2.02.2010

ქუთაისური ენა -დიალექტები


იმერული დიალექტი ყველაზე მსხვილი ერთეულია ( ქართლურის შემდეგ) და მოიცავს ხარაგაულის, საჩხერის,თერჯოლის, ზესტაფონის, ვანის, სამტრედიის, ბაღდადის, ხონის, ქუთაისის, აგრეთვე ჭიათურის ტყიბულისა და წყალტუბოს ტერიტორიებს.იმერლები სახლობენ ( გარდაბნის, ბოლნისის, ლაგოდეხის, ყვარლის , ახალციხის და სხვ.) რაიონებშიც.
იმერულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში. მისი თავისებურებანი გამოყენებული აქვთ, ძირითადად, პერსონაჟთა მეტყველებაში ა.წერეთელს, დ.კლდიაშვილს, გ. წერეთელს, ნ. ლორთქიფანიძეს, კ.ლორთქიფანიძეს, ო. იოსელიანს და სხვ.
ქუთაისი თითქმის წმინდა ქართული ქალაქია, რადგან აქ მოსახლეობის 91% ქართველია, ხოლო დანარჩენ 9%-ს რუსები, ებრაელები, ასირიელები, სომხები, ბერძნები და უკრაინელები შეადგენენ.
ქუთაისში ქართულის შემდეგ ყველაზე გავრცელებულ ენად რუსული ითვლება.
8 წლის ბავშვის გამონათქვამი, რომელსაც რუსი ეროვნების დედა ჰყავს და რუსულ სკოლაში სწავლობს: პერემენაზე ქეთიმ ლინეიკა მომთხოვა და გამიტეხა. შენიშვნა: აქ გამოყენებულია ქუთაისის დიალექტოლოგიის სამეცნიერო_კვლევითი ინსტიტუტის მასალები.
სოფლიდან ქუთაისში ჩამოსულ მოსახლეობას თავისი კუთხური მეტყველება დღესაც არა აქვს დავიწყებული. მაგ.: გუუშვი ბაღანე კარში ( გაუშვი ბავშვი გარეთ).
მშობლებისათვის დამახასიათებელი ეს მოვლენა და ლექსიკა ქუთაისურმა არ მიიღო ( ისინი გამონაკლისის სახით გვხვდება.)
ქუთაისურში დასტურდება ქართული სალიტერატურო ენის ყველა ხმოვანი.
საერთოდ, ქართული ენის დიალექტებში ხმოვანთა სისტემა საერთო ქართულია. აქ, დამატებით დადასტურებულია - მოკლე ხმოვნები, გრძელი ხმოვნები და ა. შ.
აქედან ქუთაისურში გვხვდება გრძელი ხმოვანი, რომელიც მიიღება ხმოვნის გამიზნული დაგრძელებით. მაგ.: არ მოდიხარ, ხო, ვნახავ მაგითი რასაც მეიგეფ.
თანხმოვნის დაკარგვა გავრცელებული მოვლენაა ქუთაისში. იგი დასტურდება ყველა ასაკისა თუ თაობის წარმომადგენლებთან, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.
სისტემებრ იკარგვის_თან თანდებულის თ, როცა ფუძეხმოვნიან სახელს დაერთვის:ხესთან_ხესან,
მამასთან_მამასან.
ფონეტიკურ პროცესებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისური მეტყველების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს როგორც ქართული ენის დიალექტები( კერძოდ, დასავლური). ასევე, სალიტერატურო ენა, ხოლო თვითონ ქუთაისური არცერთი მათგანის თანხვდენილი არ არის.
სახელის ბრუნების თვალსაზრისით ქუთაისური მეტყველება სალიტერატურო ნორმას უფრო მისდევს, ვიდრე დიალექტურს.
მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები _ მა და _მ ისევეა განაწილებული ქუთაისურში, როგორც სალიტერატურო ენაში. თანხმოვანზე ფუძედაბოლავებულ სახელებთან გვაქვს_მა: ბოვშმა მეისმინა ჩვენი ლაპარაკი თურმე და ყველაფერი მოუყვა მამამის. ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებთან კი _მ.როცა ფუძისეული და ფორმანტისეული ორი _ მ ხვდება ერთმანეთს, ისმის ერთი _მ, ოღონდ უფრო ხანგრძლივი დაყოვნებით: ჩემა გოგომ ხუთიანი მიიღო მაგის გამოცთაზე.
