგოგიკისკენ, დიპლომატიური საქმიანობისკენ.

სიყვარული

ტყუპი-მამაკაცის სიყვარული მსუბუქი და სასიმოვნოა, მხოლოდ თუ მას არ მიეცემით მთელი ვნებით. მას გააჩნია რაღაცნაირი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სულიერი არსი, რომელსაც ის არავის არ გაუზიარებს. არ არის საჭირო ურთიერთობების დაძაბვა და დრამატიზირება, ყველაფერს მშვიდად და მარტივად უნდა მოეკიდოთ, არ უნდა მოაბეზროთ თავი და ყოველთვის შეეცადოთ მისი წარმოსახვის გაღვიძებას. არ შეეწინააღმდეგოთ მის ცვალებადობას, არამედ შეიცვალოთ მასთან ერთად. უნდა იყოთ ცოცხალი საინტერესო მოსაუბრე იმიტომ, რომ ტყუპებისთვის ყველაზე მთავარია _ პარტნიორის ინტელექტუალური დონე, ის უპირატესობას მიანიჭებს, პირველ რიგში, არა მორთულობას, არამედ მახვილგონიერებას. როგორც წესი, ტყუპები არაერთხელ ქორწინდებიან, თუმცა რაც უფრო გვიან შედგება პირველი ქორწინება, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ ის დიდხანს შენარჩუნდება, შესაძლებელია სამუდამოდაც კი. ტყუპებს გააჩნია ფარული აზრების ამოცნობის უნარი. შეყვარებულ ტყუპ -მამაკაცს თან მოაქვს გარე სამყაროდან დაცულობის გრძნობა, ტყუპი მხად არის დახმარებისთვის ყოველთვის და ყველაფერში, მაგრამ თითქმის ყველა წესს აქვს გამონაკლისი და ამ გამონაკლისს წარმოადგენს ტყუპი მიჯნური, აქ უკვე ყოველგვარ საიმედოობაზე საუბარი ზედმეტია. მას შეუძლია წავიდეს პურზე გვერდით მდებარე მაღაზიაში და დაბრუნდეს სამი დღის შემდეგ. ფარული სასიყვარულო კავშირები ხშირად წარუმატებლობით მთავრდება. მათი გრძნობები ზედაპირულია. ადრეულ ახალგაზრდობაში ტყუპი ქალი აბსოლუტურად ამოუცნობია და სიყვარული მისთვის _ მხოლოდ თამაშია. მაგრამ ასაკთან ერთად მასთან ურთიერთობა უფრო საინტერესო ხდება. უდიდესი ძალით ავლენს ის საკუთარ თავს სიყვარულში, ვინაიდან სწორედ სიყვარული არის ის დარგი, სადაც ყველაზე კარგად ვლინდება ქალური არსი, იხსნება მისი სიმდიდრე და ბუნების სირთულე. ის სენტიმენტალური და რომანტიული, მიმზიდველი და ჭკვიანია. ვერავინ შეედრება მას საზრიან სიყვარულში. მასთან ვერასდროს ვერ მოიწყენ. ქალი- ტყუპის ერთგულებაში დასარწმუნებლად ყოველთვის მის გვერდით უნდა იყო, მას ყოველთვის უნდა შეახსენო საკუთარუ თავი. მას არ შეუძლია საკუთარი ემოციების და გრძნობების დამორჩილება, ხშირად ეცვლება ბუნება.

მათ იზიდავს მერწყული და სასწორი, იშვიათად პოულობენ ურთერთგაგებას კუროსთან, ეძებენ ლომს, ვერძს, კირჩხიბს, თავი უნდა აარიდონ თევზებს და მშვილდოსანს.


კირჩხიბი


კირჩხიბი
(
22.06 - 22.07
)

  • პლანეტა: მთვარე.
  • სიმბოლო: კიბო, კიბორჩხალა, გული.
  • ფერები: თეთრი, ღია ცისფერი, ლურჯი, ვერცხლისფერი, მწვანე ცერცვისფერი (ნაცრისფერი უიღბლოა).
  • ქვები: მთვარის ქვა, ზურმუხტი, ლალი.
  • ლითონი: ვერცხლი.
  • თილისმა: სამყურა, გული.
  • იღბლიანი დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი.
  • უიღბლო დღეები: სამშაბათი, შაბათი.
  • იღბლიანი რიცხვები: 2, (ყველა რიცხვი, რომელიც 2-ზე იყოფა) 4, 5, 8.

21 ივნისიდან 1 ივლისამდე დაბადებულები - კეთილი, ვნებიანი, მგრძნობიარენი არიან, მათ აქვთ განვითარებული მხატვრული ნიჭი და შეუძლიათ შეაყვარონ თავი გარშემომყოფთ.
2 ივლისიდან 11 ივლისამდე დაბადებულები მერკურის გავლენით -ჭკუამხიარულნი, ცნობისმოყვარენი, ირონიულნი, პრეტენზიულნი არიან, აქვთ მიდრეკილება კომერციისკენ.
12-დან 22 ივლისამდე დაბადებულები მთვარის გავლენით - მეოცნებე, მოუსვენარი, მგრძნობიარე, ღვთისნიერები არიან, აქვთ ოკულტური მეცნიერებების ნიჭი.

ტემპერამენტი და ხასიათი

ინტელექტი სულში `სიბნელისაგან~ ვარდება. კირჩხიბს აქვს კარგად განვითარებული ინტელექტი, არაჩვეულებრივი მახსოვრობა, მაგრამ ის არ უნდა გამოიყენოს თვითწყრომის, სინანულისა და შურისძიებისათვის.
კარგია, თუ კირჩხიბი წინსვლის იარაღად გამოიყენებს თავის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და არა უკან დასახევ ბუდედ. მას რომ არ ეშინოდეს მისმიერვე შექმნილი ფანტომებისა და იყენებდეს მათ სათავისოდ, მას რომ შეეძლოს იცხოვროს რეალობაში და არა ოცნებებში! ის, რომ იფიქრებდეს ხვალინდელ დღეზე და განდევნიდეს ყოველივეს, რაც იყო გუშინ! მაგრამ კირჩხიბი უკან იხევა, მას ეშინია. თუ საჭიროა _ წინ მიდის, მაგრამ შიშისგან ჩერდება სუნთქვაშეკრული. არცერთ სხვა ნიშანს არ გააჩნია მასზე მეტი პოტენციური ალერსიანობა, არავის არ შეუძლია იყოს მასზე მეტად მხიარული, მოსიყვარულე. და ასე თუ არა, ყოველთვის არსებობს მკაცრი სინამდვილისაგან ქვეცნობიერებაში გაქცევის საფრთხე.
არც ერთ ნიშანს ისე არ ენატრება თავისი სახლი, სამშობლო,როგორც კირჩხიბს. მას დრო სჭირდება დაფიქრებისთვის, არ შეიძლება მისი დაჩქარება. თუ მოთმინება გეყოფათ კირჩხიბი, როგორც იშვიათი მცენარის კულტივირებისთვის _ მასზე მეტს არავინ გასცემს. ქალ – კირჩხიბს კატასავით უყვარს ზრუნვა საკუთარ სხეულზე, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, მაქმანს, ნაზ ფერებს, გრძელ თმებს, კეთილგონიერი ელეგანტურობით მისდევს მოდას. მამაკაცები, ჩვეულებრივ, ახალგაზრდობაში მოწესრიგებულები არიან, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად დაუდევრობის ტენდენცია უჩნდებათ.

