1.16.2009

კირჩხიბი


კირჩხიბი
(
22.06 - 22.07
)

  • პლანეტა: მთვარე.
  • სიმბოლო: კიბო, კიბორჩხალა, გული.
  • ფერები: თეთრი, ღია ცისფერი, ლურჯი, ვერცხლისფერი, მწვანე ცერცვისფერი (ნაცრისფერი უიღბლოა).
  • ქვები: მთვარის ქვა, ზურმუხტი, ლალი.
  • ლითონი: ვერცხლი.
  • თილისმა: სამყურა, გული.
  • იღბლიანი დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი.
  • უიღბლო დღეები: სამშაბათი, შაბათი.
  • იღბლიანი რიცხვები: 2, (ყველა რიცხვი, რომელიც 2-ზე იყოფა) 4, 5, 8.

21 ივნისიდან 1 ივლისამდე დაბადებულები - კეთილი, ვნებიანი, მგრძნობიარენი არიან, მათ აქვთ განვითარებული მხატვრული ნიჭი და შეუძლიათ შეაყვარონ თავი გარშემომყოფთ.
2 ივლისიდან 11 ივლისამდე დაბადებულები მერკურის გავლენით -ჭკუამხიარულნი, ცნობისმოყვარენი, ირონიულნი, პრეტენზიულნი არიან, აქვთ მიდრეკილება კომერციისკენ.
12-დან 22 ივლისამდე დაბადებულები მთვარის გავლენით - მეოცნებე, მოუსვენარი, მგრძნობიარე, ღვთისნიერები არიან, აქვთ ოკულტური მეცნიერებების ნიჭი.

ტემპერამენტი და ხასიათი

ინტელექტი სულში `სიბნელისაგან~ ვარდება. კირჩხიბს აქვს კარგად განვითარებული ინტელექტი, არაჩვეულებრივი მახსოვრობა, მაგრამ ის არ უნდა გამოიყენოს თვითწყრომის, სინანულისა და შურისძიებისათვის.
კარგია, თუ კირჩხიბი წინსვლის იარაღად გამოიყენებს თავის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და არა უკან დასახევ ბუდედ. მას რომ არ ეშინოდეს მისმიერვე შექმნილი ფანტომებისა და იყენებდეს მათ სათავისოდ, მას რომ შეეძლოს იცხოვროს რეალობაში და არა ოცნებებში! ის, რომ იფიქრებდეს ხვალინდელ დღეზე და განდევნიდეს ყოველივეს, რაც იყო გუშინ! მაგრამ კირჩხიბი უკან იხევა, მას ეშინია. თუ საჭიროა _ წინ მიდის, მაგრამ შიშისგან ჩერდება სუნთქვაშეკრული. არცერთ სხვა ნიშანს არ გააჩნია მასზე მეტი პოტენციური ალერსიანობა, არავის არ შეუძლია იყოს მასზე მეტად მხიარული, მოსიყვარულე. და ასე თუ არა, ყოველთვის არსებობს მკაცრი სინამდვილისაგან ქვეცნობიერებაში გაქცევის საფრთხე.
არც ერთ ნიშანს ისე არ ენატრება თავისი სახლი, სამშობლო,როგორც კირჩხიბს. მას დრო სჭირდება დაფიქრებისთვის, არ შეიძლება მისი დაჩქარება. თუ მოთმინება გეყოფათ კირჩხიბი, როგორც იშვიათი მცენარის კულტივირებისთვის _ მასზე მეტს არავინ გასცემს. ქალ – კირჩხიბს კატასავით უყვარს ზრუნვა საკუთარ სხეულზე, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, მაქმანს, ნაზ ფერებს, გრძელ თმებს, კეთილგონიერი ელეგანტურობით მისდევს მოდას. მამაკაცები, ჩვეულებრივ, ახალგაზრდობაში მოწესრიგებულები არიან, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად დაუდევრობის ტენდენცია უჩნდებათ.

პროფესიები

ახალგაზრდობაში კირჩხიბი არ ჩქარობს გაზრდას. სამყარო მისთვის შემოსაზღვრულია ძირითადი საარსებო მოთხოვნებით: შიმშილი, წყურვილი, ძილი. ისინი ელოდებიან როდის გადაწყვეტს ბედი მათ მომავალს. ბევრი მამების კვალს მიყვება, აგრძელებს საგვარეულო ხელობას, მაგრამ ღია პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს საწინააღმდეგო პროფესიის არჩევა. მთვარის ტიპი _ ნელი, ლეტარგიული, დუნე, აპათიური არის. რუტინულ სამუშაოზე უფრო ავლენს საკუთარ თავს, სადაც მინიმალური გონებრივი ძალისხმევა არის საჭირო. სამუშაოს შესრუელების დროს ის საკუთარ რამეებზე ფიქრობს, ნელა იწყებს, მაგრამ შეუპოვარი, შეგნებული, დამჯერე არის, მან იცის როგორ გაამარტივოს სამუშაო პროცესი თავისთვის და სხვაბისთვისაც. ეს ტიპი უკეთ მუშაობს ინტიმურ, ოჯახურ გარემოში, სადაც სხვების სიმპატიას იმსახურებს. ის ხშირად იძლევა საკუთარი თავის დაუფასებლობის, ექსპლუატირების, დამსახურებულზე ნაკლების მიღების უფლებას. მას არ ყოფნის `ნერვები~ ხელფასის მომატების სათხოვნელად.
სატურნის გავლენის ქვეშ მყოფ ტიპს შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ფამილარობა, მაგრამ არ შეუძლია ბრძანებების გაცემა და მიღება, სამსახურიდან სამსახურზე გადასვლა ენთუზიაზმის აფეთქებასა და უკიდურეს გაღიძიანებას შორის მერყეობის გამო.
ორივე ტიპი პოტენციურად კარგად ავლენს თავს ბავშვებთან, ცხოველებთან, საკვებთან, ტანსაცმელთან, წყალთან და საერთოდ სითხესთან დაკავშირებულ სამსახურში. მათგან კარგი სპეციალისტები გამოდიან ცხენების ,ძაღლების მოშენების დარგში, კარგი საბავშვო ბაღების პერსონალი, ზოოპარკების, ცირკების პერსონალი, ბავშვთა ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, მეანები, ძიძები, ბარების, რესტორნების, მაღაზიების მეპატრონეები და მმართველები, მებაღეები, მეტყევეები, მესაათეები. ისინი არაჩვეულებრივი დედები არიან.
ხშირად კირჩხიბის ზოგიერთი ტიპი საკუთარ თავში რაღაც პარაზიტულს მოიცავს. უკეთეს შემთხვევაში მათ აჩვევენ წესრიგს ან ისინი მხოლოდ აზარტულ თამაშებს და ლატარეას თამაშობენ, უარეს შემთხვევაში ალკოჰოლიკები და უსაქმურები ხდებიან.

სიყვარული

ყველა ნიშნიდან ყველაზე მგრძნობიარე და ემოციურად სუსტია. შეუძლია იცხოვროს ყველაზე მდიდარი და ყველაზე ტანჯული ცხოვრებით, მისი, როგორც ინდივიდუმის, წარმატება იმაზეა დამოკიდებული,თუ რამდენად შესძლო მან დედასთან ურთიერთდამოკიდებულების პრობლემის გადაჭრა, რათა არ დარჩეს მასზე დამოკიდებული.
ხშირად უარყოფენ სიყვარულში ფიზიოლოგიურ ასპექტს. ამიტომაც ეს ნიშანი უფრო მსუბუქია ქალებისთვის, რომლებიც უფრო ადვილად წყვეტენ დედასთან ურთიერთდამოკიდებულების პრობლემას იმის გამო, რომ თავად ხდებიან დედები. ქალი უნდა უფრთხოდეს ედიპის კომპლექსს (ფროიდის მიხედვით), როდესაც დედა შვილზე ქორწინდება, თავი უნდა აარიდოს საკუთარი შვილის (ბიჭის) მიმართ ჟინს. ზოგიერთებს არ ძალუძთ ოჯახთან კავშირის გაწყვეტა და შინაბერებად ან მშობლების კომპანიონებად რჩებიან.
ახალგაზრდობაში კირჩხიბი _ რომანტიკოსია, იდეალურ სიყვარულზე ოცნებობს, ის წყნარი, ღრმა წყალივითაა. წარმოსახვა წინ უსწრებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. პირველი მცდელობისთანავე პირველი გატაცების რეალიზების დროს მათი მგრძნობელობა, გრძნობების სიღრმე არაჩვეულებრივ ნაზ მიჯნურებად აქცევს მათ.
ისინი იდეალურები არიან საწოლში, მაგრამ მათ ყოველი სექსუალური კავშირის ემოციური შინაარსი სჭირდებათ. ისინი განსაკუთრებულ სიყვარულს მოელიან, გამგებიანს, განმაცვიფრებელს, სანაცვლოდ ისინი ბოლომდე გასცემენ საკუთარ თავს და სინაზით აღავსებენ პარტნიორს. ამ რომანტიკოსებს შეუძლიათ იყონ ტირანები, მესაკუთრეები, ისინი ჩვეულებრივ, პირველები ღებულობენ დარტყმას იმედგაცრუებისაგან და გარბიან მტრული სამყაროდან, თუ შესაძლებელია, დედასთან ან მარტოობაში ეძებენ ხსნას. მალავენ თავიანთ სურვლებს მათი ვულგარულობის დანახვის შიშით, ოცნებობენ მიუწვდომელ სიყვარულზე.
მამაკაცი-კირჩხიბი შეიძლება იყოს მშვიდობის მოყვარული, უბრალო, ხოლო მისი სიყვარული _ ერთგული და ურყევი. მათგან ერთგული ქმრები და მამები გამოდიან, რომლებიც მხოლოდ ოჯახისთვის ცხოვრობენ. ზოგიერთნი შეიძლება იყვნენ ჭირვეულნი და იტანჯებიან გამოცანებით, ნატიფნი და ერთგვარმნიშვნელოვანნი. ეს ტიპი გადადის ქალიდან ქალზე თავისი იდეალიზირებული დედის ძებნაში ან ვარდება ფატალურ უპაუხისმგებლო გრძნობაში, მან შეიძლება მოიკლას თავი ან მოკლას თავისი სიყვარულის ობიექტი. ზოგიერთი პოულობს მასზე უფროს და გამოცდილ ქალს, რომელსაც შეუძლია მათი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა, ძირითადად ლირიკული და ფილოსოფიური ნიჭის. ისინი ამას მხარდაჭერის და დაზავების მეშვეობით აკეთებენ და მაშინ კირჩხიბი ძალიან ბევრს გასცემს.
ქალები ორ ტიპად იყოფიან: თვალწარმტაცი, მოალერსე, ძალიან მორცხვი, ზოგჯერ ფრიგიდული, ზოგჯერ არიან ჭირვეულნი სიფიცხის ბავშვური აფეთქებებით და ქალები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავის აღმართვას, სიყვარულის მიუწვდომლობის გრძნობის შთაგონებას. პირველ ტიპს საკუთარი ნებით შეუძლია მიიყვანოს თავი იქამდე, რომ გახდება სექსზე დამონობული ობიექტი, რომელიც ზედმეტად აფასებს თავის მამაკაცს, ეძებს მასში იდეალურ მამას, ზოგჯერ ისინი ზედმეტს ფიქრობენ თავიანთ შვილებზე.
მამაკაცებიც და ქალებიც მთლიანან ემორჩიელბიან თავიანთ პარტნიორს, იდეალურები არიან თუ გრძნობენ, რომ ისინი უყვართ და ყველაზე რთულები თუ სიყვარულს ვერ გძნობენ, ამ დროს მძიმე და ტანჯული ცხოვრებით ცხოვრობენ. მათი შინაგანი ცხოვრება დამოკიდებულია მშობლების სახით მათ წარმატებაზე. ეს მათ ამდიდრებს, მაგრამ შეიძლება ბანალურებიც გახადოს.
ერთადერთი ნიშანი, რომელსაც შეუძლია ურთიერთგაგების მოპოვება ყველასთან, მაგრამ განსაკუთრებით ბედნიერად გრძნობს თავს მორიელთან, ქალწულთან, თხის რქასთან, თევზებთან.


