12.22.2008

10 ყველაზე მეტროსექსუალური ვარსკვლავი

მეტროსექსუალი – ეს არის ჰეტეროსექსუალი მამაკაცი, რომელიც თავის გარეგნობას უდიდეს ყურადღებას აქცევს, ანუ, ვისი ცხოვრების სტილსაც ისეთი ატრიბუტიკა აქვს, რომელიც სტერეოტიპულად აღიქმება ჩვენგან როგორც ჰომოსექსუალი მამაკაცების ატრიბუტიკა. გთავაზობთ იმ თანამედროვე ბიჭების სიას, რომლებიც ამერიკელი კრიტიკოსების აზრით მეტისმეტად ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე:

ორლანდო ბლუმი.

სახელი მეკობრის როლმა გაუთქვა. დღეს უკვე კამათობენ, ვინ არის უფრო სიმპატიური «კარიბის ზღვის მეკობრეებში» - ბლუმი თუ დეპი. პასუხი კი არ არსებობს.


ზაკ ეფრონი.

თამაშობს მიუზიკლში «თმის ლაქი», ამერიკაში მან სახელი გაითქვა სერიალით «მუსიკალური სკოლა». «და შეხედეთ მის ვარცხნილობას – წერს სტატიის ავტორი – ნორმალური ბიჭი ასეთ რამეს თავის თმას ვერ გაუკეთებს».



რაიან სიკრესტი.

ჩვენთვის იგი უცნობია, მაგრამ ამერიკაში ალბათ დიდი მეტროსექსუალური ვარსკვლავია.


დევიდ ბექჰემი.

საინტერესოა, როდისღა ასწრებს ფეხბურთის თამაშს, თუ თავისი დროის დიდი ნაწილი იმითაა დაკავებული, რომ ცდილობს ცოლზე უკეთესად გამოიყურებოდეს? თუმცა, დევიდი მეტროსექსუალის კვინტესენციაა, და ამაზე არავინ კამათობს. მაგრამ უცნაურია, რატომ დააყენა ავტორმა იგი მხოლოდ მეშვიდე ადგილზე?


ბრედ პიტი.

თუ შვილის აყვანით არ არის დაკავებული, მაშინ დაკავებულია საკუთარი გარეგნობით. ბიჭი 45 წლისაა და რა მშვენივრად გამოიყურება.


ჯონი დეპი.

როცა კი არ უნდა გამოჩნდეს წითელ ხალიჩაზე, «ბომჟისა» და მეტროსექსუალის ჰიბრიდივით გამოიყურება. დეპი ცდილობს თავისი ბავშვური მომხიბვლელობა წვერ-ულვაშის ქვეშ დამალოს. მაგრამ იგი ამ წვერის გალამაზებას ყოველ დილით ორ საათს ანდომებს.


ჰიუ ჯეკმანი.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ იგი ისეთი ადამიანის როლს ასრულებს, რომელიც შუაზე გაგგლეჯთ, თუ ალმაცერად შეხედავთ, შემდეგ კი ხედავთ ცოცხალს ინტერვიუს დროს ან სცენაზე პიტერ ალენის მიუზიკლში ბროდვეიზე. და კიდევ, იგი შესანიშნავად მღერის.


რაიან რეინოლდსი.

იგი სკარლეტ იოჰანსონის «ბოიფრენდია». რაიანი ვერ ახერხებს დამალოს თავისი ბუნებრივი ნაზი და ქალური გარეგნობა. იქნებ ასეთ ვარცხნილობის გამო? ყოველ შემთხვევაში ისე გამოიყურება, თითქოს ერთი დღეც არ უმუშავია ცხოვრებაში.


ეშტონ კატჩერი.

თავის ახალ შოუში АВС –ის არხზე ისე დადის, როგორც პროფესიონალი მოდელი. მისი ცოლი – დემი მურია, რომლისგანაც ბევრი რამ ისცავლა გარეგნობის სფეროში.


ჯეიკ ჯილენჰალი.

ეს ბიჭი «კუზიან მთაში» უფრო ვაჟკაცურად გამოიყურება, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. იგი ნიჭიერია და კარგი გარეგნობა აქვს, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მთელი ეს მომხიბვლელობა ბუნებრივია, ამის მისაღწევად საჭიროა ვარჯიში და საკუთარ თავზე მუშაობა ყოველ დილით წლების განმავლობაში.







No comments:

Post a Comment


ShoutMix chat widget