პროფესიები

ახალგაზრდობაში კირჩხიბი არ ჩქარობს გაზრდას. სამყარო მისთვის შემოსაზღვრულია ძირითადი საარსებო მოთხოვნებით: შიმშილი, წყურვილი, ძილი. ისინი ელოდებიან როდის გადაწყვეტს ბედი მათ მომავალს. ბევრი მამების კვალს მიყვება, აგრძელებს საგვარეულო ხელობას, მაგრამ ღია პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს საწინააღმდეგო პროფესიის არჩევა. მთვარის ტიპი _ ნელი, ლეტარგიული, დუნე, აპათიური არის. რუტინულ სამუშაოზე უფრო ავლენს საკუთარ თავს, სადაც მინიმალური გონებრივი ძალისხმევა არის საჭირო. სამუშაოს შესრუელების დროს ის საკუთარ რამეებზე ფიქრობს, ნელა იწყებს, მაგრამ შეუპოვარი, შეგნებული, დამჯერე არის, მან იცის როგორ გაამარტივოს სამუშაო პროცესი თავისთვის და სხვაბისთვისაც. ეს ტიპი უკეთ მუშაობს ინტიმურ, ოჯახურ გარემოში, სადაც სხვების სიმპატიას იმსახურებს. ის ხშირად იძლევა საკუთარი თავის დაუფასებლობის, ექსპლუატირების, დამსახურებულზე ნაკლების მიღების უფლებას. მას არ ყოფნის `ნერვები~ ხელფასის მომატების სათხოვნელად.
სატურნის გავლენის ქვეშ მყოფ ტიპს შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ფამილარობა, მაგრამ არ შეუძლია ბრძანებების გაცემა და მიღება, სამსახურიდან სამსახურზე გადასვლა ენთუზიაზმის აფეთქებასა და უკიდურეს გაღიძიანებას შორის მერყეობის გამო.
ორივე ტიპი პოტენციურად კარგად ავლენს თავს ბავშვებთან, ცხოველებთან, საკვებთან, ტანსაცმელთან, წყალთან და საერთოდ სითხესთან დაკავშირებულ სამსახურში. მათგან კარგი სპეციალისტები გამოდიან ცხენების ,ძაღლების მოშენების დარგში, კარგი საბავშვო ბაღების პერსონალი, ზოოპარკების, ცირკების პერსონალი, ბავშვთა ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, მეანები, ძიძები, ბარების, რესტორნების, მაღაზიების მეპატრონეები და მმართველები, მებაღეები, მეტყევეები, მესაათეები. ისინი არაჩვეულებრივი დედები არიან.
ხშირად კირჩხიბის ზოგიერთი ტიპი საკუთარ თავში რაღაც პარაზიტულს მოიცავს. უკეთეს შემთხვევაში მათ აჩვევენ წესრიგს ან ისინი მხოლოდ აზარტულ თამაშებს და ლატარეას თამაშობენ, უარეს შემთხვევაში ალკოჰოლიკები და უსაქმურები ხდებიან.

სიყვარული

ყველა ნიშნიდან ყველაზე მგრძნობიარე და ემოციურად სუსტია. შეუძლია იცხოვროს ყველაზე მდიდარი და ყველაზე ტანჯული ცხოვრებით, მისი, როგორც ინდივიდუმის, წარმატება იმაზეა დამოკიდებული,თუ რამდენად შესძლო მან დედასთან ურთიერთდამოკიდებულების პრობლემის გადაჭრა, რათა არ დარჩეს მასზე დამოკიდებული.
ხშირად უარყოფენ სიყვარულში ფიზიოლოგიურ ასპექტს. ამიტომაც ეს ნიშანი უფრო მსუბუქია ქალებისთვის, რომლებიც უფრო ადვილად წყვეტენ დედასთან ურთიერთდამოკიდებულების პრობლემას იმის გამო, რომ თავად ხდებიან დედები. ქალი უნდა უფრთხოდეს ედიპის კომპლექსს (ფროიდის მიხედვით), როდესაც დედა შვილზე ქორწინდება, თავი უნდა აარიდოს საკუთარი შვილის (ბიჭის) მიმართ ჟინს. ზოგიერთებს არ ძალუძთ ოჯახთან კავშირის გაწყვეტა და შინაბერებად ან მშობლების კომპანიონებად რჩებიან.
ახალგაზრდობაში კირჩხიბი _ რომანტიკოსია, იდეალურ სიყვარულზე ოცნებობს, ის წყნარი, ღრმა წყალივითაა. წარმოსახვა წინ უსწრებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. პირველი მცდელობისთანავე პირველი გატაცების რეალიზების დროს მათი მგრძნობელობა, გრძნობების სიღრმე არაჩვეულებრივ ნაზ მიჯნურებად აქცევს მათ.
ისინი იდეალურები არიან საწოლში, მაგრამ მათ ყოველი სექსუალური კავშირის ემოციური შინაარსი სჭირდებათ. ისინი განსაკუთრებულ სიყვარულს მოელიან, გამგებიანს, განმაცვიფრებელს, სანაცვლოდ ისინი ბოლომდე გასცემენ საკუთარ თავს და სინაზით აღავსებენ პარტნიორს. ამ რომანტიკოსებს შეუძლიათ იყონ ტირანები, მესაკუთრეები, ისინი ჩვეულებრივ, პირველები ღებულობენ დარტყმას იმედგაცრუებისაგან და გარბიან მტრული სამყაროდან, თუ შესაძლებელია, დედასთან ან მარტოობაში ეძებენ ხსნას. მალავენ თავიანთ სურვლებს მათი ვულგარულობის დანახვის შიშით, ოცნებობენ მიუწვდომელ სიყვარულზე.
მამაკაცი-კირჩხიბი შეიძლება იყოს მშვიდობის მოყვარული, უბრალო, ხოლო მისი სიყვარული _ ერთგული და ურყევი. მათგან ერთგული ქმრები და მამები გამოდიან, რომლებიც მხოლოდ ოჯახისთვის ცხოვრობენ. ზოგიერთნი შეიძლება იყვნენ ჭირვეულნი და იტანჯებიან გამოცანებით, ნატიფნი და ერთგვარმნიშვნელოვანნი. ეს ტიპი გადადის ქალიდან ქალზე თავისი იდეალიზირებული დედის ძებნაში ან ვარდება ფატალურ უპაუხისმგებლო გრძნობაში, მან შეიძლება მოიკლას თავი ან მოკლას თავისი სიყვარულის ობიექტი. ზოგიერთი პოულობს მასზე უფროს და გამოცდილ ქალს, რომელსაც შეუძლია მათი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა, ძირითადად ლირიკული და ფილოსოფიური ნიჭის. ისინი ამას მხარდაჭერის და დაზავების მეშვეობით აკეთებენ და მაშინ კირჩხიბი ძალიან ბევრს გასცემს.
ქალები ორ ტიპად იყოფიან: თვალწარმტაცი, მოალერსე, ძალიან მორცხვი, ზოგჯერ ფრიგიდული, ზოგჯერ არიან ჭირვეულნი სიფიცხის ბავშვური აფეთქებებით და ქალები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავის აღმართვას, სიყვარულის მიუწვდომლობის გრძნობის შთაგონებას. პირველ ტიპს საკუთარი ნებით შეუძლია მიიყვანოს თავი იქამდე, რომ გახდება სექსზე დამონობული ობიექტი, რომელიც ზედმეტად აფასებს თავის მამაკაცს, ეძებს მასში იდეალურ მამას, ზოგჯერ ისინი ზედმეტს ფიქრობენ თავიანთ შვილებზე.
მამაკაცებიც და ქალებიც მთლიანან ემორჩიელბიან თავიანთ პარტნიორს, იდეალურები არიან თუ გრძნობენ, რომ ისინი უყვართ და ყველაზე რთულები თუ სიყვარულს ვერ გძნობენ, ამ დროს მძიმე და ტანჯული ცხოვრებით ცხოვრობენ. მათი შინაგანი ცხოვრება დამოკიდებულია მშობლების სახით მათ წარმატებაზე. ეს მათ ამდიდრებს, მაგრამ შეიძლება ბანალურებიც გახადოს.
ერთადერთი ნიშანი, რომელსაც შეუძლია ურთიერთგაგების მოპოვება ყველასთან, მაგრამ განსაკუთრებით ბედნიერად გრძნობს თავს მორიელთან, ქალწულთან, თხის რქასთან, თევზებთან.