ლომი



ლომი
(
23 ივლისი 23 აგვისტო
)

  • პლანეტა: მზე.
  • სიმბოლო: ლომი, გედი.
  • ფერები: მეწამული, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ცეცხლისფერი,შავი (თეთრი ფერი უიღბლოა).
  • ქვები: ქარვა, ქრიზოლითი, ლალი, ტოპასი, ონიქსი, ალმასი.
  • ლითონი: ოქრო.
  • ყვავილები: იორდასალამი, გულყვითელა, ქრიზანთემა.
  • თილისმა: ჭიამაია, ლომი, არწივი.
  • იღბლიანი დღე: კვირა.
  • უიღბლო დღე: შაბათი.
  • იღბლიანი რიცხვები: 1, 5, 9.

23 ივლისიდან 3 აგვისტომდე დაბადებულები სატურნის გავლენით – ძლიერი, მისტიკური, მგზნებარე ბუნების არიან, არ უყვართ მარტოობა და ძალდატანება.
4-დან 12 აგვისტომდე დაბადებულები -მეტისმეტად წესიერი და გონიერი ბუნების, შარიანები არიან, მათ უყვართ არითმეტიკა და ცერემონიები.
13-დან 23 აგვისტომდე დაბადებულები მარსის გავლენით – ძლიერი, მბრძანებლურები არიან, უყვართ და თაყვანს სცემენ ძალაუფლებას და მბრძანებლობას. გონიერება შერწყმულია ძალასთან, წარმატებულები არიან ჯარში.

ტემპერამენტი და ხასიათი

მზე ნიშნავს სიცოცხლეს, სითბოს, ცეცხლს, ალს, სინათლეს, შეგნებას, იდეალიზმს, დისციპლინას, სხივოსნურ დიდებას. ადამიანური შეგნება ეწინააღმდეგება `მთვარისეულ~ ქვეცნობიერებას. შინაგანად ლომები აცნობიერებენ თავიანთ სოციალურ როლს, რის გამოც ისინი შეიძლება სტატუსის მაძიებელნი გახდნენ. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს გარეგნული მსგავსება ცხოველების მეფესთან, მაგრამ ყველას აქვს მისი ამბიცია.
ლომები ცეცხლოვანი ვნების არიან, როგორც ქალები, ისე მამაკაცები, უარს ამბობენ დამატებით როლზე, სამყაროს ცენტრად, ვარსკვლავად, საკუთარი წარმოსახვის ანარეკლად თვლიან თავს. მათ სურთ ხელმძღვანელობა, შთაგონება, წარმატების ჩუქება, საჩუქრებით ავსება, დაცვა, გართობა.
მათ შეუძლიათ იყვნენ უგუნურობამდე დიდსულოვნები. არ გააჩნიათ საფრთხის გრძნობა. ლოიალურებს, გულახდილებს _ მათ არ შეუძლიათ ცხოვრება მორალურ უარყოფაში, მათ სჭირდებათ ახსნა და დარეგულირება ეჭვის შეტანისთანავე. მათი ძალის საიდუმლო -რწმენასა და სიმართლეშია.
არ უყვართ სიბნელე, ცხოვრობენ ცეცხლის, ომების, კატაკლიზმების გვერდით, რომლებსაც ზოგჯერ თავად იწვევენ.
მათი მტერია -სიამაყე, განსაკუთრებით თუ ის არ არის გამართლებული. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ფსიქიური ინფლაცია: დეპრესია, ახირება, სალანძღავი მტკივნეული იუმორი. გამოდის აბეზარი, მტკივნეული, პომპეზური პიროვნება, რომელიც სჯის განუხორციელებელი ამბიციებისთვის საკუთარი მანკიერების მხევალ ტირანს, წვრილ მოუსვენარ ავანტიურისტს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უწევს ანგარიშს. ნაპოლეონის კომპლექსმა შესაძლოა საგიჟეთში მიიყვანოს ისინი. ქალ-ლომს სურს, რომ მას აქცევდნენ ყურადღებას, მასზე ზრუნავდნენ, საკუთარი თავის წარმოსაჩენად, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, ორნამენტებს, ხასხასა ფერებს, მკვეთრ სუნამოებს. ისინი არ მისდევენ მოდას, მათ ის შემოაქვთ და საზოგადოების გამოჩენილი მანდილოსნების კოპირებას ახდენენ, თუ საშუალება აქვთ, ბევრს ხარჯავენ ჩაცმულობაზე, თუ არა და ხაზს უსვამენ რაოდენობას ხარისხის ნაცვლად და იაფფასიანი ბეწვეულით, ყალბი ძვირფასეულობით, ვულგარული სუნამოებით სარგებლობენ. მამაკაცები დიდ დროს ანდომებენ ჩაცმას, დავარცხნას. ისინი კარგად გამოიყურებიან სმოკინგში. ლომს სქელი ჯიბის ჟინი აქვს.

პროფესიები

თავიდანვე გაცნობიერებული აქვს პროფესიის არჩევის მნიშვნელობა, საზოგადოება მათგან არსებითი წვლილის შეტანას მოელის. ფსონზე მთელი კარიერა აქვთ დადებული. მათ არ სურთ დეტალებში ჩაწვდომა, დამატებითი როლის თამაში, ისინი პასუხისმგებლობისკენ ისწრაფიან, დაუღალავები არიან. მათ არ უყვართ სხვის მუშაობაზე თვალყურის მიდევნება, მათ პირველობა სურთ. მუშაობაში შეუძლიათ კუროსაც აჯობონ. სძულთ, როდესაც მათ საქმეს აწყვეტინებენ, ცუდ ასისტირებას უწევენ ან უცოდინრობით უქმნიან დაბრკოლებებს. ყველაზე კარგი მათთვის დამოუკიდებელი მუშაობაა (ხელოვნება, ინტელექტუალური შრომა, მეწარმეობა) ან მაღალ ადმინისტრაციულ წრეში შესვლა და იერარქიულ კიბეზე ზევით ასვლა. ისინი კარგად ავლენენ თავს ყველაფერში, რაც ეხება პოლიტიკას, კულტურას თუ შოუ-ბიზნესს, აგრეთვე ფიზიკურ აღზრდას. მათგან წარმატებული იუველირები, ტაქსის მძღოლები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, მსახიობები, გალერეის მეპატრონეები, თეატრალური დამდგმელები, დეკორატორები, რეჟისორები, ათლეტები, დირექტორები, თავმჯდომარეები, პრეზიდენტები, ადმინისტრატორები გამოდიან. უყვართ ბევრი ფულის კეთება და კიდევ უფრო მეტის დახარჯვა. ისინი ვალს იდებენ, არიგებენ, ხარჯავენ. გამოუსწორებელი კარტის მოთამაშეები არიან, მაგრამ მათ არ უმართლებს. ზოდიაქოს ნიშნებიდან ლომს წარმატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩავარდნაც ახასიათებს.