ქუთაისურში სახელობითი ბრუნვის ნიშანი _ი ჩვეულებრივ ჩნდება თანხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებთან: კაცი მოვიდა, ბოვში(ბავშვი) არ წეიყვანო. ხოლო ხმოვანფუძიანი სახელები ჩვეულებრივ, სახელობითი ბრუნვის ნიშანს არ დაირთავენ: კარქი ღვინო ძაან მიყვარს;
მიცემითი ბრუნვის ნიშნად,ისევე როგორც სალიტერატურო ქართულში,ყოველთვის გვაქვს_ს :წოუღე ბოვშს ცოტა ლეღვი.
ნათესაობითსა და მოქმედებითში ბრუნვის ნიშნები ხან კვეცენ და კუმშავენ ფუძეს, ხან კი_ვერა. ქუთაისური ამ მხრივაც სალიტერატურო ნორმას მიჰყვება და იქ სადაც კუმშვა ან კვეცაა მოსალოდნელი თითქმის ყოველთვის დასტურდება ეს მოვლენა. თუმცა, გვხვდება გამონაკლისებიც. ისიც უფრო ხშირად გარეუბნებში და შედარებით ახალჩამოსულებთან. მაგ: ამას წყალის (წყლის) დამატება უნდა; ჩემი ქმარის (ქმრის) მოსვლა არც გამიგია.
უკვეცელ სახელებთან კი ყოველთვის გვაქვს _სი და _თიდაბოლოებები: მაგ.ოქროთი საზღვრავს მა საწყალი ყველაფერს.
ქუთაისურში ვითარებითი ბრუნვის ნიშანი უმეტეს შემთხვევაში წარმოდგენილია როგორც _ათ (ად),_თ(დ). ფუძეთადაბოლოების მიხედვით ისინი ისეა განაწილებული, როგორც სალიტერატურო ქართულში_იან სუფიქსით გართულებულ ფუძეებთან ქუთაისურ მეტყველებაში შეინიშნება ვითარებითი ბრუნვის ნიშნად_ა_ს გამოყენება. მაგ: ჩამეეთრევა ახლა ცოლშვილიანა და დამიჯდება მე სარჩენათ; თავისი ძაღლებიანა ერთ ლოგინში ძინავთ ყველას.
წოდებით ბრუნვაში ქუთაისურში სახელი გვევლინება ან ფუძის სახით, ან დაირთავს ო_ს. მაგ: წამო, კაცო სახში.
ქუთაისურისათვის დამახასიათებელია თანხმოვანფუძიანი სახელების ხმოვანფუძიან სახელებად ქცევა. ვახტანგიამ მითხრა ხვალ გამოვალო; ნოდარიას უთხარი ჩემი მანქანა ამეიყვანოს; თამაზიამ ჩემთან ერთათ ჩამოდი ზღვაზეო.
ქუთაისურ მეტყველებაში ძალიან გავრცელებულია მამის სახელით მიმართვის არაქართული (რუსული) ფორმა, როგორიცაა: დავითიჩ, ნესტორიჩ, დავიდოვნა, შალვოვნა, ივანოვნა და ა.შ.
მიმართვის ეს სახეობა თავაზიან ფორმად ითვლება. ასე მიმართავენ უმეტესად თანამდებობის პირებს, უფროსებს და ხშირად დედამთილებს, მამამთილებს, სიდედრებსა და სიმამრებს, თანაც პირისპირ საუბრის დროს: დავითიჩ, ერთი წუთით, თუ შეიძლება, მობრძანდით და ა.შ.
ახალგაზრდებთან გავრცელებული მიმართვის ფორმაა: ბიჯო, მოდი აქანე ვიქნები მე .ელგუჯია, ბიჯო, რა ქენი ეგი?
ქუთაისურში მრავლობით რიცხვში პარალელურად დასტურდება ესენი და ეგენი ფომები.მაგ. ესენი დღეს არ მიდიან.
ნათესაობით ბრუნვაში ქუთაისურში გვაქვს რასი(უკვეცელი ფორმა): რასი გეშინია? რასი ხმაა?
კითხვითი ნაცვალსახელი როგორი ქუთაისურში თანდათან იფართოვებს მოხმარების არეს. მის პარალელურად გვხვდება რავარი. როგორი უმეტესად განათლებულ ადამიანთა მეტყველებაში იხმარება: როგორი ღვინოა? რავარი მჟავე მაქ გაკეთებული?
ქუთაისურ მეტყველებაში ვიღაცა და რაღაცა ნაცვალსახელები მრავლობით რიცხვში ყოველთვის ვიღაცეები, რაღაცეები ფორმით არიან წარმოდგენილი: გამეიხედე ერთი, ვიღაცეები იძახიან; მეიტანეს რაღაცეები და ასე გონიათ საქმე გააკეთეს.
ქუთაისურ მეტყველებაში ასევე გვხვდება: ის კაცი თავისას თხოულოფს(ითხოვს); მაგის დედა დღემდე ჩივა (ჩივის), მარა ვერაფერს გახთა; ბოვშებს შეეშინდათ და გასუსდენ(გაისუსენ)მე კარქათ ვცურავარ. ნუ დაგორავხარ,ბიჭო და ა.შ. ეს პროცესი განსაკუთრებით გავრცელებულია დიალექტებში.
