12.22.2008

10 ყველაზე მეტროსექსუალური ვარსკვლავი

მეტროსექსუალი – ეს არის ჰეტეროსექსუალი მამაკაცი, რომელიც თავის გარეგნობას უდიდეს ყურადღებას აქცევს, ანუ, ვისი ცხოვრების სტილსაც ისეთი ატრიბუტიკა აქვს, რომელიც სტერეოტიპულად აღიქმება ჩვენგან როგორც ჰომოსექსუალი მამაკაცების ატრიბუტიკა. გთავაზობთ იმ თანამედროვე ბიჭების სიას, რომლებიც ამერიკელი კრიტიკოსების აზრით მეტისმეტად ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე:

ორლანდო ბლუმი.

სახელი მეკობრის როლმა გაუთქვა. დღეს უკვე კამათობენ, ვინ არის უფრო სიმპატიური «კარიბის ზღვის მეკობრეებში» - ბლუმი თუ დეპი. პასუხი კი არ არსებობს.


ზაკ ეფრონი.

თამაშობს მიუზიკლში «თმის ლაქი», ამერიკაში მან სახელი გაითქვა სერიალით «მუსიკალური სკოლა». «და შეხედეთ მის ვარცხნილობას – წერს სტატიის ავტორი – ნორმალური ბიჭი ასეთ რამეს თავის თმას ვერ გაუკეთებს».



რაიან სიკრესტი.

ჩვენთვის იგი უცნობია, მაგრამ ამერიკაში ალბათ დიდი მეტროსექსუალური ვარსკვლავია.


დევიდ ბექჰემი.

საინტერესოა, როდისღა ასწრებს ფეხბურთის თამაშს, თუ თავისი დროის დიდი ნაწილი იმითაა დაკავებული, რომ ცდილობს ცოლზე უკეთესად გამოიყურებოდეს? თუმცა, დევიდი მეტროსექსუალის კვინტესენციაა, და ამაზე არავინ კამათობს. მაგრამ უცნაურია, რატომ დააყენა ავტორმა იგი მხოლოდ მეშვიდე ადგილზე?


ბრედ პიტი.

თუ შვილის აყვანით არ არის დაკავებული, მაშინ დაკავებულია საკუთარი გარეგნობით. ბიჭი 45 წლისაა და რა მშვენივრად გამოიყურება.


ჯონი დეპი.

როცა კი არ უნდა გამოჩნდეს წითელ ხალიჩაზე, «ბომჟისა» და მეტროსექსუალის ჰიბრიდივით გამოიყურება. დეპი ცდილობს თავისი ბავშვური მომხიბვლელობა წვერ-ულვაშის ქვეშ დამალოს. მაგრამ იგი ამ წვერის გალამაზებას ყოველ დილით ორ საათს ანდომებს.


ჰიუ ჯეკმანი.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ იგი ისეთი ადამიანის როლს ასრულებს, რომელიც შუაზე გაგგლეჯთ, თუ ალმაცერად შეხედავთ, შემდეგ კი ხედავთ ცოცხალს ინტერვიუს დროს ან სცენაზე პიტერ ალენის მიუზიკლში ბროდვეიზე. და კიდევ, იგი შესანიშნავად მღერის.


რაიან რეინოლდსი.

იგი სკარლეტ იოჰანსონის «ბოიფრენდია». რაიანი ვერ ახერხებს დამალოს თავისი ბუნებრივი ნაზი და ქალური გარეგნობა. იქნებ ასეთ ვარცხნილობის გამო? ყოველ შემთხვევაში ისე გამოიყურება, თითქოს ერთი დღეც არ უმუშავია ცხოვრებაში.


ეშტონ კატჩერი.

თავის ახალ შოუში АВС –ის არხზე ისე დადის, როგორც პროფესიონალი მოდელი. მისი ცოლი – დემი მურია, რომლისგანაც ბევრი რამ ისცავლა გარეგნობის სფეროში.


ჯეიკ ჯილენჰალი.