სიყვარული

ლომი-მამაკაცის ღირსებისთვის სასურველი ნიშანია, ყოველ შემთხვევაში იქ მაინც, სადაც მამაკაცს ჯერ კიდევ აქვს უფლება იმპერიის, დინასტიის შექმნისა. ქალი-ლომისთვის ხშირად ძნელი ხდება მათი რომანტიკული ამბიციების რეალიზება_ისეთი მამაკაცის მონახვა, რომელიც მას აღამაღლებს კვარცხლბეკზე, რისი სრული უფლებაც მას გააჩნია ჩვეულებრივ სოციალური მდგომარეობით მათზე მაღლა მდგომ მამაკაცებზე ქორწინდებიან, დიდ ხანს იკავებენ თავს ქორწინებისაგან მანამ, სანამ არ მონახავენ ისეთს, როგორიც მათ სურთ - კარგად გაწაფულ ფულიან მამაკაცს, რომელიც საშუალებას მისცემს მას კარგად გამოიყურებოდეს და მართავდეს ოჯახს. მისთვის სიყვარული კოზირია ცხოვრებასთან თამაშში, ის თავშეკავებულია გრძნობების საკითხში, რომელნიც მასში არც ისე უხვად არის, ხშირად ფრიგიდულია. ბევრ ქალ-ლომს ჰგონია, რომ ის ლამაზია, ხშირად ეს ასეც არის. სილამაზის დაკარგვის შიშით ისინი უფრთხიან ფიზიკურ სიახლოვეს, ანგარებიანი ქორწინება ნერვული აშლილობის ფასად უჯდებათ დაახლოებით 30 წლის ასაკისათვის.
მამაკაცებს შეუძლიათ ყველაზე დიდსულოვანი და ხელგაშლილი მიჯნურობა ან თაყვანისმცემლობა. ისინი არც ისე ნაზი, მაგრამ ვნებით აღსავსენი არიან. მათ სურთ ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც მათი და მათი დიდი რომანტიკული ბედის ღირსი იქნება, რომლისთვისაც, მათი აზრით, არიან ისინი გაჩენილი. ვერ წარმოუდგენიათ, რომ რომელიმე ქალს შეეძლოს მათზე უარის თქმა. მეორეს მხრივ, ლომისთვის მარჯვედ გაკეთებული კომპლიმენტი უმალ მოიყვანს მას თქვენს ფეხთ, არის მასში რაღაც ფარშევანგისეული. სიყვარული ლომისთვის დღესასწაულს, ექზალტაციას წარმოადგენს. მას დიდი მადა აქვს, დაჟინებული სურვილები, მისი ტკივილი ღრმა არის, ის ვერ ხედავს აზრს გაუბედაობაში, ეჭვებში გრძნობებისა და სიტუაციებისადმი. არ უყვარს, როდესაც გზაზე ეღობებიან.
თუ ლომი არ უყვართ, ის ვერ პატიობს თავს საკუთარ არჩევანს-მისი სიბრაზე დამანგრეველია. მეორეს მხრივ, ვერც ერთი ქალი ვერ გადაეღობება მას მდგომარეობისა და კარიერის გზაზე. და თუ ქალი ამას ახერხებს, ლომი თავიდან იშორებს მისთვის დამამცირებელ მდგომარეობას, თუნდაც ის მარტოობის მომასწავებელი იყოს. საზოგადოებაში წარმატებულ ლომს შეუძლია სახლში სადავეების დათმობა, როდესაც ამას სხვა არავინ ხედავს. მას შეუძლია იყოს ქვეყნად ყველაზე დამთმობი ქმარი. უხეირო ლომი კი ყველაზე საზარელი ტირანია პირად ურთიერთობებში, პომპეზურია, შეურაცხოყოფას აყენებს ქალს, ადანაშაულებს მას ცხოვრების ყვალა წარუმატებლობაში. როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა ლომმა უნდა გადაწყვიტოს კონფლიქტი სიყვარულსა და საზოგადოებრივ მდგომარეობას შორის სიყვარულის სასარგებლოდ და უნდა ეცადონ პატივმოყვარეობის დაძლევას.
ლომები ბედნიერები არიან მშვილდოსნებთან, ვერძებთან, ტყუპებთან და სასწორებთან. მეგობრობასა და სიყვარულში უნდა მოერიდონ მორიელსა და კუროს.

ქალწული



ქალწული
(
24 აგვისტო -23 სექტემბერი
)

  • პლანეტა: მერკური.
  • სიმბოლო: ქალწული, კუბი, კოდი.
  • ფერები: თეთრი, ცისფერი, იისფერი, მწვანე.
  • ქვები: ნეფრიტი, სარდიონი, `კატის თვალი~, გიშერი, კარნეოლი, იასპი, მალაქიტი, ტოპასი, ქრიზოპრასი, მარმარილო.
  • ლითონი: კალა, სპილენძი.
  • ყვავილები: ასტრა, ვირის-ტერფა, წითელი ყაყაჩო.
  • თილისმა: კალია, ასტრა.
  • იღბლიანი დღე: ოთხშაბათი.
  • უიღბლო დღე: ხუთშაბათი, პარასკევი.
  • იღბლიანი რიცხვები: 3, 5, (ყველა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა),6, 12 (ყველა 12-ის ჯერადი), 20, 27.

24 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დაბადებელებს მზის გავლენით -გააჩნიათ ჰარმონიის, სიმშვიდის გრძნობა და ტენდენცია მჯდომარე ცხოვრებისკენ.
3-დან 11 სექტემბრამდე დაბადებულები ვენერას გავლენით -გულჩათხრობილნი, მორიდებულნი არიან, ხშირად ერთხელ უყვარდებათ.
12-დან 23-სექტემბრამდე დაბადებულები მერკურის გავლენით - მორიდებულნი და საზრიანნი, ზოგჯერ ზარმაცნი არიან.

ტემპერამენტი და ხასიათი

ქალწული შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მდიდარი ნიშანი. აქვთ კულტურის, სრულყოფის მოთხოვნილება; აქვს ლოგიკური, დედუქციური და სისტემურო აზროვნება. ეს სკეპტიკოსებია, რომლებსაც არ სჯერათ გულწრფელობის და ინტუიციის. ისინი იშვიათად აზვიადებენ, აანალიზებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს ნათლად ხედავენ, ყოველივეს თავიანთ თავზე იღებენ, აკრიტიკებენ, ამარტივებენ, ასუფთავებენ. აქვთ ღრმა მოთხოვნილება სისუფთავის მიმართ. ისინი კატებივით იყოფიან ცნობისმოყვარეობასა და შიშს შორის.
ქალწული კატების და საერთოდ პატარა ცხოველების ნიშანია, ისინი მოუსვენარნი არიან, კარგად ფიქრობენ ვიდრე რამეს გააკეთებენ. ზოგჯერ ძალიან დიდხანს ფიქრობენ, რის გამოც ისინი კარგავენ სპონტანურობას და შესაბამისად ხელიდან უშვებენ შესაძლებლობებს. ისინი ჭკვიანები, შრომისუნარიანები, საიმედოები არიან და შეუძლიათ ყველფრის გაკეთება, არიან იდეალური საშუალო წარმომადგენლები და მანიაკები, უდიდესი მოაზროვნეები და გენიოსები. არსებობს ქალწულების სამი სხვადასხვა ტიპი:
I. ის ყოველთვის თავშეკავებული, შებოჭილი. ეს ტენდენცია შეიძლება იყოს დიაპაზონში დადებითიდან უარყოფით უკიდურესობამდე: წესრიგის მოთხოვნიდან მანიაკალურ პედანტურობამდე. გროშების მოგროვებიდან დიდ კოლექციო¬ნი¬რე¬ბა¬მ¬დე, სისუფთავიდან მეტისმეტ მოწესრიგებულობამდე, ფრთხილი დაგეგმვიდან ხვალისთვის ყველაფრის გადადებამდე.
II. მიდის უკუუკიდურესობამდე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაღარათამდე როგორც პროტესტისა და უთანხმოების ფორმამდე. უყვარს ნებისმიერი სახის `ტალახი~, აქვთ ძალისა და ძალაუფლების წყურვილი, ეგოისტურობამდე მკაცრები არიან. ამ ტიპს ხშირად ადარებენ მორიელს.
III. შერეულია, პირვველსა და მეორეს შორის მერყეობს. ერთი ხელით იჭერენ და მეორეთი გასცემენ. შუალედური პიროვნებაა. დღეს თხუპნია, ხვალ _ სისუფთავის ჟინით შეპყრობილი. რესპექტაბელური მოქალაქე მოულოდნელად ხდება გაშმაგებული. ყველა ტიპი აისახება ჩაცმულობაში, აქვთ კლასიკური, უმწიკვლო სტილი, კონსერვატიული, რომელიც ყურადღებას აქცევენ დეტალებს, მაგრამ განსაკუთრებული ფანტაზიის, გაბედულობის ან თავისუფლების გარეშე. ზოგჯერ შეგნებულად ნატიფი, ზეფორმალურია. ეს შეიძლება გადავიდეს ერთფეროვნება¬ში, რომელიც ყოველგვარ კავშირს კარგავს მოდასთან, მათ უყვართ ტანსაცმლის ბოლომდე გაცვეთა, მერყეობენ ახალი ნივთების შეძენისას. "დადებითი"ქალწული ატარებს გულდასმით შერჩეულ და მორგებულ ტანსაცმელს, რომელიც უბრალოების სასიმოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.

პროფესიები

ახალგაზრდობაში უფრო ყურადღებით ირჩევენ პროფესიას, აცნობიერებენ თუ რამდენად სერიოზულია ცხოვრება, უნდათ სწავლა და მუშაობა საკუთარ თავზე მთელი ცხოვრების მანძილზე. დეტალებისა და სრულყოფის სიყვარული, მწვავე ანალიზი, რომელიც ზოგჯერ ხარბ პედანტურობაში გადადის, ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ყოველივე ეს დიდ შესაძლებლობებს აძლევს მათ. ქალწულები უმწიკვლონი არიან, მიუხედავად არჩეული პროფესიისა, შესაძლოა მათ ამჯობინონ მარტო მუშაობა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს კოლექტივიზმის უნარს. ისინი კორექტულები არიან უფროსებთან, მკაცრნი ქვეშევრდომებთან. ზოგჯერ იჩენენ მფარველობას, შემწყნარებლობას. თვლიან რომ უხერხულია დაწინაურების თხოვნა. მათ ზოგჯერ დიდხანს არ უნაზღაურებენ ხელფასს ბოლომდე. მათი შრომის ანაზღაურება ხდება წახალისების ნიშნებით - მედლებით, პატენტებით. ისინი ყურადღებიანი, ფულის საკითხებში ფრთხილი არიან და შეუძლიათ მცირე სახსრებით ცხოვრება, ნელ-ნელა ზოგავენ ხვალინდელი `სიამოვნებისთვის~, ზრუნავენ შავ დღეზე. იშვიათად რისკულობენ აზარტულ თამაშებში, არ აქვთ გამართლების იმედი.
ქალწულებიდან გამოდიან კარგი ექიმები, ფარმაცევტები, ვეტერინარები, გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები, მეანები, მასაჟისტები, ექიმბაშები, დიეტური ექიმები, ლინგვისტები, აგრეთვე მესაათენი, ოპტიკოსები, ინჟინრები, ქიმიკოსები, დიზაინერები, ფერმერები, მრეცხავები, მწმენდავები, მაღაზიების მეპატრონეები, მდივნები, სატელეფონო ოპერატორები, სამოქალაქო მსახურები, საფეიქრო საქმისა და ცხენების მოვლის სპეციალისტები. ქალწულები ითვლებიან საზოგადოების "მუშა ფუტკრებად". მათ უყვართ თავიანთი სამუშაო თვითგანწირვამდე, ეს არის მათი ცხოვრების ღერძი.