სალიტერატურო ენაში მხოლობითში დგას შემასმენელი მაშინაც, როცა მხოლობით რიცხვში დასმული ქვემდენარე კრებითი სახელია. ქუთაისური მეტყველება ასეთ დროს ხშირად არღვევს სალიტერატურო ნორმას და შემასმენელი მრავლობით რიცხვში გვევლინება. მაგ. ხალხი შემოვარდნენ, დეიწყეს კივილი, ყვირილი. მთელი სტუდენტობა იდგენ და უყურებდენ ამ ამბავს; ნათესაობა ჩემ მხარეზე იყვნენ, მარა მაგან იმდენი ტყვილები ელაპარაკა, გადარია ყველა.
ქვემდებარის მრავლობითობა ზმნაში ყოველთვის აღინიშნება, როცა ეს უკანასკნელი პირველ ან მეორე პირში დგას. მაგ: ცოტა მეიცადეთ და ჩვენც მოვდივართ; დაგვიცადეთ თუ შეიძლება; წამო, წევიდეთ ლაშაიასთან; მოდი, ჩვენც გავაკეთოთ რაცხა, იქნება კი გაგვიმართლოს; წამო, გევიქცეთ უცეფ და ვიყიდოთ პური.
ქუთაისურში კავშირები უმეტესწილად სახეცვლილია, მაგრამ მათ არავითარი ცვლილება არ შეაქვთ წინადადების სტრუქტურაში.
მარა(მაგრამ): კი წევიდა მარა რა გააკეთა.
რაფერაც(როგორც): რაფერაც გინდა ისე მეიქეცი.
რავარც(როგორც): რავარც გინდა, ისე ქენი.
საცხა(სადაც): საცხა გინდა,იქანე წადი.
როცხა(როდესაც): როცხა იქნება,ხო გააკეთეფს.
ქუთაისში გავრცელებული ახალგაზრდული ჟარგონული მეტყველება ძირითადად ვაჟებისთვისაა დამახასიათებელი. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისელი ახალგაზრდა ვაჟების 60_70% ძირითადად, ჟარგონებით მეტყველებს, ხოლო გოგონები მხოლოდ რამდენიმე, ძალიან გავრცელებულ ჟარგონულ სიტყვებს გამოიყენებენ ხოლმე. ასეთებია, მაგ. პონტი, მევასება, ქაჯი, გოიმი და ა.შ. მხოლოდ გამონაკლისის სახით შეიძლება შეგვხვდეს გოგონა, რომელიც ჩვეულებრივ, როგორც ბიჭი, ჟარგონებით მეტყველებს.
ახალგაზრდულ ჟარგონში ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ქართული წარმომავლობის სიტყვები,შემდეგ რუსული და სხვა ენების ლექსიკიდან შემოსული ერთეულები. აღსანიშნავია, რომ დღეს თანდათანობით ფეხს იკიდებს ინგლისური სიტყვები, მაგალითად, ქართული ლექსიკიდან: ნიკაია, წამეიყვანე სიმონ, ასწორებს გიტარაზე რო უკრავს .შენც რავა გოიმივით ავარდი, ბიჭო. ბიჭო, გიმტკიცეფ და შენ მაინც შენსას აწვები.
რუსული ლექსიკიდან : რა ბაბნიკია, ბექაია, სიმონ, სულ ქალებშია. რა ბაგაჟის პატრონია, არ ეტყობა ლაპარაკში? რამდენს ბლატაოფ, არ მოგწყინდა ამდენი ლაპარაკი?
ქუთაისური მეტყველება წარმოადგენს ერთი მხრივ გარკვეული ადგილობრივი „ქალაქის კილოს“ რეალიზაციას, ხოლო,მეორე მხრივ, სალიტერატურო ენის რეალიზაციას. ქუთაისისათვის დამახასიათებელია, მჭიდრო მომიჯნავე დიალექტების მეტყველებასთან, მაგრამ ქუთაისური მეტყველება არც ერთი ქართული ენის კილოს თანხვდენილი არ არის. ბევრი დიალექტიკური მოვლენა კი ქუთაისურის მიერ მთლიანად ნიველირებულია.
ქუთაისელთა მეტყველებაში ერთდროულად თანაარსებობს სალიტერატურო და დიალექტური ფორმები.
საერთოდ, ახალგაზრდების ერთი ნაწილი, მაგალითად თანამდებობის პირები უმეტესად სალიტერატურო ფორმებს იყენებს, ხოლო დაბალი და ქვედა ფენის წარმომადგენლები თითქმის ყველა შემთხვევაში_დიალექტურს. საშუალო ფენის წარმომადგენლები საგარეო სტილით მეტყველებისას სალიტერატუროს, საოჯახოთი კი დიალექტურს. ე.ი. ქუთაისურში დასტურდება როგორ აქ, იქ, როგორ, რამდენჯერ, ასევე აქანე, იქანე, რავარ, რამდენჯელ.
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქუაისელთა მეტყველებაში ჟარგონსა და არგოს.

