5.17.2009

რანი ვიყავით და . . .


"იყო და არა იყო რა. . ." ღმერთმა დაგვიფაროს ოდესმე ვინმემ ამ სიტყვებით დაიწყოს საქრთველოზე საუბარი, მაგრამ ამის საშიშროებაზე ფიქრიც არც ისე რელობას მოკლებულია. რანი ვიყავით და რანი ვართ? ამ კითხვაზე პასუხად ბევრს დღევანდელ საქართველოში სტანდარტული სიტყვათა წყობები აქვს, რომ ქართველობა წარსულს ბარდება, ვკარგავთ ნამდვილ ქართულ სახეს, გადაგვარების გზაზე ვდგევართ, რომ ქართველი ქალი ქალს აღარ გავს, კაცი ხომ საერთოდ. თუ კაცი ცოლს პატივს ცემს, ეგ ქალის ჭკუაზე დადის და მაგ რა კაცია, თუ ქალი ქმარს საქეიფოდ მიჰყვება რა უნდა ეხლა იქ, არ ჯობს სახლში იჯდეს და ბავშვებს უვლიდეს? რა უნდა ქალის ტანზე შარვალს, კაცის ყურზე საყურეს. . . ამ დემონურმა ამერიკულმა გადმონაშთებმა სულ მთლად წაბილწა ეს ხალხი და რაც ყველაზე მთავარია ეგ დასავლური გადმონაშთების მიღება თვით საზოგადოების ბრალი კი არა , არამედ იმ ხელისუფლების ბრალია, რომელმაც საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, ამერიკული, დემოკრატიული ქვეყნის მმართველობის გზა აირჩია. ქართველებს , რატომღაც, ყოველთვის სხვისთვის გადაბრალება გვიყვარს ჩვენივე შეცდომების და ძალიან გვიჭირს პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღება, როდესაც მძიმე პერიოდები გვიდგას. ნეტა, ზემოთ აღნიშნული აზროვნების ადამიანები თუ ხვდებიან, რომ ქართველობა, რომლის დადგენილი განზომილებები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, დაჰყავთ იმ ელემენტარულ საყოფაცხოვრებო საკითხებზე, რასაც ქვია ჭამა-სმა, ჩაცმა-დახურვა და ა.შ. მართალია, ყველა ჩვენგანისათვის არსებობს ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია და არ ვეთანხმებით... ისეთ ადამიანთა ჯგუფებსაც რა დალევს, ვისი ჩაცმულობა თუ ცხოვრების სტილიც მიუღებელია ჩვენთვის, მაგარამ ისის შესაძლებელია, რომ ჩვენთვის არასტანდარტულ ადამიანებს იმხელა სამშობლოს სიყვარული გააჩნდეს, რომ ჩვენზე მეტს აკეთებდეს ქვეყნისათვის.
დროა ქართველობის ელემენტარული განზომილებების ძიებას თავი დავანებოთ და ადამიანები განვსაზღვროთ ქვეყნის სიყვარულის მიხედვით! იყო ნამდვილი ქართველი ყველასთვის უნდა ნიშნავდეს გიყვარდეს შენი ქვეყანა და აკეთებდე ყველაფერს მის საკეთილდღეოდ და არა განისაზღვროს იმ განზომილებებით, როგორ აცვია მას, უყვარს თუ არა ქეიფი, კარგ სადღეგრძელოს ამბობს თუ არა ის და ა.შ. რაც შეეხება, რანი ვიყავით და რანი ვართ კითხვას, ამ ყველაფერზე ჯერ-ჯერობით მენტალიტეტური განზომილების პასუხის გაცემა არ გვჭირდება, როდესაც ამ ყველაფრის მწვავე პრობლემა დადგება და ღმერთმა არ ქნას ასე იყოს, მაშინ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ეხლა , ჩემი აზრით რანი დავრჩით შეკითხვაზე უფრო უპრიანი პასუხი ტერიტორიული განზომილება იქნება, რომელიც თითქოსდა ყოველი ქართველის სატკივარია, მაგარამ ეს ტკივილი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. პრობლემისა, რომლის დასაწყისიც ისევ და ისევ ჩვენი წინდაუხედავი მოქმედებების ბრალი იყო და თუკი შეცდომა ჩვენვე დავუშვით, ალბათ ყველაზე ლოგიკურია გამოსწორების გზაც ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცოდეთ. . .

1 comment:

  1. საინტერესო ჩანაწერია!

    ReplyDelete


ShoutMix chat widget