ლომი



ლომი
(
23 ივლისი 23 აგვისტო
)

  • პლანეტა: მზე.
  • სიმბოლო: ლომი, გედი.
  • ფერები: მეწამული, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ცეცხლისფერი,შავი (თეთრი ფერი უიღბლოა).
  • ქვები: ქარვა, ქრიზოლითი, ლალი, ტოპასი, ონიქსი, ალმასი.
  • ლითონი: ოქრო.
  • ყვავილები: იორდასალამი, გულყვითელა, ქრიზანთემა.
  • თილისმა: ჭიამაია, ლომი, არწივი.
  • იღბლიანი დღე: კვირა.
  • უიღბლო დღე: შაბათი.
  • იღბლიანი რიცხვები: 1, 5, 9.

23 ივლისიდან 3 აგვისტომდე დაბადებულები სატურნის გავლენით – ძლიერი, მისტიკური, მგზნებარე ბუნების არიან, არ უყვართ მარტოობა და ძალდატანება.
4-დან 12 აგვისტომდე დაბადებულები -მეტისმეტად წესიერი და გონიერი ბუნების, შარიანები არიან, მათ უყვართ არითმეტიკა და ცერემონიები.
13-დან 23 აგვისტომდე დაბადებულები მარსის გავლენით – ძლიერი, მბრძანებლურები არიან, უყვართ და თაყვანს სცემენ ძალაუფლებას და მბრძანებლობას. გონიერება შერწყმულია ძალასთან, წარმატებულები არიან ჯარში.

ტემპერამენტი და ხასიათი

მზე ნიშნავს სიცოცხლეს, სითბოს, ცეცხლს, ალს, სინათლეს, შეგნებას, იდეალიზმს, დისციპლინას, სხივოსნურ დიდებას. ადამიანური შეგნება ეწინააღმდეგება `მთვარისეულ~ ქვეცნობიერებას. შინაგანად ლომები აცნობიერებენ თავიანთ სოციალურ როლს, რის გამოც ისინი შეიძლება სტატუსის მაძიებელნი გახდნენ. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს გარეგნული მსგავსება ცხოველების მეფესთან, მაგრამ ყველას აქვს მისი ამბიცია.
ლომები ცეცხლოვანი ვნების არიან, როგორც ქალები, ისე მამაკაცები, უარს ამბობენ დამატებით როლზე, სამყაროს ცენტრად, ვარსკვლავად, საკუთარი წარმოსახვის ანარეკლად თვლიან თავს. მათ სურთ ხელმძღვანელობა, შთაგონება, წარმატების ჩუქება, საჩუქრებით ავსება, დაცვა, გართობა.
მათ შეუძლიათ იყვნენ უგუნურობამდე დიდსულოვნები. არ გააჩნიათ საფრთხის გრძნობა. ლოიალურებს, გულახდილებს _ მათ არ შეუძლიათ ცხოვრება მორალურ უარყოფაში, მათ სჭირდებათ ახსნა და დარეგულირება ეჭვის შეტანისთანავე. მათი ძალის საიდუმლო -რწმენასა და სიმართლეშია.
არ უყვართ სიბნელე, ცხოვრობენ ცეცხლის, ომების, კატაკლიზმების გვერდით, რომლებსაც ზოგჯერ თავად იწვევენ.
მათი მტერია -სიამაყე, განსაკუთრებით თუ ის არ არის გამართლებული. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ფსიქიური ინფლაცია: დეპრესია, ახირება, სალანძღავი მტკივნეული იუმორი. გამოდის აბეზარი, მტკივნეული, პომპეზური პიროვნება, რომელიც სჯის განუხორციელებელი ამბიციებისთვის საკუთარი მანკიერების მხევალ ტირანს, წვრილ მოუსვენარ ავანტიურისტს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უწევს ანგარიშს. ნაპოლეონის კომპლექსმა შესაძლოა საგიჟეთში მიიყვანოს ისინი. ქალ-ლომს სურს, რომ მას აქცევდნენ ყურადღებას, მასზე ზრუნავდნენ, საკუთარი თავის წარმოსაჩენად, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, ორნამენტებს, ხასხასა ფერებს, მკვეთრ სუნამოებს. ისინი არ მისდევენ მოდას, მათ ის შემოაქვთ და საზოგადოების გამოჩენილი მანდილოსნების კოპირებას ახდენენ, თუ საშუალება აქვთ, ბევრს ხარჯავენ ჩაცმულობაზე, თუ არა და ხაზს უსვამენ რაოდენობას ხარისხის ნაცვლად და იაფფასიანი ბეწვეულით, ყალბი ძვირფასეულობით, ვულგარული სუნამოებით სარგებლობენ. მამაკაცები დიდ დროს ანდომებენ ჩაცმას, დავარცხნას. ისინი კარგად გამოიყურებიან სმოკინგში. ლომს სქელი ჯიბის ჟინი აქვს.

პროფესიები

თავიდანვე გაცნობიერებული აქვს პროფესიის არჩევის მნიშვნელობა, საზოგადოება მათგან არსებითი წვლილის შეტანას მოელის. ფსონზე მთელი კარიერა აქვთ დადებული. მათ არ სურთ დეტალებში ჩაწვდომა, დამატებითი როლის თამაში, ისინი პასუხისმგებლობისკენ ისწრაფიან, დაუღალავები არიან. მათ არ უყვართ სხვის მუშაობაზე თვალყურის მიდევნება, მათ პირველობა სურთ. მუშაობაში შეუძლიათ კუროსაც აჯობონ. სძულთ, როდესაც მათ საქმეს აწყვეტინებენ, ცუდ ასისტირებას უწევენ ან უცოდინრობით უქმნიან დაბრკოლებებს. ყველაზე კარგი მათთვის დამოუკიდებელი მუშაობაა (ხელოვნება, ინტელექტუალური შრომა, მეწარმეობა) ან მაღალ ადმინისტრაციულ წრეში შესვლა და იერარქიულ კიბეზე ზევით ასვლა. ისინი კარგად ავლენენ თავს ყველაფერში, რაც ეხება პოლიტიკას, კულტურას თუ შოუ-ბიზნესს, აგრეთვე ფიზიკურ აღზრდას. მათგან წარმატებული იუველირები, ტაქსის მძღოლები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, მსახიობები, გალერეის მეპატრონეები, თეატრალური დამდგმელები, დეკორატორები, რეჟისორები, ათლეტები, დირექტორები, თავმჯდომარეები, პრეზიდენტები, ადმინისტრატორები გამოდიან. უყვართ ბევრი ფულის კეთება და კიდევ უფრო მეტის დახარჯვა. ისინი ვალს იდებენ, არიგებენ, ხარჯავენ. გამოუსწორებელი კარტის მოთამაშეები არიან, მაგრამ მათ არ უმართლებს. ზოდიაქოს ნიშნებიდან ლომს წარმატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩავარდნაც ახასიათებს.