1.08.2010

Google_ის ბევრი ხრიკი


ჩვენ საყვარელ Google-ს აქვს ისეთი შესაძლებლობები, ბევრი ვერც კი ხვდება, ამ სტატიაში იქნება Google-ს ძებნის რამოდენიმე მაგალითი:

1) იმისთვის რომ, ვეძებოთ ჩვენთვის საჭირო ფაილის ტიპი ძებნაში უნდა ავკრიფოთ: filename filetype:format (სადაც “filename” – იმ ფაილის სახელი რომელსაც ეძებთ, ხოლო “format” – საჭირო ფაილის ტიპი). მაგალითად, “წიგნი filetype:pdf”.
2) თუ გსურთ მოძებნოთ ზუსტი ფრაზა რომელიმე კონკრეტულ საიტზე, მაშინ უნდა დაამატოთ ბოლოში site:საიტის დასახელება.
მაგალითი: “antivirus” site:google.ge
3) იმისთვის რომ რაიმე ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა, თარგმანი ვიპოვოთ ავკრიფოთ: define:word (სადაც “word” – სიტყვაა რომლის მნიშვნელობას ვეძებთ). მაგალითად, “define:home”.
4) აგრეთვე შეგვიძლია გავიგოთ ამინდი, ეს ძირითადად ამერიკის ქვეყნებისთვის არის , სწერთ “new york weather”. აგრეთვე შესაძლებელია ქალაქის სახელის მაგივრად საფოსტო ინდექსის დაწერა.
5) აგრეთვე არის კალკულატორი მოხმარების შესაძლებლობა. მაგალითად, “5 + 4″ ან “9 * 2″. ან ასეც შეიძლება: “12 + 34 – 56 * 7 / 8″
6) შესაძლებელია ვალუტის კურსის გაგება. მაგალითად დავწეროთ”1 USD in EUR” დოლარის კურს გვიჩვენებს ევროს გავლენით.
7) ვალუტის კონვენტორი. ძაან სასარგებლოა მაგალითად დავწეროთ, “1500 usd to euro” და ვნახავთ რამდენი ევრო იქნება 1500$.
8) ტემპერატურის კონვენტორი, მაგალითად დავწეროთ “30 C to F” და Googleგვაჩვენებს რამედი ფარენგეითი იქნება 30 ცელსიუსი.
9) მანძილის კონვენტორი, ნახეთ “500 kilometers to miles” ამას ჩავწერთ და Google გვანახებს რამდენი მილი იქნება 500 კილომეტრი.
10) შესაძლებელია ვნახოთ რომელიმე საიტი Google ს ქაშში, მაგალითად “cache:www.arn.ro”
11) თუ გსურთ მოძებნოთ რამე სიტყვა და მისი სინონიმიც, მაშინ ვწერთ ასე: “საძიებო სიტყვა” ~პროფესიონალი.
12) თუ გსურთ მოძებნოთ ეს ან ის, აუცილებელია ასე დაწეროთ: ინტერნეტი OR რეკლამა.
13) თუ გსურთ მოძებნოთ რომელიმე ტელეფონის ნომრის მფლობელი შეგვყვავს ესე: phonebook:355-44-44
14) თუ გსურთ მოძებნოთ ისეთ რამ, რაც მოხდა ორ თარიღს შორის, მაშინ შეგვყავს ესე: ომი 1812…2000
15) თუ გსურთ გამორიცხოთ რომელიმე სიტყვა ძებნიად, აუცილებელია უბრალოდ დაამატეთ მოთხოვნილ სიტყვას, რომელიც გსურთ გამორიცხოთ პლიუს დეფისი.
მაგალითად: “ინტერნეტ მარკეტინგი – რეკლამა”.
ამ შემთხვევაში გამოვრიცხეთ სიტყვა “რეკლამა”
16) ზუსტი ფრაზის მოსაძებნად აუცილებელია ჩასვათ იგი ბრჭყალებში.
მაგალითად: “ინტერნეტ-მარკეტინგი”.