ეს ბიჭი «კუზიან მთაში» უფრო ვაჟკაცურად გამოიყურება, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. იგი ნიჭიერია და კარგი გარეგნობა აქვს, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მთელი ეს მომხიბვლელობა ბუნებრივია, ამის მისაღწევად საჭიროა ვარჯიში და საკუთარ თავზე მუშაობა ყოველ დილით წლების განმავლობაში.







Opel_ის ფეხსაცმელი




ეს ინფორმაცია Opel-ს, რომ გამოექვეყნებინა 1 აპრილს, რათქმაუნდა ამას არავინ დაუჯერებდათ.

მაგრამ ეს არ არის ხუმრობა - Opel Agile-ს პიარის საფუძველზე, გადაწყვიტეს ქალის ფეხასაცმლის ხაზის გამოშვება.



ფეხსაცმელი არის მაღალ ქუსლზე, ხოლო მისი განმასხვავებელი
ფაქტორი არის ნახატი ფეხსაცმლის ცხვირზე. რომელიც არის
Opel Agile-ს ზუსტი აპლიკაცია.


დიზაინზე პასუხს აგებდა მხატვარი ლუკა სტაპერსი. მისი თქმით
ეს ძალიან საინტერესოა და იქცევს დიდ ყურადღებას.



თუმცა Opel-მა თავიდანვე განაცხადა, რომ ფეხსაცმლის
ეს ხაზი გამოიშვება შეზღუდული რაოდენობით.

კრეატიული ფეხსაცმელი











































დრო Prada -ს მიხედვით


დრო Prada -ს მიხედვით

თანამედროვეობის ერთ-ერთმა ინტელექტუალურმა მოდის სახლმა Prada შექმნა მაღალტექნოლოგიური საათები მამაკაცებისთვის. ეს მოკრძალებული აქსესუარი იკვებება მზის ენერგიაზე და მისი ფასი იწყება 2000 დოლარიდან.

ცნობილი სახლის უკანასკნელი ქრონოგრაფის გამოშვებიდან საკმაო დრო გავიდა, მუდმივი კალენდრით ან საათის უზუსტესი მექნიზმით ვერავის გააკვირვებ. მზის ბატარეებიც სიახლეს არ წარმოადგენს.ისინი ყველგან გამოიყენება დაწყებული ავტოსადგომის აღმრიცხველიდან დამთავრებული კერძო სახლებით.

ამის მიუხედავად მიუჩი პრადა და მისი გუნდი შეეცადა თავისი სიტყვა ეთქვა მზის ბატარეების გამოყენებაში.

ახალი საათების ციფერბლატები უზადოდ არის ინკრუსტირებული მზის მრავალი ბატარეით, რომლებიც კვებავენ კვარცის მექანიზმს. საკმარისია საათი თვეში ერთხელ მაინც მოხვდეს მზეზე, რომ იმუშავოს ზუსტად და შეფერხების გარეშე.

Prada-ს ახალი შედევრის ტირაჟი მხოლოდ 1000 ეგზემპლარია. თითოეულს გააჩნია უნიკალური კოდი , შეფერხებისას საათი ღებულობს ზუსტი დროის სიგნალს. არ დაგჭირდებათ საათის ხელით მომართვა, ქრონოგრაფი ამას თავად გააკეთებს.

საათი ითვალისწინებს თქვენ ადგილმდებარეობას. საათობრივი სარტყელის გადაკვეთისას ის ავტომატურად გადადის ადგილობრივ დროზე.

საათის კორპუსი დამზადებულია ტიტანისგან და სამაჯური კი ან შავი ან მუქი ყავისფერი ნატურალური, ხელოვნურად დაძველებული Saffiano ტყავისგან .