სიყვარული

ლომი-მამაკაცის ღირსებისთვის სასურველი ნიშანია, ყოველ შემთხვევაში იქ მაინც, სადაც მამაკაცს ჯერ კიდევ აქვს უფლება იმპერიის, დინასტიის შექმნისა. ქალი-ლომისთვის ხშირად ძნელი ხდება მათი რომანტიკული ამბიციების რეალიზება_ისეთი მამაკაცის მონახვა, რომელიც მას აღამაღლებს კვარცხლბეკზე, რისი სრული უფლებაც მას გააჩნია ჩვეულებრივ სოციალური მდგომარეობით მათზე მაღლა მდგომ მამაკაცებზე ქორწინდებიან, დიდ ხანს იკავებენ თავს ქორწინებისაგან მანამ, სანამ არ მონახავენ ისეთს, როგორიც მათ სურთ - კარგად გაწაფულ ფულიან მამაკაცს, რომელიც საშუალებას მისცემს მას კარგად გამოიყურებოდეს და მართავდეს ოჯახს. მისთვის სიყვარული კოზირია ცხოვრებასთან თამაშში, ის თავშეკავებულია გრძნობების საკითხში, რომელნიც მასში არც ისე უხვად არის, ხშირად ფრიგიდულია. ბევრ ქალ-ლომს ჰგონია, რომ ის ლამაზია, ხშირად ეს ასეც არის. სილამაზის დაკარგვის შიშით ისინი უფრთხიან ფიზიკურ სიახლოვეს, ანგარებიანი ქორწინება ნერვული აშლილობის ფასად უჯდებათ დაახლოებით 30 წლის ასაკისათვის.
მამაკაცებს შეუძლიათ ყველაზე დიდსულოვანი და ხელგაშლილი მიჯნურობა ან თაყვანისმცემლობა. ისინი არც ისე ნაზი, მაგრამ ვნებით აღსავსენი არიან. მათ სურთ ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც მათი და მათი დიდი რომანტიკული ბედის ღირსი იქნება, რომლისთვისაც, მათი აზრით, არიან ისინი გაჩენილი. ვერ წარმოუდგენიათ, რომ რომელიმე ქალს შეეძლოს მათზე უარის თქმა. მეორეს მხრივ, ლომისთვის მარჯვედ გაკეთებული კომპლიმენტი უმალ მოიყვანს მას თქვენს ფეხთ, არის მასში რაღაც ფარშევანგისეული. სიყვარული ლომისთვის დღესასწაულს, ექზალტაციას წარმოადგენს. მას დიდი მადა აქვს, დაჟინებული სურვილები, მისი ტკივილი ღრმა არის, ის ვერ ხედავს აზრს გაუბედაობაში, ეჭვებში გრძნობებისა და სიტუაციებისადმი. არ უყვარს, როდესაც გზაზე ეღობებიან.
თუ ლომი არ უყვართ, ის ვერ პატიობს თავს საკუთარ არჩევანს-მისი სიბრაზე დამანგრეველია. მეორეს მხრივ, ვერც ერთი ქალი ვერ გადაეღობება მას მდგომარეობისა და კარიერის გზაზე. და თუ ქალი ამას ახერხებს, ლომი თავიდან იშორებს მისთვის დამამცირებელ მდგომარეობას, თუნდაც ის მარტოობის მომასწავებელი იყოს. საზოგადოებაში წარმატებულ ლომს შეუძლია სახლში სადავეების დათმობა, როდესაც ამას სხვა არავინ ხედავს. მას შეუძლია იყოს ქვეყნად ყველაზე დამთმობი ქმარი. უხეირო ლომი კი ყველაზე საზარელი ტირანია პირად ურთიერთობებში, პომპეზურია, შეურაცხოყოფას აყენებს ქალს, ადანაშაულებს მას ცხოვრების ყვალა წარუმატებლობაში. როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა ლომმა უნდა გადაწყვიტოს კონფლიქტი სიყვარულსა და საზოგადოებრივ მდგომარეობას შორის სიყვარულის სასარგებლოდ და უნდა ეცადონ პატივმოყვარეობის დაძლევას.
ლომები ბედნიერები არიან მშვილდოსნებთან, ვერძებთან, ტყუპებთან და სასწორებთან. მეგობრობასა და სიყვარულში უნდა მოერიდონ მორიელსა და კუროს.

ქალწული



ქალწული
(
24 აგვისტო -23 სექტემბერი
)

  • პლანეტა: მერკური.
  • სიმბოლო: ქალწული, კუბი, კოდი.
  • ფერები: თეთრი, ცისფერი, იისფერი, მწვანე.
  • ქვები: ნეფრიტი, სარდიონი, `კატის თვალი~, გიშერი, კარნეოლი, იასპი, მალაქიტი, ტოპასი, ქრიზოპრასი, მარმარილო.
  • ლითონი: კალა, სპილენძი.
  • ყვავილები: ასტრა, ვირის-ტერფა, წითელი ყაყაჩო.
  • თილისმა: კალია, ასტრა.
  • იღბლიანი დღე: ოთხშაბათი.
  • უიღბლო დღე: ხუთშაბათი, პარასკევი.
  • იღბლიანი რიცხვები: 3, 5, (ყველა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა),6, 12 (ყველა 12-ის ჯერადი), 20, 27.

24 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დაბადებელებს მზის გავლენით -გააჩნიათ ჰარმონიის, სიმშვიდის გრძნობა და ტენდენცია მჯდომარე ცხოვრებისკენ.
3-დან 11 სექტემბრამდე დაბადებულები ვენერას გავლენით -გულჩათხრობილნი, მორიდებულნი არიან, ხშირად ერთხელ უყვარდებათ.
12-დან 23-სექტემბრამდე დაბადებულები მერკურის გავლენით - მორიდებულნი და საზრიანნი, ზოგჯერ ზარმაცნი არიან.