P.S სხვა შემთხვევაში გარდა ბოლოსი ბრჭყალები არ არის აუცილებელი.



12.13.2009

იყიდება საქართველო!


– იყიდება საქართველო !
– რა ღირს ?
– რაც გსურთ.
– ეგ როგორ?
– როგორც გსურთ.
– თუ იყიდება, ფასი არ გააჩნია ?
– კი, მაგრამ თქვენ სამშობლოს ფასი იცით ?
– რომ არ ვიცი რა ღირს მაგიტომაც გეკითხებით.
– მეც გპასუხობთ, აი ფასი !
– უკაცრავად, ვერ გავიგე, რას ნიშნავს “აი ფასი” ?
– არა, ბოდიში რა საჭიროა ? რომ ვერ გაიგეთ, ამიტომაც იყიდება.
– მე რომ ვერ გავიგე სამშობლოს ფასი, მაგიტომ იყიდება ?
– ბრავო ! ბრავო ! მიხვედრილი ბრძანდებით, მაგრამ უგუნური !
– შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ ?
– უკაცრავად, მაგრამ მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, უბრალოდ გითხარით ის,
რაც თქვენ მითხარით.
– და მე როდის გითხარით, უგუნური ვარ–თქო ?
– აბა, თქვენ არ მითხარით წერან, ვერ გავიგე სამშობლო რა ღირსო ?
– დიახ, მე გითხარით, მაგრამ ეგ უგუნურებაა ?
– ადამიანმა რომ სამშობლოს ფასი არ იცის, გონიერებაა მაგრამ…
– რა მაგრამ ?
– იქნებ ადამიანი არ ხართ ? დიახ, დიახ, იქნებ ადამიანი არ ხართ ?
–როგორ თუ ადამიანი არ ვარ, აბა ვინ ვარ ?
– მეც ეგ არ მაინტერესებს ?!
– თქვენ გიჟი ხართ, გიჟი–ი ! დამანებეთ თავი ! ვიღაც არანომრალური ხართ !
– კარგით, როგორც გენებოთ, თუ “სამშობლოს ფასის ცოდნა” სიგიჟეა… კარგად ბრძანდებოდეთ გენიოსო.

მორიგი მყიდველი, თუ გამვლელი გატრიალდა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარ “სამშობლოს ფასის მცოდნე”
ადმიანთან საუბრის შემდეგ.

მოდის მორიგი მყიდველი.

