იმერული დიალექტი ყველაზე მსხვილი ერთეულია ( ქართლურის შემდეგ) და მოიცავს ხარაგაულის, საჩხერის,თერჯოლის, ზესტაფონის, ვანის, სამტრედიის, ბაღდადის, ხონის, ქუთაისის, აგრეთვე ჭიათურის ტყიბულისა და წყალტუბოს ტერიტორიებს.იმერლები სახლობენ ( გარდაბნის, ბოლნისის, ლაგოდეხის, ყვარლის , ახალციხის და სხვ.) რაიონებშიც.
იმერულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში. მისი თავისებურებანი გამოყენებული აქვთ, ძირითადად, პერსონაჟთა მეტყველებაში ა.წერეთელს, დ.კლდიაშვილს, გ. წერეთელს, ნ. ლორთქიფანიძეს, კ.ლორთქიფანიძეს, ო. იოსელიანს და სხვ.
ქუთაისი თითქმის წმინდა ქართული ქალაქია, რადგან აქ მოსახლეობის 91% ქართველია, ხოლო დანარჩენ 9%-ს რუსები, ებრაელები, ასირიელები, სომხები, ბერძნები და უკრაინელები შეადგენენ.
ქუთაისში ქართულის შემდეგ ყველაზე გავრცელებულ ენად რუსული ითვლება.
8 წლის ბავშვის გამონათქვამი, რომელსაც რუსი ეროვნების დედა ჰყავს და რუსულ სკოლაში სწავლობს:
პერემენაზე ქეთიმ ლინეიკა მომთხოვა და გამიტეხა. შენიშვნა: აქ გამოყენებულია ქუთაისის დიალექტოლოგიის სამეცნიერო_კვლევითი ინსტიტუტის მასალები.
სოფლიდან ქუთაისში ჩამოსულ მოსახლეობას თავისი კუთხური მეტყველება დღესაც არა აქვს დავიწყებული. მაგ.:
გუუშვი ბაღანე კარში ( გაუშვი ბავშვი გარეთ).
მშობლებისათვის დამახასიათებელი ეს მოვლენა და ლექსიკა ქუთაისურმა არ მიიღო ( ისინი გამონაკლისის სახით გვხვდება.)
ქუთაისურში დასტურდება ქართული სალიტერატურო ენის ყველა ხმოვანი.
საერთოდ, ქართული ენის დიალექტებში ხმოვანთა სისტემა საერთო ქართულია. აქ, დამატებით დადასტურებულია - მოკლე ხმოვნები, გრძელი ხმოვნები და ა. შ.
აქედან ქუთაისურში გვხვდება გრძელი ხმოვანი, რომელიც მიიღება ხმოვნის გამიზნული დაგრძელებით. მაგ.: ა
რ მოდიხარ, ხო, ვნახავ მაგითი რასაც მეიგეფ.
თანხმოვნის დაკარგვა გავრცელებული მოვლენაა ქუთაისში. იგი დასტურდება ყველა ასაკისა თუ თაობის წარმომადგენლებთან, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.
სისტემებრ იკარგვის_თან თანდებულის თ, როცა ფუძეხმოვნიან სახელს დაერთვის:ხესთან_ხესან,
მამასთან_მამასან.
ფონეტიკურ პროცესებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისური მეტყველების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს როგორც ქართული ენის დიალექტები( კერძოდ, დასავლური). ასევე, სალიტერატურო ენა, ხოლო თვითონ ქუთაისური არცერთი მათგანის თანხვდენილი არ არის.
სახელის ბრუნების თვალსაზრისით ქუთაისური მეტყველება სალიტერატურო ნორმას უფრო მისდევს, ვიდრე დიალექტურს.
მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები _ მა და _მ ისევეა განაწილებული ქუთაისურში, როგორც სალიტერატურო ენაში. თანხმოვანზე ფუძედაბოლავებულ სახელებთან გვაქვს_მა:
ბოვშმა მეისმინა ჩვენი ლაპარაკი თურმე და ყველაფერი მოუყვა მამამის. ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებთან კი _მ.როცა ფუძისეული და ფორმანტისეული ორი _ მ ხვდება ერთმანეთს, ისმის ერთი _მ, ოღონდ უფრო ხანგრძლივი დაყოვნებით:
ჩემა გოგომ ხუთიანი მიიღო მაგის გამოცთაზე.
ქუთაისურში სახელობითი ბრუნვის ნიშანი _ი ჩვეულებრივ ჩნდება თანხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებთან: კაცი მოვიდა, ბოვში(ბავშვი) არ წეიყვანო. ხოლო ხმოვანფუძიანი სახელები ჩვეულებრივ, სახელობითი ბრუნვის ნიშანს არ დაირთავენ: კარქი ღვინო ძაან მიყვარს;
მიცემითი ბრუნვის ნიშნად,ისევე როგორც სალიტერატურო ქართულში,ყოველთვის გვაქვს_ს :წოუღე ბოვშს ცოტა ლეღვი.