ტემპერამენტი და ხასიათი

ქალწული შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მდიდარი ნიშანი. აქვთ კულტურის, სრულყოფის მოთხოვნილება; აქვს ლოგიკური, დედუქციური და სისტემურო აზროვნება. ეს სკეპტიკოსებია, რომლებსაც არ სჯერათ გულწრფელობის და ინტუიციის. ისინი იშვიათად აზვიადებენ, აანალიზებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს ნათლად ხედავენ, ყოველივეს თავიანთ თავზე იღებენ, აკრიტიკებენ, ამარტივებენ, ასუფთავებენ. აქვთ ღრმა მოთხოვნილება სისუფთავის მიმართ. ისინი კატებივით იყოფიან ცნობისმოყვარეობასა და შიშს შორის.
ქალწული კატების და საერთოდ პატარა ცხოველების ნიშანია, ისინი მოუსვენარნი არიან, კარგად ფიქრობენ ვიდრე რამეს გააკეთებენ. ზოგჯერ ძალიან დიდხანს ფიქრობენ, რის გამოც ისინი კარგავენ სპონტანურობას და შესაბამისად ხელიდან უშვებენ შესაძლებლობებს. ისინი ჭკვიანები, შრომისუნარიანები, საიმედოები არიან და შეუძლიათ ყველფრის გაკეთება, არიან იდეალური საშუალო წარმომადგენლები და მანიაკები, უდიდესი მოაზროვნეები და გენიოსები. არსებობს ქალწულების სამი სხვადასხვა ტიპი:
I. ის ყოველთვის თავშეკავებული, შებოჭილი. ეს ტენდენცია შეიძლება იყოს დიაპაზონში დადებითიდან უარყოფით უკიდურესობამდე: წესრიგის მოთხოვნიდან მანიაკალურ პედანტურობამდე. გროშების მოგროვებიდან დიდ კოლექციო¬ნი¬რე¬ბა¬მ¬დე, სისუფთავიდან მეტისმეტ მოწესრიგებულობამდე, ფრთხილი დაგეგმვიდან ხვალისთვის ყველაფრის გადადებამდე.
II. მიდის უკუუკიდურესობამდე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაღარათამდე როგორც პროტესტისა და უთანხმოების ფორმამდე. უყვარს ნებისმიერი სახის `ტალახი~, აქვთ ძალისა და ძალაუფლების წყურვილი, ეგოისტურობამდე მკაცრები არიან. ამ ტიპს ხშირად ადარებენ მორიელს.
III. შერეულია, პირვველსა და მეორეს შორის მერყეობს. ერთი ხელით იჭერენ და მეორეთი გასცემენ. შუალედური პიროვნებაა. დღეს თხუპნია, ხვალ _ სისუფთავის ჟინით შეპყრობილი. რესპექტაბელური მოქალაქე მოულოდნელად ხდება გაშმაგებული. ყველა ტიპი აისახება ჩაცმულობაში, აქვთ კლასიკური, უმწიკვლო სტილი, კონსერვატიული, რომელიც ყურადღებას აქცევენ დეტალებს, მაგრამ განსაკუთრებული ფანტაზიის, გაბედულობის ან თავისუფლების გარეშე. ზოგჯერ შეგნებულად ნატიფი, ზეფორმალურია. ეს შეიძლება გადავიდეს ერთფეროვნება¬ში, რომელიც ყოველგვარ კავშირს კარგავს მოდასთან, მათ უყვართ ტანსაცმლის ბოლომდე გაცვეთა, მერყეობენ ახალი ნივთების შეძენისას. "დადებითი"ქალწული ატარებს გულდასმით შერჩეულ და მორგებულ ტანსაცმელს, რომელიც უბრალოების სასიმოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.

პროფესიები

ახალგაზრდობაში უფრო ყურადღებით ირჩევენ პროფესიას, აცნობიერებენ თუ რამდენად სერიოზულია ცხოვრება, უნდათ სწავლა და მუშაობა საკუთარ თავზე მთელი ცხოვრების მანძილზე. დეტალებისა და სრულყოფის სიყვარული, მწვავე ანალიზი, რომელიც ზოგჯერ ხარბ პედანტურობაში გადადის, ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ყოველივე ეს დიდ შესაძლებლობებს აძლევს მათ. ქალწულები უმწიკვლონი არიან, მიუხედავად არჩეული პროფესიისა, შესაძლოა მათ ამჯობინონ მარტო მუშაობა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს კოლექტივიზმის უნარს. ისინი კორექტულები არიან უფროსებთან, მკაცრნი ქვეშევრდომებთან. ზოგჯერ იჩენენ მფარველობას, შემწყნარებლობას. თვლიან რომ უხერხულია დაწინაურების თხოვნა. მათ ზოგჯერ დიდხანს არ უნაზღაურებენ ხელფასს ბოლომდე. მათი შრომის ანაზღაურება ხდება წახალისების ნიშნებით - მედლებით, პატენტებით. ისინი ყურადღებიანი, ფულის საკითხებში ფრთხილი არიან და შეუძლიათ მცირე სახსრებით ცხოვრება, ნელ-ნელა ზოგავენ ხვალინდელი `სიამოვნებისთვის~, ზრუნავენ შავ დღეზე. იშვიათად რისკულობენ აზარტულ თამაშებში, არ აქვთ გამართლების იმედი.
ქალწულებიდან გამოდიან კარგი ექიმები, ფარმაცევტები, ვეტერინარები, გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები, მეანები, მასაჟისტები, ექიმბაშები, დიეტური ექიმები, ლინგვისტები, აგრეთვე მესაათენი, ოპტიკოსები, ინჟინრები, ქიმიკოსები, დიზაინერები, ფერმერები, მრეცხავები, მწმენდავები, მაღაზიების მეპატრონეები, მდივნები, სატელეფონო ოპერატორები, სამოქალაქო მსახურები, საფეიქრო საქმისა და ცხენების მოვლის სპეციალისტები. ქალწულები ითვლებიან საზოგადოების "მუშა ფუტკრებად". მათ უყვართ თავიანთი სამუშაო თვითგანწირვამდე, ეს არის მათი ცხოვრების ღერძი.

სიყვარული

ქალწულს არ აქვს რაიმეს წამოწყების ბუნებრივი ინსტინქტი. თუ მათი გული დაჭერილია ისინი უკან იხევენ, თავშესაფარს ეძებენ რათა დაფიქრდნენ, სძულთ და ეშინიათ ყოველგვარი გაურკვევლობის და მოლოდინის. ზოგიერთ ქალწულს ეშინია რომ ორსულობა დააკარგვინებს მათ ქალურობას, მიმზიდველობას, სხვანი კი ხდებიან შვილებზე შეყვარებული დედები და უარს ამბობენ თავიანთ დამოუკიდებლობაზე. ვნება ქალწულს სულის ავადმყოფობა ჰგონია, რომელსაც გონიერებამ უნდა განკურნოს. ისინი აანალიზებენ თავიანთ გრძნობებს და ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ისინი გონიერების, ეჭვების, შეკამათების, დაცინვის მეშვეობით, ამასთან უფრო უყვარდებათ, ვიდრე მათ ჰგონიათ. ქალწული ცეცხლმოკიდებული ყინულია, ისინი არ აფრქვევენ თავიანთ გრძნობებს და სიყვარულს, საქმით უფრო მეტს ამტკიცებენ, ვიდრე სიტყვებით. სინაზე დამცირების ფორმას ღებულობს, ისინი იფიცებიან რა ერთგულებაში არ მოითხოვენ იგივეს საპასუხოდ, იცავენ თავიანთ სიტყვას. მათ ისეთი ურთიერთობების იმედი აქვთ, სადაც მთავარი აქცენტი მორალურ პატიოსნებაზე, სიწმინდეზე, სიბრძნეზე, სიყვარულზე კეთდება და თუ ყოველივე ეს არ ექნებათ, მარტოობას ამჯობინებენ. არცერთ ნიშანს არ ჰყავს კრიტიციზმის კოშკში იზოლირებულნი მარტოხელა კაცებისა და შინაბერა ქალების უფრო დიდი რაოდენობა. ყველაზე დიდი სიძნელეები ხვდება ურთიერთობების პირველ სტადიაზე, ქალწული შებოჭილია და უხერხულობას განიცდის სხვისთვის საკუთარი გრძნობების გამჟღავნებისას, ზოგჯერ ხელიდან უშვებს თავის შესაძლებლობებს და ვნებიანი სურვილებით დატანჯული მარტოხელა ბრუნდება სახლში, ან ამყარებს ჩვეულებრივ საზოგადოდ მიღებულ ურთიერთობებს, რომელსაც განურჩევლობა, მაგრამ სიმშვიდე მოაქვს მისთვის და რომელიც მარტოობას უქადის ყოველ პარტნიორთაგანს. უფრო მოგვიანებით ის მოულოდნელად ააფეთქებს ყოველივე ამას ერთი წარმოუდგენელი ვნების გამო. ქალწულებს ბოლო წუთში შეჩერების ყველაზე დიდი პროცენტი გააჩნიათ. გააკეთებენ თუ არა ყველაფერს _ ჩერდებიან. მიჯნური ქალწულები სამ კატეგორიად იყოფიან: იღბლიანი ტიპი ათავსებს საქმეს სიამოვნებასთან, ეს თავბრუსდამხვევი, გაწონასწორებული მამაკაცია, რომელსაც უყვარს სამზარ-ეუ-ლოში ტრიალი და ყოველგვარი საოჯახო საქმეების კეთება. ამ კატეგორიის ქალი ალერსიანი, მკვირცხლი, ერთგული არის და უყვარს `საწოლში ყავის მირთმევა~.
თავშეკავებული ტიპი შეიძლება იყოს ფარულ იმპოტენციამდე ცივი, ის პურიტანელია, მოუხერხებელი, დამყოლი, მარტოობაში მოფანტაზირე, ხანმოკლე თავგადასავლების მქონე. ამ ტიპის ქალი შეიძლება შეზღუდული აზროვნების იყოს, რომელიც საკუთარი მარტოობიდან კეთილშობილების მონუმენტს ქმნის. ან საწვრთნელ ბანაკად აქცევს ცხოვრებას მის ირგვლივ და სახლში.
მესამე ტიპი თავისი წესების კარნახის საშუალებას აძლევს სექსს. თავგადასავალს თავგადასავალი მოსდევს, გული ამ დროს თითქმის არ მონაწილეობს. ზოგჯერ აქვთ მიდრეკილება პორნოგრაფიისკენ. ამ ტიპის ქალებმა შესაძლოა დაიწყონ ლოლიტას მსგავსად და დაასრულონ როგორც ნიმფომანი მონაზვნის ანაფორაში.
სასურველია კავშირი თხის რქასთან, კუროსთან, მორიელთან და კირჩხიბთან. თავი უნდა აარიდოს ვერძს, მშვილდოსანს.