– გამარჯობა.
– კაი გამარჯობა შენი.
– უკაცრავად, რაღაც მაინტერებს.
– დიახ, გისმენთ პატივცემულო.
– ამ აუქციონის მეპატრონე ვინ არის ?
– მეპატრონე რას ნიშნავს ? ანი ვის გამოაქვს გასაყიდად ?
– დიახ
– აა, გასაგებია. თქვენი სახელი ?
– ვაჟა.
– ერთი წუთით, – თქვა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარმა “სამშობლოს ფასის მცოდნე” კაცმა, გააჩერა გამვლელები და
ეკითხება: რა გქვიათ ? პასუხები კი შეუწყვეტლივ ისმის : გიორგი. ლევანი, გიგი, მაკა, ნინო, ქეთი, ნანა და ა.შ. შემდეგ
მობრუნდა და ვაჟას ეკითხება:
– გავაგრძელო ?
– რა უნდა გააგრძელოთ ? ვერ გავიგე.
– კი, მაგრამ რა არის გაუგებარი ? თქვენ არ მთხოვეთ, მეთქვა თქვენთვის გამყიდველების ვინაობა ?
– კი, მაგრამ ეს გამვლელები რა შუაში არიან ?!
– და ვინ თქვა, რომ შუაში არიან, თავში არიან თავში ! თავიდან იწყება ყველაფერი, თავი აუფუჭებს აზროვნებას.
– ვერაფერი ვერ გავიგე, რა გინდათ, რას მეუბნებით ?
– მე რა მინდა, თქვენთვის რთული გასაგებია ? მე უბრალოდ გითხარით, რომ შენ, გიორგი. ლევანი, გიგი, მაკა, ნინო, ქეთი, ნანა
და სხვანი ხართ გამყიდველები.
– მე არ ვარ გამყიდველი ! ალბათ ვიღაცაში გეშლებით, პატივცემულო.
– და ნიცშესაც ეშლებოდა : ხალხის ბრბოში, დღისით, მზისით ანთებული ლამპრით, დააყენა კაცი და უთხრა ხალხს:
თქვენ მოკალით ღმერთი. განა იმ ხალხმა იცოდა, რომ ღმერთს მკვლელები იყვნენ ? არა. აბა რა აუცილებელია თქვენ იცოდეთ,
რომ გამყიდველები ხართ ?!
– უკაცრავად, მაგრამ მე რა შუაში ვარ ? ან ღმერთის სიკვდილთან ან სამშობლოს გაყიდვასთან ?
– ე–ე–ე , ხედავ, კაცმა სამშობლო მოკლა, გვამი გაყიდა და ღმერთს ცოცხალს დატოვებდა ? მაგრამ, ისე ეგეთს ღმერთი სადა ჰყავს ?
გულში ? არაა ! მანდ რომ ჰყავდეს, ადამიანი იქნებოდა.
ვაჟას არაფერი უთხვამს, ან რა უნდა ეთქვა რო ? , მაგრამ ირგვლივ შეკრებილი “მსმენელები” ნელ–ნელა აზრზე მოდიან და
მიიწევენ წინ. ტრიბუნაზე მდგარ კაცს “რომელსაც სამშობლოს ფასი ესმოდა ” “ბაზრის გამყიდველებმა” “სიბინძურეში მოაქციეს.
ნელ–ნელა პრიზმიდან გამომავალი სინათლე ქრებოდა. ტრიბუნაზე მდგარი კაცი “რომელსაც სამშობლოს ფასი ესმოდა” გაქრა !
ოღონდ სად ?
– x ერთი, x ორი, x სამი, გაყიდულია ! მძიმე ბრახუნის ხმა გაისმა… ” x ყველამ საკუთარ თავში ეძებეთ, ოღონდ ჯერ თავი ეძებეთ”
– თქვა და გაქრა. ოღონდ ვინ ?

ოღონდ ვინ ?

ავტორი - ლაშა გვილია.

5.22.2009

იცით თუ არა რომ:


იცით თუ არა რომ:


1. საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანები.

2. ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე.

3. “Reastaurant” არის სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად წერენ შეცდომით საძიებო სისტემებში(სხვათაშორის ერთ-ერთ ჩემ საიტზე გადავამოწმე და მეც შეცდომით მეწერა ეს სიტყვა).

4. მობილური ტელეფონის შესაქმნელად საჭიროა 75 კილოგრამი დაუმუშავებელი მასალა.

5. პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო ასეთი: “Pablito Diego Jose Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno Crispin Crispiniano de los Remedios Cipriano de la Santisima Trinidad Ruiz Blasco y Picasso Lopez”.

6. ციფრი “0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.

7. “Volks-Wagen” ნიშნავს ხალხის მანქანას და მის შექმნას ხელი შეუწყო ადოლფ ჰიტლერმა, ამ მარკის მანქანებს თავიდან ეწოდებოდა “Beetle”.

8. ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.

9. Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” ანუ ქართულად “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”.

10. თავად სიტყვა Yahoo კი ნიშნავს პირუტყვს.

5.17.2009

რანი ვიყავით და . . .


