12.22.2008

თმის გაშრობის და დავარცხნის საიდუმლოებანი



თმის გაშრობის და დავარცხნის საიდუმლოებანი
მანდილოსნებისათვის


თმის გაშრობა

თმის გაშრობამდე აირჩიეთ სასურველი ვარცხნილობა. თმის ხარისხიანად დავარცხნა ფენით კულულებს უფრო ელასტიურს ხდის და აფიქსირებს მათ. თუ წინასწარ შეარჩევთ ვარიანტს, თქვენ არ მოგიწევთ ძვირფასი დროის ხარჯვა ხელმეორედ თავის დაბანის გამო.
სანამ თმა ჯერ ისევ ნესტიანია, დაივარცხნეთ და დაყავით ნაწილებად: საქოჩრე, ზედა ნაწილი, კეფა და გვერდითი ნაწილები. გაშრობას ვიწყებთ კეფიდან, ვასწორებთ პატარ-პატარა მონაკვეთებს თანმიმდევრობით. ჰაერის ნაკადს ვამოძრავებთ თმის ძირებიდან ბოლოების მიმართულებით, რათა თმის ღერის ზედაპირი გახდეს გლუვი.

ფენის სახეობები

თანამედროვე თმის საშრობებს (ფენებს) სხადასხვა სიმძლავრე აქვთ, 1000-დან 2000 ვატამდე. დალაქების აზრით, დიდი სიმძლავრის ფენი უფრო ხარისხიანად ვარცხნის და ასწორებს თმას. მოკლე თმა ასეთი სიმძლავრის ფენს არ საჭიროებს.

მოკლე თმის გასაშრობად საკმარისია 400-800 ვტ. სიმძლავრის ფენი. უფრო გრძელი და ხშირი თმისთვის საჭიროა 1600-1800 ვატიანი ხელსაწყო. სიჩქარეების რაოდენობა და ტემპერატურების დონე დამოკიდებულია ფენის მოდელზე. რაც უფრო მეტია ისინი, მით მეტი ვარცხნილობის კომბინაციის შერჩევა შეიძლება, რომელთაგან შეგიძლიათ ამოირჩიოთ ის კომბინაცია, რომელიც უფრო მეტად მოუხდება თქვენი თმის ტიპს. აღვნიშნოთ კიდევ ერთი ატრიბუტი, რომელიც აქვს პრაქტიკულად ყველა უკანასკნელი მოდელის ფენს. ლაპარაკია ცივი ჰაერის მოწოდების ფუნქციაზე. საუკეთესო შესაძლებლობა თმის ხარისხიანი ვარცხნილობისათვის არის კომბინირება ცხელი ჰაერისა, რაც თმას ელასტიურს და მორჩილს ხდის, ცივი ჰაერის ნაკადთან, რომელიც აგრილებს თმას და აფიქსირებს მის ფორმას დიდი ხნით.

არ ღირს დავარცხნა ცხელ რეჟიმში, თუ:

  • თმა დახვეული გაქვთ ქიმიურად
  • თმა დასუსტებული და თხელია (არც თუ იშვიათად ფენებს რამდენიმე სითბური რეჟიმი აქვთ)

არსებობს ფენები, რომელთაც გააჩნიათ ცივი, დასაფიქსირებელი ჰაერის ნაკადი. ძლიერი ფენების უპირატესობას განაპირობებს ჰაერის ძლიერი ნაკადი, რაც შედარებით დაბალი ტემპერატურით დავარცხნის საშუალებას იძლევა და შესაბამისად, თმას ნაკლებად აზიანებს.

ფენით გაშრობა თმის ტიპის მიხედვით.

თუ ფენს მხოლოდ თმის გასაშრობად იყენებთ, საჭიროა ყველაზე ძლიერი ფენი, მაგრამ თუ თმის გასწორებაც გინდათ, საჭიროა ფენი სამი ფუნქციით:

  • მაღალი ტემპერატურით - წინასწარ შესაშრობად,
  • საშუალო ტემპერატურით - გასასწორებლად,
  • ცივი ჰაერით - დავარცხნილი თმის გასაგრილებლად.

ქიმიურად დახვეული თმის გასაშრობად გამოიყენება ფენი დიფუზიური საცმით, საიდანაც ჰაერის ნაკადი გამოდის დაშლილი და თქვენი კულულები ინარჩუნებენ საჭირო ფორმას. დიფუზორი, ეს არის სპეციალური საცმი, რომელიც აღჭურვილია მომრგვალებული "თითებით". ისინი შესაძლოა იყვნენ სხვადასვა სიგრძის. რაც მთავარია: მეორდება თავის კონტურები. ეს საშუალებას იძლევა, რომ ჰაერმა თანაბრად შეაღწიოს თმის ძირებში.

ტალღოვანი თმა

მოკლე და საშუალო სიგრძის ტალღოვანი თმის გასაშრობად გამოიყენება დიფუზიური საცმი მოკლე "თითებით". გრძელი და ხშირი თმისთვის - გლუვი "თითებით". დიფუზორი ღრუიანი "თითებით" დაგეხმარებათ უფრო მოცულომითი ვარცხნილობის შექმნაში. ხვრელები საცმის "თითებში" განლაგებულია გვერდებზე: ამგვარად, ცხელი ჰაერი პირდაპირ არ მიემართება, რაც გამორიცხავს კანის დამწვრობას. თუ აუცილებელია თმის გასწორება, გამოიყენეთ საცმი-დიფუზორი დამვარცხნი მოქმედებით.