სასწორი


სასწორი
(
24 საქტემბერი - 23 ოქტომბერი
)

  • პლანეტა: ვენერა/სატურნი.
  • სიმბოლო: სასწორი, წიგნი.
  • ფერები: მუქი ცისფერი, მწვანე, ზღვის ტალღის ფერი და პასტელის ფერები.
  • ქვები: ოპალი, ლაზურიტი, მარჯანი, ალმასი, საფირონი, მარგალიტი, ბივრილი, მთვარის ქვა, მწვანე იასპი, ბროლი, ქრიზოლითი.
  • ლითონი: ბრინჯაო.
  • ყვავილები: გულყვითელა, ვარდი, ია.
  • თილისმა: გული, წიგნი.
  • იღბლიანი დღეები: პასაკევი, შაბათი.
  • უიღბლო დღეები: სამშაბათი, კვირა.
  • იღბლიანი რიცხვები: 2, 5, (ყველა რიცხვი რომელიც 6-ზე იყოფა), 9, 15.

24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე დაბადებულები ვენერის გავლენით - ნაზი, კეთილმოსურნე, მეოცნებენი არიან.
3-დან 13 ოქტომბრამდე დაბადებულები სატურნის გავლენით კეთილგონიერნი არიან , ფუფუნებისა და პატივმოყვარეობის გარეშე ცხოვრობენ.
14-დან 23 ოქტომბრამდე დაბადებულებს იუპიტერის გავლენით - უყვართ გემრიელად ჭამა, მგრძნობიარენი არიან, აქვთ მიდრეკილება ლიტერატურისკენ, უყვართ ცერემონიები.

ტემპერამენტი და ხასიათი

ტემპერამენტიანია, მერყეობს ბალანსის, შესაფერისი მომენტის, საჭირო სიტყვის მოძებნისას. არცერთ ნიშანს არ ჰყავს უფრო მეტი მანიაკალურ-დეპრესიული და არც გმირი ადამიანები, არც ერთ ნიშანს უკეთ არ აქვს გამოხატული დროის შეგრძნება. სასწორი ხაზს უსვამს ცოდნის როლს, უყვარს ფაქტების დაგროვება, აფასებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ინფორმაციის დამალვას ბოროტმოქმედებად თვლის. ჰაერივით თავისუფალი ცირკულირება სურთ, სძულთ სიბნელე, ცუდად განათებული ოთახები, სჭირდებათ ირგვლივ ადამიანების ყოფნა, იციან როგორ დაიპყრონ ისინი: შარმით, ალერსით, მლიქვნელობით, სტუმართმოყვარეობით, გულუხვობით, დიდსულოვნებით, ხალისიანი მომსახურებით, სხვა ადამიათა შეხედულებების გაგებით. მამაკა-ცებიც და ქალებიც მთელი ცხოვრების მანძილზე პირფერობენ, საპასუხოდ ქების, სიყვარულის, აღფრთოვანების მოლოდინში. არ შეუძლიათ არ იგრძნონ თავი პოპულარულ, ყველასთვის საყვარელ ადამიანებად, მოტყუებულად გრძნობენ თავს თუ ხედავენ, რომ ისინი არ უყვართ. გარე სამყაროზე დამოკლიდებულება ხელს უშლის მათ ორიგინალობას, ისინი უკეთ მუშაობენ სხვების იდეებზე და აუმჯობესებენ მათ. მდიდარი ზრახვებით, კეთილი ნებით აღსავსენი არიან, არ გამოირჩევიან ნებისყოფით. ტენდენცია _ პასუხისმგებ¬ობაზე თავის არიდება. ისინი უკეთ დაიძინებენ, ვიდრე იბრძოლებენ. ვერავის და ვერაფერს ეტყვიან უარს. ცდუნებებს შორის არჩევანის გაკეთებისას ირყევა მათი ნება, ამან შეიძლება მათი გულგრილობა, კომპრომისი, არასაკმარისი ვალდებულება, ზოგჯერ რაღაც სიძნელე, საბოლოოდ კი _ დანაშაულის კომპლექსი გამოიწვიოს. სასწორი _ ზომისა და ზომიერების ნიშანია, ისინი გაზომვის წინააღმდეგ არ არიან, მაგრამ არ სურთ შუამავლობა, მათი ისტორია _ შეხედულებათა სიმრავლეა, ისინი ამჯობინებენ იდეის დაკარგვას, მაგრამ იხსნიან სიცოცხლეს. სასწორმა უნდა ისწავლოს გრძნობების გამოყენება გადაწყვეტილების მისაღებად და ზეპასიურობის და საძლევად. ქალი-სასწორი ტანსაცმლის საუკეთესო მოდელებს ქმნის, ის _ ელეგანტურობის მწვერვალზეა. ფრთხილია, რადგან უყვარს მოთაფვლა, კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ყურადღებას აქცევს საკუთარი ტანსაცმლის შეკერილობას, მაგრამ ყოველთვის არ არის თავდაჯერებული ფერის შერჩევაში. მამაკაცები ძალიან შეწუხებულები არიან მოდით, ზოგჯერ სნობიზმამდე, ჩაცმაში ხანდახან ქალებს ემგვანებიან.