"იყო და არა იყო რა. . ." ღმერთმა დაგვიფაროს ოდესმე ვინმემ ამ სიტყვებით დაიწყოს საქრთველოზე საუბარი, მაგრამ ამის საშიშროებაზე ფიქრიც არც ისე რელობას მოკლებულია. რანი ვიყავით და რანი ვართ? ამ კითხვაზე პასუხად ბევრს დღევანდელ საქართველოში სტანდარტული სიტყვათა წყობები აქვს, რომ ქართველობა წარსულს ბარდება, ვკარგავთ ნამდვილ ქართულ სახეს, გადაგვარების გზაზე ვდგევართ, რომ ქართველი ქალი ქალს აღარ გავს, კაცი ხომ საერთოდ. თუ კაცი ცოლს პატივს ცემს, ეგ ქალის ჭკუაზე დადის და მაგ რა კაცია, თუ ქალი ქმარს საქეიფოდ მიჰყვება რა უნდა ეხლა იქ, არ ჯობს სახლში იჯდეს და ბავშვებს უვლიდეს? რა უნდა ქალის ტანზე შარვალს, კაცის ყურზე საყურეს. . . ამ დემონურმა ამერიკულმა გადმონაშთებმა სულ მთლად წაბილწა ეს ხალხი და რაც ყველაზე მთავარია ეგ დასავლური გადმონაშთების მიღება თვით საზოგადოების ბრალი კი არა , არამედ იმ ხელისუფლების ბრალია, რომელმაც საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, ამერიკული, დემოკრატიული ქვეყნის მმართველობის გზა აირჩია. ქართველებს , რატომღაც, ყოველთვის სხვისთვის გადაბრალება გვიყვარს ჩვენივე შეცდომების და ძალიან გვიჭირს პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღება, როდესაც მძიმე პერიოდები გვიდგას. ნეტა, ზემოთ აღნიშნული აზროვნების ადამიანები თუ ხვდებიან, რომ ქართველობა, რომლის დადგენილი განზომილებები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, დაჰყავთ იმ ელემენტარულ საყოფაცხოვრებო საკითხებზე, რასაც ქვია ჭამა-სმა, ჩაცმა-დახურვა და ა.შ. მართალია, ყველა ჩვენგანისათვის არსებობს ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია და არ ვეთანხმებით... ისეთ ადამიანთა ჯგუფებსაც რა დალევს, ვისი ჩაცმულობა თუ ცხოვრების სტილიც მიუღებელია ჩვენთვის, მაგარამ ისის შესაძლებელია, რომ ჩვენთვის არასტანდარტულ ადამიანებს იმხელა სამშობლოს სიყვარული გააჩნდეს, რომ ჩვენზე მეტს აკეთებდეს ქვეყნისათვის.
დროა ქართველობის ელემენტარული განზომილებების ძიებას თავი დავანებოთ და ადამიანები განვსაზღვროთ ქვეყნის სიყვარულის მიხედვით! იყო ნამდვილი ქართველი ყველასთვის უნდა ნიშნავდეს გიყვარდეს შენი ქვეყანა და აკეთებდე ყველაფერს მის საკეთილდღეოდ და არა განისაზღვროს იმ განზომილებებით, როგორ აცვია მას, უყვარს თუ არა ქეიფი, კარგ სადღეგრძელოს ამბობს თუ არა ის და ა.შ. რაც შეეხება, რანი ვიყავით და რანი ვართ კითხვას, ამ ყველაფერზე ჯერ-ჯერობით მენტალიტეტური განზომილების პასუხის გაცემა არ გვჭირდება, როდესაც ამ ყველაფრის მწვავე პრობლემა დადგება და ღმერთმა არ ქნას ასე იყოს, მაშინ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ეხლა , ჩემი აზრით რანი დავრჩით შეკითხვაზე უფრო უპრიანი პასუხი ტერიტორიული განზომილება იქნება, რომელიც თითქოსდა ყოველი ქართველის სატკივარია, მაგარამ ეს ტკივილი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. პრობლემისა, რომლის დასაწყისიც ისევ და ისევ ჩვენი წინდაუხედავი მოქმედებების ბრალი იყო და თუკი შეცდომა ჩვენვე დავუშვით, ალბათ ყველაზე ლოგიკურია გამოსწორების გზაც ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცოდეთ. . .

Google მუშაობს 3 განზომილებიან ინტერნეტზე


Google-ში დარწმუნებულები არიან რომ, უახლოეს წლებში ინტერნეტს აუცილებლად მოუწევს გახსნას თავისთვის მესამე განზომილება, ამიტომ მზადება უკვე უნდა დაიწყოს. დეტალების შემუშავება მიმდინარეობდა პარტნიორ კომპანია Khronos-სთან ერთად.