ნათესაობითსა და მოქმედებითში ბრუნვის ნიშნები ხან კვეცენ და კუმშავენ ფუძეს, ხან კი_ვერა. ქუთაისური ამ მხრივაც სალიტერატურო ნორმას მიჰყვება და იქ სადაც კუმშვა ან კვეცაა მოსალოდნელი თითქმის ყოველთვის დასტურდება ეს მოვლენა. თუმცა, გვხვდება გამონაკლისებიც. ისიც უფრო ხშირად გარეუბნებში და შედარებით ახალჩამოსულებთან. მაგ: ამას წყალის (წყლის) დამატება უნდა; ჩემი ქმარის (ქმრის) მოსვლა არც გამიგია.
უკვეცელ სახელებთან კი ყოველთვის გვაქვს _სი და _თიდაბოლოებები: მაგ.ოქროთი საზღვრავს მა საწყალი ყველაფერს.
ქუთაისურში ვითარებითი ბრუნვის ნიშანი უმეტეს შემთხვევაში წარმოდგენილია როგორც _ათ (ად),_თ(დ). ფუძეთადაბოლოების მიხედვით ისინი ისეა განაწილებული, როგორც სალიტერატურო ქართულში_იან სუფიქსით გართულებულ ფუძეებთან ქუთაისურ მეტყველებაში შეინიშნება ვითარებითი ბრუნვის ნიშნად_ა_ს გამოყენება. მაგ:
ჩამეეთრევა ახლა ცოლშვილიანა და დამიჯდება მე სარჩენათ; თავისი ძაღლებიანა ერთ ლოგინში ძინავთ ყველას.წოდებით ბრუნვაში ქუთაისურში სახელი გვევლინება ან ფუძის სახით, ან დაირთავს ო_ს. მაგ: წამო, კაცო სახში.
ქუთაისურისათვის დამახასიათებელია თანხმოვანფუძიანი სახელების ხმოვანფუძიან სახელებად ქცევა. ვახტანგიამ მითხრა ხვალ გამოვალო; ნოდარიას უთხარი ჩემი მანქანა ამეიყვანოს; თამაზიამ ჩემთან ერთათ ჩამოდი ზღვაზეო.
ქუთაისურ მეტყველებაში ძალიან გავრცელებულია მამის სახელით მიმართვის არაქართული (რუსული) ფორმა, როგორიცაა: დავითიჩ, ნესტორიჩ, დავიდოვნა, შალვოვნა, ივანოვნა და ა.შ.
მიმართვის ეს სახეობა თავაზიან ფორმად ითვლება. ასე მიმართავენ უმეტესად თანამდებობის პირებს, უფროსებს და ხშირად დედამთილებს, მამამთილებს, სიდედრებსა და სიმამრებს, თანაც პირისპირ საუბრის დროს: დავითიჩ, ერთი წუთით, თუ შეიძლება, მობრძანდით და ა.შ.
ახალგაზრდებთან გავრცელებული მიმართვის ფორმაა: ბიჯო, მოდი აქანე ვიქნები მე .ელგუჯია, ბიჯო, რა ქენი ეგი?
ქუთაისურში მრავლობით რიცხვში პარალელურად დასტურდება ესენი და ეგენი ფომები.მაგ. ესენი დღეს არ მიდიან.
ნათესაობით ბრუნვაში ქუთაისურში გვაქვს რასი(უკვეცელი ფორმა): რასი გეშინია? რასი ხმაა?
კითხვითი ნაცვალსახელი როგორი ქუთაისურში თანდათან იფართოვებს მოხმარების არეს. მის პარალელურად გვხვდება რავარი. როგორი უმეტესად განათლებულ ადამიანთა მეტყველებაში იხმარება: როგორი ღვინოა? რავარი მჟავე მაქ გაკეთებული?
ქუთაისურ მეტყველებაში ვიღაცა და რაღაცა ნაცვალსახელები მრავლობით რიცხვში ყოველთვის ვიღაცეები, რაღაცეები ფორმით არიან წარმოდგენილი: გამეიხედე ერთი, ვიღაცეები იძახიან; მეიტანეს რაღაცეები და ასე გონიათ საქმე გააკეთეს.
ქუთაისურ მეტყველებაში ასევე გვხვდება: ის კაცი თავისას თხოულოფს(ითხოვს); მაგის დედა დღემდე ჩივა (ჩივის), მარა ვერაფერს გახთა; ბოვშებს შეეშინდათ და გასუსდენ(გაისუსენ)მე კარქათ ვცურავარ. ნუ დაგორავხარ,ბიჭო და ა.შ. ეს პროცესი განსაკუთრებით გავრცელებულია დიალექტებში.