სიყვარული

ქალწულს არ აქვს რაიმეს წამოწყების ბუნებრივი ინსტინქტი. თუ მათი გული დაჭერილია ისინი უკან იხევენ, თავშესაფარს ეძებენ რათა დაფიქრდნენ, სძულთ და ეშინიათ ყოველგვარი გაურკვევლობის და მოლოდინის. ზოგიერთ ქალწულს ეშინია რომ ორსულობა დააკარგვინებს მათ ქალურობას, მიმზიდველობას, სხვანი კი ხდებიან შვილებზე შეყვარებული დედები და უარს ამბობენ თავიანთ დამოუკიდებლობაზე. ვნება ქალწულს სულის ავადმყოფობა ჰგონია, რომელსაც გონიერებამ უნდა განკურნოს. ისინი აანალიზებენ თავიანთ გრძნობებს და ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ისინი გონიერების, ეჭვების, შეკამათების, დაცინვის მეშვეობით, ამასთან უფრო უყვარდებათ, ვიდრე მათ ჰგონიათ. ქალწული ცეცხლმოკიდებული ყინულია, ისინი არ აფრქვევენ თავიანთ გრძნობებს და სიყვარულს, საქმით უფრო მეტს ამტკიცებენ, ვიდრე სიტყვებით. სინაზე დამცირების ფორმას ღებულობს, ისინი იფიცებიან რა ერთგულებაში არ მოითხოვენ იგივეს საპასუხოდ, იცავენ თავიანთ სიტყვას. მათ ისეთი ურთიერთობების იმედი აქვთ, სადაც მთავარი აქცენტი მორალურ პატიოსნებაზე, სიწმინდეზე, სიბრძნეზე, სიყვარულზე კეთდება და თუ ყოველივე ეს არ ექნებათ, მარტოობას ამჯობინებენ. არცერთ ნიშანს არ ჰყავს კრიტიციზმის კოშკში იზოლირებულნი მარტოხელა კაცებისა და შინაბერა ქალების უფრო დიდი რაოდენობა. ყველაზე დიდი სიძნელეები ხვდება ურთიერთობების პირველ სტადიაზე, ქალწული შებოჭილია და უხერხულობას განიცდის სხვისთვის საკუთარი გრძნობების გამჟღავნებისას, ზოგჯერ ხელიდან უშვებს თავის შესაძლებლობებს და ვნებიანი სურვილებით დატანჯული მარტოხელა ბრუნდება სახლში, ან ამყარებს ჩვეულებრივ საზოგადოდ მიღებულ ურთიერთობებს, რომელსაც განურჩევლობა, მაგრამ სიმშვიდე მოაქვს მისთვის და რომელიც მარტოობას უქადის ყოველ პარტნიორთაგანს. უფრო მოგვიანებით ის მოულოდნელად ააფეთქებს ყოველივე ამას ერთი წარმოუდგენელი ვნების გამო. ქალწულებს ბოლო წუთში შეჩერების ყველაზე დიდი პროცენტი გააჩნიათ. გააკეთებენ თუ არა ყველაფერს _ ჩერდებიან. მიჯნური ქალწულები სამ კატეგორიად იყოფიან: იღბლიანი ტიპი ათავსებს საქმეს სიამოვნებასთან, ეს თავბრუსდამხვევი, გაწონასწორებული მამაკაცია, რომელსაც უყვარს სამზარ-ეუ-ლოში ტრიალი და ყოველგვარი საოჯახო საქმეების კეთება. ამ კატეგორიის ქალი ალერსიანი, მკვირცხლი, ერთგული არის და უყვარს `საწოლში ყავის მირთმევა~.
თავშეკავებული ტიპი შეიძლება იყოს ფარულ იმპოტენციამდე ცივი, ის პურიტანელია, მოუხერხებელი, დამყოლი, მარტოობაში მოფანტაზირე, ხანმოკლე თავგადასავლების მქონე. ამ ტიპის ქალი შეიძლება შეზღუდული აზროვნების იყოს, რომელიც საკუთარი მარტოობიდან კეთილშობილების მონუმენტს ქმნის. ან საწვრთნელ ბანაკად აქცევს ცხოვრებას მის ირგვლივ და სახლში.
მესამე ტიპი თავისი წესების კარნახის საშუალებას აძლევს სექსს. თავგადასავალს თავგადასავალი მოსდევს, გული ამ დროს თითქმის არ მონაწილეობს. ზოგჯერ აქვთ მიდრეკილება პორნოგრაფიისკენ. ამ ტიპის ქალებმა შესაძლოა დაიწყონ ლოლიტას მსგავსად და დაასრულონ როგორც ნიმფომანი მონაზვნის ანაფორაში.
სასურველია კავშირი თხის რქასთან, კუროსთან, მორიელთან და კირჩხიბთან. თავი უნდა აარიდოს ვერძს, მშვილდოსანს.


სასწორი


სასწორი
(
24 საქტემბერი - 23 ოქტომბერი
)

  • პლანეტა: ვენერა/სატურნი.
  • სიმბოლო: სასწორი, წიგნი.
  • ფერები: მუქი ცისფერი, მწვანე, ზღვის ტალღის ფერი და პასტელის ფერები.
  • ქვები: ოპალი, ლაზურიტი, მარჯანი, ალმასი, საფირონი, მარგალიტი, ბივრილი, მთვარის ქვა, მწვანე იასპი, ბროლი, ქრიზოლითი.
  • ლითონი: ბრინჯაო.
  • ყვავილები: გულყვითელა, ვარდი, ია.
  • თილისმა: გული, წიგნი.
  • იღბლიანი დღეები: პასაკევი, შაბათი.
  • უიღბლო დღეები: სამშაბათი, კვირა.
  • იღბლიანი რიცხვები: 2, 5, (ყველა რიცხვი რომელიც 6-ზე იყოფა), 9, 15.

24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე დაბადებულები ვენერის გავლენით - ნაზი, კეთილმოსურნე, მეოცნებენი არიან.
3-დან 13 ოქტომბრამდე დაბადებულები სატურნის გავლენით კეთილგონიერნი არიან , ფუფუნებისა და პატივმოყვარეობის გარეშე ცხოვრობენ.
14-დან 23 ოქტომბრამდე დაბადებულებს იუპიტერის გავლენით - უყვართ გემრიელად ჭამა, მგრძნობიარენი არიან, აქვთ მიდრეკილება ლიტერატურისკენ, უყვართ ცერემონიები.

ტემპერამენტი და ხასიათი

ტემპერამენტიანია, მერყეობს ბალანსის, შესაფერისი მომენტის, საჭირო სიტყვის მოძებნისას. არცერთ ნიშანს არ ჰყავს უფრო მეტი მანიაკალურ-დეპრესიული და არც გმირი ადამიანები, არც ერთ ნიშანს უკეთ არ აქვს გამოხატული დროის შეგრძნება. სასწორი ხაზს უსვამს ცოდნის როლს, უყვარს ფაქტების დაგროვება, აფასებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ინფორმაციის დამალვას ბოროტმოქმედებად თვლის. ჰაერივით თავისუფალი ცირკულირება სურთ, სძულთ სიბნელე, ცუდად განათებული ოთახები, სჭირდებათ ირგვლივ ადამიანების ყოფნა, იციან როგორ დაიპყრონ ისინი: შარმით, ალერსით, მლიქვნელობით, სტუმართმოყვარეობით, გულუხვობით, დიდსულოვნებით, ხალისიანი მომსახურებით, სხვა ადამიათა შეხედულებების გაგებით. მამაკა-ცებიც და ქალებიც მთელი ცხოვრების მანძილზე პირფერობენ, საპასუხოდ ქების, სიყვარულის, აღფრთოვანების მოლოდინში. არ შეუძლიათ არ იგრძნონ თავი პოპულარულ, ყველასთვის საყვარელ ადამიანებად, მოტყუებულად გრძნობენ თავს თუ ხედავენ, რომ ისინი არ უყვართ. გარე სამყაროზე დამოკლიდებულება ხელს უშლის მათ ორიგინალობას, ისინი უკეთ მუშაობენ სხვების იდეებზე და აუმჯობესებენ მათ. მდიდარი ზრახვებით, კეთილი ნებით აღსავსენი არიან, არ გამოირჩევიან ნებისყოფით. ტენდენცია _ პასუხისმგებ¬ობაზე თავის არიდება. ისინი უკეთ დაიძინებენ, ვიდრე იბრძოლებენ. ვერავის და ვერაფერს ეტყვიან უარს. ცდუნებებს შორის არჩევანის გაკეთებისას ირყევა მათი ნება, ამან შეიძლება მათი გულგრილობა, კომპრომისი, არასაკმარისი ვალდებულება, ზოგჯერ რაღაც სიძნელე, საბოლოოდ კი _ დანაშაულის კომპლექსი გამოიწვიოს. სასწორი _ ზომისა და ზომიერების ნიშანია, ისინი გაზომვის წინააღმდეგ არ არიან, მაგრამ არ სურთ შუამავლობა, მათი ისტორია _ შეხედულებათა სიმრავლეა, ისინი ამჯობინებენ იდეის დაკარგვას, მაგრამ იხსნიან სიცოცხლეს. სასწორმა უნდა ისწავლოს გრძნობების გამოყენება გადაწყვეტილების მისაღებად და ზეპასიურობის და საძლევად. ქალი-სასწორი ტანსაცმლის საუკეთესო მოდელებს ქმნის, ის _ ელეგანტურობის მწვერვალზეა. ფრთხილია, რადგან უყვარს მოთაფვლა, კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ყურადღებას აქცევს საკუთარი ტანსაცმლის შეკერილობას, მაგრამ ყოველთვის არ არის თავდაჯერებული ფერის შერჩევაში. მამაკაცები ძალიან შეწუხებულები არიან მოდით, ზოგჯერ სნობიზმამდე, ჩაცმაში ხანდახან ქალებს ემგვანებიან.