თმის გაშრობის და დავარცხნის საიდუმლოებანი



თმის გაშრობის და დავარცხნის საიდუმლოებანი
მანდილოსნებისათვის


თმის გაშრობა

თმის გაშრობამდე აირჩიეთ სასურველი ვარცხნილობა. თმის ხარისხიანად დავარცხნა ფენით კულულებს უფრო ელასტიურს ხდის და აფიქსირებს მათ. თუ წინასწარ შეარჩევთ ვარიანტს, თქვენ არ მოგიწევთ ძვირფასი დროის ხარჯვა ხელმეორედ თავის დაბანის გამო.
სანამ თმა ჯერ ისევ ნესტიანია, დაივარცხნეთ და დაყავით ნაწილებად: საქოჩრე, ზედა ნაწილი, კეფა და გვერდითი ნაწილები. გაშრობას ვიწყებთ კეფიდან, ვასწორებთ პატარ-პატარა მონაკვეთებს თანმიმდევრობით. ჰაერის ნაკადს ვამოძრავებთ თმის ძირებიდან ბოლოების მიმართულებით, რათა თმის ღერის ზედაპირი გახდეს გლუვი.

ფენის სახეობები

თანამედროვე თმის საშრობებს (ფენებს) სხადასხვა სიმძლავრე აქვთ, 1000-დან 2000 ვატამდე. დალაქების აზრით, დიდი სიმძლავრის ფენი უფრო ხარისხიანად ვარცხნის და ასწორებს თმას. მოკლე თმა ასეთი სიმძლავრის ფენს არ საჭიროებს.

მოკლე თმის გასაშრობად საკმარისია 400-800 ვტ. სიმძლავრის ფენი. უფრო გრძელი და ხშირი თმისთვის საჭიროა 1600-1800 ვატიანი ხელსაწყო. სიჩქარეების რაოდენობა და ტემპერატურების დონე დამოკიდებულია ფენის მოდელზე. რაც უფრო მეტია ისინი, მით მეტი ვარცხნილობის კომბინაციის შერჩევა შეიძლება, რომელთაგან შეგიძლიათ ამოირჩიოთ ის კომბინაცია, რომელიც უფრო მეტად მოუხდება თქვენი თმის ტიპს. აღვნიშნოთ კიდევ ერთი ატრიბუტი, რომელიც აქვს პრაქტიკულად ყველა უკანასკნელი მოდელის ფენს. ლაპარაკია ცივი ჰაერის მოწოდების ფუნქციაზე. საუკეთესო შესაძლებლობა თმის ხარისხიანი ვარცხნილობისათვის არის კომბინირება ცხელი ჰაერისა, რაც თმას ელასტიურს და მორჩილს ხდის, ცივი ჰაერის ნაკადთან, რომელიც აგრილებს თმას და აფიქსირებს მის ფორმას დიდი ხნით.

არ ღირს დავარცხნა ცხელ რეჟიმში, თუ:

  • თმა დახვეული გაქვთ ქიმიურად
  • თმა დასუსტებული და თხელია (არც თუ იშვიათად ფენებს რამდენიმე სითბური რეჟიმი აქვთ)

არსებობს ფენები, რომელთაც გააჩნიათ ცივი, დასაფიქსირებელი ჰაერის ნაკადი. ძლიერი ფენების უპირატესობას განაპირობებს ჰაერის ძლიერი ნაკადი, რაც შედარებით დაბალი ტემპერატურით დავარცხნის საშუალებას იძლევა და შესაბამისად, თმას ნაკლებად აზიანებს.

ფენით გაშრობა თმის ტიპის მიხედვით.

თუ ფენს მხოლოდ თმის გასაშრობად იყენებთ, საჭიროა ყველაზე ძლიერი ფენი, მაგრამ თუ თმის გასწორებაც გინდათ, საჭიროა ფენი სამი ფუნქციით:

  • მაღალი ტემპერატურით - წინასწარ შესაშრობად,
  • საშუალო ტემპერატურით - გასასწორებლად,
  • ცივი ჰაერით - დავარცხნილი თმის გასაგრილებლად.