სალიტერატურო ენაში მხოლობითში დგას შემასმენელი მაშინაც, როცა მხოლობით რიცხვში დასმული ქვემდენარე კრებითი სახელია. ქუთაისური მეტყველება ასეთ დროს ხშირად არღვევს სალიტერატურო ნორმას და შემასმენელი მრავლობით რიცხვში გვევლინება. მაგ. ხალხი შემოვარდნენ, დეიწყეს კივილი, ყვირილი. მთელი სტუდენტობა იდგენ და უყურებდენ ამ ამბავს; ნათესაობა ჩემ მხარეზე იყვნენ, მარა მაგან იმდენი ტყვილები ელაპარაკა, გადარია ყველა.
ქვემდებარის მრავლობითობა ზმნაში ყოველთვის აღინიშნება, როცა ეს უკანასკნელი პირველ ან მეორე პირში დგას. მაგ: ცოტა მეიცადეთ და ჩვენც მოვდივართ; დაგვიცადეთ თუ შეიძლება; წამო, წევიდეთ ლაშაიასთან; მოდი, ჩვენც გავაკეთოთ რაცხა, იქნება კი გაგვიმართლოს; წამო, გევიქცეთ უცეფ და ვიყიდოთ პური.
ქუთაისურში კავშირები უმეტესწილად სახეცვლილია, მაგრამ მათ არავითარი ცვლილება არ შეაქვთ წინადადების სტრუქტურაში.
მარა(მაგრამ): კი წევიდა მარა რა გააკეთა.
რაფერაც(როგორც): რაფერაც გინდა ისე მეიქეცი.
რავარც(როგორც): რავარც გინდა, ისე ქენი.
საცხა(სადაც): საცხა გინდა,იქანე წადი.
როცხა(როდესაც): როცხა იქნება,ხო გააკეთეფს.
ქუთაისში გავრცელებული ახალგაზრდული ჟარგონული მეტყველება ძირითადად ვაჟებისთვისაა დამახასიათებელი. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისელი ახალგაზრდა ვაჟების 60_70% ძირითადად, ჟარგონებით მეტყველებს, ხოლო გოგონები მხოლოდ რამდენიმე, ძალიან გავრცელებულ ჟარგონულ სიტყვებს გამოიყენებენ ხოლმე. ასეთებია, მაგ. პონტი, მევასება, ქაჯი, გოიმი და ა.შ. მხოლოდ გამონაკლისის სახით შეიძლება შეგვხვდეს გოგონა, რომელიც ჩვეულებრივ, როგორც ბიჭი, ჟარგონებით მეტყველებს.
ახალგაზრდულ ჟარგონში ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ქართული წარმომავლობის სიტყვები,შემდეგ რუსული და სხვა ენების ლექსიკიდან შემოსული ერთეულები. აღსანიშნავია, რომ დღეს თანდათანობით ფეხს იკიდებს ინგლისური სიტყვები, მაგალითად, ქართული ლექსიკიდან: ნიკაია, წამეიყვანე სიმონ, ასწორებს გიტარაზე რო უკრავს .შენც რავა გოიმივით ავარდი, ბიჭო. ბიჭო, გიმტკიცეფ და შენ მაინც შენსას აწვები.
რუსული ლექსიკიდან : რა ბაბნიკია, ბექაია, სიმონ, სულ ქალებშია. რა ბაგაჟის პატრონია, არ ეტყობა ლაპარაკში? რამდენს ბლატაოფ, არ მოგწყინდა ამდენი ლაპარაკი?
ქუთაისური მეტყველება წარმოადგენს ერთი მხრივ გარკვეული ადგილობრივი „ქალაქის კილოს“ რეალიზაციას, ხოლო,მეორე მხრივ, სალიტერატურო ენის რეალიზაციას. ქუთაისისათვის დამახასიათებელია, მჭიდრო მომიჯნავე დიალექტების მეტყველებასთან, მაგრამ ქუთაისური მეტყველება არც ერთი ქართული ენის კილოს თანხვდენილი არ არის. ბევრი დიალექტიკური მოვლენა კი ქუთაისურის მიერ მთლიანად ნიველირებულია.
ქუთაისელთა მეტყველებაში ერთდროულად თანაარსებობს სალიტერატურო და დიალექტური ფორმები.
საერთოდ, ახალგაზრდების ერთი ნაწილი, მაგალითად თანამდებობის პირები უმეტესად სალიტერატურო ფორმებს იყენებს, ხოლო დაბალი და ქვედა ფენის წარმომადგენლები თითქმის ყველა შემთხვევაში_დიალექტურს. საშუალო ფენის წარმომადგენლები საგარეო სტილით მეტყველებისას სალიტერატუროს, საოჯახოთი კი დიალექტურს. ე.ი. ქუთაისურში დასტურდება როგორ აქ, იქ, როგორ, რამდენჯერ, ასევე აქანე, იქანე, რავარ, რამდენჯელ.
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქუაისელთა მეტყველებაში ჟარგონსა და არგოს.