პროფესიები

ახალგაზრდობაში, რამოდენიმე შესაძლებლობის ბალანსირებას ახდენენ. მათ სჭირდებათ დახმარება და რამოდენიმე შეთავაზების გაკეთება, არ უნდა ააჩქაროთ, არ უნდა უბიძგოთ რამისკენ, უმჯობესია რამოდენიმე მცდელობის გაკეთება. ხარჯავენ რა ბევრ დროსა და ენერგიას ისინი ადვილად იღლებიან¬. სამსახურში კარგად ეწყობიან სხვებს, აქვთ კოლექტივიზმის შესანიშნავი გრძნობა, მსუბუქად და ძალდაუტანებლად იძლევიან ბრძანებებს, პირველი წინააღმდეგობისთანავე შეუძლიათ განზე გადგომა და უკან დახევა, თუ ხელს მოკიდებენ სამუშაოს _ კარგად შეასრულებენ მას. ყველაზე კარგად მათ გამოუდით დამასრულებელი შტრიხები. ძვირფასია მათი დროისა და საჭირო მომენტის შეგრძნების ზებუნებრივი უნარი, ის ვერ აქცევს მათ შემთან¬ხმებებლ¬ე¬ბად. არსებობს დილეტანტობის საფრთხე. საუკეთე¬სო გამოყენება _ ყველაფერი რაც დაკავშირებულია მოდასთან და გართობასთან: მოდელიერი, დეკორატორი, ხელოვნების ნიმუშების, ანტიკვარების გამყიდველები, წიგნის გაყიდვის აგენტები, თეატრალური აგენტები, იურისტები, მოსამართლეები.
ხშირად ერიდებათ მოითხოვონ ის, რაც მათ ეკუთვნის, აკრიბონ ვალები, არ ამოწმებენ ანგარიშებს და არასოდეს არ ხდებიან ფულისა და საკუთრების მონები, მაგრამ იციან საკუთარი ბიუჯეტის განკარგვა.

სიყვარული

სასწორს განაგებს ქორწინება, მათ სხვა ნიშნებზე მეტად სჭირდებათ კავშირი პარტნიორთან, რათა თავი სრულყოფილად იგრძნონ. სასწორი _ გონიერებით მართვად ქალწულსა და სურვილებით მართვად მორიელს შორის გადებული ხიდია. ხიდი დაკიდული და მერყევია, აღნიშნავს აგრეთვე კაცობრიობის დასასრულს, რაც ნიშნავს შეზღუდულ ენერგიას, მოკლე სუნთქვას, ფიზიკური ძალების უკმარისობას. მათ არ უყვარდებათ ერთი შეხედვით, არ არიან შეპყრობილი გრძნობებით. სასწორისთვის ვენერა დამატებით სიყვარულს ნიშნავს, სასწორის ინდივიდუალური და სოციალური პორტრეტის დასრულებისას უნდა აღინიშნოს, რომ მის ძირითად თვისებას წარმოადგენს ადამიანებთან შეწყობის უნარი, საზოგადოებისთვის თავის მოწონება. სასწორი სენტიმენტალურია, მას არ შეუძლია არ იყოს ნაზი, მოთხოვნა საზოგადოებრივ აღიარებაში ზოგჯერ აიძულებს მას ლამაზი სახე ან მომგებიანი მდგომარეობა ამჯობინოს შინაგან სიღრმესა და შეთავსებადობას, შეუძლია დაქორწინდეს მხოლოდ ნახევარი გულის კარნახით. სასწორი დამყოლია და ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. მის სხეულს არ ყოფნის ინსტინქტი, ამიტომ ის უნდა შეივსოს ჭარბი, ზოგჯერ პორნოგრაფიული წარმოსახვით. ის თითქმის ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დარჩეს მარტო და ჰქონდეს დიალოგი. ქალი სასწორი ნაზი და თავბრუდამხვევია, ნებისმიერ მამაკაცთან შეუძლია ადაპტირება, ზოგჯერ თავგანწირვამდე და მაზოხიზმამდეც კი. ისინი იდეალური დამხმარეებია, რომლებიც ქმრის წარმატებაში პოულობენ ბედნიერებას, მაგრამ მათაც შეუძლიათ განზე გახედვა და ბედნიერების ძებნა თუ არ გრძნობენ თავს საყვარელ ადამინად. სწრაფად მშვიდდებიან. მამკაცი სასწორი არ განასახიერებს დამპყრობელს, ის ხშირად პირველ ნაბიჯს ქალისგან ელოდება. თუ ქალი არ გადადგამს პირველ ნაბიჯს, თავს არასაჭიროდ და უარყოფილად გრძნობენ, ნებდებიან და სხვაგან ეძებენ წარმატებას. აქვთ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ვინმესთან მლიქვნელობის მისწრაფება. თუ სასწორი დარწმუნებულია, რომ ის სასურველია და რჩეულის ყურადღების ცენტრს წარმოადგენს არ არსებობს პარტიონირი მასზე თავბრუდამხვევი, დიდსულოვანი და დამყოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში სასწორი მოღუშული და ცივი ხდება, ადვილია მასზე ზემოქმედება. მას ქალების იმედი აქვთ წარმატების და მიზნის მიღწევაში.


მორიელი


მორიელი
(
24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი
)

  • პლანეტა: პლუტონი.
  • სიმბოლო: მორიელი, არწივი, სიკვდილის ნიშანი, ლამპარი, პირამიდა.
  • ფერები: ყვითელი, მუქი წითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი.
  • ლითონი: რკინა, ფოლადი.
  • ქვები: აქვამარინი, მარჯანი, ბივრილი, ლალი, მთვარის ქვა, ტოპასი, მალაქიტი.
  • ყვავილები: მიხაკი, იორდასალამი, ქრიზანთემა,
  • თილისმა: ხოჭო, მორიელი, სიკვდილის ნიშანი.
  • იღბლიანი დღე: სამშაბათი.
  • უიღბლო დღე: ორშაბათი, პარასკევი.
  • იღბლიანი რიცხვები: 4, 5, 8, 9, 10, 11, 21, 100, 666.

24-დან 2 ნოემბრამდე დაბადებულები მარსის გავლენით - იმედგაცრუებულნი არიან, აქვთ მედიცინის ნიჭი, ადამიანის განკურნების უნარი, ახალგაზრდობაში მერყევნი არიან, ენერგიულნი _¬ ზრდასრულობაში.
3-დან 13 ნომბრამდე დაბადებულები მზის გავლენით ძლიერი და ვნებიანები, ინიციატიურები, ნებისყოფიანები, გულკეთილები, დიდსულოვნები და კეთილშობილები არიან.
14-დან 22 ნოემრბამდე დაბადებულები ვენერის -გავლენით ჭკუამხიარულნი და ემოციურნი არიან, გააჩნიათ არტისტული ტალანტი და ძლიერი ვნებები.

ტემპერამენტი და ხასიათი

მორიელი - სიყვარულისა და სიკვდილის ნიშანია, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს სხვებზე. წყლის ნიშანი -ქალური, მუდმივი, გააფთრებული, ღამის, მდუმარე, მოხერხებული, ნაყოფიერი. დევიზი: "სიყვარულის სიმღერა ბრძოლის ველზე". მარსის მიერ მართვადი მორიელი ყველაზე ახალი პლანეტის _ პლუტონის გავლენის ქვეშ იმყოფება. მორიელის წყალი დუნეა, თევზების (ოკეანე), კირჩხიბის (წყარო) წყლისგან განსხვავებით. მორიელს ცუდი რეპუტაცია აქვს, მას მერვე სახლს – სიკვდილის სახლს უკავშირებენ და ავიწყდებათ, რომ მთლიანად სახლი არის სიმდიდრე, მემკვიდრეობა. მუდმივ თუ ცვალებად მორიელს უზარმაზარი წინააღმდეგობა გააჩნია და ფენიქსივით შეუძლია აღსდგეს. მორიელზე ბატონობს მარსის ორი თვისება: ეროტიზმი და აგრესიულობა. ეს ტიპი მთელი ძალით ცხოვრობს წარმატებებისა და წარუმატებლობის მონაცვლეობით, მშრალი და გვალვიანი მარსი მორიელს სიჯიუტეს და სიფიცხეს ანიჭებს, მას მებრძოლის თვისებები აქვს. მორიელის ენერგია საშიშია, ისევე როგორც ვერძისა. მორიელი _ სიყვარულისა და სიკვდილის გაორება, ენერგია, დრამა, ვნება, საიდუმლოება, ინდივიდუალიზმი, ბუნტია. პლუტონი სულის სიღრმის, ეშმაკისეული სახის განსახიერებას ახდენს, მორიელი განისაზღვრება ფარული სიცხოველით და თავს დამაჯერებლად და უცილობლად იმკვიდრებს. ეს ვლინდება ხელშეუხებლობასა და მოუწესრიგე¬ბლობაში, ცხოვრებისეული სწრაფვების შეკავებში, შიდა კონფლიქტებში, და იწვევს ჰაერის უკმარისობას და ნერვოზს (სასტიკი პლუტონი ხსნის არსებობის ღრმა შინაარსს). ძალაუფლების მოყვარული, გააფთრებული, ინსტინქტური ხასიათის მქონე შეუწყნარებელია მაშინაც კი, როდესაც ცეცხლი ინფანტილურობით არის შენიღბული. მორიელი ძლიერი ვნებების მატარებელია, მთვლემარე, მაგრამ არა უსიცოცხლო, ეს ხასიათი არ იცვლება. კმაყოფილია თავისი თავით, მიუხედავად გარეგნული თვისებებისა. მან იცის თუ რა სურს. მისი ბუნების არსი გადაწყვეტილების მიღებაშია, უშრეტია სიცოცხლის წყურვილი. ვერ ეგუება ვერანაირ ძალდატანებას. ანარქიზმამდე დაუმორჩილებელია თუ მას ეწინააღმდეგებიან. ინდივიდუალისტია, არ უწევს ანგარიშს საზოგადოებრივ აზრსა და წეს-ჩვევებს. არაჰარმონიული ცის ქვეშ არის დაბადებული. მისი გადაწყვეტილებები უცვლელია. ცხოვრებისთვის შეიარღებულს აქვს თავდაცვის უნარი. არ ეშინია თავდასხმის, ძლიერი ნებისა და სიმტკიცის წყალობით. დიდია მორიელის გავლენა სხვა ნიშნებზე. ის ერთი შეხედვიდან აღწევს სხვის სულში: თავად უნდობელი, შეუღწევადი და მიუწვდომელია. ის არ ცდილობს ვინმეს მოხიბვლას, მაგრამ აქვს ძლიერი და მომთხოვნი მგრძნობელობა. სურვილების განხორციელება ამოუცნობი გზით ათავისუფლებს, ამაღლებს და ამშვიდებს მას. არ არის მოლაყბე და ექპანსიური, შრომის მოყვარეა და მეტ-ნაკლებად სადო-მაზოხისტი. აგრესია და ეროტიზმი ყველაზე დამღუპველი და ნაყოფიერი ნიშანია. ქალი მორიელი _ შესანიშნავი კულინარია, ფიზიკურად საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი, ძლიერი კიდურებით და დიდი შრომისუნარიოანობით. მთლიანობაში აქტიური, ამაყი, თავშეკავებული, მომთხოვნი, ცნობისმოყვარე, მიზეზიანი, ჩაფიქრებულია. მკვლევარები და დამკვირვებლები არიან, შურიანები, ირონიულები და წინააღმდეგობრივი. მათი აღელვება ადვილია. აქვთ სიკეთის უნარი, მიდრეკილება მაგნეტიზმისა და ძლიერი სექსულობისაკენ; რეფორმისტები არიან, ზოგჯერ ნათელმხილეველები, შეუძლიათ მოზომონ თავიანთი ქიმერული გეგმები და კონსტრუქციულად გამოიყენონ თავიანთი ნება. უყვართ ბრძოლა, არასოდეს არ ეცემიან სულით სიძნელეების გადალახვისას. ჰყავთ ბევრი შვილი, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს `საბედისწერო~ქალის ტიპი.