ქიმიურად დახვეული თმის გასაშრობად გამოიყენება ფენი დიფუზიური საცმით, საიდანაც ჰაერის ნაკადი გამოდის დაშლილი და თქვენი კულულები ინარჩუნებენ საჭირო ფორმას. დიფუზორი, ეს არის სპეციალური საცმი, რომელიც აღჭურვილია მომრგვალებული "თითებით". ისინი შესაძლოა იყვნენ სხვადასვა სიგრძის. რაც მთავარია: მეორდება თავის კონტურები. ეს საშუალებას იძლევა, რომ ჰაერმა თანაბრად შეაღწიოს თმის ძირებში.

ტალღოვანი თმა

მოკლე და საშუალო სიგრძის ტალღოვანი თმის გასაშრობად გამოიყენება დიფუზიური საცმი მოკლე "თითებით". გრძელი და ხშირი თმისთვის - გლუვი "თითებით". დიფუზორი ღრუიანი "თითებით" დაგეხმარებათ უფრო მოცულომითი ვარცხნილობის შექმნაში. ხვრელები საცმის "თითებში" განლაგებულია გვერდებზე: ამგვარად, ცხელი ჰაერი პირდაპირ არ მიემართება, რაც გამორიცხავს კანის დამწვრობას. თუ აუცილებელია თმის გასწორება, გამოიყენეთ საცმი-დიფუზორი დამვარცხნი მოქმედებით.

გრძელი თმა

სწორი, გრძელი თმისთვის შესაძლებელია მოცულობის მიმცემი საცმის გამოყენება.

როგორ დავიყენოთ გრძელი, ხვეული თმა, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ? როგორ მივცეთ ასეთ თმას მაქსიმალური მოცულობა?

  • სველ, დავარცხნილ თმაზე შეიზილეთ მუსი ან ქაფი საშუალო ან ძლიერი ფიქსაციით, თმის მდგომარეობის შესაბამისად.
  • შეიშრეთ ზედმეტი სისველე: სწორი თმა დიფუზორის გარეშე, ხვეული-დიფუზორით. ამასთან, საცმი მიმართული უნდა იყოს ზევით, ხოლო თავს ამ დროს წევენ ქვევით. მიაქციეთ ყურადღება: ამ ეტაპზე თმა ცოტა ნესტიანი უნდა დარჩეს.
  • სწორ თმას რომ მოცულობა მივცეთ, ფენს მიამაგრეთ დიფუზორი. გააგრძელეთ თმის გაშრობა საშუალო სიჩქარეზე დიფუზორის გადაადგილებით. მოცულობითი კულულების შექმნა ნაწილ-ნაწილ უფო მოსახერხებელია: ჯერ თმის ერთი ნაწილი, შემდეგ თანმიმდევრობით მივიწევთ მაღლა.
  • კულულის გაშრობისას უკეთეს შედეგს მიაღწევთ, თუკი მონაცვლეობით იხმართ დიფუზორს და ხელის გულს (კულული მოაქციეთ ხელის გულზე და შეკუმშეთ ხელის თავთან მიტანით).
  • გაისწორეთ ყოველი კულული დიფუზორით და ხელის გულით. თმის ბოლოებისთვის საბოლოო ფორმის მისაცემად, გამოიყენეთ ფენი-ჯაგრისი. ახლა მოდაშია, როცა თმის ბოლოები გარედან ან შიგნიდანაა შეხვეული. შესაძლებელია შერეული ვარიანტიც, რითაც მივიღებთ მშვენიერ საზეიმო ვარიანტს. თმის სამაგრი, რომელიც დაამაგრებს გვერდითა კულულს, ან კეფასთან შეკრულ თმას, იქნება საბოლოო შტრიხი სადღესასწაულო გარეგნობაში.
მოკლე თმა

მოკლე თმისთვის არსებობენ ფენი-ჯაგრისები, რომლებიც არა მარტო აშრობენ, არამედ ვარცხნიან თმას და მოცულობას აძლევენ ვარცხნილობას. ზოგიერთი ფენი დაკომპლექტებულია შლემით, ბიგუდებზე დახვეული თმის სწრაფად ან შედარებით ნელა გასაშრობად.

