5.16.2009

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი...

მობილური ტელეფონი ჯანმრთელობას არ ავნებს, მაგრამ ხანგრძლივი საუბარი ლოყას 3 გრადუსით ახურებს. ეს იმით აიხსნება, რომ მუშაობის მომენტში ტელეფონის აკუმულატორი 6 გრადუსით ცხელდება.

ანტარქტიდის თავზე ოზონის ხვრელის ფართობმა 27,3 მილიონ კვკმ-ს მიაღწია, რაც რუსეთის ფართობზე ერთნახევარჯერ მეტია.

იაპონურმა კომპანია “პანასონიკმა” დაუწყო უთხელესი ბატარიების გამოშვება. ის ერთ გრამზე ნაკლებს იწონის და განკუთვნილი საათებისთვის, ელექტორნული მეხსიერების მქონე ბარათებისთვის.

”ფეხზე მდგომთა” თათბირს “მჯდომთა” თათბირზე სამჯერ ნაკლები დრო ჭირდება, მაგრამ “ფეხზე მდგომები” არანაკლებ გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ-დაასკვნეს მისურის შტატის მენეჯმენტის სპეციალისტებმა.

ინტერნეტში ყოველდღე 2300 გაზეთის ნახვა შეიძლება. მათი 54% ინგლისურენოვანია.

ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ დარიშხანის უმცირესი დოზა კურნავს ლეიკემიის ზოგიერთ ფორმას.ეს აღმოჩენა აშშ-ში გამოცადეს და გამართლდა.

კუბის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტმა გამოიყვანეს სოკო, რომელიც ტარაკნებს ანადგურებს. ლაბორატორიის პირობებში ის ამ ულვაშა მუქთახორების 70% ერევა. ბუნებრივ პირობებში, მაგალითად სახლში 90%-საც კი ანადგურებს. მთავარია სოკო შეჭამოს.

No comments:

Post a Comment


ShoutMix chat widget