პროფესიები

ახალგაზრდობაში, რამოდენიმე შესაძლებლობის ბალანსირებას ახდენენ. მათ სჭირდებათ დახმარება და რამოდენიმე შეთავაზების გაკეთება, არ უნდა ააჩქაროთ, არ უნდა უბიძგოთ რამისკენ, უმჯობესია რამოდენიმე მცდელობის გაკეთება. ხარჯავენ რა ბევრ დროსა და ენერგიას ისინი ადვილად იღლებიან¬. სამსახურში კარგად ეწყობიან სხვებს, აქვთ კოლექტივიზმის შესანიშნავი გრძნობა, მსუბუქად და ძალდაუტანებლად იძლევიან ბრძანებებს, პირველი წინააღმდეგობისთანავე შეუძლიათ განზე გადგომა და უკან დახევა, თუ ხელს მოკიდებენ სამუშაოს _ კარგად შეასრულებენ მას. ყველაზე კარგად მათ გამოუდით დამასრულებელი შტრიხები. ძვირფასია მათი დროისა და საჭირო მომენტის შეგრძნების ზებუნებრივი უნარი, ის ვერ აქცევს მათ შემთან¬ხმებებლ¬ე¬ბად. არსებობს დილეტანტობის საფრთხე. საუკეთე¬სო გამოყენება _ ყველაფერი რაც დაკავშირებულია მოდასთან და გართობასთან: მოდელიერი, დეკორატორი, ხელოვნების ნიმუშების, ანტიკვარების გამყიდველები, წიგნის გაყიდვის აგენტები, თეატრალური აგენტები, იურისტები, მოსამართლეები.
ხშირად ერიდებათ მოითხოვონ ის, რაც მათ ეკუთვნის, აკრიბონ ვალები, არ ამოწმებენ ანგარიშებს და არასოდეს არ ხდებიან ფულისა და საკუთრების მონები, მაგრამ იციან საკუთარი ბიუჯეტის განკარგვა.

სიყვარული

სასწორს განაგებს ქორწინება, მათ სხვა ნიშნებზე მეტად სჭირდებათ კავშირი პარტნიორთან, რათა თავი სრულყოფილად იგრძნონ. სასწორი _ გონიერებით მართვად ქალწულსა და სურვილებით მართვად მორიელს შორის გადებული ხიდია. ხიდი დაკიდული და მერყევია, აღნიშნავს აგრეთვე კაცობრიობის დასასრულს, რაც ნიშნავს შეზღუდულ ენერგიას, მოკლე სუნთქვას, ფიზიკური ძალების უკმარისობას. მათ არ უყვარდებათ ერთი შეხედვით, არ არიან შეპყრობილი გრძნობებით. სასწორისთვის ვენერა დამატებით სიყვარულს ნიშნავს, სასწორის ინდივიდუალური და სოციალური პორტრეტის დასრულებისას უნდა აღინიშნოს, რომ მის ძირითად თვისებას წარმოადგენს ადამიანებთან შეწყობის უნარი, საზოგადოებისთვის თავის მოწონება. სასწორი სენტიმენტალურია, მას არ შეუძლია არ იყოს ნაზი, მოთხოვნა საზოგადოებრივ აღიარებაში ზოგჯერ აიძულებს მას ლამაზი სახე ან მომგებიანი მდგომარეობა ამჯობინოს შინაგან სიღრმესა და შეთავსებადობას, შეუძლია დაქორწინდეს მხოლოდ ნახევარი გულის კარნახით. სასწორი დამყოლია და ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. მის სხეულს არ ყოფნის ინსტინქტი, ამიტომ ის უნდა შეივსოს ჭარბი, ზოგჯერ პორნოგრაფიული წარმოსახვით. ის თითქმის ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დარჩეს მარტო და ჰქონდეს დიალოგი. ქალი სასწორი ნაზი და თავბრუდამხვევია, ნებისმიერ მამაკაცთან შეუძლია ადაპტირება, ზოგჯერ თავგანწირვამდე და მაზოხიზმამდეც კი. ისინი იდეალური დამხმარეებია, რომლებიც ქმრის წარმატებაში პოულობენ ბედნიერებას, მაგრამ მათაც შეუძლიათ განზე გახედვა და ბედნიერების ძებნა თუ არ გრძნობენ თავს საყვარელ ადამინად. სწრაფად მშვიდდებიან. მამკაცი სასწორი არ განასახიერებს დამპყრობელს, ის ხშირად პირველ ნაბიჯს ქალისგან ელოდება. თუ ქალი არ გადადგამს პირველ ნაბიჯს, თავს არასაჭიროდ და უარყოფილად გრძნობენ, ნებდებიან და სხვაგან ეძებენ წარმატებას. აქვთ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ვინმესთან მლიქვნელობის მისწრაფება. თუ სასწორი დარწმუნებულია, რომ ის სასურველია და რჩეულის ყურადღების ცენტრს წარმოადგენს არ არსებობს პარტიონირი მასზე თავბრუდამხვევი, დიდსულოვანი და დამყოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში სასწორი მოღუშული და ცივი ხდება, ადვილია მასზე ზემოქმედება. მას ქალების იმედი აქვთ წარმატების და მიზნის მიღწევაში.


მორიელი


მორიელი
(
24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი
)

  • პლანეტა: პლუტონი.
  • სიმბოლო: მორიელი, არწივი, სიკვდილის ნიშანი, ლამპარი, პირამიდა.
  • ფერები: ყვითელი, მუქი წითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი.
  • ლითონი: რკინა, ფოლადი.
  • ქვები: აქვამარინი, მარჯანი, ბივრილი, ლალი, მთვარის ქვა, ტოპასი, მალაქიტი.
  • ყვავილები: მიხაკი, იორდასალამი, ქრიზანთემა,
  • თილისმა: ხოჭო, მორიელი, სიკვდილის ნიშანი.
  • იღბლიანი დღე: სამშაბათი.
  • უიღბლო დღე: ორშაბათი, პარასკევი.
  • იღბლიანი რიცხვები: 4, 5, 8, 9, 10, 11, 21, 100, 666.

24-დან 2 ნოემბრამდე დაბადებულები მარსის გავლენით - იმედგაცრუებულნი არიან, აქვთ მედიცინის ნიჭი, ადამიანის განკურნების უნარი, ახალგაზრდობაში მერყევნი არიან, ენერგიულნი _¬ ზრდასრულობაში.
3-დან 13 ნომბრამდე დაბადებულები მზის გავლენით ძლიერი და ვნებიანები, ინიციატიურები, ნებისყოფიანები, გულკეთილები, დიდსულოვნები და კეთილშობილები არიან.
14-დან 22 ნოემრბამდე დაბადებულები ვენერის -გავლენით ჭკუამხიარულნი და ემოციურნი არიან, გააჩნიათ არტისტული ტალანტი და ძლიერი ვნებები.