საცმი-ჯაგრისები
  • ბრაშინგი (მრგვალი, კულულების სხვადასხვა სახეობისთვის)
  • ნახევრად მრგვალი, მოცულობისათვის
  • მრგვალი ჯაგრისები საშუალო დიამეტრით დაგეხმარებათ ტალღისებურად დაივარცხნოთ თმა.

როგორ გავიშროთ?

გასაშრობი თმის ნაწილი მთლიანად დავახვიოთ ჯაგრისზე და მივმართოთ მასზე ჰაერის ნაკადი. დიდი დიამეტრის ჯაგრისი ქმნის მსხვილ ტალღას, ვარცხნილობა დიდხანს ძლებს. ვარცხნილობები მსხვილი ტალღებით ადვილად კეთდება და ტრანსფორმირდება საზეიმო ვარიანტებად.

საშუალო სიგრძის და გრძელი თმა

ნაბიჯი 1. დახარეთ თავი. თმა ჩამოუშვით დაბლა.
ნაბიჯი 2. ახლა, ჰაერით შებერვასთან ერთად, ივარცხნეთ ჯაგრისით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით-უკნიდან წინისაკენ.
ნაბიჯი 3. როდესაც თმა ნახევრად გაშრება, ასწიეთ თავი და მიეცით ვარცხნილობას დასრულებული სახე.
თმის ვარცხნის დროს, სანამ სხვა ნაწილზე გადახვალთ, პირველი ნაწილი კარგად გააშრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვარცხნილობა დაგეშლებათ.

მოკლე თმა
ნაბიჯი 1. დაივარცხნეთ თმა სიგრძის შესაბამისი საცმით.
ნაბიჯი 2. "გაიარეთ" ჯაგრისით თმის ზრდის საწინააღმდეგოდ: ამ დროს თავი გადმოხარეთ წინ. ფენი ისე გეჭიროთ, რომ ჰაერი მიმართული იყოს თმის ზრდის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში, თმის ქერცლოვანი ზედაპირი გლუვი გახდება, და თმა ბზინვარებას შეიძენს. ნუ გამოაშრობთ თმას! გაშრობისა და დავარცხნისას ფენი არ უნდა გეჭიროთ 20 სმ-ზე უფრო ახლოს თმასთან.

რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე მოდური...?



ვერძი - მოდასთან დამოკიდებულება არც ისე ჰარმონიულია. მართალია ამ ნიშნის ქალბატონები ითვალისწინებენ მოდის ტენდენციებს და დიზაინერების რჩევებს, თუმცა გამოიყურებოდნენ ”მოდურათ” გამოსდით ნაკლებად... მიზეზი - წარუმატებელი შეხამება სტილის და ჩაცმულობის ფერების.

კურო - ისინი მოდას უყურებენ ზერელედ, მიუხედავად იმისა, რომ უყვართ გაპრანჭვა. მათ მოსწონთ ჩვეულებრივი ჩაცმის სტილი, მაგ. ჩვეულებრივი ფეხსაცმელი, წითელ კაბასთან შეთავსებით.

ტყუპები - ისინი არ აკეთებენ აქცენტს სექსუალურობაზე და ყოველთვის გამოიყურებიან ორიგინალურად. ისინი იცვამენ თითქმის ყველაფერეს, ეს იქნება სხვადასხვა ფერის კეტები თუ დაბალი წელის ჯინსები. ერთადერთი რასაც ტყუპები ვერ ეგუებიან, ეს არის ქალურობა.

კირჩხიბი - ახამებენ ისეთი ჩაცმულობის სტილს რომელიც არ შეეხამება ერთმანეთს, არ უყვართ ჩარჩოები მოდაში. მაგრამ საპასუხისმგებლო გამოსვლაზე არ გარისკავენ და არჩევენ ლაკონურ და ელეგანტურ კლასიკურ სტილს.