პროფესიები

მათგან გამოდიან ქირურგები, მეზღვაურები, ქიმიკოსები, მეშახტეები, მექანიკოსები, თუ ცუდი ხმა არა აქვთ, კარგი საესტრადო ან საოპერო მომღერლის კარიერა ელოდებათ. მორიელში შესანიშნავად არის ბალანსირე¬ბული გონიერება და ემოციები და თუ ის მაღალი ინტელექტის მქონეა შეუძლია იყოს ფილოსოფოსი და ეძიოს ცხოვრების აზრი.

სიყვარული

მორიელი მგრძნობიარე ბუნებისაა, აქვს მისწრაფება სიუხვისაკენ, მათ შორის სიყვარულშიც. ის თითქოს ამისთვის არის შექმნილი, ამისკენ მიისწრაფის მთელი თავისი არსებით, მორიელი არ უშვებს მარცხს, იცის საკუთარი მომხიბლელობის ფასი. თუ ხდება ისე, რომ ქორწინება შეუძლებელია, მორიელს თავისი რჩეული კიდევ უფრო ძლიერ და ნაზად ეყვარება, ვიდრე კანონიერი ცოლი ან ქმარი. ის მხოლოდ საკუთარ გულს უგდებს ყურს, მამაკაცი მორიელი არ ავლენს ხალხში საკუთარ გრძნობებს, ხალხში ის უხეში, უყურადღებო და მკაცრია, განმარტოებით კი აღიარებს ჭეშმარიტ დამოკიდებ¬უ¬ლე¬ბას. ძალიან ეჭვიანია, ქალი მორიელი, ნაწილობრივ, ჯადოქარია. ის მეექვსე გრძნობით ერთი შეხედვით ცნობს მის მომავალ რჩეულს, რომელსაც სხვა გზა არ რჩება თუ არა დაემორჩილოს მის ჯადოსნურ გრძნებებს. ქალი მორიელი უჩვეულოდ ვნებიანი ბუნებისაა. მათთვის ვნებიანობას მხოლოდ სასიყვარულო სიამესთან აქვს კავშირი. ის მსგავს გრძნობებს განიცდის ირგვლივ ყველაფრისადმი: მას ან დაჟინებით უყვარს ან სიგიჟემდე სძულს. ქალი მორიელი საშინლად ეჭვიანია, არ უყვარს როდესაც მასზე ეჭვიანობენ, ხოლო ამისგან თავის შეკავება ძალზე ძნელია, ვინაიდან ის მეტისმეტად იქცევს ყურადღებას.
ქორწინებასა და თანამშრომლობისათვის სასურველია კირჩხიბი, თევზები, სასწორი, ქალწული, თავი უნდა აარიდოს მერწყულს და ლომს.


მშვილდოსანი


მშვილდოსანი
(23 ნოემბერი - 21 დეკემბერი
)

  • პლანეტა: იუპიტერი.
  • სიმბოლო: კენტავრი – მსროლელი.
  • ვარსკვლავები: კვერთხი, აწეული საჩვენებელი თითი.
  • ფერები: ლურჯი, ცისფერი, იისფერი, მეწამული.
  • ქვები: ტოპასი, ამეთვისტო, ქრიზოლითი, ფირუზი, ოპალი, კარბუნკული, აფირონი, ზურმუხტი, გიშერი.
  • ლითონი: თუთია, თუნუქი.
  • ყვავილები: მიხაკი, ნარგიზი, ღიღილო, პალმა.
  • თილისმა: ნალი, ხვლიკი.
  • ბედნიერი დღე: ხუთშაბათი.
  • უიღბლო დღე: ოთხშაბათი.
  • იღბლიანი რიცხვი: 3 (ყველა რიცხვი რომელიც 3-ზე იყოფა), 4, 9.

23 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე დაბადებულები მერკურის გავლენით -მამაცი და გაბედული, მტკიცე სულის, მგრძნობიარენი არიან, მათ იტაცებს ნადირობა და სპორტი.
3 – დან 12 დეკემბრამდე დაბადებულებს მთვარის გავლენით -გააჩნიათ წარმოსახვა და ფანტაზია, უყვართ შორეული მოგზაურობა, აქვთ ცვალებადი გუნება.
13 - დან 21 დეკემბრამდე დაბადებულები - მტკიცე, მგრძნობიარე, ფუფუნების მოყვარული და გურმანები არიან, რომელთაც უყვართ ჭამა და განმარტოება თავიანთი გასტრონომიული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ტემპერამენტი და ხასიათი.


შეუძლიათ იყონ ნათელი გონების გაბედული ადამიანები, რომელთაც ხშირად ჰყავთ კარგი აუდიტორია. აგრეთვე შეუძლიათ იყონ მაღალი სულის, დიდი და წარჩინებული, ხან კი უბრალოდ ეგომანიაკები არიან. უმრავლესობა ბევრს და შორს მოგზაურობს, როგორც აზრებში, ასევე სინამდვილეში, ზოგიერთები კი `ბუხართან~ კოლექციონერობით არიან დაკავებული. დასაშვებია ორი უკიდურესობის თანაარსებობა, უმთავრესად არადისონანსურად. ხშირად რეფორმისტები არიან, ნოსტალგია ცხოვრობს მეამბოხე რეფორმატორში, ხოლო ავანტიურისტის ოცნებები _ სანიმუშო მოქალაქეში. მაგრამ ნეგატიურია თუ პოზიტიური, აქტიური თუ პასიური _ ყველას აღელვებს საზოგადოებაში საკუთარი მდგომარეობა, მათ უნდათ შთაბეჭდილების მოხდენა და რომ ეს შთაბეჭდილება ხანგრძლივი იყოს, მათ სურთ კაცობრიობაში წვლილის შეტანა. სწყურიათ დედამიწაზე თავიანთი კვალის დატოვება. ყველაზე მეტად სწადია ადამიან-კენტავრს იყოს სრულყოფილი ადამიანი, ხშირად აღწევს თავისას უფრო ხანდაზმულ ასაკში, ზოგჯერ 60 წლისათვის, როდესაც გრძნობები ადგილისა და ადამიანების გამოცვლას ითხოვენ, როდესაც გამომგონებლის ცნობისმოყვარეობა საშიში ხდება.
ზრდასრული მშვილდოსანი _ მოწიფული დასრულებული ნიშანია, ქალები ხშირად აღწევენ გარკვეულ ზრდას _ ფიზიკურს, სოციალურს, სულიერს. ზოგჯერ ისწრაფვიან გაუტოლდნენ ან აჯობონ კიდევაც მამაკაცებს მშვილდიდან ისრის ტყორცნაში. ცნობილია ქალი მშვილდოსანი, რომელმაც ორივე მკერდის ამპუტაცია გაიკეთა, ტიბეტის მონასტერში მოსახვედრად, რათა დაეწერა სენსაციური სტატია ბერების ცხოვრებაზე. ბევრი ლესბოსელი მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაიბადა. როგორც ამ თვისების გამოხატულება _ ჩაცმულობის გემოვნება ქალებში ვარირებს ტვიდის კოსტიუმებიდან, კარგად შეკერილი სპორული შარვლებიდან და გულდასმით სტილიზებული მოკლე ვარცხნილობებიდან საზეიმო მდიდრულ ჩაცმულობამდე, ლამაზ ბეწვეულობამდე, მაღალ სტილურ ვარცხნილობამდე და ძვირფას სამკაულებამდე. მიუხედავად მიმართულებისა, ისინი არჩევენ ხარისხს.
იგივე ეხება მამაკაცებსაც. სპორტსმენები არიან, უყვართ იმპორტული სვიტრები და შარვლები, კარგად შეკერილი ბრიჯები, მაგრამ შეუძლიათ მიიღონ დიპლომატის ან საპატიო სახელმწიფო მოღვაწის სახეც.