გრძელი თმა

სწორი, გრძელი თმისთვის შესაძლებელია მოცულობის მიმცემი საცმის გამოყენება.

როგორ დავიყენოთ გრძელი, ხვეული თმა, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ? როგორ მივცეთ ასეთ თმას მაქსიმალური მოცულობა?

  • სველ, დავარცხნილ თმაზე შეიზილეთ მუსი ან ქაფი საშუალო ან ძლიერი ფიქსაციით, თმის მდგომარეობის შესაბამისად.
  • შეიშრეთ ზედმეტი სისველე: სწორი თმა დიფუზორის გარეშე, ხვეული-დიფუზორით. ამასთან, საცმი მიმართული უნდა იყოს ზევით, ხოლო თავს ამ დროს წევენ ქვევით. მიაქციეთ ყურადღება: ამ ეტაპზე თმა ცოტა ნესტიანი უნდა დარჩეს.
  • სწორ თმას რომ მოცულობა მივცეთ, ფენს მიამაგრეთ დიფუზორი. გააგრძელეთ თმის გაშრობა საშუალო სიჩქარეზე დიფუზორის გადაადგილებით. მოცულობითი კულულების შექმნა ნაწილ-ნაწილ უფო მოსახერხებელია: ჯერ თმის ერთი ნაწილი, შემდეგ თანმიმდევრობით მივიწევთ მაღლა.
  • კულულის გაშრობისას უკეთეს შედეგს მიაღწევთ, თუკი მონაცვლეობით იხმართ დიფუზორს და ხელის გულს (კულული მოაქციეთ ხელის გულზე და შეკუმშეთ ხელის თავთან მიტანით).
  • გაისწორეთ ყოველი კულული დიფუზორით და ხელის გულით. თმის ბოლოებისთვის საბოლოო ფორმის მისაცემად, გამოიყენეთ ფენი-ჯაგრისი. ახლა მოდაშია, როცა თმის ბოლოები გარედან ან შიგნიდანაა შეხვეული. შესაძლებელია შერეული ვარიანტიც, რითაც მივიღებთ მშვენიერ საზეიმო ვარიანტს. თმის სამაგრი, რომელიც დაამაგრებს გვერდითა კულულს, ან კეფასთან შეკრულ თმას, იქნება საბოლოო შტრიხი სადღესასწაულო გარეგნობაში.
მოკლე თმა

მოკლე თმისთვის არსებობენ ფენი-ჯაგრისები, რომლებიც არა მარტო აშრობენ, არამედ ვარცხნიან თმას და მოცულობას აძლევენ ვარცხნილობას. ზოგიერთი ფენი დაკომპლექტებულია შლემით, ბიგუდებზე დახვეული თმის სწრაფად ან შედარებით ნელა გასაშრობად.

საცმი-ჯაგრისები
  • ბრაშინგი (მრგვალი, კულულების სხვადასხვა სახეობისთვის)
  • ნახევრად მრგვალი, მოცულობისათვის
  • მრგვალი ჯაგრისები საშუალო დიამეტრით დაგეხმარებათ ტალღისებურად დაივარცხნოთ თმა.

როგორ გავიშროთ?

გასაშრობი თმის ნაწილი მთლიანად დავახვიოთ ჯაგრისზე და მივმართოთ მასზე ჰაერის ნაკადი. დიდი დიამეტრის ჯაგრისი ქმნის მსხვილ ტალღას, ვარცხნილობა დიდხანს ძლებს. ვარცხნილობები მსხვილი ტალღებით ადვილად კეთდება და ტრანსფორმირდება საზეიმო ვარიანტებად.

საშუალო სიგრძის და გრძელი თმა

ნაბიჯი 1. დახარეთ თავი. თმა ჩამოუშვით დაბლა.
ნაბიჯი 2. ახლა, ჰაერით შებერვასთან ერთად, ივარცხნეთ ჯაგრისით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით-უკნიდან წინისაკენ.
ნაბიჯი 3. როდესაც თმა ნახევრად გაშრება, ასწიეთ თავი და მიეცით ვარცხნილობას დასრულებული სახე.
თმის ვარცხნის დროს, სანამ სხვა ნაწილზე გადახვალთ, პირველი ნაწილი კარგად გააშრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვარცხნილობა დაგეშლებათ.

მოკლე თმა
ნაბიჯი 1. დაივარცხნეთ თმა სიგრძის შესაბამისი საცმით.
ნაბიჯი 2. "გაიარეთ" ჯაგრისით თმის ზრდის საწინააღმდეგოდ: ამ დროს თავი გადმოხარეთ წინ. ფენი ისე გეჭიროთ, რომ ჰაერი მიმართული იყოს თმის ზრდის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში, თმის ქერცლოვანი ზედაპირი გლუვი გახდება, და თმა ბზინვარებას შეიძენს. ნუ გამოაშრობთ თმას! გაშრობისა და დავარცხნისას ფენი არ უნდა გეჭიროთ 20 სმ-ზე უფრო ახლოს თმასთან.

No comments:

Post a Comment


ShoutMix chat widget