როგორც Google-ს შემოქმედებით ბლოგზე ამბობენ, ბრაზერისთვის პლაგინის დამზადება თავისთავად წარმოადგენს O3D ტექნოლოგიის რეალიზებას. “მისი (ანუ პლაგინის) გამოყენება შეიძლება 3D გრაფიკის დასამზადებლად და მანიპულირებისთვის JavaScript ტექნოლოგიებზე” - ამბობენ კომპანიაში.

გავიხსენოთ, რომ ადრე Google-მა ჩაატარა ექსპერიმენტი სამგანზომილებიან ვებში და ეს იყო პროექტი Lively. მაგრამ პოპულარობით ეს პროექტი არ გამოირჩეოდა და კომპანიას მოუწია მისი დახურვა.

ახალი პროექტის დამზადებაში Google-ს პარტნიორია ჯგუფი Khronos, რომელიც თავის არსებობის მანძილზე მუშაობდა OpenGL-ზე, აქედან გამომდინარე სამ განზომილებიან ტექნოლოგიებთან გამოცდილება არსებობს. ამასთან ერთად Khoronos თანამშრომლობს Mozilla-სთან. Mozilla-ში ამბობენ რომ, კომპანია უკვე მუშაობს 3D პლაგინზე, მაგრამ რელიზამდე ჯერ კიდევ ადრეა საუბარი.

Google-ში აღნიშნავენ, რომ მათი კონცეფცია განსხვავდებულია Mozilla-სგან და რადგან 2 ტექნოლოგია ვერ შეთავსდება ერთმანეთში და ეს მომხმარებლის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს 2 ტექნოლოგია იყენებს განსხვავებულ API -ს და სხვადასხვა მეთოდს 3D გენერაციისთვის. საერთოდ, როგორც Google, ისე Mozilla-ც ამბობს, რომ კონცეფცია 3D-Web-ის იმყოფება განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე, ამიტომ გაურკვეველი ფაქტები ტექნოლოგიურად ბევრია, და ყველა კონცეფციას თავისებურად გააჩნია თავისი პლიუსი და მინუსი.

ჰენრი ბრიდჯის თქმით, რომელიც Google-ს გაყიდვების მენეჯერია, კომპანია დარწმუნებულია 3D ვების პერსპექტიულობაში გლობალური მაშტაბების გათვალისწინებით. “ამგვარად, 3D ეხმარება Google გადაწყვიტოს კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი - გააკეთოს კონტენტი უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.” - განაცხადა ჰენრიმ.

ბრიდჯი დარწმუნებულია, რომ გრაფიკული ვებ-გვერდი წარმატებული იქნება, ზედ გამოჭრილია პროექტებისთვის Google Maps ან Sketchup. “გაცილებით მრავალფეროვანი რესურსის შექმნა იქნება შესაძლებელი 3D-ვების ბაზაზე - ესენია ინტერნეტ-სამყაროები თამაშებისთვის, ინტერაქტიული სერვისები და მსხვილი კორპორატიული სისტემების ვიზუალიზაციის ჭარბი მოთხოვნებისთვის. ჩვენი მოთხოვნა უშუალოდ ისახავს უნივერსალური პლაგინის შექმნას, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ყველა ბრაუზერისთვის და ყველა ოპერატიული სისტემისთვის. რასაკვირველია, სტანდარტიზაცია წაიღებს გარკვეულ დროს, რომ ყველა პლატფორმაზე იმუშაოს ერთსულოვნად” - ამბობს ბრიდჯი.

ტექნიკურად, პლაგინი O3D რენდერისთვის იყენებს სხვადასხვა მეთოდს - ეს მოითხოვს როგორც პროცესორის, ასევე ვიდეოკარტის უფრო მეტ სიძლიერეს. პლაგინის ახლანდელი ვერსია 3D მოდელის ჩატვირთვას აკეთებს Mozilla C3DL ბიბლიოთეკის დახმარებით, ფიზიკურად ძირითადი ძრავა იწერება JavaScript-ზე.

შეგახსენებთ, რომ Google, როგორც ადრე Mozilla, იღებენ მონაწილეობას HTML5-ზე მუშაობაში. ამ ენის ახალი ვერსიაც იქნება აღჭურვილი მულტიმედიურ კონტენთან მუშაობით.


ShoutMix chat widget