ტემპერამენტი და ხასიათი

მორიელი - სიყვარულისა და სიკვდილის ნიშანია, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს სხვებზე. წყლის ნიშანი -ქალური, მუდმივი, გააფთრებული, ღამის, მდუმარე, მოხერხებული, ნაყოფიერი. დევიზი: "სიყვარულის სიმღერა ბრძოლის ველზე". მარსის მიერ მართვადი მორიელი ყველაზე ახალი პლანეტის _ პლუტონის გავლენის ქვეშ იმყოფება. მორიელის წყალი დუნეა, თევზების (ოკეანე), კირჩხიბის (წყარო) წყლისგან განსხვავებით. მორიელს ცუდი რეპუტაცია აქვს, მას მერვე სახლს – სიკვდილის სახლს უკავშირებენ და ავიწყდებათ, რომ მთლიანად სახლი არის სიმდიდრე, მემკვიდრეობა. მუდმივ თუ ცვალებად მორიელს უზარმაზარი წინააღმდეგობა გააჩნია და ფენიქსივით შეუძლია აღსდგეს. მორიელზე ბატონობს მარსის ორი თვისება: ეროტიზმი და აგრესიულობა. ეს ტიპი მთელი ძალით ცხოვრობს წარმატებებისა და წარუმატებლობის მონაცვლეობით, მშრალი და გვალვიანი მარსი მორიელს სიჯიუტეს და სიფიცხეს ანიჭებს, მას მებრძოლის თვისებები აქვს. მორიელის ენერგია საშიშია, ისევე როგორც ვერძისა. მორიელი _ სიყვარულისა და სიკვდილის გაორება, ენერგია, დრამა, ვნება, საიდუმლოება, ინდივიდუალიზმი, ბუნტია. პლუტონი სულის სიღრმის, ეშმაკისეული სახის განსახიერებას ახდენს, მორიელი განისაზღვრება ფარული სიცხოველით და თავს დამაჯერებლად და უცილობლად იმკვიდრებს. ეს ვლინდება ხელშეუხებლობასა და მოუწესრიგე¬ბლობაში, ცხოვრებისეული სწრაფვების შეკავებში, შიდა კონფლიქტებში, და იწვევს ჰაერის უკმარისობას და ნერვოზს (სასტიკი პლუტონი ხსნის არსებობის ღრმა შინაარსს). ძალაუფლების მოყვარული, გააფთრებული, ინსტინქტური ხასიათის მქონე შეუწყნარებელია მაშინაც კი, როდესაც ცეცხლი ინფანტილურობით არის შენიღბული. მორიელი ძლიერი ვნებების მატარებელია, მთვლემარე, მაგრამ არა უსიცოცხლო, ეს ხასიათი არ იცვლება. კმაყოფილია თავისი თავით, მიუხედავად გარეგნული თვისებებისა. მან იცის თუ რა სურს. მისი ბუნების არსი გადაწყვეტილების მიღებაშია, უშრეტია სიცოცხლის წყურვილი. ვერ ეგუება ვერანაირ ძალდატანებას. ანარქიზმამდე დაუმორჩილებელია თუ მას ეწინააღმდეგებიან. ინდივიდუალისტია, არ უწევს ანგარიშს საზოგადოებრივ აზრსა და წეს-ჩვევებს. არაჰარმონიული ცის ქვეშ არის დაბადებული. მისი გადაწყვეტილებები უცვლელია. ცხოვრებისთვის შეიარღებულს აქვს თავდაცვის უნარი. არ ეშინია თავდასხმის, ძლიერი ნებისა და სიმტკიცის წყალობით. დიდია მორიელის გავლენა სხვა ნიშნებზე. ის ერთი შეხედვიდან აღწევს სხვის სულში: თავად უნდობელი, შეუღწევადი და მიუწვდომელია. ის არ ცდილობს ვინმეს მოხიბვლას, მაგრამ აქვს ძლიერი და მომთხოვნი მგრძნობელობა. სურვილების განხორციელება ამოუცნობი გზით ათავისუფლებს, ამაღლებს და ამშვიდებს მას. არ არის მოლაყბე და ექპანსიური, შრომის მოყვარეა და მეტ-ნაკლებად სადო-მაზოხისტი. აგრესია და ეროტიზმი ყველაზე დამღუპველი და ნაყოფიერი ნიშანია. ქალი მორიელი _ შესანიშნავი კულინარია, ფიზიკურად საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი, ძლიერი კიდურებით და დიდი შრომისუნარიოანობით. მთლიანობაში აქტიური, ამაყი, თავშეკავებული, მომთხოვნი, ცნობისმოყვარე, მიზეზიანი, ჩაფიქრებულია. მკვლევარები და დამკვირვებლები არიან, შურიანები, ირონიულები და წინააღმდეგობრივი. მათი აღელვება ადვილია. აქვთ სიკეთის უნარი, მიდრეკილება მაგნეტიზმისა და ძლიერი სექსულობისაკენ; რეფორმისტები არიან, ზოგჯერ ნათელმხილეველები, შეუძლიათ მოზომონ თავიანთი ქიმერული გეგმები და კონსტრუქციულად გამოიყენონ თავიანთი ნება. უყვართ ბრძოლა, არასოდეს არ ეცემიან სულით სიძნელეების გადალახვისას. ჰყავთ ბევრი შვილი, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს `საბედისწერო~ქალის ტიპი.

პროფესიები

მათგან გამოდიან ქირურგები, მეზღვაურები, ქიმიკოსები, მეშახტეები, მექანიკოსები, თუ ცუდი ხმა არა აქვთ, კარგი საესტრადო ან საოპერო მომღერლის კარიერა ელოდებათ. მორიელში შესანიშნავად არის ბალანსირე¬ბული გონიერება და ემოციები და თუ ის მაღალი ინტელექტის მქონეა შეუძლია იყოს ფილოსოფოსი და ეძიოს ცხოვრების აზრი.

სიყვარული

მორიელი მგრძნობიარე ბუნებისაა, აქვს მისწრაფება სიუხვისაკენ, მათ შორის სიყვარულშიც. ის თითქოს ამისთვის არის შექმნილი, ამისკენ მიისწრაფის მთელი თავისი არსებით, მორიელი არ უშვებს მარცხს, იცის საკუთარი მომხიბლელობის ფასი. თუ ხდება ისე, რომ ქორწინება შეუძლებელია, მორიელს თავისი რჩეული კიდევ უფრო ძლიერ და ნაზად ეყვარება, ვიდრე კანონიერი ცოლი ან ქმარი. ის მხოლოდ საკუთარ გულს უგდებს ყურს, მამაკაცი მორიელი არ ავლენს ხალხში საკუთარ გრძნობებს, ხალხში ის უხეში, უყურადღებო და მკაცრია, განმარტოებით კი აღიარებს ჭეშმარიტ დამოკიდებ¬უ¬ლე¬ბას. ძალიან ეჭვიანია, ქალი მორიელი, ნაწილობრივ, ჯადოქარია. ის მეექვსე გრძნობით ერთი შეხედვით ცნობს მის მომავალ რჩეულს, რომელსაც სხვა გზა არ რჩება თუ არა დაემორჩილოს მის ჯადოსნურ გრძნებებს. ქალი მორიელი უჩვეულოდ ვნებიანი ბუნებისაა. მათთვის ვნებიანობას მხოლოდ სასიყვარულო სიამესთან აქვს კავშირი. ის მსგავს გრძნობებს განიცდის ირგვლივ ყველაფრისადმი: მას ან დაჟინებით უყვარს ან სიგიჟემდე სძულს. ქალი მორიელი საშინლად ეჭვიანია, არ უყვარს როდესაც მასზე ეჭვიანობენ, ხოლო ამისგან თავის შეკავება ძალზე ძნელია, ვინაიდან ის მეტისმეტად იქცევს ყურადღებას.
ქორწინებასა და თანამშრომლობისათვის სასურველია კირჩხიბი, თევზები, სასწორი, ქალწული, თავი უნდა აარიდოს მერწყულს და ლომს.



ShoutMix chat widget