ლომი - არ მისდევს მოდას. თუმცა დიდი სიამოვნებით გამოიყენებს მოდის ტენდენციებს თუ ის ჩაჯდება მის გემოვნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ არ გაითვალისწინებს თანამედროვე ტენდენციებს. მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად - ლომი ყოველთვის გამოიყურება ”მოდურ თემაში”.

ქალწული - ისინი ყოველთვის გამოიყურებიან მომხიბვლელად. საიდუმლო იმაშია, რომ ისინი ირჩევენ ყველაზე გაბედულ ნივთებს, ამასთან ისინი არ არიან წინააღმდეგი ექსპერიმენტებზე საკუთარ სტილთან მიმართებაში.

სასწორი - აქვთ ძალიან კარგი შეხამების უნარი, სტილის და გემოვნების. თუმცა სასწორები ძალიან დიდხანს უნდებიან თავისი სტილის მოძებნას, რადგან უყვართ სხვების მიბაძვაც. რჩევა სასწორის ნიშნის ქალბატონებს - იცხოვრეთ თქვენი სურვილებით.

მორიელი
- ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან თავისი სიყვარული ბიჭური სტილის მიმართ. ზოგიერთი მათგანი ატარებს მოკლე ვარცხნილობას, ბიჭურ აქსესუარებს და მოხერხებულ ჯინსებს. ეს გოგონები რომც გამოიყურებოდნენ ქალურად (რაც ძალიან კარგად გამოსდით) ბიჭური სტილი მაინც იგრძნობა მათში.

მშვილდოსანი
- ეს არიან ნამდვილი მომხიბვლელი ქალბატონები. მათი სილამაზე ძალიან ქალურია, ისინი ოდნავ ”ცივები” არიან. მაგრამ ისინი ცუდათ ორიენტირებენ მოდურ ტენდენციებზე. უყვართ გადაჭარბებული სამკაულის ტარება.

თხის რქა
- ისინი თავს გრძნობენ სიმაღლეზე როცა არიან მოვლილები. არ არიან იმდენათ ლამაზები რამდენათაც კომპაქტურები. მისდევენ მოდას იმისთვის, რომ იპოვონ თავისი სტილი.

მერწყული
- მათი ამოცნობა არ არის რთული გაურკვეველი სტილის მიხედვით. დღეს არიან რომანტიულ ფორმაში, ხვალ კი - ჯინსებში. მთავარი ის არის, რომ ნებისმიერ სტილში მერწყულები გამოიყურებიან კარგად! მათ უცნაურ სილამაზეს ხაზს უსვამს ასევე უცნაური აქსესუარები და მყვირალა ფერები - ჰაეროვნებასთან ასოცირებით. წესით ეს ნიშანი შეიძლება ვაღიაროთ ყველაზე მოდურ ნიშნად. ისინი არა მხოლოდ მისდევენ მოდას, არამედ ქმინიან მას!

თევზები
- ქალი თქვზი ნაწილობრივ რომანტიულია და სათნო : ბევრია მათში ქალურობის ენერგია და პასტელის ფერები. მათ უყვართ კარგი ტანისამოსი. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ამჩნებენ მხოლოდ დიდ ნივთებს, აქსესუარებს კი ივიწყებენ.

მოდური კალოშები



ნორვეგიულმა ფირმა Swims_მა წარმოებაში გაუშვა მოდური კალოშები, რომელმაც ბევრი მოდის მოყვარული ადამიანი მიიზიდა. ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია. ამ მოდურ კალოშებს ატარებენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც. კალოშები იცმევა ფეხსაცმელებზე წვიმისაგან თავის დასაცავად. ადრე ისისნი პოპულარული იყო სოფლებში იმიტომ, რომ ტალახიან გზებზე კალოშებით გადადგილება უფრო მოსახერხებელი იყო. თანამედროვე კალოშები მათგან თანამედროვე დიზაინით განსხვავდებიან და ამასთანავე მშვენივრადაც გამოიყურებიან ფეხებზე. დიზაინერები მათ კოსტიუმზე ჩაცმასაც გვირჩევენ.












ShoutMix chat widget