პროფესიები

ახალგაზრდობაში ძალიან მაღლა უმიზნებენ, ზოგჯერ ზედმეტად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. უყვართ მნიშვნელოვანი, არსებითი როლის შესრულება, მათი ხასიათი ყველაზე კარგად ვლინდება ხელმძღვანელ თანამდებობებზე. არ უყვართ ძალიან მძიმე სამუშაოები, თუმცა ენთუზიაზმით და დიდსულოვნად ეკიდებიან იმ საქმეს, რომელიც აირჩიეს, კოლექტივში უკეთ მუშაობენ ვიდრე მარტო, უფროსობას ან პატივისცემით ეპყრობიან ან ღიად ილაშქრებენ მის წინააღმდეგ, მათ წინაშე საქმიანობის ფართე სივრცეა გაშლილი _ მეცხენეობიდან სანადირო ექსპედიციამდე, გახსნილი აქვთ გზა სასულიერო მოღვაწეობაში, ასტრონომიაში, კარგად მუშაობენ ხეზე.
შეუძლიათ იყონ ცნობილი სპორტსმენები, ტანმოვარჯიშეები, მონადირეები, ჟოკეები, რბოლების ორგანიზატორები, მზარეულები, დურგლები, სასტუმროს მეპატრონეები, კომივოიაჟერები, თარჯიმნები, პოლიტიკოსები, რეპორტიორები, მკვლევარები, ბოტანიკოსები, მისიონერები, ექიმები, ქიმიკოსები, ინჟინრები, იურისტები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები.
არც ისე ბევრ ფულს შოულობენ, ვინაიდან ფულის საკითხში ზედმეტად დამოუკიდებელნი, მიუკერძოებელნი არიან ან მეტისმეტად უზრუნველყოფილნი. შეუძლიათ მოხვდნენ წარუმატებლობის უზარმაზარ ზოლში, მიუხედავად ამისა ისინი ხშირად ჩამოყალიბებული შულერები და სპეკულანტები არიან.
აქვთ კომფორტის უდიდესი მოთხოვნა, ბევრი თვლის რომ ისინი უქმად ხარჯავენ ცხოვრებას და მხოლოდ პურის ფულს შოულობენ. მშვილდოსნებში ხშირად გვხვდებიან `დაქირავებული პარტნიორები~ და კმაყოფაზე მყოფი ქალები. ქალებს შეუძლიათ მამაკაცებს სამსახურში კონკურირება გაუწიონ.

სიყვარული

მშვილდოსნის ცეცხლი არ ჰგავს ლომის და ვერძის მგზნებარებას, ეს არის ცეცხლი, რომელიც ფერფლის ქვეშ ბჟუტავს, შინაგან ვნებათა დამწვარი, მაგრამ ჯერ ჩაუმქრალი ნაკვერჩხალი. მუდმივად ცვალებად მშვილდოსანს ხმამაღლა შეუძლია განაცხადოს თავის შესახებ.
ერთნი _ თვლიან რა სიყვარულის ფიზიკურ აქტს მისტიკური აბსტრაგირების საშუალებად, უამრავი სხვადასხვა ხერხის მეშვეობით აძლევენ თავიანთ ისრებს ვერტიკალურ მიმართულებას მაღალი სულიერი მწვერვალებისკენ ან საზოგადოებრივი სწრაფვებისაკენ. ისინი ეძებენ პარტნიორს, რომელიც გაცილებით მათზე მაღლა დგას, რომელსაც მიყიდიან თავიანთ იდეალურ ვნებას.
სხვანი ირჩევენ ჰორიზონტალურ მიზანს და ბოლო არ უჩანს მათ მონაპოვარს. სიყვარული, სპორტი, თავგადასავლები, მოკლედ _ ცხენზე ამხედრებული დონჟუანია, მაგრამ მანამ, სანამ აითვისებს მშვილდოსნის ცხოვრებისეულ გაკვეთილს: "ისარი და სამიზნე საბოლოო ჯამში ერთი და იგივეა" - მათ საკუთარ გულშია მიმართული.
მამაკაც მშვილდოსანს უყვარს კომფორტი, სიმსუბუქის, ფუფუნების გარკვეული ატმოსფერო, უპირატესობას ანიჭებენ ქალს, რომელიც არა მხოლოდ აამაღლებს მის ამაყ აზრს საკუთარ თავზე, არამედ კარგად წაიყვანს საოჯახო მეურნეობას და გაუმკლავდება მას მეუღლის არყოფნისას, ისინი არაჩვეულებრივი მამები და დამცველები არიან, მაგრამ უყვართ თავიანთი მამაკაცური ბუნების განცდა, წეუძლიათ იყონ ყველაზე მოღალატე ქმრები და ეს მამაკაცის პრეროგატივად მიაჩნიათ.
მათზე მეტად Aარვინ იყენებს ეგზომ ორპირიან ცნებებს ზომიერების შესახებ, ისინი გააფთრებული ეჭვიანობის ალში ეხვევიან, თუ მათ იგივე მონეტით უხდიან, ისინი არ პატიობენ ღალატს, განსაკუთრებით თუ ჰგონიათ, რომ ამის შესახებ სხვებმაც იციან. მშვილდოსანს სძულს სკანდალი ,როგორც არავის და ყოველნაირად არიდებს მას თავს.
ქალი მშვილდოსნები ან უკიდურესად ამაყი, მებრძოლი ან მედიდური პატრონესები არიან, რომელთაც სურთ უყვარდეთ ისეთ მამაკაცს, რომელთა შეყვარება, პატივისცემა და კვარცხლბეკზე ამაღლება შეეძლებათ თავად.
ყველაზე ძვირფასი მათთვის სახელია. ზოგიერთებს თავად სურთ რომ განადიდონ და ქედი მოიხარონ მათ წინაშე. ისინიც არ პატიობენ ღალატს, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ სკანდალის ასაცილებლად. ზოგიერთებს არ უნდათ იყონ შებოჭილნი და ქორწინებას თავისუფალ სიყვარულს ამჯობინებენ ან კონკურირებენ მამაკაცებთან სხვა ქალის სიყვარულისთვის. კაცებიც და ქალებიც არჩევენ პარტნიორს, რომელიც გამოირჩევა გარშემომყოფებთაგან, არა მხოლოდ სხვა სოციალური გარემოს, არამედ სხვა რასის და რელიგიის ან სხვა ქვეყნის ადამიანს, რომელთანაც სიამოვნებით გადავლენ საცხოვრებლად ნებაყოფლობითი "საზღვარგარეთელობის" პრეროგატივებით.
მშვილდოსანი ბედნიერია ქორწინებაში, მეგობრობასა და საქმეებში ტყუპებთან, ვერძთან, მერწყულთან ,სასწორთან და ლომთან. ყოველთვის გაურბის ქალწულს.


1.14.2009

როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნებში




ახალი წელი ავსტრალიაში პირველი იანვრიდან იწყება, მაგრამ ზუსტად ამ დროს იქ ისეთი სიცხეა, რომ სანტა კლაუსი საჩუქრებს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი არიგებს.

იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან - ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს...იტალიელები თვლიან, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ მათ ახალი წელი.

ბრიტანეთის კუნძულების მაცხოვრებლები - ინგლისელები, საათის პირველ დარტყმაზე აღებენ უკანა კარს ძველი წლის გასაშვებად და უკანასკნელ დარტყმაზე აღებენ წინა კარს ახალი წლის "შემოსაშვებად’’. ინგლისში საახალწლო საჩუქარს განსაკუთრებულ დღეს ჩუქნიან: 28 დეკემბერს. ვის რომელი საჩუქარი შეხვდება, კენჭისყრა გადაწყვეტს. ეს ასე კეთდება: ქუდში ყრიან წარწერიან ქაღალდებს, რომელსაც ყველა დამსწრე იღებს. ინგლისელებს მოსწონთ მისალოცი ღია ბარათები. ისინი მათ ყველა ნაცნობს, მეგობარსა და ნათესავს უგზავნიან.

შოტლანდიელები შუაღამის დადგომამდე(ფერმებში) ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12-მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოკრავს. ამგვარად იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.

ესპანეთში ერთ-ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან - რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თვითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ "საცოლეებს, ხოლო გოგონები - "საქმროებს’’. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს: ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს - პრაქტიკული საჩუქრის.

ბარსელონაში, მადრიდში, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საახალწლო ღამეს სტუმრებისათვის ყიდდნენ ბილეთებს ორივე სქესის სახელებით და შემდეგ აერთებდნენ წყვილებად: ასე იქცეოდნენ "საქმროებად"და "საპატარძლოებად"მთელი საღამოს განმავლობაში. ხოლო მეორე დილით "საქმროს"უნდა მოენახულებინა "საცოლე"და მიეტანა საჩუქარი - ყვავილები და კანფეტები. ხანდახან ახალგაზრდა მამაკაცები საქმეს ისე აწყობდნენ, რომ "საცოლედ"საყვარელი ქალიშვილი შეხვედროდათ. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნამდვილი ქორწილით მთავრდებოდა.

ბელგიაში და ნიდერლანდებში გავრცელებულია "პირველი დღის მაგია’’, რისი აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის საქციელის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა იგი ახალი წლის პირველ დღეს, მსჯელობენ, როგორი იქნება ეს წელი მისთვის. ამიტომ, ცდილობენ ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი. ნიდერლანდებში და ბელგიაში უძველესი დროიდანაა გავრცელებული კიდევ ერთი სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული ჩვეულება - დღესასწაულზე ირჩევენ მეფეს. ამისათვის დიასახლისები აცხობენ ღვეზელს, რომელშიც დევს ცერცვის ან ლობიოს მარცვალი. ის, ვისაც შეხვდება ნაჭერი მარცვლით, მთელი დღესასწაულის მანძილზე მეფე იქნება. შემდეგ კი მეფე თავად ირჩევს თავისთვის დედოფალს, მასხარას და ა.შ.

რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში ახალი 4697 წელი თებერვალში დადგება, შემდეგ ახალ წელს იზეიმებენ ინდოეთში - იქ 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056-ე წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ - 21 ივნისს. ებრაელებისათვის ეს წელი 5760 -ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რუსეთშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც ახალი წელი 1 იანვარს გათენდება...

ბრაბანტში და ჩრდილოეთ ფლანდრიაში არსებობს მეფის არჩევის კიდევ ერთი წესი: ამზადებენ 16 ცალ ე.წ. "სამეფო"ღია ბარათს, რომლებზეც გამოხატულია მეფე, დედოფალი, მრჩეველი, მღვდელი, მომღერალი, მსახიობი, მზარეული და ა.შ. შემდეგ დამსწრეები სათითაოდ იღებენ ამ ბარათებს და ამგვარად ნაწილდება როლები სადღესასწაულო საღამოსათვის. მეფე და დედოფალი, რომლებსაც ოქროსფერი ქაღალდის გვირგვინს ადგამენ, ხელმძღვანელობენ ამ საღამოს და მათი "ხელმწიფება"გათენებამდე გრძელდება. ეს ყველაფერი საყოველთაო მხიარულებითა და ხუმრობებით მიმდინარეობს.

