ფოტო სამყარო / Photo World

ფოტო, რეალურად ყველაზე უფრო კარგი საშუალებაა ადამიანმა გადმოსცეს ის ხასიათი, რომელზეც კონკრეტულად მისი გადაღების მომენტში იმყოფება. სხვასაც გაუფართოვოს თვალსაწიერი ესეც ფოტოგრაფიის დამახასიათებელი თვისებაა, რადგან კონკრეტულ მოვლენას თითოეული ადამიანი თავისი ინტერპრეტაციით უყურებს, ფოტოს საშუალებით კი ხშირად ენით გადმოუცემელ ასოციაციებსაც კი თვალნათელს ვხდით სხვისთვის. მაგლითად მე, როდესაც რაღაცას ვწერ მისი გაფორმება სურათებით მიყვარს, რადგან მიმაჩნია, რომ ასე უფრო გასაგები და საინტერესო ხდება ადამიანისთვის ის, რისი თქმაც ან გადმოცემაც მსურს. სწორედ ამიტომაც არის ალბათ ასე პოპულარული ე.წ. სმაილები ვირტუალურ სამყაროში. ასე უფრო მოსახელხებელიც არის და უფრო კარგად მისახვედრიც თუ რა ემოცია გააჩნია კონკრეტულ ადამიანს.  
რაც შეეხება ფოტოგტრაფიას, თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოცემული საქმიანობა უფრო საინტერესო და მეტად უფრო კრეატიული გახადა, ვიდრე აქამდე იყო, რადგან ის, რისი გადაღებაც ხშირად გვსურს რეზულტატად ვერ ვიღებთ ზუსტად ისეთივეს, როგორი ჩანაფიქრიც გვქონდა. სწორედ ამიტომ, კომპიუტერული პროგრამები თითქმის ამოუწურავ შესაძლებლობებს გვაძლევს ჩვენი უსაზღვრო ადამიანური ფანტაზიები სრულად გადმოვცეთ ამა თუ იმ ფოტოს საშუალებით. 
ფოტოგრაფია ის სამყაროა, რომლში ცხოვრებაც სულ რაღაც ახლო წარსულიდან დავიწყე. მართალია, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მოცემული საქმიანობით თვითონვე არ, თუ ვერ ვარ დაკავებული, რადგან დრო და ახლანდელი საქმიანობა ნაკლებად მაძლევს ამის საშუალებსა, მაგრამ მომავალში ფოტოგრაფიაში დახელოვნებას ვაპირებ და იმედია ასეც იქნება, ადრე თუ გვიან ხომ ყველა ვიხდენთ ხოლმე ოცნებებს, თუნდაც სიბერეში... ჰოდა, იმედით ცოცხლობსო ადამიანი და ვისურვებდი მე ამ იმედით არ მომიწიოს სიკვდილი, მაგრამ ხუმრობა იქეთ იყოს და ამასობაში ძირითად თემასაც რომ არ ავცდეთ ვიტვი, რომ ჩემს ფოტოგრაფიის სიყვარულს ფუჭად სულაც არ ჩაუვლია. არა მეგობრებო, ამ დაინტერესებასა და ძიებაში ისე მოხდა, რომ ერთ დღესაც აღმოვაჩინე, თურმე საკმაოდ დიდი და საკმაოდ საინტერესო ფოტოების კოლექცია მქონია, სადაც შეხვდებით, როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიის სერიოზულ შედევრებს, ისე კრეატიული ჟანრის ხშირად ცინიკურ, მაგრამ საკმაოდ სეროიოზულ ცხოვრებისეულ ნამუშევრებს, წმინდად იუმორისტულ ფოტოებსა თუ ნახატეს და სხვა მრავალთ. ჰოდა, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი ეს "ქონება" სხვისთვისაც გამეხადა თვალნათელი და ბლოგზე განთავსება განვიზრახე. ალბათ მოცემული ჩანაფიქრი გაამართლებს და საინტერესო გამოვა . . . მისურვეთ წარმატებები !!! :)))))

ShoutMix chat widget