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ-ერთი ფორმაა გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში - ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.

ბულგარეთში ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდებიან. ახალი წლის დაწყებამდე ოჯახის წევრებიდან ყველაზე პატარა დგება ნაძვის ხესთან და მღერის დანარჩენებისათვის. მადლიერების ნიშნად კეთილი უფროსები მას საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე საინტერესო იწყება მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ ჩამოკრავს. ამ დროს სახლებში აქრობენ შუქს საახალწლო კოცნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ დიასახლისი იწყებს ღვეზელის დაჭრას მასში არსებული სიურპრიზებით: თუ მონეტა შეგხვდებათ - სიმდიდრეს უნდა ელოდოთ, თუ ვარდის ტოტი - სიყვარულს. ასეთივე სიურპრიზებიანი ღვეზელის ტრადიცია არსებობს რუმინეთში და ავსტრალიაში.

ავსტრიაში საახალწლო სჩუქრებისა და მილოცვების ჩვეულება გავრცელებული იყო უკვე მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში. ახლა მიღებულია ფიგურებისა და მისალოცი ღია ბარათების ჩუქება ტრადიციული ბედნიერების სიმბოლოთი, რასაც წარმოადგენს ბუხრის მწმენდავი, ოთხფურცლიანი სამყურა ბალახი და ღორი. 31 დეკემბრის სუფრა სავსე უნდა იყოს, რომ მთელ წელს კარგად იცხოვროთ. აუცილებელ კერძს წარმოადგენს გოჭის ან ღორის ხორცი. ითვლება, რომ თუ გსურთ ბედნიერი იყოთ, უნდა შეჭამოთ ღორის თავის ან დინგის ნაჭერი. ამას ეწოდებოდა "ღორულ ბედნიერებაში მონაწილეობის მიღება’’.

შვეიცარიაში (ავსტრიაშიც) ადამიანები ზეიმობენ წმინდა სილვესტრის დღეს. ეს დღესასწაული ეფუძნება ლეგენდას იმის შესახებ, რომ რომის პაპმა სილვესტრმა (314 წელი) დაიჭირა საშინელი ზღვის მონსტრი. ითვლებოდა, რომ 1000 წელს ეს ურჩხული თავს დააღწევდა ტყვეობას და გაანადგურებდა სამყაროს. ყველას გასახარად ეს არ მოხდა. მას შემდეგ შვეიცარიაში და ავსტრიაში ამ ისტორიას იხსენებნ ახალ წელს. ადამიანები იმოსებიან სამასკარადო სამოსში და საკუთარ თავს სილვესტრკლაუსებს უწოდებენ.

ახალი წელი უნგრეთში ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც შობა. თუმცა, ზოგიერთი საშობაო ჩვეულება და რწმენა ამ დროშიც არსებობს. მაგალითად, პირველი სტუმარი, ანუ, ჩვენებურად "მეკვლე’’, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქალი, რადგან მას უბედურება მოაქვს. ამიტომ, ცდილობენ ნათესავების სახლში სტუმრად ბიჭები გაუშვან. რის შემდეგაც უკვე ქალის სტუმრობაც აღარაა საშიში. ზოგიერთ ადგილას კი, დილით პირის დაბანისას წყლის მაგივრად ხელებს მონეტებით იწმენდენ, რათა მთელი წელი შემოსავლიანი იყოს.

იუგოსლავიაში ახალი წლის ღამეს ბევრს მკითხაობდნენ: მარილმოყრილი ხახვის 12 ნაწილით საზღვრავდნენ, თუ როგორი ამინდი იქნებოდა ამა თუ იმ თვეში. სლოვაკეთის ზოგიერთ ოლქში არსებობდა ასეთი მკითხაობა: მაგიდაზე დებდნენ ათ სხვადასხვა საგანს, მათ შორის - ფიჭვის ტოტს(ბედნიერება), ბეჭედს(ქორწილი), თოჯინა(ბავშვის დაბადებას), ფულს(სიმდიდრე) და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს აფარებდნენ ბეწვის ქუდს. ყოველ ადამიანს სამჯერ უნდა გამოეღო იქიდან რაიმე ნივთი და თუ სამივეჯერ ერთი და იგივე ნივთს ამოიღებდა, ეს ნიშნავდა, რომ წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდებოდა ამ ნივთის სიმბოლოსთან დაკავშირებული მოვლენა.

მუსულმანები იყენებენ მთვარის კალენდარს და ამიტომ, ყოველი ახალი წლის თარიღი 11 დღით წინ იწევს. ირანში (სპარსეთში) ახალ წელს 21 მარტს ხვდებიან. ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე ადამიანები თესენ ხორბალს პატარა თეფშზე. ახალი წლისათვის იზრდება ჯეჯილი, რაც გაზაფხულისა და ახალი წლის დაწყებად ითვლება.

ინდუსები ახალ წელს იმის მიხედვით აღნიშნავენ, თუ სად ცხოვრობენ ისინი. ჩრდილო ინდოეთის მცხოვრებნი საკუთარ თავს ვარდისფერი, წითელი, იისფერი ან თეთრი შეფერილობის ყვავილებით რთავენ. სამხრეთ ინდოეთში დედები ტკბილეულს, ყვავილებსა და საჩუქრებს პატარა ლანგარზე აწყობენ. ახალი წლის დილას შვილები თვალდახუჭული ელოდებიან, თუ როდის მიიყვანენ მათ ლანგართან. ცენტრალურ ინდოეთში შენობებზე გამოფენენ ფორთოხლისფერ დროშებს. ინდოეთის ჩრდილოეთით ახალ წელს ოქტომბრის ბოლოს აღნიშნავენ, სახლების სახურავებზე ანთებენ პატარა კოცონს. ახალ წელს ყველა ინდუსი ფიქრობს სიმდიდრის ღმერთზე - ლაქშმიზე.

ბირმაში ახალი წელი პირველ აპრილს იწყება, ყველაზე ცხელ დღებში. მთელი კვირის განმავლობაში ადამიანები გემრიელად წუწავენ ერთმანეთს წყლით. იწყება წყლის ფესტივალი - ტინჯანი.

ინდონეზიაში ახალი წელი ოქტომბერში დგება. ყველა ადამიანი გამოსასვლელ ტანსაცმელს იცვამს და ერთმანეთს პატიებას სთხოვს წინა წელში მიყენებული უსიამოვნებებისათვის.

ებრაელებისათვის ახალი წელი წმინდა დროა. ამ დროს ადამიანები ფიქრობენ ჩადენილ ცოდვებზე და პირობას დებენ, რომ ყველაფერს გამოასწორებენ კეთილი საქმეებით. ბავშვებს ახალ სამოსს ჩუქნიან. ებრაელები აცხობენ პურს და მიირთმევენ ხილს.

ვიეტნამური ახალი წელი 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორს დგება. დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად იცვლება. ვიეტნამელები ფიქრობენ, რომ ყოველ სახლში ცხოვრობს ღმერთი და ახალ წელს ღმერთი მიემგზავრება ცაში, რათა იქ ამცნოს, თუ როგორ გაატარა ეს წელი ოჯახის თვითოეულმა წევრმა. ოდესღაც ვიეტნამელები თვლიდნენ, რომ ღმერთი ერთ-ერთი თევზის - კობრის ზურგზე დაცურავს. ახლანდელ დროშიც ვიეტნამელები ყიდულობენ ცოცხალ კობრს, ხოლო შემდეგ უშვებენ მდინარეში ან ტბაში. ამ ქვეყანაში არსებობს აგრეთვე ჩვენებური "მეკვლეს"მსგავსი სტუმარი.

ჩინეთში ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარეობისას. ქუჩის პროცესიები - ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ათასობით ფანარი ინთება პროცესიის დროს. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტი სულებით. ამიტომ, ისინი პეტარდებითა და ხმაურით უნდა განდევნონ. ჩინეთში არააა მიღებული საათის ჩუქება, რადგან ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავალობასა და ყოფიერების ამაოებაზე.

საბერძნეთში ახალი წელი - ეს არის წმინდა ბასილის დღე. წმინდა ბასილი ცნობილი იყო თავისი სიკეთით. ბერძენი ბავშვები თავის ყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რომ მან ისინი საჩუქრებით აავსოს.

ახალი წლის ღამეს იაპონელები ქუჩაში შეღებილები და მორთულები გამოდიან. მათთან ძალიან პოპულარულია ნიღბები. განსაკუთრებით პატივსაცემია ლომის ნიღაბი. ადამიანი ლომის ნიღბით საღამოობით ქუჩაში დადის, თავს ესხმის ბავშვებს და "კბენს" მათ. იაპონელების რწმენით ასეთი რიტუალი ბავშვებს ბოროტი ძალებისაგან იცავს. ახალი წლის პირველ დღეს, დილით ადრე ისინი გადიან "ახალგაზრდობის წყლის"სათავესთან, დგებიან სახით აღმოსავლეთისაკენ, წარმოთქვამენ შელოცვის მსგავს სიტყვებს და სამჯერ შესვავენ წყალს. ამ ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს სულ რაღაც 200 წლის წინ დაიწყეს და მათთვის ყველაზე მთავარი იყო ახალი წლის დაწყებამდე ყველა საქმის მოსწრება. იაპონელები სახლის დალაგების პროცესს ჯერ კიდევ შუა დეკემბერში იწყებენ. მთელი ოჯახი ხელში იღებს ბამბუკის ცოცხებს, რომლებიც მხოლოდ ახალი წლისთვისაა განკუთვნილი (ეს საგნები ინახება ოჯახში მთელი წლის განმავლობაში და გამოიყენება მხოლოდ საახალწლოდ) და ერთად, სიცილითა და მხიარულებით ალაგებენ სახლს. იაპონიაში ახალი წლის ღამეს ჭამა არაა მიღებული და ადამიანები ადრევე იმისთვის ამზადებენ საჭმელს, რომ ახალი წლის პირველივე დღეებში არ მოუწიოთ მისი კეთება. ამ დღეებში, საერთოდ, არაა მიღებული მუშაობა, მზადება და მაღაზიებში სიარული.


ShoutMix chat widget